/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰემატოლოგია

ყველაფერი სქელი სისხლის შესახებ

ყველაფერი სქელი სისხლის შესახებ
თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ინფარქტი, ინსულტი...

რა აქვთ საერთო ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს? ის, რომ მათი აღმოცენების ერთ-ერთი მიზეზი სქელი სისხლია. ამ დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ აუცილებელია სისხლის გათხელება ისე, რომ მან ვენებსა და ქსოვილებში თავისუფლად იმოძრაოს (იცირკულიროს).

სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ექიმ კარდიოლოგებს ძალიან არ გაუმართლათ. საზოგადოდ, ექიმები, რომლებიც მუშაობენ სისხლთან, იყოფიან ორ ჯგუფად: ჰემატოლოგები და კარდიოლოგები, რომლებიც მუშაობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. კარდიოლოგებს წილად ხვდათ ცარიელი სისხლძარღვები და ცარიელი გული. მათ თავისთავად არ შეუსწავლიათ სისხლი. ჰემატოლოგებს, პირიქით, არ შეხვდათ სისხლძარღვები და გული, ამიტომაც სისხლის მიმოქცევის სისტემას ორ ნაწილად ყოფენ: პირველი სისტემის მიხედვით არაფერი ცირკულირებს, მეორე სისტემის მიხედვით კი არსადაა ადგილი ცირკულაციისთვის.

კარდიოლოგები ამბობენ: „თქვენ გაქვთ ცუდი სისხლძარღვები“, ჰემატოლოგები კი იძულებულნი არიან თქვან, რომ თქვენი სისხლძარღვები ალბათ კარგია, მაგრამ სისხლია ცუდი. ინფარქტი კი ვითარდება, ასე ვთქვათ, გზაჯვარედინზე. კარგ სისხლძარღვებში შედედებას (კოაგულაციას) განიცდის ცუდი სისხლი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია დედამიწაზე სიკვდილის მთავარი მიზეზია და სისხლძარღვები აქ არაფერ შუაშია. სისხლძარღვები შეიძლება იყოს აბსოლუტურად იდეალური (სრულყოფილი), ხოლო ადამიანი კვდება ინფარქტით. გაკვეთის დროს აღმოაჩენენ, რომ მას სისხლძარღვები და გული ჯანმრთელი ჰქონდა. მაშ რა მოხდა? რაღაც ცუდი შეჭამა, არასწორად დაწვა. იგივე ეხება ინსულტს. მუცელზე დაწვა, სისხლი შეუდედდა, ძალიან დიდხანს იწვა, სადღაც დაითრომბა, ჟანგბადი ვერ მიიღო და გარდაიცვალა. კონკრეტულად რა არის ინფარქტი?

ყველა ორგანო, მისი ქსოვილების მიხედვით, ერთნაირად არის აგებული – გული, საშვილოსნო, თირკმელები, ღვიძლი შედგება ცოცხალი უჯრედებისგან, რომლებიც „ცურავს“ უჯრედშორის სითხეში. როგორც ქალაქის რუკა, ყველაფერი სისხლძარღვებითაა მოცული. მათი დახმარებით, ყველა მიმართულებით წინ და უკან მოძრაობენ ლეიკოციტები და საკვები ნივთიერებები. სისხლძარღვი, ერთფენიანი კაპილარი, შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც დაცხრილული (გაჟონვადი) საცერი, რომლის მეშვეობითაც ყოველ წამს წინ და უკან მოძრაობენ ჰორმონები და ლეიკოციტები. ერთადერთი „ცხვრები“ – სისხლის წითელი უჯრედები – ერითროციტებია, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან დახურულ წრეში და არასოდეს უნდა დატოვონ დახურული, ჩაკეტილი კაპილარული კალაპოტი. მაგრამ თუ უეცრად სისხლძარღვში წარმოიქმნა ცხიმოვანი ფოლაქი, მიეკრა ცხიმი, მოხვდა სისხლძარღვს ან კისერი არასწორად მოაბრუნა ადამიანმა, მაშინ ვითარდება ინსულტი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ,მაინტერესებს ასეთი რა ,რკინა როცა ნორმაა შეიძლება ფერიტინი დაბალი გქონდეს? ანუ მქვს სიმპტომები ,რონლებიც ძალიან ჰგავს რკინადეფიციქტს ,სისუტზე ,თავბრუსხვევა ,უენერგიობა და რკინა მაქვს ზედა ზღვარი.და ფერიტინი შეილება დაბალი იყოს ამ დროს? თუ ერთი და იგივეა ეს ორი ანალიზი</p>

სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ უნდა დავიძინოთ ზურგზე. ბავშვებს ხშირად სძინავთ მუცელზე, მაგრამ მათ არ უვითარდებათ ინსულტი, ე. ი. მათი სისხლი ძალიან თხელია.

დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) ვითარდება 40 წლის შემდეგ. ბავშვებს შეუძლიათ იძინონ მუცელზე, მაგრამ მათ ექნებათ ცუდი მხედველობა, ცუდი სმენა და ცენტრალური ნერვული სისტემის ცუდი განვითარება.

მაინც, რა შეიძლება მოხდეს არასწორ პოზაში ძილის დროს? წარმოიდგინეთ, სისხლი მიუახლოვდა სისხლძარღვის მოსახვევს, დაეჯახა, უბიძგა და სისხლძარღვი გასკდა, ხოლო როდესაც სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) გამოთავისუფლდნენ მათი სისხლძარღვის ტერიტორიიდან, განვითარდა ინფარქტი, ინსულტი, თრომბოზი. თუ ეს ეხება პატარა სისხლძარღვს, რომლის დიამეტრი არის ერთი ერითროციტისხელა, ის დაიხურება ქოლესტერინით, რომლის ზომა 100-ჯერ აღემატება ერითროციტის ზომას, გულის კუნთის ნაწილი არ მიიღებს ჟანგბადს, რაც ნიშნავს, რომ იქნება მიკროინფარქტი ან მიკროინსულტი. ამიტომაც აუცილებელია სისხლის დათვალიერება მიკროსკოპის გამოყენებით.

  • სპეციალისტები ამბობენ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის სისხლზე, როგორი სისხლიც აქვს ადამიანს, იმდენხანს იცოცხლებს. სისხლის კვლევა ყველამ უნდა ჩაიტაროს. ადამიანი მოდის ექიმთან და თავს ცუდად გრძნობს, ექიმი დახედავს, შეისწავლის სისხლს და მაშინვე მიხვდება ყველაფერს. თუ სისხლში მხოლოდ ქოლესტერინია, მაშინ კარგი რა იქნება?

ისიც გასათვალისწინებელია, რომ სისხლს ყოველთვის იღებენ ჭამამდე. ასეთი სისხლი კი ყოველთვის ნაკლებ ქოლესტერინს შეიცავს. სისხლი ჭამის შემდეგ უნდა შემოწმდეს.

უზმოზე პრაქტიკულად არავინ კვდება, ყველა კვდება დატვირთვის შემდეგ, სტრესის, სადილობის შემდეგ ან ღამით. თუ სისხლს 50 გრ არაყის მიღების შემდეგ გამოიკვლევთ, საოცრად კარგი იქნება. ქოლესტერინი დაიშლება და სისხლი გატუტიანდება. ადამიანი კვდება არა იმიტომ, რომ სისხლძარღვი გადაივსო, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, არამედ მოულოდნელად იღუპება. როგორც ვოლანდმა თქვა, ადამიანი არა მხოლოდ მოკვდავია, არამედ მოულოდნელად მოკვდავია. ცხოვრების ნებისმიერ მომენტში, 60 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ ადამიანს, და ახლა, ზოგადად, 40 წელს გადაცილებულს, ჭამის შემდეგ, შეიძლება ჩამოუყალიბდეს ქოლესტერინული თრომბი, რომელიც შეიძლება მოხვდეს ნებისმიერ სისხლძარღვში.

სიკვდილი და სიცოცხლე ფილოსოფიური ცნებებია. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს 33 დაავადება და იცოცხლოს 100 წლამდე. ან შეიძლება არ ჰქონდეს დაავადება და მიიღოს ინფარქტი. სისხლის მდგომარეობა არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა. სამწუხაროდ, კარდიოლოგები მიდიან ჰემატოლოგიის მიღმა, მიჰყვებიან სისხლძარღვებს, გულს და მუდმივად ცდილობენ გულის კუნთის გაძლიერებას (გამაგრებას). ყველა ცდილობს სისხლძარღვების გაფართოებას, მაგრამ რეალურად ორგანიზმში სხვა პროცესი ხდება.

გასქელებული სისხლი - სისხლის გასქელების მიზეზები

სისხლი არის ძირითადი სასიცოცხლო არე, რომლის ხარისხზეც დამოკიდებულია ორგანოებსა და უჯრედებში მიმდინარე ყველა პროცესი.

სისხლის ხარისხის დარღვევისას, უპირველესად, გასქელებისას, მჟავიანობისას, ქოლესტერინის მომატებისას და ა.შ., რთულდება სისხლის ძირითადი სატრანსპორტო ფუნქცია, რაც იწვევს პროცესების დარღვევას ყველა ორგანოსა და ქსოვილში, მათ შორის ტვინსა და ღვიძლში, თირკმელებსა და სხვა ორგანოებში. სისხლის ხარისხი უნდა შენარჩუნდეს ოპტიმალური ჰომეოსტაზის ფარგლებში.

სისხლის გასქელების ნიშნებია: დაღლილობა, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, თავის ტკივილი და სხვა.

სისხლის გასქელების მიზეზებია:

1. გაუწყლოება

სისხლის 90%-ზე მეტი წყალია. წყლით გაჯერებულ ორგანიზმში სისხლი, ჩვეულებრივ, შეიცავს დაახლოებით 94% წყალს.

დეჰიდრატაციისას, ტვინის ფუნქციობის უზრუნველსაყოფად, წყალი გამოიყოფა (ექსტრადირდება) სისხლძარღვთა კალაპოტიდანაც კი, სადაც ის შედარებით სქელდება, მცირდება მისი მოცულობა, მაგრამ რადგან სისხლძარღვებს აქვთ გარკვეული სანათური, ისინი ვიწროვდებიან, რაც იწვევს სხვადასხვა დარღვევას (ელასტიკურობის დაკარგვა, მტვრევადობა, ათეროსკლეროზი).

დეპრესია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, თავის ტკივილი და ორგანიზმში თითქმის ნებისმიერი ფუნქციური და პათოლოგიური ცვლილება იწყება დეჰიდრატაციით, წყლის უკმარისობით, რომელიც გამშვები მექანიზმია ნებისმიერი ბიოქიმიური და ენერგეტიკული რეაქციისა.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალება (წამალი), ისევე როგორც ქიმიური ნივთიერება, საჭიროებს დამატებით წყლის მოხმარებას, რადგან თავად ხელს უწყობს ორგანიზმის კიდევ უფრო დიდ გაუწყლოებას.

2. მჟავებით აგრესია

მჟავებით აგრესია გულისხმობს მჟავების დიდი რაოდენობით მოხვედრას ორგანიზმში. მჟავები არის ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტი.

რას ნიშნავს ძლიერი და სუსტი მჟავები? ძლიერი მჟავები (შარდის, გოგირდისა და ფოსფორის) ორგანიზმში ძირითადად ხვდება ცხოველური ცილებით. მათი გამოყოფა – მოცილება (ელიმინაცია) მოითხოვს როგორც ღვიძლის მნიშვნელოვან მუშაობას, ისე თირკმელების არანაკლებ ინტენსიურ ფუნქციობას. თირკმელები დღეში გამოყოფს ძლიერი მჟავების გარკვეულ რაოდენობას, მათ მოჭარბებულ მოცულობას, ამგვარად, თირკმლის ქსოვილებში გროვდება (აკუმულირდება) ძლიერი მჟავების გარკვეული რაოდენობა. ამდენად, აუცილებელია ცხოველური ცილების მიღება-მოხმარების გაკონტროლება.

სუსტი მჟავები, უპირველესად, მცენარეული წარმოშობის მჟავებია (ნახშირწყლები და მცენარეული ცილები), ასევე მჟავები, რომლებიც გვხვდება იოგურტსა და რძეში (ანუ ცხოველური პროდუქტებისგან მიღებულ საკვებში).

სუსტი მჟავებია ლიმონის, პიროყურძნის, აცეტოძმარმჟავა და სხვა მჟავები.

სუსტ მჟავებს შეიძლება ეწოდოს აქროლადი მჟავებიც, რადგან ისინი აირისებრი სახით გამოიყოფა ფილტვებიდან როგორც ორთქლის, ისე ნახშირორჟანგის (ჩO2) სახით. ისინი ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან, საკმარისია სუნთქვის ინტენსივობის გაზრდა: უფრო ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.

3. ჰიპოქსია

ჰიპოქსია – ჟანგბადის დეფიციტი, ჟანგბადის შიმშილი, ჟანგბადის უკმარისობა პათოლოგიური პროცესია, რომელიც ვითარდება სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო. ჰიპოქსია იწვევს ორგანოებისა და ქსოვილების არასაკმარის სისხლმომარაგებას.

4. ქოლესტერინიანი სისხლი

მაგალითად, ქოლესტერინის დიდი მოლეკულები ცირკულირებს სისხლში. მათი გადატანისათვის გულს რჩება ორი მექანიზმი: უფრო ძლიერად უბიძგოს (მიაწვეს) ისე, რომ ქოლესტერინმა წინ წაიწიოს ან შეავიწროვოს სისხლძარღვების სანათური ნაკადის გასაძლიერებლად. ქოლესტერინი ყველაფერს მიეკვრება. სისხლი შეიძლება იყოს თხელი, მაგრამ ქოლესტერინი შეიძლება იყოს მაღალი. ეს კიდევ უარესია. რადგან თხევადი სისხლის შემთხვევაში წნევა დაბალია და ქოლესტერინი იწყებს მიწებებას და დაჟანგვას. ეს სხვადასხვა მიზეზებია. სისხლი შესაძლოა იყოს სქელი და ცხიმიანი.

5. წებოვანი (ბლანტი) სისხლი

წებოვანი (ბლანტი) სისხლი პრაქტიკულად უცხიმოა, მასში არ არის ქოლესტერინი, მაგრამ დიდი რაოდენობითაა ცილა. ცილა და ქოლესტერინი სხვადასხვა რამეა. ცილა არის ის, რაც ადამიანს ცხვირიდან ჩამოედინება. იგივე ხდება სისხლშიც. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ბრონქული ასთმა. შეიძლება იყოს ერთი მიზეზი, შეიძლება ორი, ან შეიძლება სამივე ერთად – ბლანტი, სქელი და ასევე ცხიმიანი სისხლი.

6. დისბაქტერიოზის სიმძიმის ხარისხი – ე. ი. ქრონიკული ინტოქსიკაცია, რომელიც მოდის ნაწლავებიდან

ვენური გადინების სისტემა (სისხლი, რომელიც მოდის უჯრედებიდან და შეიცავს ცხოველმყოფელობის ნარჩენ, მოსაცილებელ პროდუქტებს) შექმნილია ამგვარად: ნაწლავი უხვად მარაგდება სისხლძარღვებით. ყველა საკვები ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება საჭმლის მონელების პროცესის შედეგად და აუცილებელია ორგანიზმის ფუნქციობისათვის, ცხოველმყოფელობისათვის (ვიტამინები, მინერალები, ამინმჟავები, ფოსფოლიპიდები და ა. შ.) შეიწოვება ნაწლავების ლორწოვანის ზედაპირიდან სისხლში. ამ უკანასკნელს კი აღნიშნული ნივთიერებები გადააქვს უჯრედებისკენ.

იდეალურ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს სუფთა, დაუზიანებელი საკვები სუბსტრატები. ეს ასეც ხდება, ნაწლავის ოპტიმალური ფუნქციობისას. მაგრამ, თუ საჭმლის მონელების პროცესი ნაწლავებში ირღვევა, ეს იწვევს სისხლში მნიშვნელოვან ცვლილებებს. მსხვილ ნაწლავში წარმოქმნილი ყველა შხამი და ტოქსინი იწყებს ვენურ სისხლში შეწოვას ნაწლავის უზარმაზარი ზედაპირიდან.

ვენური კოლექტორი განლაგებულია ისე, რომ ნაწლავის ორი მესამედიდან (ნაწლავის სიგრძე 12 მეტრამდეა) სისხლი გადის ღვიძლში, ხოლო ბოლო მესამედიდან, რომელიც მოიცავს მსხვილ ნაწლავს, სიგმოიდურ და სწორ ნაწლავს, ვენური ნაკადი გაედინება (გადის) ფილტვებში (ამდენად, მსხვილი ნაწლავის დაავადებების დროს, ადამიანებს, როგორც წესი, უვითარდებათ ფილტვის პათოლოგიები, მათ შორის ბრონქული ასთმაც).

ტოქსიკური სისხლი ტვირთავს ორგანიზმის გამომყოფ(ექსკრეციულ) სისტემებს: შარდსასქესო და რესპირატორულ (სასუნთქ) სისტემებს. საბოლოოდ, ეს იწვევს სერიოზულ ქრონიკულ დაავადებებს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის მოშლის პირობებია: არასრულფასოვანი და არაჯანსაღი კვება, უხარისხო საკვები პროდუქტები, ნაწლავის დისბაქტერიოზი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები და მრავალი სხვა.

7. პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ფერმენტულობის დაქვეითება

ფერმენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მეტაბოლიზმში, რადგან მოქმედებენ როგორც ორგანული კატალიზატორები, აჩქარებენ ორგანიზმში ქიმიური რეაქციების მიმდინარეობას. ფერმენტების გავლენით ორგანიზმში ცილები სრულად იშლება ამინმჟავებად, ასევე იშლება ლიპიდები, ნახშირწყლები და სხვა ნივთიერებები.

ფერმენტოპათია იწვევს ცილისა და ლიპიდური მოლეკულების დაშლის დაუჟანგავი პროდუქტების გადასვლას სისხლში, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ბიოქიმიური პროცესების დარღვევას თვით სისხლში, ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) ადჰეზიას (მიწებებას) და იწვევს უჯრედებისა და ქსოვილების ჟანგბადოვან შიმშილს.

8. წიდების დაგროვების ხარისხი

სოკოების, პროტოზოების (უმარტივესების), ბაქტერიების, ვირუსების აგრესია. სისხლის მიმოქცევა დამამძიმებელ ვითარებაშია სისხლში არსებული ტოქსინების გამო, რომლებთანაც გამკლავება დროულად და სათანადოდ ვერ ხერხდება. ინფექციებისას (რომლებიც გამოწვეულია ერთუჯრედიანი პარაზიტების – სოკოების, ტრიქომონადების, ქლამიდიების მიერ), ყოველ ჯერზე, სისხლი იღებს ახალ ქიმიურ დარტყმას, ე. წ. ნოკაუტს ანტიბიოტიკებისაგან.

ანტიბიოტიკები მოქმედებენ ერთუჯრედიან უმარტივეს პარაზიტებზე, როგორც სტიმული უძლიერესი ინსტინქტის – გამრავლების გასააქტიურებლად. სხვა ანტიბიოტიკები აიძულებენ ერთუჯრედიან ორგანიზმებს „დაიმალონ“; ისინი გადადიან მიძინებულ ფორმაში და ხდებიან ცისტების (სპორების) მსგავსი, მიუწვდომელნი შეყვანილი ანტიბიოტიკებისთვის. ორგანიზმიდან წამლების გამოდევნის კვალად ერთუჯრედიანი პარაზიტები, ასე ვთქვათ, ეწევიან ხელიდან გაშვებულ მომენტებს.

მათი გამრავლების მძლავრ სიჩქარეს შიზოგონია ეწოდება. ზოგჯერ ინიშნება წამალი, რომელიც მოქმედებს ადგილობრივად, ვთქვათ, ვაგინალური ირიგაციის გზით. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ანტიბიოტიკები, ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ პარაზიტების დაუყოვნებელ სიკვდილს, ერთუჯრედიანი უროგენიტალური ზონები გადადიან ქსოვილებში, სისხლძარღვებში და მკვიდრდებიან სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაში, ახდენენ ორგანიზმის კოლონიზაციას. სისხლი ამ დროს არ არის სტერილური.

დროა, გავიგოთ, რომ ერთუჯრედიანი პარაზიტებით გავრცელებული ინფექციისას, ჩვენ არ გვაქვს სტერილური სისხლი.

სხვისი სისხლის ან მისი ფორმიანი ელემენტების შეყვანა ყოველთვის პარაზიტული ინფექციაცაა.

9. ადრენალინის მაღალი დონე

თუ ადამიანი მუდმივად ნერვიულობს, შფოთავს ყველა წვრილმანზე, მაშინ ის პროფესიონალურად ადრენალინის მაღალ დონეზეა. მაგალითად, მძღოლი საჭესთან. მისი სმენა, მხედველობა და რეაქციები მუდმივად დაძაბულია. ან კიდევ მსახიობი სცენაზე. ისინი დიდხანს ვერ ცოცხლობენ და ზოგი მათგანი სცენაზეც კი კვდება.

ადრენალინი არის ენერგია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავად გამოწურავენ ადრენალინს სხვებისგან.

ადრენალინი ყოველთვის ავიწროებს სისხლძარღვებს და ეს ძალიან მძიმეა გულისთვის, რადგან პერიფერიული სისხლძარღვები შეკუმშულია და გული იძულებულია ეს სისხლი შეკუმშულ, შევიწროებულ სისხლძარღვებში გადაქაჩოს.

10. მავნე ჩვევები (ალკოჰოლი, ლუდი, მოწევა)

წარმოების გაზრდილი მავნებლობა და არახელსაყრელი გარემოპირობები, დაბინძურებული ეკოლოგიური ვითარება მეგაპოლისში.

11. დიდი რაოდენობით შაქრისა და მარტივი ნახშირწყლების მოხმარება

12. ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა

სისხლის გასქელებას იწვევს აგრეთვე ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, ისეთების, როგორებიცაა ლეციტინი, ვიტამინი ჩ, თუთია, სელენი და სხვა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ჰორმონებისა და ფერმენტების გამომუშავებაში.

ამ უკმარისობას იწვევს ღვიძლის ცუდი ფუნქციობა, ორგანოსი, რომელიც ორგანიზმის მთავარი ბიოქიმიური ლაბორატორიაა და საჭიროებს დროულ გამწმენდ ზომებს.

ეს გამოწვეულია იმით, რომ ღვიძლი მუდმივად დიდ დატვირთვაშია. განსაკუთრებით იმ ადამიანთა ორგანიზმში, რომლებიც ჭამენ დაკონსერვებულ, შებოლილ პროდუქტებს, ხორცეულს, მარილიან და ტკბილ საკვებს, აგრეთვე მათ ორგანიზმში, ვისაც უხდება მავნე სამუშაო პირობებში მუშაობა და არახელსაყრელ ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრება.

სისხლს ათხევადებს:

  • ტირიფი, ასპენი, ალუბალი და წითელი მოცხარი (შეიცავს ნივთიერება კუმარინს, 4,4 მგ%-მდე), წაბლი, ლეღვი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, ლიმონი, ფორთოხალი, ჭარხალი, კაკაო, შოკოლადი, ბროწეული, მზესუმზირის თესლი, კოჭა, იგივე ჯანჯაფილი, ჟოლო, მარწყვი, არტიშოკი, ლეციტინი, გინკო-ბილობა, ფერმენტები, სუფთა წყლის მიღების გაზრდა, პიონის ფესვი, კალანჰოე, ჭინჭარი (გამშრალი ფოთლები), ჰირუდინი – წურბელების ფერმენტი.

სისხლს ასქელებს:

  • შაქარი, წიწიბურა, ბანანი, კარტოფილი, თეთრი პური, ალკოჰოლი, ტკბილი საკვები, ცხიმიანი ცილოვანი საკვები, შებოლილი პროდუქტები, მწნილი, გაზიანი სასმელები, კრაზანა, ჭინჭრის ახალი ფოთლები, რეჰანი.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ ამოვიცნოთ ანემია: სიმპტომები და მკურნალობა

ანემია სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან ჰემოგლობინის დონის დაქვეითება: მამაკაცებში 120 გ/ლ-ზე ქვემოთ, ქალებში 110-ზე ქვემოთ.
სრულად
რა იწვევს ლეიკოციტების ნაკლებობას და რა სიმპტომები ახასიათებს ამ მდგომარეობას

სისხლის თეთრი უჯრედები არის სხეულის იმუნური სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.
სრულად
რა იწვევს თრომბოციტების დონის მატებას
რა იწვევს თრომბოციტების დონის მატებას
თრომბოციტოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით თრომბიციტებს.
სრულად
რა არის რკინის დეფიციტის უჩვეულო სიმპტომი

რკინის დეფიციტის დროს ადამიანს შეიძლება მოუნდეს უჩვეულო გემოს საგნები.
სრულად
თრომბოფილია და სამეანო გართულებები
თრომბოფილია და სამეანო გართულებები
სრულად
სისხლის ბიოქიმიური ანალიზები - რა უნდა ვიცოდეთ

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი მაღალინფორმაციული ლაბორატორიული ტესტია,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ჰემატოლოგია

გამარჯობა ფოტოებს ვერ ვტვირთავ კითხვას არ დაერთო თან უკვე რამდენჯერმე ვცადე ამიტომ აქ დაგიწერთ ანალიზის შედეგებს კოაგულოგრამის და დე დიმერის, მაწუხებს მცირე სისხლიანი გამონადენი ციკლის გარდა , თითქმის მთელი თვე ცოტცოტა, ექოსკოპიაში ყველაფერი იდეალურად არის, ამ ბოლო დროს ცხვირიდან და ნახველშიც შევამჩნიე სისხლი, როგორი შედეგებია და თუ შეიძლება ამის ბრალი იყოს? ეს 6-7 თვის წინანდელია ახლა გამირთულდა სიმპტომები. საერთო შედედების დრო (ლი-უაიტი) - 8 წუთი და 15 წმ ___ ნორმა (4--10 წთ პროთრომბინის დრო pt - 16,6 ___ ნორმა 14-18 პროთრომბინის ინდექსი PI - 86% ___ნორმა 70-107% INR (სნშ) საერთაშორისო ნორმალიზებულ ფარდობა - 1,28 _____ ნორმა 0,9-1,3 Aptt აქტიური პარციალური თრომბოპლასიტური დრო - 32,1 ____ ნ. 25-45 TT თრომბის დრო 22,9 ____ ნ. 22 მდე ფიბრინის კოლტის წარმოქმნის დრო - 17,9 ____ ნ. 7-15 ფიბრინოგენის კონცენტრაცია - fib - 210 ___ n. 200-400 მგ/დლ D დიმერი - 0,05 ____ ნორმა 0-0,5 ug/ml

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყველაფერი სქელი სისხლის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები