გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.
ბავშვს გავუკეთე განავლის ანიზი ჭიის კვერცხებზედა ნაწლავურ პარაზიტებზე.განავალი თითქოს მოწითალო ფერის მომეჩვენა.კი გქონდა პომიდორი და წითელი ბულგარული ნაჭამი.ისე სისხლი რომ გაეყოლებინა განავალში არ ინახებოდა თუ ჭიების დროს არ სინჯავენ
-გამარჯობა ჩემს გოგონას გამოწერის დროს ფურცელში დაუწერეს ცერებრალური იშემია ერთი კვირა გავდიოდით სამშობიაროში მკურნალობას შემდეგ გამოგვწერეს იქნებ მითხრათ რას ნიშნავს და საშიში ხომ არაა. ამიხსნეს მაგრამ თქვენი პასუხიც მაინტერესებს, მადლობა წინასწარ
გამარჯობა. ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დაყენებისას, ჯანჯაფილს გახეხვის წინ ვთლით თუ გაუთლელად ვხეხავთ? მადლობა
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა