/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

სიბრძნის კბილები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ

სიბრძნის კბილები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ
სიბრძნის კბილებს ასე იმიტომ უწოდებენ, რომ სხვებზე გვიან ამოდის - დაახლოებით იმ ასაკში, როდესაც ადამიანის გონებრივი განვითარება-ჩამოყალიბება დასრულებულად მიიჩნევა. ამას ერთგვარი ქრესტომათიული დატვირთვა ენიჭება, თორემ სიბრძნეს, დარბაისლობას და გონიერებას კბილებთან რომ არაფერი აქვს საერთო, ყველამ ვიცით. საინტერესოა, რომ დღეს სიბრძნის კბილებს (მე-8 წყვილს, იმავე მესამე მოლარებს) რუდიმენტულ ორგანოებად მიიჩნევენ. ბევრი თვლის, რომ საკვები რაციონის სახეცვლილების (მყარ და მკვრივ საკვებზე მოთხოვნილების შემცირების) შედეგად ამ კბილებმა ფუნქცია დაკარგა. ამის საბუთად სპეციალისტებს მოჰყავთ ის ფაქტიც, რომ გახშირდა სიბრძნის კბილების უქონლობა - ე.წ. მესამე მოლარების პირველადი ადენტია. ასეა თუ ისე, სიბრძნის კბილები და მათთან დაკავშირებული პრობლემები ბევრს აწუხებს, ამიტომ ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ სტომატოლოგიური კლინიკების “Hაპპყ Dენტალ” და “Yოურ შმიმეყ” ექიმ სტომატოლოგს, ქირურგსა და ორთოპედს შალვა ვაწაძეს:

- ბატონო შალვა, დაახლოებით რა ასაკში ხდება სიბრძნის კბილების ამოჭრა-ფორმირება?

- ფიზიოლოგიურად, ნორმის ფარგლებში, სიბრძნის კბილები 25 წლისთვის უკვე ამოსული უნდა იყოს. ისინი, წესისამებრ, მას შემდეგ ამოდის, რაც ყველა სხვა მუდმივი კბილის ამოჭრა დასრულდება. თუმცა ხშირია ასაკობრივი დარღვევები, რაც ძირითადად დაგვიანებული ამოსვლით გამოიხატება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მაგალითად, შესაძლოა, სრულყოფილად არ იყოს ფორმირებული კბილის ჩანასახი ან კბილთა რკალში არ აღმოჩნდეს საკმარისი ადგილი სიბრძნის კბილებისთვის. საზოგადოდ, მე-8 კბილის ამოჭრის პროცესი სხვა კბილებისაზე მეტხანს გრძელდება. სიბრძნის კბილს საკმაოდ ნელი ამოჭრა ახასიათებს, რასაც ხშირად თან ახლავს ტკივილი და ადამიანს დიდ დისკომფორტს უქმნის. ამ შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა - იკვეთება (შორდება) ღრძილოვანი ნაწილი, რომელიც ფარავს კბილს და აფერხებს მის ამოსვლას. ასევე ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევა საკუთრივ ძვლის სტრუქტურა ამ მიდამოში.

- რისი ბრალია, რომ ზოგს საერთოდ არ ამოსდის სიბრძნის კბილები ან, მაგალითად, მხოლოდ ერთი წყვილი ამოეჭრება?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ნამდვილად საინტერესო კითხვაა. მართლაც, ბევრია ისეთი, ვისაც მე-8 კბილები არ აქვს. ზოგს მათი ჩანასახებიც კი არ გააჩნია. ჩანასახების უქონლობის მიზეზი ალბათ უფრო ემბრიონული განვითარების პერიოდში უნდა ვეძებოთ. თუ ჩანასახები ამ პერიოდში არ ჩამოყალიბდა, ბუნებრივია, ადამიანს არასოდეს ამოუვა სიბრძნის კბილები. მაგრამ, როგორც აღნიშნეთ, არის ისეთი შემთხვევებიც (იშვიათად, მაგრამ მაინც), როცა ადამიანი მე-8 კბილთა მხოლოდ ზედა ან მხოლოდ ქვედა წყვილის ჩანასახით იბადება. ეს თავისებურება რენტგენოლოგიური, კერძოდ, ორთოპანტომოგრაფიული კვლევით ვლინდება. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ამ გამოკვლევით მიიღება პანორამული სურათი - ორივე ყბისა და ყველა კბილის საერთო გამოსახულება ერთ ფირზე. ეს - რაც შეეხება ჩანასახების ქონა-უქონლობის საკითხს. ცალკე განხილვის თემაა ის შემთხვევები, როდესაც რენტგენოლოგიურად ვლინდება ჩანასახები, უფრო სწორად, ჩამოყალიბებულია მე-8 კბილები, მაგრამ კბილთა რკალში მათი ამოსვლა არ ხდება. ამას კბილთა შეკავებას (რეტენციას) უწოდებენ. არსებობს როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული რეტენცია.

- რა განაპირობებს რეტენციას?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, კბილის გაკეთებისას ერთ დღეს გადამიღეს ორი რენდგენი , ეს ორი იყო ფოტო პირდაპირ ლეპტოპის ეკრანზე ჩანდა და ერთი კვირის შემდეგ უფრო სხვანაირი ფირზე ამობეჭდილი. ამდენი რენდგენი შეიძ₾ებოდა ასე მიყოლებით? 27 წლის ვარ და რამეს ხოარ გამოიწვევდა ამდენი რადიაცია</p>

- რეტენციის მიზეზი შესაძლოა იყოს კბილის არასწორი დგომა და მიმართულება ყბის ძვალში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არასაკმარისი ადგილი კბილთა რკალში ან მის გვერდით მდგომი კბილი. არასწორად მდგომი კბილი, გარდა იმისა, რომ კბილთა რკალში არ ამოდის, ხშირად მის გვერდით მდგომ კბილსაც აზიანებს და უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაში მას ქირურგიულად აშორებენ (ჩანასახშივე იღებენ). აქვე მოგიყვებით ერთ საინტერესო შემთხვევას ჩემი პრაქტიკიდან. ამით, ალბათ, ჩემი კოლეგებიც დაინტერესდებიან. ერთხელ, ერთი ჩვეულებრივი მე-8 კბილის ექსტრაქციის (ამოღების) დროს, როდესაც კბილის ამოღება დავასრულე, მის მიდამოში აღმოჩნდა ე.წ ზეკომპლექსური (დამატებითი) მე-9 კბილი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩანასახშივე ამოღებულ იქნა. ასეთივე ჩანასახი იყო საპირისპირო მხარესაც. ასე რომ, ჩემს პაციენტს ზედა ყბაზე 16-ის ნაცვლად 18 კბილი აღმოაჩნდა.

- საზოგადოდ, რატომ მიიჩნევა სიბრძნის კბილებზე სტომატოლოგიური ჩარევა პრობლემურად? რატომ არის, რომ თავად სტომატოლოგებსაც “არ უყვართ” ეს კბილები? ცხადია, დღეს მიდგომა სულ სხვაგვარია, მაგრამ იყო დრო, როდესაც სიბრძნის კბილების დამუშავება-დაბჟენას ბევრი მათ ამოღებას ამჯობინებდა, თითქოს ისინი საჭირო არ ყოფილიყო...

- სიბრძნის კბილი მართლაც პრობლემურ და არასაიმედო კბილად მიიჩნევა, ამიტომ ბევრი ექიმი მის მკურნალობას ამოღებას ამჯობინებს. თუმცა ასე ხელაღებით ყველა მე-8 კბილის ამოღება მართებული არ არის. ხშირად, გამოუვალ სიტუაციაში, ეს კბილი ხიდისებური პროთეზების საყრდენად გვევლინება და შეიძლება მისი გამოყენება იმისათვის, რომ პაციენტი მოსახსნელი პროთეზისაგან ვიხსნათ. ამ კბილის საიმედოობა ექიმმა თავად უნდა შეაფასოს და კლინიკური დათვალიერებისა თუ რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. გასათვალისწინებელია კბილის სწორი დგომა, ფესვების მიმართულება და, რაც მთავარია, თავად კბილის ამტანობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიბრძნის კბილი რამდენადმე მიუდგომელია და სირთულეს ქმნის როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული მანიპულაციების დროს.

კომენტარები (1)
ან'ი
შესაძლებელია სიბრძნის კბილი ნაადრევ ასაკში რომ ამოვიდეს?
თარიღი : 19-06-2020
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : სტომატოლოგია

-გამარჯობათ.დიდი ხანია კბილებს ვიპლომბავ და ექიმებიც შემეცვალა ამ დროში.ადრე პლომბი როცა ამომივარდებოდა-უფრო მასიური იყო(ანუ მთლიანად ვარდებოდა).ახლა რომ მომძვრა თხელი იყო (ფრჩხილის სისქე),მის ქვეშ დარჩა პლომბის ნაწილი თუ არა არ ვიცი.მოკლედ ჯერ ერთი ასეთი თხელი პლომბის დადება სწორია?(ექიმი დამადებდა პლომბს,მერე დაასხივებდა რაღაც იისფრად,მერე ისევ ამატებდა პლომბს,ისევ ასხივებდა და ასე შემდეგ).და მეორეც-ეს ნერვი რომ მოვკალით კბილში იმიტომ აღარ იცდის პლომბი,კბილი სწრაფად იშლებაო(ექიმმა),-ერთი-ორი თვის ნერვმოკლულ და დაპლომბილზე თქვა,როცა ადრე ნერვმოკლულ კბილებში წლობით მედო პლომბი უპრობლემოდ.იქნებ ამიხსნათ სიმართლე როგორაა.მადლობთ

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

სიბრძნის კბილები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები