/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ გავუმკლავდეთ კანის სიმშრალეს გაზაფხულზე

როგორ გავუმკლავდეთ კანის სიმშრალეს გაზაფხულზე
კანის სიმშრალე პრობლემაა, რომელსაც ბევრი ადამიანი აწყდება, განსაკუთრებით სეზონების ცვლილების გამო.

რატომ უარესდება გაზაფხულზე კანის მდგომარეობა და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

გარეთ უკვე ცხელა, მაგრამ გათბობა ისევ ჩართულია. ჩვენს ორგანიზმში გვაქვს წყალი, კანს კი ბარიერული ფუნქცია აქვს. მშრალ, რადიატორებით ან კონდენციონერით გამთბარ ჰაერში შესვლისას, წყალი გარემოში ორთქლდება.

ამის კომპენსაციისთვის შეიძლება ოთახში მოვათავსოთ დამატენიანებელი ან დავდოთ წყლის თასი.

  • მშრალი კანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ამინდის ცვალებადობაზე რეაქცია. კანის გამოშრობაზე გავლენას ახდენს შინაგანი პრობლემებიც: ვიტამინების დეფიციტი, ჰორმონალური დისბალანსი ან კანის დაავადებები, მათ შორის ეგზემა და ფსორიაზი. თუ სიმშრალეს თან ახლავს ქავილი, აქერცვლა ან ანთება, ეს არის ექიმთან კონსულტაციის მიზეზი. ასევე მნიშვნელოვანია დამატენიანებელი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

არ გამოიყენოთ საპონი სახის დაბანისას, რადგან ის აშრობს კანს.

სამი რჩევა გაზაფხულზე სახის კანის მოსავლელად

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გაზაფხულდა, ბუნებასთან ერთად ჩვენი სხეულიც იღვიძებს და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ყველაზე მნიშვნელოვანია გამოზამთრებული სახის კანის გაჯანსაღება და საზაფხულოდ მომზადება. გაგიზიარებთ კოსმეტოლოგების 3 რჩევას, რომლებიც პროცესების ჯანსაღად წარმართვაში დაგეხმარებათ:

  • სახის კანის მოვლა მისი წმენდით იწყება. მოგეხსენებათ, ზამთარში სახის კანი შრება, რადგან სიცივე იწვევს კაპილარების სპაზმს და კეთილი ნივთიერებები საკმარისი და თანაბარი რაოდენობით არ მიეწოდება სახის ყველა უბანს. სწორედ ამიტომ საჭიროა სახის წმენდა, ეს ღრმა იქნება თუ ზედაპირული, დამოკიდებულია თქვენი კანის ტიპსა და მისი დაბინძურების დონეზე.
  • გამოკვებეთ და დაიტენიანეთ ის – მას შემდეგ, რაც სახის კანს მოაშორებთ მკვდარ უჯრედებს და სრულიად გაასუფთავებთ, აუცილებელია, გამოიყენოთ დამატენიანებელი და მკვებავი საცხები, დღის და ღამის ნიღბები. ამით კანს დაეხმარებით ორგანიზმიდან საჭირო ვიტამინების მიღებასა და ზედაპირის მომარაგებაშიც, რათა უფრო გლური და ჯანსაღი გახდეს.

გაზაფხული საუკეთესო სეზონია ინიექციური თერაპიებისათვის – მეზოთერაპიის, ბიორევიტალიზაციის, პლაზმოთერაპიისა და ლაზერული თერაპიებისთვის. თუმცა ამ მასტიმულირებელი პროცედურების შემდგომაც რეკომენდებულია ბუნებრივი პროდუქტებით სახის კანის კვება და მოვლა. ზაფხული და რუჯი ხომ ყველას უყვარს? ამისათვის საჭიროა გამოზამთრებული კანის მოვლა და საზაფხულოდ მომზადება, რომ რუჯი და D ვიტამინის აბაზანების ეფექტი თანაბარი და უვნებელი იყოს კანისათვის.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ერთ დღეში ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ მხურვალე მზეზე, წვიმაში, ქარიან ან ცივ ამინდში. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში გარემოს ფაქტორებისგან დაცვა.

აუცილებელი ყოველდღიური რუტინის სქემა უცვლელია, მაგრამ გაზაფხულზე გარკვეული თავისებურებები აქვს.

1. სახის დაბანა გელით/ქაფით/რძით: დილით და საღამოს;

2. დაბანის შემდეგ – ლოსიონი (იგივე ტონიკი/ტონერი): დილით და საღამოს;

3. სახისა და ქუთუთოების კრემი: მხოლოდ დილით.

ასევე წაიკითხეთ

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კბილების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კბილების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალებები

რით განსხვავდება ძვირადღირებული პროდუქცია იაფფასიანისგან, რით სჯობს პირველი მეორეს და, საერთოდ, როგორი უნდა იყოს პირის ღრუს მოვლისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროდუქცია? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სტომატოლოგიური კლინიკა "სითი დენტის" ექიმი-სტომატოლოგი ნინო გვაზავა გვესაუბრება.

- როგორი უნდა იყოს ჯაგრისი? რამხელა თავი უნდა ჰქონდეს? წინათ ჯაგრისებს ძალიან დიდი სახეხი ზედაპირები ჰქონდა, ახლა, თუ არ ვცდები, 2-2,5 სმ-ს არ აღემატება...

- ჯაგრისი ხელოვნური ბოჭკოებისგან უნდა იყოს დამზადებული. სამუშაო ნაწილი დაახლოებით 2-2,5 სმ სიგრძისა უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, სასურველია, იყოს სამმომენტიანი, ანუ ჰქონდეს ბოჭკოების განსხვავებული განლაგება, მიმართულება და სიმაღლე. ასეთი ჯაგრისი პრაქტიკულად სრულყოფილად ეხება კბილების ყველა ზედაპირს და მათ სრულფასოვან წმენდას უზრუნველყოფს. ჯაგრისი სამნაირია: რბილი, ნახევრად რბილი და მაგარი. ნორმალური პირის ღრუსთვის რეკომენდებულია ნახევრად რბილი ანუ საშუალო (მედიუმ) ჯაგრისი. თუ ადამიანს ღრძილების პათოლოგია, მაგალითად, გინგივიტი ან პაროდონტიტი აქვს, სასურველია, რბილი ჯაგრისი გამოიყენოს, რათა ზედმეტად არ გააღიზიანოს ისედაც გაღიზიანებული ლორწოვანი გარსი. ჯაგრისი 2-3 თვეში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ.

- რას გულისხმობს კბილების სწორად გახეხვის მეთოდიკა? რამდენჯერ და როგორ უნდა გავიხეხოთ კბილები? როგორ უნდა მოვუაროთ ჯაგრისს?

- პაციენტებთან ხშირად გვიწევს საუბარი კბილების სწორად გახეხვის მეთოდიკაზე. კბილები უნდა გავიხეხოთ დილა-საღამოს, ძილის წინ - აუცილებლად. ზედა და ქვედა ყბაზე ჯაგრისი ღრძილიდან კბილების საჭრელი კიდის მიმართულებით უნდა ვამოძრაოთ და არა წრიულად. შემდეგ საღეჭი ზედაპირების გახეხვაზე უნდა გადავიდეთ, ბოლოს კი პირის ღრუს შიგნითა მხარეზე, რომელიც თითქოსდა გამოგვითი მოძრაობებით უნდა გამოვიხეხოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია კბილების გახეხვის ხანგრძლივობა. ის არ უნდა იყოს 3 წუთზე ნაკლები. ყოველი ხმარების წინ და შემდეგ ჯაგრისი გამდინარე თბილი წყლით უნდა გავრეცხოთ და შესაბამის ჭურჭელში სამუშაო თავით ზემოთ მოვათავსოთ.

- ზოგიერთი კბილების გახეხვის შემდეგ ჯაგრისს საპნის ფენით ფარავს და ისე ინახავს. სწორია თუ არა ეს?

- ეს მეთოდიც მიზანშეწონილია, ვინაიდან საპნის ფენა ჯაგრისს მტვრისა და მიკრობებისგან იცავს, თუმცა არ არის აუცილებელი. მთავარია, გამოყენების წინ ჯაგრისი გაირეცხოს გამდინარე წყლით.

- დღეს კბილის პასტების ფართო არჩევანია. გვაბნევს მათი მრავალფეროვანი დასახელებაც და შემადგენლობაც: ფთორშემცველი, კალციუმით გამდიდრებული, მგრძნობიარე კბილებისათვის, ზღვის პროდუქტებზე, მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული...

რის მიხედვით შევარჩიოთ კბილის პასტა? რას უნდა შეიცავდეს ის, რა არის მისი ძირითადი კომპონენტი?

- კბილის პასტა რთული სისტემაა, რომლის ფორმირებაში მონაწილეობს აბრაზიული, ქაფის წარმომქმნელი ზედაპირულად აქტიური კომპონენტები, კონსერვანტები, საგემოვნო დანამატები, წყალი და სამკურნალო-პროფილაქტიკური ელემენტები. სწორედ ამ კომპონენტების თანაფარდობა განსაზღვრავს კბილის პასტის თავისებურებას, დანიშნულებას და ეფექტურობას.

დღესდღეობით მოსახლეობა განებივრებულია პირის ღრუს მოვლის საშუალებებით, რომლებსაც ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით აწარმოებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები. მართალია, ჩვენი სააფთიაქო ქსელი პირის ღრუს მოვლის საშუალებათა ფართო არჩევანს გვთავაზობს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. აქედან გამომდინარე, სასურველია, ადამიანმა ისინი თვითნებურად კი არ შეარჩიოს, არამედ სტომატოლოგის რეკომენდაციით.

პირის ღრუს მოვლის საშუალებებს, სახელდობრ, კბილის პასტებს, კბილებზე არსებული ნადების მოსაშორებლად ვიყენებთ. მოგეხსენებათ, ნადები უხვად შეიცავს პათოგენურ მიკრობებს, ამ მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის პროდუქტები კი ახდენს ტოქსიკურ და ადგილობრივად გამაღიზიანებელ მოქმედებას, რაც კარიესის განვითარებასა და ღრძილის ქსოვილის დაზიანებას იწვევს. ამ პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზა პირადი ჰიგიენის წესების სრულფასოვნად დაცვაა.

ქართულ ბაზარზე არსებული ჰიგიენის საშუალებების მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს, შევარჩიოთ ყოველი პაციენტისთვის მისაღები კბილის პასტა თუ სავლები (ელიმინატორი). კარიესული დაავადების მქონე პაციენტებმა სასურველია ფთორის, კალციუმისა და მინერალების შემცველი კბილის პასტები გამოიყენონ.

პაროდონტის ანთებითი დაავადებების დროს ყურადღება უნდა შევაჩეროთ პასტებისა და სავლებების ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაზე. მათ შემადგენლობაში შემავალ სამკურნალო მცენარეების, მაგალითად, გვირილის, სალბის, მირტის, რათანაიას და ექინაცეის ექსტრაქტებს აქვს ანტისეპტიკური, მთრიმლავი და გამაგრილებელი ეფექტი. ისინი დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენენ პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ზოგიერთ მცენარეს, მაგალითად, რათანაიას აქვს სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედებაც.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს პაციენტებს, არის კბილთა მომატებული მგრძნობელობა: ცივი და ცხელი სასმელისა თუ საკვების მიღებისას ტკივილი იჩენს თავს. დღეს პრობლემის მოსაგვარებლად მრავალი პასტა და სავლები არსებობს. მათი გამოყენება პაციენტებს მდგომარეობას უმსუბუქებს. ესთეტიკური სტომატოლოგია წლიდან წლამდე აქტიურდება.


პაციენტები არ არიან დაინტერესებულნი მხოლოდ მკურნალობით, რომელიც დეფექტის აღმოფხვრას და ფუნქციის აღდგენას უზრუნველყოფს; მათ მოთხოვნებს შორის ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს იკავებს კბილების გათეთრება. თანამედროვე მათეთრებელი კბილის პასტების ეფექტიანობას განაპირობებს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც კბილის ქსოვილის რემინერალიზაციას უზრუნველყოფს. ასეთი პასტების გამოყენება უკვე მგრძნობელობამომატებული კბილებისთვისაც შეგვიძლია. ზოგიერთი კბილის პასტის მათეთრებელ ეფექტს ფერმენტი ბრომელაინი განაპირობებს.

ცალკეა აღსანიშნავი სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული ბავშვთა კბილის პასტების სერია. მათში ფთორი ან საერთოდ არ არის, ან ძალიან ცოტაა. გარდა ამისა, ბავშვებისათვის განკუთვნილ კბილის პასტებში არის საგემოვნო დანამატები, რაც მათ პატარებისათვის უფრო მიმზიდველს ხდის.

როგორც აღვნიშნეთ, კბილის პასტები შემადგენლობითა და მოქმედების მექანიზმით ერთმანეთისგან განსხვავდება. კბილის პასტას პირადი სტომატოლოგი შეგირჩევთ, ზოგადი რჩევა კი ასეთი იქნება: ხშირად ცვალეთ პასტა; ფთორის ან კალციუმის შემცველი პასტიდან მცენარეულზე გადადით და პირიქით.

- რას წარმოადგენს სავლები და გელი? რა განსხვავებაა მათ შორის? რა დანიშნულება აქვს თითოეულ მათგანს? როდის და რატომ არის რეკომენდებული მათი გამოყენება?

- თანამედროვე სავლებები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: 1 - მადეზოდორირებელ, 2 - ანტიმიკრობული, ქვისა და ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო და 3 - ანტიკარიესულ საშუალებებად. სავლებს უნდა ჰქონდეს ანტიმიკრობული ეფექტი, მაგრამ არ უნდა ახდენდეს ადგილობრივ და ზოგად ტოქსიკურ მოქმედებას.

წამყვანი ფირმების მიერ გამოშვებულ კბილის პასტებს მოჰყვება თავისივე სავლებები, რომლებიც კბილების გახეხვის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ. არსებობს სამკურნალო დანიშნულების სავლებებიც, რომლებიც სასურველია ექიმმა შეარჩიოს.

პროფილაქტიკური სავლების გამოყენება ორ კვირაზე მეტხანს არ არის სასურველი.

პირის ღრუს ჰიგიენურ საშუალებებში შედის გელებიც, რომლებსაც ძირითადად მარემინერალიზებელი ეფექტი აქვს - კბილების გახეხვის შემდეგ მათი წასმა, როგორც სტომატოლოგთან ვიზიტისას, ასევე სახლის პირობებში, უზრუნველყოფს კბილის მაგარი ქსოვილების დამატებით კვებას მინერალებით. გელებს ძირითადად ანტიკარიესული მოქმედება აქვს, თუმცა არსებობს სამკურნალო გელებიც, რომელთაც ვიყენებთ პაროდონტიტის, პაროდონტოზის, გინგივიტების კომპლექსური მკურნალობისას, აუცილებლად ექიმის რეკომენდაციითა და დანიშნულებით.

- რას გვეტყვით კბილის საწმენდ ძაფზე? რა საჭიროა კბილის მოვლის ეს საშუალება? როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ? შეიძლება თუ არა ერთი ძაფის მრავალჯერ გამოყენება? რატომ არ შეიძლება აბრეშუმისა და სხვა საკერავი ძაფების გამოყენება ამ მიზნით?

- კბილის საწმენდი ძაფები პირის ღრუს მოვლის დამატებითი საშუალებებია. ასევე - ჩხირები და სპეციალური ჯაგრისები პატარა სამუშაო თავით ორთოდონტიული აპარატების მქონე პაციენტებისთვის, რადგან ბრეკეტისა და ფირფიტის ხმარებისას ჩვეულებრივი ჯაგრისითა და პასტით კბილების სრულყოფილი გასუფთავება ვერ ხერხდება.

კბილის საწმენდი ძაფების გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია კბილთა მჭიდრო განლაგების შემთხვევაში, რადგან ამ დროს კბილებს შორის არსებული სივრცეები მხოლოდ ჯაგრისით სრულყოფილად ვერ იწმინდება. სპეციალური ძაფები გაჟღენთილია ანტისეპტიკური და სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებებით.

რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ძაფის გამოყენება კბილების გასაწმენდად არ არის მიზანშეწონილი, თუნდაც იმიტომ, რომ ის ინფექციის წყაროა.

- რომელი ჩხირის გამოყენებაა რეკომენდებული - ხისა თუ პლასტმასის?

- კბილის საწმენდი ჩხირები სასურველია დამზადებული იყოს ბუნებრივი მასალისგან, მაგალითად, ხისგან. ისინი ჭამის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ, რათა საკვების ნარჩენებმა დისკომფორტი არ შეგვიქმნას და კბილის ქსოვილს არ ავნოს.

- ძაფისა და ჩხირის გამოყენებისას ბევრი ღრძილებიდან სისხლდენას უჩივის და ამის გამო ამ საშუალებებზე უარს ამბობს...

- სისხლდენა, წესისამებრ, არაჯანსაღი ღრძილების ბრალია და არა ჩხირისა ან ძაფისა. მისი აღმოცენებისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

- დასასრულ, რას ურჩევთ მკითხველს?

- ჩემი პროფესიული რეკომენდაციებია:

1. წელიწადში ორჯერ გაიარეთ კონსულტაცია პირად ექიმთან და მასთან შეთანხმებით შეარჩიეთ პირის ღრუს მოვლის საშუალებები;

2. 6 თვეში ერთხელ ჩაიტარეთ კბილების პროფესიული წმენდა;

3. ღრძილებიდან სისხლდენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს, თუმცა ექიმთან ვიზიტამდე მაინც ნუ შეწყვეტთ კბილების ხეხვას, ნუ დაზოგავთ ღრძილებს, მიეცით სისხლს გამოსვლის საშუალება, რათა არ მოხდეს შეშუპება, რაც, თავის მხრივ, ტკივილს გამოიწვევს.

გისურვებთ ბედნიერ ღიმილს.