როგორ მოვირგოთ პროთეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვირგოთ პროთეზი

შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? ვესაუბრებით სტომატოლოგიური ლაბორატორია "პრეზი-დენტის" ხელმძღვანელს, ექიმ-ორთოპედს თენგიზ ბინიაშვილს.

- ჩვენს გვერდით ბევრია უკბილო ხალხი. განვითარებადი, ღარიბი ქვეყნისთვის ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. და მაინც, რისი ბრალია უკბილობა?

- მე შემიძლია მხოლოდ ჩემი შეხედულება მოგახსენოთ და ამ საკითხის ყველა ასპექტი ვერ მოვიცვა. ერთ-ერთი მიზეზი ავადსახსენებელ კომუნისტურ ეპოქაშიც შეიძლება ვეძებოთ - ისევე, როგორც ყველა მომუშავე ადამიანს, სტომატოლოგებსაც ჰქონდათ გეგმა, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგ-თერაპევტს პაციენტის დასახმარებლად განსაზღვრული დრო ჰქონდა გამოყოფილი. მაგალითად, კბილის დეპულპირებისთვის ანუ ნერვის ამოსაღებად მხოლოდ 20 წუთი იყო განკუთვნილი. ასეთ მცირე დროში, ისიც თანამედროვე ეფექტური ანესთეტიკების გარეშე, საეჭვოა, პაციენტს რამე ღირებული გაუკეთო... შესაბამისად, სტომატოლოგიაში გავრცელდა მუშაობის სწრაფი მეთოდები. ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც დარიშხანის პასტის ჩადება კარიესულ ღრუში მწვავე პულპიტის დროს - მტკივან კბილში პირდაპირ, ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე, დებდნენ დარიშხანის პასტას, კარიესულ ღრუს ხურავდნენ დროებითი ბჟენით და პაციენტს ერთი ან ორი დღით უშვებდნენ სახლში. როგორც წესი, რამდენიმე საათში ტკივილები სასტიკად ძლიერდებოდა, პაციენტი თვითნებურად ამოაგდებდა ხოლმე დარიშხანის პასტას კარიესული ღრუდან და ექიმთან განმეორებით მისვლაზე აღარც კი ფიქრობდა. ამ შემთხვევაში პულპა, ბუნებრივია, ბოლომდე არ კვდებოდა, ტკივილი რაღაცნაირად მიყუჩდებოდა, ხოლო კბილი დაშლას განაგრძობდა, ხელახალი ტკივილის შემთხვევაში კი ადამიანი უკვე თერაპევთან კი არა, ქირურგთან მიდიოდა კბილის ამოსაღებად. ყოველდღიურად მხვდება პაციენტი, რომელსაც ურჩევნია, კბილი ამოიღოს, ვიდრე იმკურნალოს და ხანგრძლივი საუბარი მჭირდება იმისათვის, რომ აზრი შევაცვლევინო და კბილის მკურნალობაზე, მის შენარჩუნებაზე დავითანხმო.

- ახლა დარიშხანს აღარ ხმარობენ?

- არა, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისევე როგორც მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში, დარიშხანის ეპოქა დასრულდა. დარიშხანის პასტის გამოყენება მუდმივი კბილების სამკურნალოდ, ჩემი აზრით, არაეთიკურია და საკმაოდ სახიფათოც არის. უცხოეთში იგი ძალიან დიდი ხნის წინ აიკრძალა.

- რაკი ჩვენი მოსახლეობის პრობლემა ადენტიაა, მოდი, პროთეზირების მეთოდებსა და საშუალებებზე ვისაუბროთ.

- პროთეზირების საკითხი თანამედროვე სტომატოლოგიაში კარგად არის დამუშავებული. არსებობს დაკარგული კბილების აღდგენის სხვადასხვა მეთოდი, მოუხსნელი და მოსახსნელი კონსტრუქციები... გააჩნია ადენტიის ხარისხს.

- რა მასალისგან მზადდება პროთეზი?

- პროთეზი სხვადასხვა მასალისაგან მზადდება. მაგალითად, ლითონისა და კერამიკული მასის კომბინაციისგან (ე. წ. მეტალოკერამიკა), პლასტმასისგან. ნაწილობრივი ადენტიის სამკურნალოდ საქართველოში ძალიან გავრცელებულია ლითონკერამიკის ანუ ფაიფურის კბილები. ფაიფურის მასის გამოყენება დაკარგული კბილების აღსადგენად პირველებმა ევროპელებმა დაიწყეს მე-18 საუკუნეში, თუმცა მალე გაირკვა, რომ მხოლოდ ფაიფურისგან დამზადებული კბილები საკმაოდ მყიფე იყო, ძლიერ საღეჭ დატვირთვას ვერ უძლებდა და იმსხვრეოდა, ამიტომ ფაიფურის მასას კარკასის სახით დაედო ლითონის შენადნობი, რომელიც გაამაგრებდა მას. ამჟამად ყველაზე გავრცელებულია ქრომის შენადნობები - ნიკელ-ქრომი და კობალტ-ქრომი. ისინი მოუხსნელი პროთეზებისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება, თუმცა საუკეთესო ვარიანტი არ გახლავთ. არსებობს ოქროს შენადნობები, რომლებიც მთელი რიგი თვისებებით აღემატება ქრომისას, მაგრამ სიძვირის გამო ჩვენს ქვეყანაში მასობრივად არ არის გავრცელებული. არსებობს აგრეთვე პალადიუმის შენადნობები, რომლებიც შუალედურ ადგილს იკავებს ფასების ნიშაში ქრომისა და ოქროს შენადნობებს შორის.

- გარდა ლითონ-კერამიკისა, პროთეზირებისას კიდევ რა მასალები გამოიყენება?

- მოუხსნელ პროთეზირებას თუ ვგულისხმობთ, კერამიკულ მასასთან ერთად გამოიყენება აკრილის პლასტმასებიც - ლითონის კარკასის მოპირკეთება ხდება არა ფაიფურის მასით, არამედ პლასტმასით. აკრილის პლასტმასები უფრო პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია გავრცელებული. დასავლეთში მათზე უკვე უარს ამბობენ, რადგანაც მათ მთელი რიგი ნაკლოვანებები აქვთ. მაგალითად, იწვევენ ალერგიას. გარდა ამისა, თავად პლასტმასა, როგორც ორგანული ნივთიერება, არ არის ისეთი მტკიცე, როგორიც უნდა იყოს კბილის ქსოვილი, ამიტომ ხშირია ლითონის კარკასისგან მისი ატკეჩა. ამის მიზეზია ისიც, რომ პლასტმასა არ ამყარებს ქიმიურ კავშირს ლითონთან, როგორც ფაიფურის მასა ლითონ-კერამიკის შემთხვევაში. პლასტმასასა და ლითონის კარკასს შორის არის მხოლოდ მექანიკური კავშირი, რომელიც საკმარისად მტკიცე არ არის. აკრილის პლასტმასის ზედაპირი შესაძლოა პრიალა მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში მას აქვს მიკროფორები, სადაც ბაქტერიები გროვდება. ამის შედეგად შესაძლოა პლასტმასამ დროთა განმავლობაში ფერი შეიცვალოს და გაუჩნდეს არასასიამოვნო სუნი. პროთეზის ზედაპირზე ბაქტერიების გამრავლების გამო ლითონ-პლასტმასის ხიდის საზღვარზე ხშირად ვითარდება გინგივიტი - ღრძილის ანთება. შესაძლოა, ტექნიკურად ხიდი ძალიან კარგად იყოს დამზადებული, მაგრამ მასალის პრობლემურობის გამო პაციენტს დისკომფორტი შეექმნას. ლითონ-კერამიკას ბოლო წლებში სერიოზული კონკურენტი გაუჩნდა - უმეტალო კერამიკა. უმეტალო კერამიკული ხიდები და გვირგვინები რამდენიმე წელია არსებობს. მათი კარკასი არა ლითონის შენადნობებისგან, არამედ ცირკონიუმის ოქსიდისგან მზადდება. ეს არაჩვეულებრივი მასალაა და ფიზიკური სიმტკიცით ლითონს უახლოვდება. შესაბამისად, პირის ღრუში არსებული მნიშვნელოვანი დატვირთვისაც არ ეშინია. ამასთანავე, ცირკონიუმის ოქსიდის გამოყენების დროს არ დგას ლითონის გაუმჭვირვალობის პრობლემა, რაც ლითონ-კერამიკის არსებითი ნაკლია - კბილი ხომ ბუნებრივად გამჭვირვალეა, ლითონ-კერამიკაში კი მთელი რიგი პროცედურაა საჭირო პროთეზის შიგნით არსებული ლითონის შესანიღბად, ვინაიდან ის სინათლეს არ ატარებს და მუქი ფერისაა. უმეტალო კერამიკაში ეს პრობლემა მოხსნილია, კარკასი შუქგამტარია და მისი საშუალებით ესთეტიკურად სრულყოფილი კბილები მიიღება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ულითონო კერამიკული კონსტრუქციები ღირებულებით მნიშვნელოვნად აღემატება ტრადიციულ ლითონ-კერამიკას. მოსახსნელი პროთეზები ფაიფურისაგან არ მზადდება. საქართველოში ექიმების უმრავლესობა მათ დასამზადებლად იყენებს ქარხნული წესით დამზადებულ აკრილის კბილებს, რომლებიც ესთეტიკურია, პრაქტიკულად არ შეიცავს ნარჩენ მონომერს და დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

- რას ურჩევდით მათ, ვინც მოსახსნელ პროთეზს ხმარობს? როგორ მოვირგოთ იგი?

- პროთეზი თქვენ არ უნდა მოირგოთ - ის ექიმმა უნდა მოგარგოთ. აუცილებელია, მოსახსნელი პროთეზი ზუსტად იყოს დამზადებული. მცდარია მოსაზრება, რომ პაციენტის პირის ღრუს ლორწოვანი გარსი თვითონ მოერგება პროთეზს. თუ პროთეზი კარგად არ ზის პირის ღრუში, ირყევა, არ აქვს სათანადო ადჰეზია, ლუკმის ღეჭვის ან ლაპარაკის დროს ვარდება, არ ჩერდება საპროთეზო სარეცელზე, პრობლემის თვითნებურად მოგვარებას არ უნდა ველოდოთ და ვეცადოთ, დროულად შევიტანოთ კორექტივები ასეთ პროთეზში. ზოგჯერ ახალდამზადებული პროთეზი ოდნავ აწვება ლორწოვან გარსს. ეს დასაშვებია, თუმცა ამის შედეგად შესაძლოა პროთეზის ხმარებიდან 1-2 დღის შემდეგ პატარა ნაწოლი ჩამოყალიბდეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ ადგილას პროთეზი ზედმეტია და ექიმმა უნდა შეამციროს მისი სისქე, ცოტა მოაკლოს პროთეზის ბაზისს. თუ პაციენტს აქვს კარგი ალვეოლური მორჩი, მაგრამ პროთეზი უვარდება, რა თქმა უნდა, დაისმის პროთეზის შეცვლის ან მისი გადაბაზირების საკითხი. რეკლამირებული საფიქსაციო საშუალებების იმედად ასეთი პროთეზის დატოვება არ შეიძლება. ამ საფიქსაციო საშუალებებს აქვს ვიწრო ჩვენებები: ისინი იხმარება მაშინ, როდესაც ალვეოლური მორჩი ანუ სარეცელი, რომელზეც პროთეზი თავსდება, არის ატროფირებული, განლეული ან რბილი, მოძრავი, და პროთეზის ფიქსაციისთვის არახელსაყრელია. თუ პაციენტს პირის ღრუში აქვს რამდენიმე კბილი, პროთეზი ფიქსირდება ნაწილობრივ კბილებზე, ნაწილობრივ ღრძილებზე. ამ დროს კორეგა და მსგავსი საფიქსაციო საშუალებები საერთოდ არ არის საჭირო.

- როგორ მოვუაროთ პირის ღრუს პროთეზის ჩასმის შემდეგ?

- პროთეზის გამოყენებისას ჰიგიენური მოთხოვნები უფრო მკაცრია. ხიდების შემთხვევაში განსაკუთრებით ყურადსაღებია ე. წ. ჩაკიდული ანუ არარსებული კბილები, რომლებიც მოთავსებულია საყრდენებს შორის. მათ ქვეშ შესაძლოა საკვები დაგროვდეს, გაიხრწნას და ბაქტერიების გამრავლებას შეუწყოს ხელი, ამიტომ ასეთ ადგილებს კბილების ხეხვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. თავად მოსახსნელი პროთეზი განსაკუთრებულ ჰიგიენურ ზედამხედველობას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მისი მოხსნა და წყლის ჭავლის ქვეშ გარეცხვა. მოსახსნელი პროთეზი აკრილის პლასტმასისაგან მზადდება, ეს უკანასკნელი კი იოლად იკრავს საკვებ ნარჩენებს და მის ზედაპირზე სწრაფად მრავლდება ბაქტერიები, ამიტომ მოსახნელი პროთეზის წმენდა დღეში რამდენიმეჯერაც კია სასურველი, განსაკუთრებით - მისი შიგნითა ზედაპირისა, რომლითაც პროთეზი ღრძილს ეკვრის. როგორც არ უნდა იყოს მორგებული პროთეზი, მასა და ლორწოვან გარსს შორის საკვების ნარჩენები მაინც ჩაიჟონება და ისინი პირის ღრუში არ უნდა დავაყოვნოთ.

- დასაშვებია თუ არა პროთეზით საღეჭი რეზინის ღეჭვა?

- თუ მოსახსნელი პროთეზი კარგად არის გაპრიალებული და ფიქსირებული, შეიძლება, ოღონდ ცოტა ხანს, მოუხსნელი პროთეზის შემთხვევაში კი ღეჭეთ, რამდენ ხანსაც გსურთ.