/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

ნაყოფისა და პლაცენტის მდებარეობა, მრავალნაყოფიანი ორსულობა

ნაყოფისა და პლაცენტის მდებარეობა, მრავალნაყოფიანი ორსულობა
ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისა და დასრულებისთვის აუცილებელი პირობაა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის განსაზღვრული მდებარეობა. ნორმაში ნაყოფი საშვილოსნოში სიგრძივ, თავით ქვემოთ მდებარეობს.

მისი სხეულის ღერძი საშვილოსნოს ღერძის გასწვრივ არის მიმართული ანუ სამშობიარო არხის მიმართულებას ემთხვევა. ზოგჯერ კი ნაყოფი საშვილოსნოში გარდიგარდმო ან ირიბ პროექციას იკავებს, რაც არასწორ მდებარეობად მიიჩნევა, რადგან ფიზიოლოგიურ მშობიარობას ართულებს და საფრთხეს უქმნის როგორც დედას, ისე ნაყოფს. მშობიარობის ნორმალურ წარმართვას რამდენადმე ართულებს პლაცენტის არასწორი მდებარეობა და მრავალნაყოფიანი ორსულობაც. რამდენად საშიშია ეს ყოველივე და როგორ ავიცილოთ თავიდან ორსულობისა და მშობიარობის მსგავსი გართულებები? ამის გასარკვევად მეან მაია ღონღაძეს ვესტუმრეთ.

- ქალბატონო მაია, რამდენად ხშირია ორსულობა ნაყოფის არასწორი მდებარეობით და უმთავრესად რა უწყობს ამას ხელს?

- არც ირიბი, არც გარდიგარდმო მდებარეობა არც ისე ხშირია. ისინი ორსულთა 0,5%-ში გვხვდება, თანაც მრავალნამშობიარევ ქალებს შორის 10-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე პირველმშობიარეებს შორის. ნაყოფის არასწორი მდებარეობის ეტიოლოგია ერთობ მრავალფეროვანია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითება - როდესაც მისი კედლები დრეკადობას მოკლებულია, არ შეუძლია, ნაყოფის სიგრძითი მდებარეობა უზრუნველყოს ან, თუ იგი შეიქმნა, შეაჩეროს, ნაყოფი სწორ მდგომარეობაში დააფიქსიროს. ეს საშვილოსნოს განუვითარებლობას ან მის კუნთოვან აპარატში მიმდინარე დეგენერაციულ ცვლილებებს უკავშირდება. გავლენას ახდენს გადატანილი მძიმე მშობიარობა, ლოგინობის ხანის თანდართული ინფექციური დაავადებები, საშვილოსნოს მეტისმეტი გაწელვა მრავალწყლიანობის ან მრავალნაყოფიანობის გამო. არასწორი მდებარეობის მიზეზია მუცლის სუსტი პრესიც - მას არ ძალუძს, სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს ორსულ საშვილოსნოს. ამას მუცლის კედლის მოდუნება, კუნთების დაცილება იწვევს, რაც უპირატესად მრავალნამშობიარევი ქალებისთვის არის დამახასიათებელი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ნაყოფთან შეუსაბამო საშვილოსნოს ღრუც: ზოგ შემთხვევაში - მეტისმეტად დიდი, რომელშიც ნაყოფი მეტისმეტად თავისუფლად იმყოფება, ზოგ შემთხვევაში - მცირე, შევიწროებული, რომელიც ნაყოფისთვის ვიწროა. პირველ შემთხვევაში ნაყოფს თავისუფლად მოძრაობის საშუალება აქვს და სიგრძივ მდებარეობას ვერ ინარჩუნებს, მეორეში კი ადგილის სიმცირის გამო იძულებით - ირიბ ან გარდიგარდმო პოზას იღებს და ამ მდგომარეობაში ფიქსირდება. ასეთი რამ ყველაზე ხშირად ხდება საშვილოსნოს განვითარების მანკის, ორრქიანი ან უნაგირა საშვილოსნოს დროს.

- რა გავლენას ახდენს ნაყოფის არასწორი მდებარეობა მშობიარობის პროცესზე?

- არის შემთხვევები, როდესაც მშობიარობის დაწყებისას ნაყოფი თავისთავად იღებს სიგრძივ მდებარეობას, თავად ბრუნდება. ეს იმიტომ, რომ მშობიარობისას კუმშვადი საშვილოსნო გრძივ ფორმას იღებს და მისი გვერდითი კედლები საპირისპირო მიმართულებით აწვება ნაყოფის ორივე პოლუსს - დუნდულებსა და თავს. თუ მშობიარობის დაწყებისას ნაყოფი არ მობრუნდა და არასწორი მდებარეობა შეინარჩუნა, მდგომარეობა რთულდება და შესაძლოა, საკეისრო კვეთა გახდეს საჭირო.

შეკითხვა ექიმს
<p>-24 მაისს მქონდა დაუცველი სექსი. 14-18 მაისს მქოდა მენსტრუაცია. რამდენად დიდი შანსია დაურსულების. მადლობა</p>

- შესაძლებელი თუა ნაყოფის არასწორი მდებარეობის პროფილაქტიკა და თუ შესაძლებელია, როგორ?

- არასწორი მდებარეობა, როგორც მოგახსენეთ, უპირატესად მრავალნამშობიარევ ქალებში გვხვდება, ამიტომ მისი თავიდან აცილების უმთავრესი გზა წინამორბედ მშობიარობათა და ლოგინობის ხანის სწორად წარმართვაა. ინფექციით გართულებული, ხანგრძლივი და მძიმე მშობიარობა იწვევს საშვილოსნოს მუსკულატურის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაგვარებას და მუცლის მოდუნებას. ამ შემთხვევაში აუცილებელია მუცლის კედლების გამაგრება, რისთვისაც საჭიროა ნორმირებული ფიზიკური ვარჯიში, ორსულობის მეორე ნახევარში და მშობიარობის შემდეგ - კარგად მორგებული სპეციალური ბანდაჟის ტარება. თუ ორსულობისას ნაყოფის არასწორი მდებარეობა იქნა დადგენილი, ქალი კონსულტაციაში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ. თუ ნაყოფმა მდებარეობა არ იცვალა, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია, ორსული მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე მოთავსდეს სამშობიარო კლინიკაში.

- ორსულობისა და მშობიარობის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა პლაცენტის არასწორი მდებარეობა და მისი ნაადრევი მოცილებაც...

- განასხვავებენ საშვილოსნოს ქვედა ნაწილში მდებარე პლაცენტის ნაადრევ მოცილებას (ამ გართულებას სამეანო პრაქტიკაში პლაცენტის წინამდებარეობას უწოდებენ) და ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევ აშრევება-მოცილებას. პლაცენტის წინამდებარეობისას მისი ესა თუ ის ნაწილი საშვილოსნოს ყელის შიგნითა არეში იმყოფება და მშობიარობისას ასწრებს ნაყოფს. ასეთი რამ ხშირად ემართებათ განმეორებით მშობიარეებს (3:1), განსაკუთრებით - ასაკოვან ორსულებს და მათ, ვისაც ანამნეზში რამდენიმე ხელოვნური აბორტი აღენიშნება. საბედნიეროდ, არც ისე ხშირი პათოლოგიაა და საშუალოდ მშობიარეთა 0,2-0,3%-ში გვხვდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ოჯახი და სამართალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი და სამართალი

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.

  • რა უნდა ვიცოდეთ დროებითი შრომისუუნარობის, ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის შესახებ

განვმარტავთ, როგორი წესით საავადმყოფო ფურცელი გაიცემა არა მხოლოდ უშუალოდ დასაქმებულის, არამედ მისი ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლისთვის, კარანტინის დროს ან ავადმყოფის პროთეზირების მიზნით. გაცნობებთ აგრეთვე, ვის რა სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საავადმყოფო ფურცლის უსაფუძვლოდ გაცემის, გაგრძელების ან არასწორად გაფორმების შემთხვევაში და სხვა.

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" მოქმედი კანონიდან გამომდინარე, "დროებითი შრომისუუნარობის წესის" შესაბამისად, დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის მიზანია დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობისა და შესაძლებლობის შეზღუდვის პრევენციული ღონისძიებების გატარება, ხოლო ძირითადი ამოცანებია:

  • დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის, მისი მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა;
  • დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საავადმყოფო ფურცელი ან ცნობა) გაცემა კანონით დადგენილ შემთხვევებში;
  • რეკომენდაციების გაცემა იმ დასაქმებულებზე, რომლებიც არ არიან ცნობილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ დროებით ან მუდმივ გადაყვანას სხვა შესაფერის სამუშაოზე;
  • რეკომენდაციების ან დასკვნების გაცემა მოსწავლეებზე (სტუდენტებზე), რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ ფაკულტეტის შეცვლას, აკადემიურ შვებულებას ან სწავლის სხვა სპეციალური პირობების შექმნას.

(გაგრძელება, დასაწყისი იხ. N8)

  • გთხოვთ, გვაცნობოთ, გაიცემა თუ არა საავადმყოფო ფურცელი ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში, თუ აღნიშნული მიზეზით ქალი მოთავსებული იყო სტაციონარში. ასევე გვაინტერესებს, არის თუ არა გათვალისწინებული ბიულეტენის გაცემა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ან თვითნებური აბორტის დროს.

- ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სტაციონარში მოთავსების დღიდან ორსულობის ფაქტის დადგენამდე. რაც შეეხება აბორტს, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა საერთო წესით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე შემდეგ შემთხვევაში:

    • თვითნებური აბორტის დროს, რომელიც მოხდა ორსულობის 22 კვირის /154 დღის/ გასვლამდე;
    • ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) შემთხვევაში.

დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის მოქმედი წესის შესაბამისად, ოჯახის ერთ-ერთ წევრზე (მეურვეზე), რომელიც უშუალოდ უვლის პაციენტს, მკურნალი ექიმი საავადმყოფო ფურცელს გასცემს შემდეგ შემთხვევებში:

    • 15 წელს გადაცილებული ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლისთვის, რომელიც მკურნალობს ამბულატორიულად, 3 კალენდარული დღის ოდენობით; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება 7 დღემდე გაგრძელება;
    • 7 წლამდე ასაკის ბავშვის ამბულატორიული მკურნალობისას მწვავე დაავადების მიმდინარეობის მთელ პერიოდზე, ქრონიკული დაავადების გამწვავებისას - რემისიის დადგომამდე; 7 წელს გადაცილებული ბავშვის მოვლისთვის - არა უმეტეს 20 დღის ვადით; აუცილებლობის შემთხვევაში დანარჩენ პერიოდზე გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა;
    • 7 წლამდე ასაკის ბავშვის სტაციონარული მკურნალობისას - მკურნალობის მთელ პერიოდზე; 7 წლიდან - მოვლის საჭიროებისას მოვლის მთელ პერიოდზე.

  • მყავს 14 წლის შვილი, რომელსაც აქვს სისხლის მძიმე დაავადება. ჩემი მეგობრის შვილი 13 წლისაა და გამოკვლევების შედეგად ერთი თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდასტურდა. ალბათ წარმოიდგენთ ჩვენს მდგომარეობას. ვმუშაობთ (სხვა გზა არ გვაქვს), ხშირად გვიხდება ბავშვების საავადმყოფოში მოთავსება, რის გამოც გვიცდება სამსახური, რაც, ბუნებრივია, ჩვენს დამსაქმებელს არ მოსწონს. გთხოვთ გვაცნობოთ, მოქმედი კანონის თანახმად, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში რა ხანგრძლივობის საავადმყოფო ფურცელი გვეკუთვნის.

- თანაგიგრძნობთ და შვილების გამოჯანმრთელებას გისურვებთ, კითხვის პასუხად კი გაცნობებთ, რომ 15 წლამდე ასაკის იმ ბავშვების მოვლისთვის, რომლებსაც აქვთ სისხლის მძიმე დაავადება, ავთვისებიანი სიმსივნე, იმუნოდეფიციტის ვირუსი ან დამწვრობა, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სტაციონარში ყოფნის მთელ პერიოდზე.

თუ პირი შრომისუუნარო გახდა არამუდმივ საცხოვრებელ ადგილას, საავადმყოფო ფურცელი მისი მოვლისთვის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) თანხმობით გაიცემა იმ პირზე, რომელიც უშუალოდ უვლის პაციენტს. კარანტინის დროს საავადმყოფო ფურცელს გასცემს ექიმი ეპიდემიოლოგი ან ექიმი ინფექციონისტი, თუ ასეთი არ არის - მკურნალი ექიმი პირებზე, რომლებიც იმყოფებიან კონტაქტში ინფექციურ ავადმყოფებთან და ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით არიდებულნი არიან სამუშაოს ან თვითონ არიან ბაცილამატარებლები, იმდენი დღით, რაც დადგენილია მოცემული ინფექციური დაავადებისთვის ან საჭიროა სანაციისთვის; ოჯახის ერთ-ერთ წევრზე (მეურვეზე) 7 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ბავშვის მოვლისთვის, სკოლამდელ დაწესებულებებზე ან სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში - კარანტინის მთელ პერიოდზე.


  • რა ხანგრძლივობის საავადმყოფო ფურცელი ეკუთვნით იმ პირებს, რომლებიც არიან დროებით შრომისუუნარონი, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გარეშე შეუძლიათ სხვა სამუშაოს შესრულება?

- დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის რეკომენდაციის საფუძველზე, დროებით შრომისუუნაროებს, რომელთაც ჯანმრთელობის გაუარესების გარეშე შეუძლიათ სხვა სამუშაოს შესრულება, საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ არა უმეტეს 3 კალენდარული თვით წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად იმავე ან სხვა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტები იგზავნებიან ყველა საჭირო სადიაგნოზო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიების ჩატარების შემდეგ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის ან მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად:

    • გამოხატული არაკეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს, დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობის მიუხედავად, მაგრამ არა უგვიანეს 4 თვისა;
    • კეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს არა უგვიანეს 6 თვისა;
    • ცალკეულ შემთხვევებში (ტრავმები, რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდგომი პერიოდი) - არა უგვიანეს 8, ხოლო ტუბერკულოზის დროს - 10 თვისა;
    • მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შრომითი რეკომენდაციის შეცვლის მიზნით.

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელი იხურება ამ სტატუსის დადგენის დღიდან.

  • გაიცემა თუ არა საავადმყოფო ფურცელი საპროთეზო-ორთოპედიულ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციისას და რა ხანგრძლივობით? მაინტერესებს აგრეთვე, როგორია მისი გაცემის წესი ამბულატორიულ პირობებში პროთეზირების დროს.

- საპროთეზო-ორთოპედიულ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციისას საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სტაციონარში ყოფნის მთელ პერიოდზე მგზავრობისათვის საჭირო დღეების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა. ამბულატორიულ პირობებში პროთეზირებისათვის საავადმყოფო ფურცელი არ გაიცემა.

ავადმყოფებს, რომელთაც არ დაუდგინდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი და უგრძელდებათ დროებითი შრომისუუნარობა, საავადმყოფო ფურცელი გაუგრძელდებათ შრომის უნარის აღდგენამდე ან სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე განმეორებით გაგზავნამდე, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შრომისუნარიანად ცნობის გამო არ დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, საავადმყოფო ფურცელი ეხურებათ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) თანხმობით, მან საავადმყოფო ფურცელი უნდა დაადასტუროს ხელისმოწერით და ბეჭდის დასმით.

ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევად ჩაითვლება:

    • ამბულატორიულ მიღებაზე;
    • სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე დანიშნულ დღეს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა;
    • ექიმთან მიღებაზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება;
    • ექიმის ნებართვის გარეშე სხვა დასახლებულ პუნქტში წასვლა;
    • სტაციონარის უნებართვოდ დატოვება.

რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცლის გრაფაში "აღნიშვნები რეჟიმის დარღვევის შესახებ" ჩაიწერება რეჟიმის დარღვევის სახეები და დღეები. შრომისუუნაროს, რომელიც დანიშნულ დღეს არ გამოცხადდება ექიმთან არასაპატიო მიზეზით, საავადმყოფო ფურცელი გაუგრძელდება მხოლოდ ექიმთან გამოცხადების დღიდან. თუ შრომის უნარი აღდგენილია, გრაფაში "შეუდგა მუშაობას" ჩაიწერება "გამოცხადდა შრომისუნარიანი" თარიღის აღნიშვნით. საყურადღებოა, რომ რეჟიმის დარღვევად არ ჩაითვლება ჰოსპიტალიზაციაზე, სამედიცინო გამოკვლევებზე ან სამკურნალო პროცედურის ჩატარებზე უარის თქმა.

  • გთხოვთ განგვიმარტოთ, ვისზე არ გაიცემა მოქმედი კანონის შესაბამისად სავადმყოფო ფურცელი.

- საავადმყოფო ფურცელი არ გაიცემა:

    • იმ პირებზე, რომლებმაც დამოუკიდებლად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას საკონსულტაციოდ და არ არიან შრომისუუნარონი;
    • სამხედრო ვალდებულებსა და წვევამდელებზე, აგრეთვე პირებზე, რომლებიც გადიან გამოკვლევებს სამედიცინო დაწესებულებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხედრო განყოფილების, საგამომძიებლო ორგანოების, პროკურატურის ან სასამართლოს მიმართვის გარეშე;
    • სტუდენტების, პროფესიული სტუდენტებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ავადმყოფობის შემთხვევებში;
    • უცხოელებზე, რომლებიც არ მუშაობენ საქართველოს საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.

ზემოაღნიშნულ პირებზე გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა. საავადმყოფო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში გაიცემა დუბლიკატი სამუშაოდან წარმოდგენილი ცნობის (რომ მოცემულ პერიოდზე დასაქმებულს დახმარება აღარ მიუღია) საფუძველზე. საავადმყოფო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ ჩანაწერი კეთდება სამედიცინო საბუთებში (ამბულატორიული, სტაციონარული). საავადმყოფო ფურცლის დუბლიკატის გრაფაში "სამუშაოდან გათავისუფლება" შრომისუუნარობის ყველა დღე იწერება ერთ სტრიქონში. დუბლიკატის გაცემის თარიღი უნდა შეესაბამებოდეს დუბლიკატის შევსების თარიღს. დუბლიკატის ზემო მარჯვენა კუთხეში აღინიშნება - "დუბლიკატი".

არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც საავადმყოფო ფურცელი ამა თუ იმ მიზეზით (ფურცლის დასვრა, გაფუჭება და ა.შ.) უნდა გაუქმდეს. ამ დროს ფურცელი ჯვარედინად გადაიხაზება და მასზე დიაგონალურად იწერება, რომ გაუქმებულია. გაუქმებული ფურცელი ბარდება პასუხისმგებელ პირს, ხოლო შემდგომ ნადგურდება სათანადო აქტის შედგენით სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) წერილობითი ბრძანებით.

საავადმყოფო ფურცლის უსაფუძვლოდ გაცემის, გაგრძელების ან არასწორად გაფორმებისათვის დისციპლინური ადმინისტრაციული, პროფესიული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ სამედიცინო დაწესებულებების ექიმებს, ხოლო დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის მთელ საქმიანობაზე - სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს (დირექტორს) ან ამ ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზასა და საავადმყოფო ფურცლის გაცემაზე პასუხისმგებელ სხვა პირს.

თქვენთვის საინტერესო საკითხების თაობაზე მოგვმართეთ შემდეგ ნომერზე: 593 35 99 09