რამ შეიძლება დაგვიფრთხოს ძილი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

რამ შეიძლება დაგვიფრთხოს ძილი

რამ შეიძლება დაგვიფრთხოს ძილი
მოდი, გავარკვიოთ, შინაგანი ორგანოების რომელი დაავადება ან პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება გვექცეს მშვიდი ძილის დარღვევის მიზეზად. ამ საკითხზე საუბარს, ბუნებრივია, ღამის ოფლიანობით დავიწყებთ.

ღამის ოფლიანობა

როგორც პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მედიკოსები აღნიშნავენ, ღამის ოფლიანობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მისი აღმოცენებისას პაცი­ენტები უმალვე დაავადებას ეჭვობენ, თუმცა ღამის ოფლიანობა უმეტესად დაკავშირებულია ისეთ მარტივ საყოფაცხოვრებო პრობლემებთან, როგორებიცაა თბილი პიჟამა, გარემოს ტემპერატურასთან შეუსაბამო საბანი ან მაღალი ტემპერატურა საწოლ ოთახში. გარდა ამისა, ბევრი პაციენტი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს ღამის ოფლიანობას და წამოხურების შეგრძნებას.


რატომ ვოფლიანობთ ღამით
ღამის
ოფლიანობას სხვადასხვა მიზეზი აქვს. სწორედ ეს მიზეზები განაპირობებს ოფლიანობის თანმხლებ სიმპტომებს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ტემპერატურის მომატება, რომელიც ოფლიანობასთან ერთად ახლავს თან სხვადასხვა ინფექციასა და სიმსივნეს;
  • შემცივნება და კანკალი - ინფექციის დროს;
  • წონის აუხსნელი კლება - ლიმფომით ან სიმსივნით
    განპირობებული ოფლიანობის დროს;
  • ციკლის შეწყვეტა და წამოხურება, ალები - მენოპაუზით განპირობებული ოფლიანობის დროს;
  • სხვა გვერდითი ეფექტები, რო­ცა თავად ოფლიანობა ამა თუ იმ მედიკამენტით მკურნალობის გვერდითი ეფექტია.

ღამის ოფლიანობის გამომწვევი ინფექციის კლასიკური მაგალითია ტუბერკულოზი. ღამის ოფლიანობა ასევე ახასიათებს ენდოკარდიტს (გულის სარქველების ანთებას), ოსტეომიელიტს (ძვლების ანთებას ინფექციის შედეგად), მუცლის ღრუს აბსცესს, შიდსს.

ოფლიანობის ხსენებისას ყველას გვახსენდება ჰიპოგლიკემია - სისხლში გლუკოზის (შაქრის) შემცველობის უეცარი მკვეთრი დაქვეითება. ასეთი რამ მოსალოდნელია მაშინ, როცა დიაბეტით დაავადებული ადამიანი ინსულინით მკურნალობს. ჰიპოგლიკემია ვითარდება, თუმცა უფრო იშვიათად, დიაბეტის ტაბლეტირებული პრეპარატებით მკურნალობის დროსაც.

გარდა შაქრიანი დიაბეტისა, ღამის ოფლიანობის მიზეზად შესაძლოა იქცეს სხვა ჰორმონული დარღვევებიც:

  • ფეოქრომოციტომა - თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, რომლის დროსაც ჭარბად წარმოიქმნება განსაზღვრული ტიპის ჰორმონები - კატექოლამინები;
  • კარცინოიდული სინდრომი - ფილტვის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნის მიერ განსაზღვრული ტიპის ჰორმონების ჭარბი წარმოქმნა;
  • ჰიპერთირეოიდიზმი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი პროდუქცია.

ისიც უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს ოფლიანობა მხოლოდ ღამით არ გვხვდება, ექიმის ყურადღებას კი ოფლიანობასთან ერთად იპყრობს სხვა თვალსაჩინო სიმპტომებიც.

იშვიათად ღამის ოფლიანობის მი­ზეზად შესაძლოა იქცეს რომელ­იმე ნევროლოგიური დაავადება ან მდგომარეობა - აუტონომიური დისრეფლექსია, ტრავმის შემდგომი სირინგომიელია, ინსულტი ან აუტონომიური ნეიროპათია.

მედიკამენტები
თითქმის ყველა, ადამიანისთვის აუცილებელი მედიკამენტიც კი ზოგჯერ არასასურველ ეფექტებს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი ეფექტი სწორედ ღამის ოფლიანობაა. მის მედიკამენტურ წარმოშობას მაშინ ვვარაუდობთ, როცა პაციენტის სიმპტომების განხილვა, დეტალური გასინჯვა და კვლევა არ ავლენს ოფლიანობის გამომწვევ რომელიმე დაავადებას.

ღამის ოფლიანობა შესაძლოა გამოიწვიოს ანტიდეპრესანტებმა და სხვა ფსიქოტროპულმა საშუალებებმა, სიცხის დამწევმა მედიკამენტებმა (პარაცეტამოლი და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები).

წამოხურების შეგრძნებასა და ღამის ოფლიანობის ცრუ შთაბეჭდილებას ქმნის:

  • ნიაცინი;
  • ტამოქსიფენი (ხშირად ინიშნება სიმსივნეთა სამკურნალოდ);
  • ჰიდრალაზინი;
  • ნიტროგლიცერინი;
  • კალციუმის ანტაგონისტები;
  • ვიაგრა.

სამწუხაროდ, ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

როდის მივმართოთ ექიმს
ექიმთან მისვლა აუცილებელია, როცა ღამის ოფლიანობას ერთვის წონის კლება, საერთო სისუსტე, ლიმფური კვანძების გადიდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული იდიოპათიური ჰიპერჰიდროზი - ოფლიანობა, რომლის მიზეზსაც ვერ ადგენენ.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
დიეტოლოგია
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
კატეგორიის სხვა სტატიები
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
ხველა ერთ-ერთი საყურადღებო სიმპტომია, რადგანაც ის მეტად სერიოზული და ხშირად საშიში პათოლოგიების
ჭარბი ცხიმი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ზრდის სიმსივნური პათოლოგიის, შაქრიანი დიაბეტის, გულისა და
ავადობის გარდა, არსებობს ბევრი ფარული მიზეზი, რომელიც შეუმჩნევლად გვართმევს სიცოცხლის ძალებს.
გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის საფუძველზეც
იმუნური სისტემის დარღვევას სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია.

ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის ორგანიზმის საოცარი თავისებურება: თუ
როგორც გამოცემა Science Advances იუწყება, ნაგოის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფესორ ტაკაო იასუის
პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კანის დაავადება, ეს არის რეაქცია რამე