სტენოკარდია, ანუ გულის იშემია – თანამედროვე მედიცინის ფოკუსში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტენოკარდია, ანუ გულის იშემია – თანამედროვე მედიცინის ფოკუსში

– რატომ არის აქტუალური აღნიშნული საკითხი?

– სტენოკარდია, ანუ გულის იშემიური დაავადება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, რადგანაც იგი ინვალიდობის ხშირი მიზეზია. ასევე ცნობილია, რომ 1 წლის მანძილზე სტენოკარდიის მქონე პაციენტთა დაახლოებით 30%-ს უვითარდება ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა: ინფარქტის წინა მდგომარეობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სიცოცხლისთვის საშიში გულის არითმიები და ა.შ. რაც შესაძლოა ლეტალობის მიზეზიც კი გახდეს.

– რა არის სტენოკარდია?

– იმისთვის, რომ გავერკვიოთ რა არის სტენოკარდია, უნდა ვიცოდეთ გულის მუშაობის სპეციფიკა და ფუნქცია. გულის მთავარი ფუნქცია არის სისხლის მიწოდება მთელი ორგანიზმისთვის, რომელსაც ის ასრულებს მისი კუნთოვანი სტრუქტურის ადეკვატური შეკუმშვის ხარჯზე. აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად გულის კუნთს თავად სჭირდება ენერგია (სისხლის მიწოდება), რაც გულის მკვებავი სისხლხლძარღვების მეშვეობით, ე.წ. კორონარული არტერიებით ხდება. სწორედ ის მდგომარეობა, რომლის დროსაც ვერ ხერხდება ადეკვატურად ამ ენერგიის მიწოდება გულის კუნთის მიმართულებით, იწვევს სტენოკარდიას (გულის იშემიას), რაც გამოიხატება ტკივილით გულმკერდში.

სტენოკარდიის ძირითადი მიზეზებია – მისი მვებავი არტერიების შევიწროება, სპაზმი ან გულის კუნთის უჯერდში მეტაბოლური დარღვევები და ა.შ.

– როგორ გავარჩიოთ სტენოკარდიის სიმპტომატიკა ჩვეულებრივი, არასტენოკარდიული გამოვლინებისგან?

– მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის ფაქტი, რომ გულმკერდში ტკივილის გარდა სტენოკარდია შეიძლება გამოვლინდეს დისკომფორტით გულმკერდში, კუჭის არეში, მოჭერითი, წვითი ხასიათის ტკივილით მკერდის ძვლის უკან, მკლავებში, ქვედა ყბის მიდამოში, და ა.შ. შესაბამისად ძნელია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანმა მარტივად ამოიცნოს სტენოკარდიის სიმპტომატიკა. თუმცა, არსებობს გარკვეული სპეციფიკური საკითხები, რომელტა ცოდნაც მნიშვნელოვანია და დაგეხმარებათ სტენოკარდიის სიმპტომების არასტენოკარდიული გამოვლინებისგან განსხვავებაში:

  • ტკივილის ხასიათი: სტენოკარდიის დროს ძირითადად არის მოჭერითი ხასიათის ტკივილი, თუმცა, შეიძლება გამოვლინდეს წვის, ზეწოლის შეგრძნებით. სტენოკარდიას არ ახასიათებს ჩხვლეტითი, ყრუ, უეცრად და ელვისებურად წამოწყებული ტკივილი. არის მზარდი ინტენსივობის, ანუ თანდათანობით იმატებს როგორც სიმწვავე, ასევე ტკივილის არეალი.
  • ლოკალიზაცია: ძირითადად ლოკალიზდება მკერდის ძვლის უკან (ხშირად მოიცავს მთელ მკერდის ძვალს ან მთლიან გულმკერდს), თითქმის არასდროს არის ერთი ან თუნდაც 3 სანტიმეტრის რადიუსში. სტენოკარდიას არ ახასიათებს ტკივილი მარცხენა ძუძუს მიმდებარე ტერიტორიაზე ან მარცხენა მკლავში და მარცხენა იღლიაში. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ აღნიშნულ სიმპტომებს უფრო მეტ ყურადღებას ანიჭებენ პაციენტები და ხშირად უგულებელყოფენ სტენოკარდიის კლასიკურ გამოვლინებას (ტკივილს, მოჭერას ან ზეწოლას გულმკერდის შუა ნაწილში).
  • ირადიაცია: ტკივილი შეილება გადაეცემოდეს ორივე მკლავში, ბეჭებში, ქვედა ყბასა და კუჭის ზედა ნაწილში.
  • ხანგრძლივობა: როგორც წესი, სტენოკარდიული ტკივილი რამდენიმე წუთი გრძელდება (2-5 წუთი), მას არ ახასიათებს წამიერი ტკივილი და არც რამდენიმე საათს გრძელდება, თუმცა, თუ სტენოკარდიული ხასიათის ტკივილი გაგრძელდა 5-10 წუთზე მეტი, ეს საგანგაშოა და დაუყოვნებლივ მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
  • მაპროვოცირებელი ფაქტორი: ყველაზე ხშირად სტენოკარდიის მაპროვოცირებელი ფაქტორია ფიზიკური აქტიურობა (ფეხით სიარული, განსაკუთრებით მაღლობზე ასვლა, კიბეებზე ასვლა, სწრაფი სიარული), იშვიათად შეიძლება იყოს ემიციური ფაქტორი. როგორც წესი, ფიზიკური აქტიურობის შეწყვეტა იწვევს სტენოკარდიის სიმპტომების გაქრობას თანდათანობით.

სტენოკარდიის გამოვლენას აქვს თავის დადებითი მხარე, ასეთ დროს პაციენტი წყვეტს ფიზიკურ აქტიურობას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ არ გაღრმავდეს გულის კუნთის იშემია. ფიზიკური აქტიურობის შეწყვეტა კი თავისთავად იწვევს სიმპტომების ალაგებას. სტენოკარდიის გამოვლენა გვაიძულებს იმასაც, რომ მივაკითხოთ ექიმს, რაც სტენოკარდიის გართულებების (მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმიები, გულის უკმარისობა და ა.შ.) არიდების საშუალებას მოგვცემს.

სტენოკარდია ყოველთვის კლასიკური სახით არ ვლინდება, ის შეიძლება გამოვლინდეს ჰაერის უკმარისობით, დისკომფორტით გულმკერდში, კუჭის, ბეჭების არეში და ყოველთვის დაკავშირებულია ფიზიკურ აქტიურობასთან, რადგანაც ფიზიკური აქტიურობისას გულის კუნთი მოითხოვს კიდევ უფრო მეტ ენერგიას, რასაც ვერ უზრუნველყოფს შევიწროებული გულის სისხლძარღვები.

სამწუხაროდ, არსებობს კიდევ ისეთი მდგომარეობა, როდესაც ტკივილი და/ან დისკომფორტი შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს. ამას „მუნჯი იშემია“ ეწოდება და შემთხვევათა 10-20%-ში გვხვდება. ყველაზე ხშირია ხანდაზმულ და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებთან. მუნჯი იშემიის დგინდება ძირითადად შემთხვევით, დატვირთვის სტრეს-ეკგ ტესტის და 24 სთ-იანი ეკგ მონიტორინგით.

კორონავირუსული პანდემია და სტენოკარდია: როგორც მოგეხსენებათ, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის დაავადების გართულების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. ამიტომ, მნიშვნელოვანია არამარტო კორონავირუსის პრევენციისთვის ზედმიწევნით შევასრულოდ ეპიდემიოლოგების მითითებები, არამედ გულის იშემიური დაავადების ასარიდებლად მიმართული ქმედებებიც, რაც ძალიან მარტივია და გულისხმობს რისკ-ფაქტორების კონტროლს და მოდიფიცირებას, ამასთანავე, ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულებას. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებისა და პროგრესირების თავიდან აცილებაში.

– რა უწყობს ხელს გულის იშემიური დაავადების განვითარებას?

– რისკ-ფაქტორები საკმაოდ კარგად ცნობილი და მრავალფეროვანია, არსებობს ე.წ. მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები, რომელთა გაკონტროლებაც ჩვენ შეგვიძლია, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობა ამას არ ითვალისწინებს, ეს რისკ-ფაქტორებია: უმოძრაო ცხოვრების წესი, ხშირი სტრესი, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შაქრიანი დიაბეტის კონტროლი, ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში, არაჯანსაღი საკვები, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია.

– რას ემსახურება გულის იშემიური დაავადების მკურნალობა?

– მკურნალობის სხვადასხვა გზა არსებობს: 1. არამედიკამენტური და 2. მედიკამენტური. საზოგადოდ, მკურნალობის ყველა მეთოდი მოიცავს 2 ძირითად პრინციპს: ერთი მხრივ, დაავადების გართულებების აცილებას და პაციენტის სიცოცხლის გახანგძრლივებას, მეორე მხრივ, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სიმტომების შემცირებით.

აუცილებელია პაციენტმა გაიაზროს, რომ გულის იშემიური დაავადება ქრონიკული, პროგრესირებადი პათოლოგიაა და აუცილებელია ხანგრძლივი მედიკამენტური თერაპია დაავადების განვიტარების შესაჩერებლად.

არამედიკამენტური გზებიდან მნიშვნელოვანია ზემოთ მოყვანილი რისკ-ფაქტორების ადეკვატური კონტროლი.

მედიკამენტური თერაპიის მხრივ საჭირო ხდება, ხანგრძლივად დაინიშნოსისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ანტიაგრეგანტები (მაგ. ასპირინი), სტატინები (ქოლესტერინის დამწევი მედიკამენტები), ასევე უნდა განიხილოს ბეტა-ბლოკერების, აგფ-ინჰიბიტორების დანიშვნის საკითხიც.

გულის იშემიური დაავადების მკურნალობის პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია მეტაბოლურ თერაპიას, რომლის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება ხანდაზმულ ასაკში, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, მუნჯი იშემიით, გულის არტერიების გამოხატული შევიწროებებით. აღნიშნულ კონტექსში უნდა განვიხილოთ პრედუქტალი OD 80 მგ, რომელიც ფრანგული კომპანიის ბრენდული მედიკამენტია სტენოკარდიის სიმპტომების სამკურნალოდ.

პრედუქტალმა ერთ-ერთმა პირველმა დაამტკიცა 90-იან წლებში მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება. ფრანგული კომპანია მუდმივად ზრუნავს პრედუქტალის მოლეკულის დახვეწვაზე, მაგალითად, 90-იანი წლებში პრედუქტალს იღებდნენ 3-ჯერ დღეში, შემდეგ დაიხვეწა მისი მოლეკულა და გამოჩნდა ბაზარზე პრედუქტალი MR, რომელიც 2-ჯერ ინიშნებოდა, ამჟამად კი ჩვენი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია პრედუქტალის ახალი მოლეკულა – პრედუქტალი OD 80 მგ, რომელიც ინიშნება მხოლოდ ერთხელ დღეში და მის ანალოგებთან შედარებით, ეფექტიანობით, ფასით, მედიკამენტის ხარისხითა და მიღების სიმარტივითაც გამორჩეული მეტაბოლური მედიკამენტია.

მეტაბოლური თერაპიის მიზანია გულის კუნთის ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაცია, ანუ გულის მუშაობისთვის საჭირო ენერგიის უფრო ეკონომიური დახარჯვით მიიღწევა მედიკამენტის ეფექტი, რის ფონზეც პაციენტებს გაცილებით იშვიათად აწუხებთ ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება, შესაბამისად, პაციენტი უფრო მეტად იტვირთება ფიზიკურად, ამიტომ შრომისუნარიანობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის – პრედუქტალი OD 80 მგ-ის მიერ გულის კუნთის ჟანგბადის ეკონომიურად მოხმარება ძალიან წააგავს დღეს არსებულ ავტომანქანის ძრავის ტიპს, „ჰიბრიდს“, რომელიც გაცილებით ნაკლებ საწვავს მოითხოვს გარკვეული მანძილის დასაფარად, ვიდრე ბენზინისა და დიზელის ანალოგიური ძრავები.

პრეპარატის შედარებით ახალი მოლეკულა გამორჩეულია მიღების სიმარტივით – დღეში მხოლოდ 1 კაფსულა, დღისით. იმის გამო, რომ სტენოკარდია ქრონიკული დაავადებაა, პრედუქტალი OD 80 მგ ინიშნება ხანგძლივად და არა კურსობრივად, თუმცა, პრედუქტალი OD 80 მგ-ისა და საზოგადოდ, მკურნალობის დანიშვნაც და მოხსნაც დამოკიდებულია თქვენს მკურნალ ექიმზე. ამიტომ დაუშვებელია ექიმის დანიშნულების თვითნებური შეცვლა ან შეწყვეტა მასთან კონსულტაციის გარეშე.

R