/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

ელექტროლიტები - მათი საკვლევი ტესტები

ელექტროლიტები - მათი საკვლევი ტესტები
ელექტროლიტები ელექტრული მუხტის მატარებელი ქიმიური ნაერთებია. ქსოვილებსა და უჯრედებში ისინი სხვადასხვა მარილის სახით არიან და

ეხმარებიან საკვები ნივთიერებების გადაადგილებას უჯრედში, უჯრედიდან ცხოველქმედების პროდუქტების გამოტანას, უჯრედის ფუნქციობისთვის საჭირო წყალმარილოვანი არის შენარჩუნებას.

ორგანიზმის მთავარი ელექტროლიტებია: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ქლორი.

ელექტროლიტების დონის კვლევა ორგანიზმში საზოგადო კვლევების შემადგენელი ნაწილიცაა და დამოუკიდებელი ტესტიც.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ხშირად მათი კონცენტრაციების განსაზღვრა აუცილებელია ელექტროლიტების სკრინინგისა და მჟავეტუტოვანი დისბალანსის მიზეზების დასადგენად, ასევე დისბალანსის მკურნალობის ეფექტიანობის საკონტროლოდ, რამდენადაც მჟავეტუტოვანი დისბალანსი საკმაოდ ბევრი ორგანოს დისფუნქციისთვისაა დამახასიათებელი.

რა შემთხვევებში ვიკვლევთ ელექტროლიტებს?

  • ისეთი დაავადებების გამოსავლენად, რომელთა სიმპტომებიცაა: შეშუპება, ღებინება, ზოგადი სისუსტე, გონების დაბინდვა, გულის კუნთის მუშაობის მოშლა და რიტმის ცვლილებანი;
  • ზოგიერთი ქრონიკული და მწვავე დაავადებებისას;
  • ჰიპერტონიის, გულის უკმარისობის, ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიებისას ჩატარებული მკურნალობის ეფექტის გასაკონტროლებლად;
  • რომელიმე ელექტროლიტის დაბალი დონისას ტარდება განმეორებითი ტესტი დისბალანსის დინამიკაში საკვლევად, ვიდრე არ აღდგება ელექტროლიტის ნორმალური დონე ორგანიზმში;
  • რამდენადაც ელექტროლიტური და მჟავეტუტოვანი დისბალანსი ქრონიკული და მწვავე დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრისთვისაა დამახასიათებელი, მათი საკვლევი ტესტები ინიშნება როგორც უკვე ჰოსპიტალიზებულ, ისე სამედიცინო დაწესებულებაში პირველი მიმართვის დროს.

რა ახდენს გავლენას შედეგზე?

  • ზოგიერთი ქიმიური ნაერთი და სამკურნალო საშუალება: ანაბოლური სტეროიდები, კორტიკოსტეროიდები, საფაღარათო საშუალებები, ხველის საწინააღმდეგო წამლები, ორალური კონტრაცეპტივები, დიურეტიკები, კარბამაზეპინი და ანტიდეპრესანტები;
  • სუფრის მარილის დიდი ოდენობით მიღება ან ანტაციდური პრეპარატების მოჭარბებული გამოყენება.

კალიუმი K+ მისი როლი ორგანიზმში

კალიუმი K+ - მოზრდილების საშუალო ნორმალური მაჩვენებელია 3,5-5,1 მმოლ/ლ-ს.

ის მონაწილეობს უჯრედის მემბრანული ელექტრული პოტენციალის შექმნასა და შენარჩუნებაში. არეგულირებს უჯრედშიდა ოსმოსურ წნევას, ასტიმულირებს გლიკოლიზის ფერმენტთა აქტივობას, მონაწილეობს ცილებისა და გლიკოგენის მეტაბოლიზმში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული და კუნთოვანი უჯრედების მოქმედების პოტენციალის ფორმირებაში, ნერვული იმპულსების გატარებაში. გააჩნია იმუნომამოდულირებელი აქტივობა.

რამდენადაც უჯრედის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაცია მცირეა, მის უმნიშვნელო ცვლილებასაც კი გამოხატული შედეგი ახლავს. როგორც შემცირებისას, ისე მომატებისას ორგანიზმის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რაც შესაძლოა გამოვლინდეს: შოკის განვითარებით, სუნთქვის უკმარისობით და გულის მუშაობის ნორმალური რიტმის ცვლილებით.

ამ ელექტროლიტის ნორმიდან გადახრისას იცვლება ნერვ-კუნთოვან ქსოვილებში იმპულსის გატარება, მაგალითად, გულის კუნთმა შესაძლოა შეკუმშვის უნარიც კი დაკარგოს.

როდის ტარდება ტესტი?

  • თირკმელების დაავადებებისას ორგანოს ფუნქციის კვლევის მიზნით;
  • გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისას;
  • გულის რიტმის მოშლისას, არითმიების, არტერიული ჰიპერტენზიის დროს;
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისას;
  • დიურეტიკებისა და გულის გლიკოზიდებით მკურნალობისას სისხლში კალიუმის დონის საკონტროლოდ;
  • ორგანიზმში მჟავეტუტოვანი ცვლის შესაფასებლად.

ბიომასალა, რომელიც ტესტის ჩასატარებლადაა საჭირო – ვენური სისხლი

მომზადება ტესტისთვის

  • საჭიროა გამოირიცხოს ალკოჰოლის მიღება ანალიზის ჩატარებამდე 24 საათით ადრე;
  • ანალიზამდე 12 საათი არ შეიძლება საკვების მიღება;
  • არ შეიძლება ანალიზამდე, სულ მცირე, 30 წუთით ადრე თამბაქოს მოწევა.

შედეგების ინტერპრეტირება

მაჩვენებლის მატება – ჰიპერკალიემია

  • ორგანიზმში კალიუმის ჭარბად დაგროვება კალიუმის ხსნარების სწრაფი გადასხმის შედეგად;
  • უჯრედებიდან კალიუმის უჯრედგარე სივრცეში გადმოსვლა, რაც დამახასიათებელია მასიური ჰემოლიზის, ქსოვილთა მძიმე დაზიანების, ღრმა დამწვრობისა და აციდოზისას;
  • თირკმელების მიერ კალიუმის გამოყოფის დაქვეითება: თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობისას, ადისონის დაავადება, შოკური მდგომარეობა, ქსოვილთა იშემია;
  • უჯრედგარე არეში სითხის მოცულობის შემცირება – დეჰიდრატაცია, გაუწყლოება;
  • ისეთი სამკურნალო წამლების მიღება, როგორებიცაა ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამინკაპრონისმჟავა, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, დიგოქსინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვა.

მაჩვენებლის კლება - ჰიპოკალიემია

  • ორგანიზმში კალიუმის არასაკმარისი მიწოდება: ქრონიკული შიმშილი, დიეტა, კალიუმით ღარიბი საკვების მიღება;
  • ნაწლავური სეკრეტებით კალიუმის ჭარბად კარგვა ხშირი ღებინებით, ფაღარათით, ნაწლავის ადენომისას;
  • კალიუმის კარგვა თირკმლის დაზიანებისას, თირკმლის უკმარისობისას, კორტიზოლისა და ალდოსტერონის შეყვანისას;
  • ორგანიზმში კალიუმის გადანაცვლება, მისი გაძლიერებული შეღწევა უჯრედის შიგნით, რომელიც დამახასიათებელია გლუკოზითა და ინსულინით მკურნალობისას, ოჯახური პერიოდული დამბლისას, ალკალოზისას;
  • ოფლთან ერთად კალიუმის დიდი ოდენობით კარგვა მუკოვისციდოზისას;
  • ჰიპოთერმია;
  • მეგალობლასტური ანემიის მკურნალობისას B12 ვიტამინით ან ფოლიუმის მჟავათი;
  • კორტიკოსტეროიდებით, დიურეტიკებით (გარდა კალიუმის დამზოგველებისა), ბეტა ადრენობლოკატორებით, ანტიბიოტიკებით მკურნალობისას;
  • ორგანიზმში დიდი ოდენობით კალიუმით ღარიბი სითხის შეყვანა;
  • პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების სიმსივნისას.

ნატრიუმი Nა+

მისი როლი ორგანიზმში

ნატრიუმი Nა+ - მისი საშუალო ნორმა მოზრდილებისთვის შეადგენს 136-145 მმოლ/ლ-ს.

ის უჯრედგარე სივრცის ოსმოსურად მეტად აქტიური კომპონენტია, რომელიც არეგულირებს უჯრედგარე სითხის მოცულობას. ორგანიზმში არსებული ნატრიუმის საერთო რაოდენობის 96% უჯრედების გარეთაა. ის მონაწილეობს ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში აგზნების გატარებაში, სისხლის ტუტოვანი რეზერვის ფორმირებასა და წყალბადის იონების ტრანსპორტში. ნატრიუმი უჯრედგარეთა სივრცის ძირითადი კათიონია.

როდის ტარდება ტესტი?

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ჩვეული პროცესის დარღვევა: ღებინება, დიარეა;
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;
  • თირკმელების დაავადებანი;
  • გაუწყლოება, სითხის გაძლიერებული კარგვა.

მზადება ტესტისთვის

  • არ შეიძლება ანალიზამდე, სულ მცირე, 30 წუთით ადრე თამბაქოს მოწევა;

შედეგების ინტერპრეტირება მაჩვენებლის მატება – ჰიპერნატრიემია

  • შეზღუდული რაოდენობით წყლის სმა;
  • უშაქრო დიაბეტი;
  • თავის ტვინის ტრავმები და სიმსივნეები;
  • თირკმელების პათოლოგიები, რომლებიც იწვევენ ნატრიუმის შეკავებას თირკმელებში;
  • ორგანიზმში ნატრიუმის შემცველი სხნარების ჭარბი გადასხმა;
  • ისეთი პრეპარატების მიღება, როგორებიცაა: ანაბოლური სტეროიდები, ანდროგენები, კორტიკოსტეროიდები, ესტროგენები, ორალური კონტრაცეპტივები, ნატრიუმის ბიკარბონატი;

მაჩვენებლის კლება - ჰიპონატრიემია

  • ღებინება, ფაღარათი, გაძლიერებული ოფლდენა, რომლის დროსაც დამახასიათებელია ნატრიუმის ძლიერი კარგვა;
  • სხეულის დამწვრობა;
  • მარილოვანი უკმარისობა, როდესაც ორგანიზმს ნატრიუმი ნაკლებად მიეწოდება;
  • ქრონიკული გულის უკმარისობა;
  • ქრონიკული პიელონეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი;
  • ღვიძლის ციროზი;
  • ნაწლავური გაუვალობა;
  • დიურეტიკებით მკურნალობის გადაჭარბებული დოზირება;
  • ოსმოსური დიურეზი;
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;
  • ჰიპოთირეოზი.

ქლორი (ჩლ-)

მისი როლი ორგანიზმში

ქლორი (ჩლ-) - საშუალო ნორმა მოზრდილებისთვის შეადგენს 98 -107 მმოლ/ლ-ს.

ქლორის იონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მჟავეტუტოვანი ბალანსის, ოსმოსური წნევისა და ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნებაში.

ბიოლოგიურ არეებში ის ქლორის ანიონის სახითაა და შესაბამისად, უჯრედგარე სივრცის და კუჭის წვენის მთავარი ანიონია.

ქლორიდების შემცირებისას ვითარდება ალკალოზი, მისი სიჭარბისას კი - აციდოზი.

როდის ტარდება ტესტი?

  • ნივთიერებათა ცვლის პროცესთა მონიტორინგი და დინამიკური დაკვირვება;
  • სხვადასხვა დაავადებისთვის თანმდევი მჟავეტუტოვანი დარღვევების განსაზღვრა;
  • თირკმელების დაავადებანი;
  • უშაქრო დიაბეტი;
  • თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები.

მაჩვენებლის მატება – ალკალოზი

  • გაუწყლოება, ორგანიზმში არასაკმარისი სითხის მიწოდებით გამოწვეული;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა, როდესაც ქლორიდების მოხმარება აჭარბებს მათ გამოყოფას - ექსკრეციას ანურიის და ოლიგოურიისას;
  • უშაქრო დიაბეტი;
  • კორტიკოსტეროიდული თერაპია;
  • რესპირატორული ალკალოზი;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერფუნქცია;
  • ორგანიზმში ქლორის დონის დაქვეითება.

მაჩვენებლის კლება – აციდოზი

  • სეკრეტორული დისფუნქციისა და ჰორმონული დისბალანსის თანმდევი გაძლიერებული ოფლდენა;
  • დიურეტიკებით მკურნალობისას ჰიპერდოზირება;
  • რესპირატორული და მეტაბოლური აციდოზი;
  • გაუწყლოება, გამოწვეული ხანგრძლივი ღებინებით და დიარეით;
  • ალდოსტერონიზმი;
  • თირკმლის უკმარისობის პოლიურიის სტადია;
  • თავის ტრავმები;
  • საფაღარათო საშუალებების მიღება.

მაგნიუმი Mგ

მისი როლი ორგანიზმში

მაგნიუმი Mგ - მისი საშუალო ნორმა მოზრდილებისთვის შეადგენს 0,66-1,07 მმოლ/ლ-ს.

ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში, კუნთების შეკუმშვაში, ნერვული იმპულსის გატარებასა და ძვლების კარკასის მშენებლობაში.

თავის ტვინში მაგნიუმი აუცილებელია დღემდე ცნობილი ყველა ბიოლოგიურად აქტიური ნეიროპეპტიდის სინთეზისთვის.

ორგანიზმში საკვების სახით ხვდება, იწოვება წვრილი და მსხვილი ნაწლავების მიერ. მაგნიუმი კონცენტრირებულია ძვლებში, უჯრედებსა და ქსოვილებში.

როდის ტარდება ტესტი?

ტესტი ინფორმაციულია სპეციალისტების საკმაოდ ფართო წრისთვის.

გასტროენტეროლოგიაში:

  • კვების დარღვევა, ხანგრძლივი დიარეა, ღებინება, ალკოჰოლიზმი, მალაბსორბცია, კრონის დაავადება, ნაწლავის სიმსივნეები, პარაზიტული ჭიებით ინვაზია.

ენდოკრინოლოგიაში:

  • შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერპარათირეოიდიზმი, ჰიპოპარათირეოიდიზმი, ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ჰიპერალდოსტერონიზმი, ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა).

ნევროლოგიაში:

  • ტეტანია, კრუნჩხვები, ტრემორი, კუნთების ტონუსის დაქვეითება, მომატებული აგზნებადობა, უძილობა, თავის ტკივილი, ადვილად დაღლა;

მეან-გინეკოლოგიაში:

  • გესტოზი, სპონტანური აბორტები, ნაადრევი მშობიარობა;

ნეფროლოგიაში:

  • თირკმლის უკმარისობა;

კარდიოლოგიაში:

  • გულის ნორმალური რიტმის დარღვევა.

შედეგების ინტრეპრეტირება

მაჩვენებლის მატება - ჰიპერმაგნიემია

  • თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
  • მაგნიუმისმიერი ინტოქსიკაცია, გამოწვეული მაგნიუმის პრეპარატების ან ანტაციდური საშუალებების ჰიპერდოზირებით;
  • ჰიპოთირეოზი;
  • გაუწყლოება;
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.

მაჩვენებლის კლება - ჰიპომაგნიემია

  • საკვების გზით მაგნიუმის არასაკმარისი მიწოდება ორგანიზმისთვის, დიეტა, შიმშილი;
  • მალაბსორბციის სინდრომი - მაგნიუმის ნაწლავის მიერ შეწოვის რღვევა, გამოწვეული უწყვეტი ღებინებით, დიარეით, პარაზიტული ჭიებით, ნაწლავის სიმსივნეებით;
  • დიაბეტური აციდოზი;
  • დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა;
  • ციტოსტატიკებით, იმუნოდეპრესანტებითა და ციკლოსპორინებით მკურნალობა;
  • ჰიპერპარათირეოზი;
  • D ვიტამინის დეფიციტი, ბავშვთა რაქიტი და სპაზმოფილია, ოსტეომალაცია;
  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
  • მემკვიდრეობითი ჰიპოფოსფატემია;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;

  • ჰიპერთირეოზი;
  • ღვიძლის ციროზი;
  • ჰიპერკალციემია;
  • პირველადი ალდოსტერონიზმი;
  • ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრები;
  • გაძლიერებული ლაქტაცია, ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვები;
  • ბარიუმის, დარიშხანისა და ვერცხლისწყლის მარილებით ქრონიკული ინტოქსიკაცია.

იონიზებული კალციუმი (ჩა)მისი როლი ორგანიზმში

იონიზებული კალციუმი (ჩა) - მისი საშუალო ნორმა მოზრდილთათვის შეადგენს 2,15-2.5მმოლ/ლ-ს.

ის აუცილებელია ჩონჩხისა და გულის კუნთის შეკუმშვისთვის, ნერვული იმპულსის გადასაცემად, ასევე სისხლის ნორმალური შედედებისთვის, ძვლებისა და კბილების კარკასის მშენებლობისთვის.

სისხლში კალციუმის საერთო რაოდენობა თავისუფალი იონიზებული კალციუმისა და მისი ნაერთების კონცენტრაციაა. ორგანიზმი მხოლოდ თავისუფალი სახის კალციუმს იყენებს, ისეთს, რომელიც თავისუფალი სახითაა და არ არის დაკავშირებული ცილებთან. კალციუმის ნაწილი ყოველდღიურად გადის ორგანიზმიდან, თირკმელების სისხლის გაფილტვრის შედეგად და გამოიყოფა შარდით.

იმისთვის, რომ მიღებული და ორგანიზმიდან გამოსული კალციუმის რაოდენობას შორის დაცული იყოს ბალანსი, აუცილებელია, ადამიანი ყოველდღიურად იღებდეს მინერალის 1 გრამს დღე-ღამეში, სწორედ ამიტომ მას მინერალ-გიგანტს უწოდებენ.

როდის ტარდება ტესტი?

  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ჰიპერთირეოზის სადიაგნოსტიკოდ, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ფოსფატების შეკავებით;
  • ისეთი სიმპტომებისას, როგორებიცაა: ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, მადის დაკარგვა, ყაბზობა, ხშირი შარდვა, ღებინება, გაძლიერებული წყურვილი;
  • მუცლის ღრუში სპაზმური ტკივილებისას, ხელის თითების კანკალისას, კუნთოვანი ჰიპერკინეზიების, ხელისა და პირის ირგვლის კანის მგრძნობელობის დაქვეითებისა და ამავე ზონები კუნთების სპაზმების დროს;
  • მძიმე პაციენტებთან: მრავლობითი ტრავმების, სეფსისის, დამწვრობების, პანკრეატიტის, პოლიორგანული უკმარისობის, თირკმლისა და ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეების, მალაბსორბციის დროს, რომელთაც ხშირად უტარდებათ სისხლისშემცველი ხსნარების შიდავენური ინფუზიები;
  • ოპერაციისწინა პერიოდში;
  • ცილა ალბუმინის კონცენტრაციის ცვლილებისას;
  • ორსულთა კვლევისას;
  • დიალიზისას.

იონიზებული კალციუმის მაჩვენებლის მატება

  1. აციდოზი;
  2. D ვიტამინის სიჭარბე;
  3. ავთვისებიანი სიმსივნეები;
  4. პირველადი ჰიპერპარათირეოზი;
  5. ფარისებრახლო ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები;
  6. ძვლების მეტასტაზებით დაზიანება.

იონიზებული კალციუმის მაჩვენებლის კლება

  • ალკალოზი;
  • მაგნიუმის დეფიციტი;
  • პანკრეატიტი;
  • პოსტოპერაციული პერიოდი;
  • სეფსისი;
  • ტრავმა;
  • D ვიტამინის დეფიციტი.

საზოგადოდ, ელექტროლიტების საკვლევი ტესტები ტარდება მაშინ, როდესაც ჩნდება ეჭვი დაავადებებზე, რომელთა საფუძველიც ნივთიერებათა ცვლის პროცესთა რღვევაა.

გარკვეულ მიზეზთა გამო ორგანიზმისთვის ესოდენ საჭირო ნივთიერებები გამოიდევნება ორგანიზმიდან სითხის კარგვასთან ერთად, ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი ღებინება, ფაღარათი, სისხლდენა, მოცულობითი დამწვრობები.

მარილები გროვდება ორგანიზმში ასევე ნივთიერებათა ცვლის პროცესთა რღვევის გამო, იზრდება ორგანიზმში მათი კონცენტრაციები. ამგვარი ცვლილებისადმი მიდრეკილები არიან ბავშვები და მოხუცები, რადგან მათ დარღვეული აქვთ ქიმიურ ნაერთთა კომპენსირების მექანიზმი.

ტესტების შედეგთა ინტერპრეტირების მიხედვით ექიმი წყვეტს, საჭიროა ორგანიზმში ხელოვნურად დამატებით მარილების შეყვანა თუ, პირიქით, შარდმდენი საშუალებების დახმარებით ორგანიზმიდან მათი გაძლიერებული გამოდევნაა საჭირო.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ელექტროლიტები - მათი საკვლევი ტესტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები