ქვემო კიდურების შეშუპება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქვემო კიდურების შეშუპება

უფრო დაწვრილებით:

I სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვების დაავადებები:

1) ვენური სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა (ღრმა ვენების თრომბოზი);

2) ქრონიკული ვენური უკმარისობა;

3) ლიმფედემა;

4) ქრონიკული არტერიული უკმარისობა.

II სახსრების პათოლოგიები:

1) მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;

2) რეაქტიული პოლიართრიტი.

III შინაგან ორგანოთა დაავადებები:

1) სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (გულის იშემიური დაავადება, გულის მანკები, მიოკარდიტები, კარდიომიოპათია, ფილტვისმიერი გული);

2) თირკმლის მწვავე და ქრონიკული პათოლოგიები (მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტი, დიაბეტური გლომერულოსკლეროზი; სისტემური წითელი მგლურა, ორსულთა ნეფროპათია);

3) ღვიძლის პათოლოგიები (კიბო, ციროზი).

IV იდიოპათიური ორთოსტატიკური შეშუპებები:

შეშუპებითი სინდრომის იშვიათი მიზეზი შესაძლოა იყოს ვენური დისპლაზია და ისეთი მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს ჰიპოპროტეინემია (სისხლში ცილების - პროტეინების შემცირება). აუცილებელია აგრეთვე შეშუპებისაგან მესამე და მეოთხე ხარისხის სიმსუქნის დიფერენცირება, რომელიც ასევე ხასიათდება ქვემო კიდურების მოცულობის გადიდებით.

ღრმა ვენების მწვავე თრომბოზი

ვენური კალაპოტის მწვავე თრომბოზული ობსტრუქციის, ანუ დახშობის დროს შეშუპება უცბად აღმოცენდება, ხშირად სრული ჯანმრთელობის ფონზე. პაციენტები აღნიშნავენ, რომ სულ რამდენიმე საათში ერთი ქვემო კიდური მეორესთან შედარებით მოცულობით მეტისმეტად გაიზარდა. პირველ დღეებში შეშუპებას მზარდი ხასიათი აქვს, კიდურის არეში ძლიერი ტკივილებით გამოირჩევა, ასევე ბარძაყსა და დაზიანებულ მხარეს, საზარდულის მიდამოში, ვენური ქსელი გამოისახება. რამდენიმე კვირაში შეშუპება მუდმივ ხასიათს იძენს, თუმცა რეგრესისკენ ტენდენციაც აქვს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ თრომბოზული მასები რეკანალიზაციას განიცდის და ღრმა ვენების გამავლობაც ნაწილობრივ აღდგება. ვენური თრომბოზი, როგორც წესი, ერთ კიდურს აზიანებს. ხშირად შეშუპება ერთდროულად წვივსა და ბარძაყზე ვრცელდება. ძალიან იშვიათად შეშუპება ორივე კიდურზე აღინიშნება. ეს უკანასკნელი თრომბოზის დონის მატებას და მის ქვემო ღრუ ვენაზე გადასვლას უკავშირდება.

ქრონიკული ვენური უკმარისობა

ეს სინდრომი ვითარდება ქვემო კიდურების ვარიკოზული ან პოსტთრომბოფლებიტური დაავადების დროს. მიუხედავად არაერთი კლინიკური სიმპტომის მსგავსებისა, შეშუპებითი სინდრომის გამოვლენის თავისებურებანი ამ ორი დაავადების დროს განსხვავებულია.

ვარიკოზული დაავადება, როგორც წესი, კიდურების შეშუპებით ურთულდება იმ პაციენტებს, რომელთაც დაავადების ხანგრძლივი ანამნეზი აქვთ. ამ დროს აუცილებელი სიმპტომია ზედაპირული ვენების კვანძოვანი ტრანსფორმაცია. ამასთან, ვარიკოზული დაავადების დროს უფრო ხშირად აღინიშნება კიდურების ორმხრივი დაზიანება. როგორც წესი, შეშუპება ვითარდება ვარიკოზულად შეცვლილი ვენების ფორმირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ის ვლინდება დღის მეორე ნახევარში, უფრო ხშირად საღამოსკენ. მოიცავს კოჭის არეს და წვივის ქვედა მესამედს. შეშუპებას გარდამავალი ხასიათი აქვს, ანუ სრულად ქრება ღამის დასვენების შემდეგ.

პოსტთრომბოფლებიტურ დაავადებას კი სრულად განსხვავებული სურათი ახასიათებს. შეშუპება ამ დროს დაავადების პირველი სიმპტომია. ის ვლინდება მწვავე ვენური თრომბოზის პერიოდში და შეიძლება ითქვას, პაციენტის „მუდმივ თანამგზავრად“ რჩება. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება ზედაპირული ვენების ვარიკოზული ტრანსფორმაცია. შეშუპება პოსტთრომბოფლებიტური დაავადების დროს მუდმივ ხასიათს ატარებს და ხშირად მოიცავს არა მხოლოდ წვივს, არამედ ბარძაყსაც. ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს შეშუპებითი სინდრომის განმასხვავებელ დამატებით კრიტერიუმად გვევლინება ზედაპირული ქსოვილების ტროფიკული ცვლილებები (ჰიპერპიგმენტაცია, დერმატოსკლეროზი, ტროფიკული წყლული), რომლებიც მწვავე ვენური თრომბოზის დროს არასოდეს აღინიშნება.

ლიმფედემა

ლიმფედემა ლიმფური ნაკადის მოძრაობის დარღვევაა. უფრო ხშირად ქალებთან გვხვდება (80-90%). შეიძლება იყოს პირველადი (ანუ თანდაყოლი იყოს) და გამოვლინდეს ბავშვობაში, მოზარდობისას ან კიდევ ახალგაზრდა ასაკში (35 წლამდე). ამ პათოლოგიის დროს თავდაპირველად შეშუპება გარდამავალი ხასიათისაა. ვლინდება დღის მეორე ნახევარში ტერფსა და წვივზე. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადების სიმპტომები ქრება რამდენიმე კვირის, ზოგჯერ თვეების განმავლობაშიც კი. მოგვიანებით სტადიებზე შეშუპება მუდმივი ხდება. მან, შესაძლოა, მთელი კიდური მოიცვას. დამახასიათებელია ტერფის „ბალიშისებრი“ შეშუპება. პირველადი ლიმფედემის დროს ვენების ვარიკოზული გაგანიერება იშვიათად გვხვდება.

ფლებოლიმფედემა

ფლებოლიმფედემა ხასიათდება ვენური და ლიმფური ნაკადის მოძრაობის ერთროულად დარღვევით. ამ დროს, თითქმის ყოველთვის, პირველადი პათოლოგია ქრონიკული ვენური უკმარისობაა. სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს ლიმფური სისტემის ფუნქციურ გადატვირთვას (უკმარისობას) და შეშუპებაც ტიპური ხასიათისაა, როგორც ლიმფედემის დროს.