/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

რისი ბრალია ღამის ოფლიანობა

რისი ბრალია ღამის ოფლიანობა
ძილის დროს ოფლიანობას ბევრი უჩივის. ამ პრობლემას არაფერი აქვს საერთო ადგილობრივ, მაგალითად, ხელისგულებისა და ტერფების ოფლიანობასთან, რომელიც

ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლას უკავშირდება. ძილის დროს აღმოცენებული ჭარბი ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი ზოგადი ოფლიანობის ერთ-ერთი სახეა, მისი არსებობა ექიმს მიზეზის ძიებისაკენ უბიძგებს, მიზეზი კი შეიძლება საკმაოდ მძიმე დაავადებაც იყოს, მათ შორის - ტუბერკულოზი და ლიმფოგრანულომატოზი. ექიმი უწინარეს ყოვლისა სწორედ ამ პათოლოგიების გამორიცხვას მიიჩნევს საჭიროდ.

  • ლიმფოგრანულომატოზი

ლიმფოგრანულომატოზი სისხლის სისტემის, კერძოდ, ლიმფური ქსოვილის ავთვისებიანი დაავადებაა. არცთუ იშვიათად ღამის ოფლიანობა მისი ერთადერთი ნიშანია, ტიპურ შემთხვევებში კი წამყვანი სიმპტომები ლიმფური კვანძების გადიდება და გამკვრივება გახლავთ. დაავადება ერთი ლიმფური კვანძიდან მეორეზე ვრცელდება. ლიმფური კვანძები დიდდება კისრის, იღლიის არეებში, გულმკერდისა და მუცლის ღრუში, საზარდულისა და სხვა მიდამოებში. დაზიანებული ლიმფური კვანძი დიდი ზომისაა, მკვრივია, ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) უმტკივნეულოა.

ზოგ შემთხვევაში ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: სისუსტე, წონის დაქვეითება, ძლიერი ოფლიანობა, - რომლებიც სხვა დაავადების, მაგალითად, ტუბერკულოზის დროსაც შეიძლება აღმოცენდეს, ამიტომ ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით ტარდება ლიმფური კვანძის ბიოფსია - მისი ამოკვეთა და მიკროსკოპიული შესწავლა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოზის დადასტურების შემდეგ იწყება მკურნალობა. ამისთვის იყენებენ ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას და ამ მეთოდების კომბინაციას.

მკურნალობის შემდეგ ოფლიანობა ქრება. უნდა ითქვას, რომ პროცესის გავრცელების (შორეული მეტასტაზების არსებობის) შემთხვევაში ძლიერი ოფლიანობა და ცხელება შეიძლება ნებისმიერ სიმსივნურ დაავადებას ახლდეს თან, თუმცა ლიმფოგრანულომატოზისა და სხვა ლიმფომებისთვის ჭარბი ოფლიანობა მეტად დამახასიათებელი სიმპტომია.

  • ტუბერკულოზი

ღამით ოფლიანობა ტიპურია ტუბერკულოზისთვისაც. ამ დროს, გარდა ოფლიანობისა და ლიმფური კვანძების გადიდებისა, ყურადღებას იპყრობს ხველა, ნახველის არსებობა, ტემპერატურის მომატება 37-38 C-ის ფარგლებში, დამახასიათებელი რენტგენოლოგიური ცვლილებები, ნახველში დაავადების გამომწვევი მიკობაქტერიის აღმოჩენა.

  • ინფექციური დაავადებები

ღამის ოფლიანობის მიზეზად შეიძლება იქცეს სხვა ინფექციური დაავადებებიც: შიდსი, ინფექციური მონონუკლეოზი, სოკოვანი ინფექცია, ფილტვის აბსცესი, ენდოკარდიტი, - თუმცა ისიც სათქმელია, რომ ინფექციური დაავადებების დროს ჭარბ ოფლიანობას თავისებურებები ახასიათებს. ინფექციის შემთხვევაში ოფლიანობას ხშირად წინ უძღვის შემცივნება, ტემპერატურის მომატება.

  • აპნოე

ასევე დაგაინტერესებთ
რა უნდა გააკეთოთ ფეხების ოფლიანობისას
რეცეპტი, რომელიც ჭარბოფლიანობას დაგავიწყებთ - ბუნებრივი ანტიპერსპირანტი

ღამის ოფლიანობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ღამის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი. ის საკმაოდ ხშირია საშუალო ასაკის შემდეგ და სიმსუქნით დაავადებულ პირებს შორის. ადამიანი ხმამაღლა ხვრინავს, თითქოს "ყლაპავს" ჰაერს, დროდადრო წყვეტს სუნთქვას. არასრულფასოვანი ძილის გამო დღისითაც ეძინება. ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი გასინჯვისას ხშირად ავლენს ცხვირ-ხახის შედარებით პატარა ზომებს. ღამის აპნოეს სინდრომის უკუგანვითარებისას ოფლიანობაც ქრება.

  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი

ხშირად ღამის ოფლიანობა გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას უკავშირდება. ამ პათოლოგიას ახასიათებს კუჭის მჟავე წვენის საყლაპავში ამოტყორცნა, რის გამოც ადამიანს აწუხებს ხშირი გულძმარვა. რეფლუქსსა და ოფლიანობას შორის კავშირის მექანიზმი აუხსნელია, მაგრამ ფაქტია, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების წარმატებული მკურნალობისას ღამის ოფლიანობა ქრება.

  • თირეოტოქსიკოზი

ჭარბი ოფლიანობა, მათ შორის - ღამის საათებში, შესაძლოა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებებსაც უკავშირდებოდეს. მათ შორის უწინარეს ყოვლისა უნდა ვახსენოთ თირეოტოქსიკოზი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ორგანიზმზე ჭარბი ზემოქმედების შედეგად აღმოცენებული მდგომარეობა. ამ დროს ჭარბ ოფლიანობას თან სდევს სხეულის მასის დაქვეითება, თუმცა პაციენტი მადას არ უჩივის, ტემპერატურის მომატება, კანკალი, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება.

  • შაქრიანი დიაბეტი

სხეულის ზედა ნაწილის, უპირატესად თავის, სახის ოფლიანობა ახასიათებს შაქრიან დიაბეტს, რაც პერიფერიული ნერვების დაზიანებას უკავშირდება. ხშირად ოფლიანობა დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანიც კია. შაქრიანი დიაბეტის დროს ჭარბი ოფლიანობის ეპიზოდები ხშირად ჰიპოგლიკემიასთან - სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითებასთან არის დაკავშირებული.

  • ფეოქრომოციტომა

გარდა ამ კარგად ნაცნობი ენდოკრინული დაავადებებისა, ოფლიანობის მიზეზად შეიძლება იქცეს ფეოქრომოციტომა - თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე. ამ დროს ოფლიანობას თან სდევს არტერიული წნევის მომატება, გულისცემის გაძლიერება.

  • აკრომეგალია

ოფლიანობა ხშირია აკრომეგალიის დროსაც. მას ახასიათებს ზრდის ჰორმონის ჭარბი სინთეზი, სხეულის მასის მატება, ძვლების, კუნთების ზრდა და სხეულის წარზიდული ნაწილების: ცხვირის, ტუჩების, ყბის, კიდურების - გადიდება.

  • მედიკამენტები

ბევრს ალბათ ვერც კი წარმოუდგენია, რომ ღამის ოფლიანობა ზოგიერთმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის - სიცხის დამწევმა საშუალებებმა (ოფლიანობა კანონზომიერი რეაქციაა სხეულის ტემპერატურის დაქვეითებაზე), წნევის დამწევმა საშუალებებმა, ტამოქსიფენმა, ლეუპროლიდმა.

  • ალკოჰოლი

დასასრულ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ღამის ოფლიანობის სავსებით ბანალური მიზეზები, რომლებსაც ხშირად სრულიადაც არ ვანიჭებთ მნიშვნელობას. ესენი გახლავთ ალკოჰოლის ჭარბი მიღება და მეტისმეტი ჩაფუთვნა.

კომენტარები (20)
Დავითი
Მხოლოდ დალევის დროს ვოფლიანობ ღამით დილით რომ ვიღვიძებ ბალიში საბანი სულ სველია ხანდახან მაღვიძებს კიდეც Ამის გამო დალევას ვერიდები რას მირჩევთ
თარიღი : 14-03-2024
თეა
მთელი ლოგინი სველია რა გაცაკეთო ? როგორ შეიძლება იმკუტნალოს
თარიღი : 29-10-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რისი ბრალია ღამის ოფლიანობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები