/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

თავბრუხვევა

თავბრუხვევა
თავბრუხვევა ორგანიზმის სივრცული ორიენტაციის დარღვევა და სხეულის მდებარეობის ან მოძრაობის არასწორი შეგრძნებაა.

მასზე ხშირად საუბრობენ როგორც "მოძრაობის ილუზიაზე" ან "მოძრაობის ჰალუცინაციაზე". თავბრუხვევა ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია, ზოგს - ბავშვობაში, ატრაქციონებზე, ზოგს - ფრენისას ან ხმაურიანი წვეულების შემდეგ, მაგრამ როცა თავბრუხვევა არსებითი მიზეზის გარეშე ვითარდება, თანაც არაერთხელ, მისი მიზეზის დადგენა აუცილებელია.

რა იწვევს თავბრუს?

თავბრუხვევა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ის შეიძლება მიუთითებდეს ინფორმაციის მოწოდების დარღვევაზე იმ სამი ფიზიოლოგიური სისტემის მიერ, რომლებიც სივრცეში ორიენტაციას განაგებს. ესენია ვესტიბულური, მხედველობითი და შეხებითი სისტემები.

თავბრუხვევის მიზეზები

  • თუ თავბრუხვევა წარმოიშობა სწრაფი ადგომის ან მიბრუნება-მობრუნების შემდეგ და თანდათან მცირდება, ეს შესაძლოა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის გამოვლინება იყოს.
  • როდესაც თავბრუხვევას თან ახლავს სმენის დაქვეითება, შუილი და ყურებში ხმაური, თან გაციებულიც ხართ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, ყურის ანთება (ოტიტი) გქონდეთ.
  • თავბრუხვევისა და წონასწორობის დარღვევის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია შიგნითა ყურის წყალმანკი.
  • შაკიკი ხშირად ვლინდება თავბრუხვევის, სიყრუის, ყურებში ჟღარუნის შეგრძნებით. ამასთანავე, შაკიკიან ადამიანებს, რომლებსაც ეს ჩივილები აწუხებთ, თავბრუხვევა თავის ტკივილის გარეშე უვლინდებათ. ამ მდგომარეობას ხშირად განიხილავენ როგორც "შაკიკს თავის ტკივილის გარეშე" ან "უთავო შაკიკს".
  • თავის ტვინის სიმსივნეებისთვის დამახასიათებელია ძლიერი თავბრუხვევა, რომელსაც თან ახლავს მზარდი თავის ტკივილი, ხოლო სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლას (ინსულტი), გარდა თავბრუხვევისა, შესაძლოა სხვა სიმპტომებიც ახლდეს თან: მეტყველებისა და მოძრაობის დარღვევა, ზედა და ქვედა კიდურების სისუსტე, ცნობიერების დარღვევა.
  • მრავალი თქვენგანისთვის ნაცნობია თავბრუხვევა, რომელიც ხანგრძლივი მჯდომარე მუშაობის შემდეგ უეცარი მოძრაობისას ვითარდება. მას თან ახლავს ტკივილი და კისრის კუნთების დაჭიმულობა და ხშირია არანავარჯიშებ ადამიანებში, რომლებიც უმეტეს დროს მჯომარენი (საწერ მაგიდასთან, კომპიუტერთან, საკრავთან) ატარებენ. ასეთი თავბრუხვევის მიზეზია კისრის კუნთების გადაძაბვის შედეგად განვითარებული ყურისა და თავის ტვინის იმ ნაწილების სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომლებიც სხეულის სივრცეში ორიენტაციაზე აგებენ პასუხს. ასეთი ჩივილი ხშირად აქვთ ადამიანებს, რომლებმაც ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმა გადაიტანეს.
  • თავბრუხვევა ხშირად სამკურნალო პრეპარატების, მაგალითად, ანტიბიოტიკების ან წნევის დამწევი მედიკამენტების მიღებას უკავშირდება.
  • ვისაც ავტომობილით, თვითმფრინავით, გემით ან სხვა ტრანსპორტით უმგზავრია, ერთხელ მაინც გამოცდიდა ე.წ. რყევის სიმპტომს ან მოძრაობის დაავადებას (ზღვის ავადმყოფობას).

ამჟამად არსებობს უამრავი პრეპარატი, რომელთა მეშვეობითაც ამ უსიამოვნო შეგრძნებას თავს აარიდებთ.

  • ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ ფენომენზეც, როგორიც არის აგორაფობია - სივრცის შიშის სინდრომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამა თუ იმ სიტუაციის მიმართ პათოლოგიური შიშით. მათ მიეკუთვნება საზოგადოებრივი შეკრების ადგილებისა და დახურული სივრცის შიში, თავბრუხვევის შედეგად დაცემის შიში და სხვა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობა

თუ თავბრუხვევა მოულოდნელად დაგატყდათ თავს, შიშს ნუ აჰყვებით. ჩამოჯექით, ეცადეთ, მზერა გარკვეულ საგანზე შეაჩეროთ და თვალები არ დახუჭოთ.

თუ თავბრუხვევას თან ახლავს უსიამოვნო, მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც ადრე არ გქონიათ (კიდურების გაცივება, მეტყველების დარღვევა, გულმკერდის ან მუცლის ძლიერი ტკივილი), დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი.

თუ თავბრუხვევა ხშირად გაწუხებთ, აუცილებელად მიმართეთ ჯერ ნევროპათოლოგს, მერე კი ოტოლარინგოლოგს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თავბრუხვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები