/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

თანამედროვე წარმოდგენა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის შესახებ

ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისიტონია არის სინდრომი, რომლის აღმოცენებაც არაერთ ფაქტორს უკავშირდება.

მას ახასიათებს ვეგეტატიური ანუ ავტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქცია და ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოს, უმთავრესად კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები. ფუნქციური დარღვევა არის მდგომარეობა, როდესაც, მიუხედავად მრავალფეროვანი ჩივილებისა, ორგანო დაზიანებული არ არის. სრულიად სხვადასხვა პროფილის ექიმები - თერაპევტები, ნევროლოგები, გინეკოლოგები, ქირურგები და სხვა პეციალისტები - ყოველდღიურად ხვდებიან პაციენტებს, რომელთა ჩივილებიც არა ამა თუ იმ ორგანოს დაავადებასთან, არამედ ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიასთან არის დაკავშირებული.

არსებული მონაცემების თანახმად, ზოგად სამედიცინო პრაქტიკაში პაციენტთა 25-70%-ს სწორედ ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიით განპირობებული ჩივილები აქვს. უნდა ითქვას, რომ ცნება "ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია" უპირატესად საბჭოთა კავშირში გამოიყენებოდა. პოსტსაბჭოთა სივრცის სამედიცინო ლიტერატურაში მას უფრო ხშირად ნეიროცირკულატორულ დისტონიად ან ნეიროცირკულატორულ ასთენიად იხსენიებენ, თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურა კი ამ მდგომარეობას სომატოფორმულ ავტონომიურ დისფუნქციას უწოდებს.

  • ცოტა რამ ისტორიიდან

1867 წელს ექიმმა მაკლინმა პაციენტთა ერთ ნაწილში დამახასიათებელი ჩივილები და გარდამავალი ცვლილებები აღნუსხა და მათ "გაღიზიანებული გული" უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოელთა არმიის ექიმმა და კოსტამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ჯარისკაცს უვლინდებოდა ტიპური სიმპტომოკომპლექსი - ტკივილი გულის არეში, მოთენთილობა, სისუსტე. მოგვიანებით ამ სომპტომოკომპლექსს ექიმის პატივსაცემად და კოსტას სინდრომი უწოდეს.

1918 წელს ამერიკელი სამხედრო ექიმების ჯგუფმა ექიმ ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით შემოიღო ტერმინი "ნეიროცირკულატორული ასთენია". ეს ტერმინი გულისხმობდა მდგომარეობას, რომლის დროსაც პაციენტის ჩივილები ფოკუსირებული იყო გულზე. სხვაგვარად, ეს იყო "ნევროზული გულ-სისხლძარღვთა სინდრომი".

სადღეისოდ ცალკე ჯგუფად გამოყოფენ სომატოფორმულ მოშლილობებს - დაავადებებს, რომელთა მთავარი ნიშანია პაციენტთა ხშირი ვიზიტი ექიმთან ერთი და იმავე ჩივილებით და ამასთან ერთად სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვლინდება ნორმიდან არავითარი გადახრა და ექიმებიც ერთხმად აღნიშნავენ პათოლოგიის არარსებობას. სწორედ სომატოფორმულ მოშლილობათა ნაირსახეობაა სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქცია. ამგვარად აღნიშნავენ დღეს მდგომარეობას, რომელსაც ვეგეტონევროზს უწოდებდნენ.

  • სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქცია

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის მქონე პაციენტები ჩივილების მიხედვით პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ.

პირველ ჯგუფს შეადგენენ პაციენტები, რომელთაც აქვთ ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაღიზიანებით გამოწვეული ზოგადი ნევროზული ჩივილები:

    • გულის ფრიალი;
    • გაძლიერებული გულისცემა;
    • მომატებული ოფლიანობა;
    • კანის სიწითლე;
    • ხელების კანკალი;
    • შიში, შფოთვა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ კონკრეტულად არაფერს უჩივიან.
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიროცირკულარული დისტონია (ვეგეტონევროზი), რომლის დროსაც ადამიანს ყველაფერი "სტკივა"
კუნელის ნაყენი ჰიპერტონიის, ვეგეტონევროზებისა და კლიმაქსის სამკურნალოდ

მეორე ჯგუფსშეადგენენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ არასპეციფიკური, ცვალებადი ჩივილები მთელი სხეულის ტკივილზე ("ყველაფერი მტკივა"), სიცხის შეგრძნებაზე, მომატებულ დაღლილობაზე, მუცლის შებერვაზე. ჩვეულებრივ, ეს ჩივილები ამა თუ იმ დაავადების სიმპტომებს შეესაბამება. სწორედ ასეთი პაციენტების მიმართ იყენებენ ტერმინებს "კარდიონევროზს" ანუ "გულის ნევროზს", და კოსტას სინდრომს, კუჭის ნევროზს, ვაზომოტორულ ნევროზს, გულის რიტმის ფსიქოგენურ დარღვევას და ასე შემდეგ.

სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის დროს პაციენტი ისე წარმოგვიდგენს ჩივილებს, რომ შეიძლება მართლაც ვივარაუდოთ ამა თუ იმ ორგანოს დაავადება. ჩვეულებრივ, ეს ეხება იმ სისტემებს, რომელთა ფუნქციობა მნიშვნელოვანწილად ნერვული სისტემის მიერ კონტროლდება. ასეთებია გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი და ნაწილობრივ შარდსასქესო სისტემები.

დაავადების კლინიკურ სურათს ახასიათებს სიმპტომების ხანგრძლივი, უწყვეტი არსებობა ან მათი შესუსტება-გაძლიერება. სომატოფორმული ავტონომიური დისფუქციის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ჩივილების არსებობისას შესაძლოა დაისვას გულის ნევროზის, და კოსტას სინდრომის, ნეიროცირკულატორული დისტონიის დიაგნოზი.

და კოსტას სინდრომის დროს ვითარდება გულის სიჯანსაღით გამოწვეული უეცარი შიში. ამ მდგომარეობას მედიცინაში კარდიოფობიას უწოდებენ. პაციენტი უეცრად გრძნობს ტკივილს გულის არეში და გულის გაჩერების ან ინფარქტით სიკვდილის შიში ეუფლება. ჩივილებს უმეტესად ყოფითი კონფლიქტები, დათრგუნული აგრესია, არსებული სირთულეების შიში აპროვოცირებს.

საჭმლის მომნელებელი სისიტემის ზედა ნაწილის დაავადებებისთვის დამახასიათებელი ჩივილების დროს საუბარია კუჭის ნევროზის, ფსიქოგენური აეროფაგიის (ჰაერის ჭარბი გადაყლაპვა შემდგომი ამობოყინებით), სლოკინის, დისპეფსიის, პილორუსის სპაზმის შესახებ.

საჭმლის მომნელებელი სისიტემის ქვედა ნაწილის დაავადებათა სიმპტომებს იწვევს ფსიქოგენური მეტეორიზმი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ფსიქოგენური ფორმები. ამ უკანასკნელს ახასიათებს უცვლელი ლოკალიზაციისა და ხასიათის მუცლის ტკივილი, ფაღარათი, მეტეორიზმი, ყაბზობა. პაციენტის ყურადღება კონცენტრირებულია ნაწლავებზე, ზოგჯერ თავად, ექიმთან შეუთანხმებლად - და სრულიად უსაფუძვლოდ - იკრძალავს ამა თუ იმ საკვებს. არის შემთხვევები, როცა სიმპტომების გამწვავება ემთხვევა სტრესს, დაძაბულობას.

სასუნთქი სისტემის მხრივ საყურადღებოა ფსიქოგენური ხველა და ქოშინი. ხშირად ვითარდება ჰიპერვენტილაციის სინდრომი. მას ახასიათებს გახშირებული და გაღრმავებული სუნთქვა, რომელსაც თან ახლავს მოხრჩობის შეგრძნება, ჩასუნთქვის გაძნელების ან სუნთქვისას ფილტვების არასრული ავსების შეგრძნება, გულმკერდის შებოჭვის შეგრძნება, მშრალი, შემაწუხებელი ხველა, მთქნარების შეტევები. პაციენტი ზედმეტ ყურადღებას იჩენს სუნთქვის, ჰაერის ხარისხის, სუნების მიმართ. მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ფსიქოგენური გახშირებული შარდვა ან ფსიქოგენური შარდვის დარღვევა. პაციენტთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ სიმპტომების აღმოცენებას წინ უძღოდა ფსიქოლოგიური სტრესი ან მნიშვნელოვანი პრობლემები, თუმცა ასეთი კავშირი შესაძლოა არც გამოვლინდეს.

სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის საერთო სიმპტომებია:

  1. მრავლობითი კლინიკურად მნიშვნელოვანი ჩივილი, რომლებსაც პაციენტი დრამატულად აღწერს;
  2. ჩივილების აღმოცენება 30 წლამდე;
  3. სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან ხშირი ვიზიტი;
  4. სწრაფვა გამოკვლევების, მათ შორის - არცთუ იოლის, ჩატარებისკენ;
  5. ჩივილების არსებობა არანაკლებ 2 წლის განმავლობაში;
  6. ჩივილების გამომწვევი ცვლილებების არარსებობა;
  7. მედიცინისა და ექიმების მიმართ ეჭვიანი დამოკიდებულება;
  8. სოციალური და ოჯახური პრობლემები;
  9. ჩივილების შეუსაბამობა არსებულ ცვლილებებთან.

გარდა ამა თუ იმ ორგანოს დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებისა, სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის სხვადასხვა ფორმას აქვს საერთო ნიშანიც - შფოთვა. ხშირად პაციენტმა იცის, რომ გარკვეულ სიტუაციაში სიმპტომები ისევ იჩენს თავს და შფოთვის შეგრძნება ეუფლება. ასეთი პაციენტები ცდილობენ, თავი აარიდონ ამ კუთხით სარისკო სიტუაციებს.

ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს მაინც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის დამახასიათებელი ჩივილები ქმნის. ტკივილი გულის არეში - კარდიალგია, გულის რიტმის დარღვევა - ექსტრასისტოლური არითმია, კიდურების სიცივე, თავბრუხვევა - ასეთია შემაწუხებელი ჩივილების არასრული ჩამონათვალი. ხშირად ექიმი იძულებულია, გულის დაავადებისა და სომატოფორმული ვეგეტატიური დისფუნქციით გამოწვეული ჩივილების გასამიჯნად კლინიკური გამოკვლევების მთელი კომპლექსი დაგეგმოს. ზოგჯერ დიაგნოსტიკას ართულებს შფოთვის, პანიკის უეცარი შეტევები, უეცრად თავჩენილი სიკვდილის შიში

. პანიკური შეტევები ანუ პაროქსიზმული ვეგეტატიური კრიზი სხვადასხვა პაციენტს სხვადასხვა სიხშირით აღენიშნება. ის შეიძლება დღე-ღამეში რამდენჯერმეც კი აღმოცენდეს. ხშირად იჩენს თავს ღამის საათებში. პაციენტს აუვარდება შემცივნების მსგავსი კანკალი, აღგზნება, უხშირდება გულისცემა, ეწყება თავის ტკივილი, გულმკერდში დისკომფორტის, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება და სულხუთვა, ხშირი შარდვა და შეტევის ბოლოს დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა, ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერება და ხშირი კუჭში გასვლის სურვილი. ასეთი კრიზის შემდეგ პაციენტებს გულწრფელად ჰგონიათ, რომ "სიკვდილის პირას იყვნენ" და არცთუ იშვიათად შეშინებულნი ელიან განმეორებით შეტევას.

  • რა საფრთხეს გვიქმნის სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქცია

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის დროს ორგანოები არ არის დაზიანებული და ეს "საშიში" სიმპტომები სულაც არ უქმნის სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს. მიუხედავად ამისა, არსებობს საშიშროება, მართლაც საყურადღებო სიმპტომები სათანადოდ არ შეფასდეს და კვლავ "ნევროზს" მიეწეროს. ასე რომ არ მოხდეს, ექიმები გულისყურით აკვირდებიან პაციეტს, ატარებენ განმეორებით გამოკვლევებს, ხოლო თუ პაციენტმა ექიმს პირველად მიმართა ამ სიმპტომებით, ტარდება სრულყოფილი გამოკვლევა, რათა პაციენტის ემოციურმა მდგომარეობამ და მის მიერ ჩივილების აღწერის მანერამ ექიმს დაავადების დიაგნოსტიკაში ხელი არ შეუშალოს და სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის მცდარი დიაგნოზი არ დაისვას. ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინაა სავარაუდო, როცა კვლევები არავითარ ცვლილებას არ გამოავლენს. არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ფინანსებისა და დროის გაუმართლებელი ხარჯვა. კიდევ ერთი არასასურველი მომენტია მედიკამენტების, განსაკუთრებით - ტკივილგამაყუჩებლების უკონტროლო მიღება, რამაც სერიოზული გართულებებიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

  • სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის მკურნალობა

ხშირად პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო ხდება ისეთი პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც არეგულირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ამცირებს მეტეორიზმს ან აქვეითებს ტკივილის შეგრძნებას, თუმცა ყოველივე ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპია, ცხოვრების აქტიური წესი, ნორმალური კვება, თამბაქოზე უარის თქმა.

კომენტარები (7)
პეტრე
შეიძლება არითმიის დროს ანტიარითმულმა პრეპარატებმა საერთოდ შედეგი არ გამოიღოს მაგრამ საკმარისია ერთი ძლიერი ტრანკვილიზატორი მიცხობრო ეგრევე ლაგდება . სხვათაშორის კლომიპრამინი ხომ თვითონაა არითმოგენული მაგრამ ყველაზე მეტად ეგ უხდება სომატოფორმულ ვეგეტატიურ დისფუნქციას როგორც გულსისხლძარღვთა ასევე კუჭნაჭლავის მხრივ გარკვეულიბპერიოდით ტრანკვილიზატორთან კომბინაციაში განსაკუთრებით ლორაზეპამი კლომაზეპამი ქსანაქსი. მაგრამ მორჩები 6 თვიან კურსს და 2 თვეში ისევ იწყება
თარიღი : 31-01-2021
პეტრე
იმ დონემდე მიმიყვანა ამ აშლილობამ რო ნებისმიერი კარდიოგრამა დამიდეთ გავშიფრავ
თარიღი : 31-01-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თანამედროვე წარმოდგენა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თანამედროვე წარმოდგენა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის შესახებ

მას ახასიათებს ვეგეტატიური ანუ ავტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქცია და ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოს, უმთავრესად კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები. ფუნქციური დარღვევა არის მდგომარეობა, როდესაც, მიუხედავად მრავალფეროვანი ჩივილებისა, ორგანო დაზიანებული არ არის. სრულიად სხვადასხვა პროფილის ექიმები - თერაპევტები, ნევროლოგები, გინეკოლოგები, ქირურგები და სხვა პეციალისტები - ყოველდღიურად ხვდებიან პაციენტებს, რომელთა ჩივილებიც არა ამა თუ იმ ორგანოს დაავადებასთან, არამედ ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიასთან არის დაკავშირებული.

არსებული მონაცემების თანახმად, ზოგად სამედიცინო პრაქტიკაში პაციენტთა 25-70%-ს სწორედ ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიით განპირობებული ჩივილები აქვს. უნდა ითქვას, რომ ცნება "ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია" უპირატესად საბჭოთა კავშირში გამოიყენებოდა. პოსტსაბჭოთა სივრცის სამედიცინო ლიტერატურაში მას უფრო ხშირად ნეიროცირკულატორულ დისტონიად ან ნეიროცირკულატორულ ასთენიად იხსენიებენ, თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურა კი ამ მდგომარეობას სომატოფორმულ ავტონომიურ დისფუნქციას უწოდებს.

  • ცოტა რამ ისტორიიდან

1867 წელს ექიმმა მაკლინმა პაციენტთა ერთ ნაწილში დამახასიათებელი ჩივილები და გარდამავალი ცვლილებები აღნუსხა და მათ "გაღიზიანებული გული" უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოელთა არმიის ექიმმა და კოსტამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ჯარისკაცს უვლინდებოდა ტიპური სიმპტომოკომპლექსი - ტკივილი გულის არეში, მოთენთილობა, სისუსტე. მოგვიანებით ამ სომპტომოკომპლექსს ექიმის პატივსაცემად და კოსტას სინდრომი უწოდეს.

1918 წელს ამერიკელი სამხედრო ექიმების ჯგუფმა ექიმ ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით შემოიღო ტერმინი "ნეიროცირკულატორული ასთენია". ეს ტერმინი გულისხმობდა მდგომარეობას, რომლის დროსაც პაციენტის ჩივილები ფოკუსირებული იყო გულზე. სხვაგვარად, ეს იყო "ნევროზული გულ-სისხლძარღვთა სინდრომი".

სადღეისოდ ცალკე ჯგუფად გამოყოფენ სომატოფორმულ მოშლილობებს - დაავადებებს, რომელთა მთავარი ნიშანია პაციენტთა ხშირი ვიზიტი ექიმთან ერთი და იმავე ჩივილებით და ამასთან ერთად სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვლინდება ნორმიდან არავითარი გადახრა და ექიმებიც ერთხმად აღნიშნავენ პათოლოგიის არარსებობას. სწორედ სომატოფორმულ მოშლილობათა ნაირსახეობაა სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქცია. ამგვარად აღნიშნავენ დღეს მდგომარეობას, რომელსაც ვეგეტონევროზს უწოდებდნენ.

  • სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქცია

სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის მქონე პაციენტები ჩივილების მიხედვით პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ.

პირველ ჯგუფს შეადგენენ პაციენტები, რომელთაც აქვთ ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაღიზიანებით გამოწვეული ზოგადი ნევროზული ჩივილები:

    • გულის ფრიალი;
    • გაძლიერებული გულისცემა;
    • მომატებული ოფლიანობა;
    • კანის სიწითლე;
    • ხელების კანკალი;
    • შიში, შფოთვა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ კონკრეტულად არაფერს უჩივიან.

მეორე ჯგუფს შეადგენენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ არასპეციფიკური, ცვალებადი ჩივილები მთელი სხეულის ტკივილზე ("ყველაფერი მტკივა"), სიცხის შეგრძნებაზე, მომატებულ დაღლილობაზე, მუცლის შებერვაზე. ჩვეულებრივ, ეს ჩივილები ამა თუ იმ დაავადების სიმპტომებს შეესაბამება. სწორედ ასეთი პაციენტების მიმართ იყენებენ ტერმინებს "კარდიონევროზს" ანუ "გულის ნევროზს", და კოსტას სინდრომს, კუჭის ნევროზს, ვაზომოტორულ ნევროზს, გულის რიტმის ფსიქოგენურ დარღვევას და ასე შემდეგ.