/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

შარდვის პრობლემები

შარდვის პრობლემები
შარდვის გაძნელება და ტკივილი შარდვის დროს საკმაოდ ხშირია ორივე სქესის პაციენტებს შორის. ამ ჩივილების მიზეზი

შეიძლება სერიოზული დაავადება იყოს. მოდი, ვცადოთ, ქვემოთ მოყვანილი კითხვების მეშვეობით მივაგნოთ ჩივილების მიზეზს და გავარკვიოთ, რით შეიძლება დავეხმაროთ საკუთარ თავს.

1. გაწუხებთ თუ არა ტკივილი ან წვა შარდვის დროს?

თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მე-7 შეკითხვაზე. თუ პასუხი დადებითია, გადადით მომდევნოზე.

2. შეცვლილია თუ არა შარდის ფერი?

თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მე-5 შეკითხვაზე. თუ პასუხი დადებითია, გადადით მომდევნოზე.

3. ხომ არ უჩივით ტკივილს წელის არეში ან ტემპერატურის მომატებას?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დადებითი პასუხის შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ თირკმლის მენჯფიალოვანი სისტემის ინფექცია - პიელონეფრიტი. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

4. ხომ არ გაწუხებთ ძლიერი, შეტევითი, ჭვლის ტიპის ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია წელის არეში და გადაეცემა შარდის ბუშტისა და სასქესო ორგანოებისაკენ?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა გქონდეთ თირკმლის კენჭი ან სხვა სერიოზული პრობლემა. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, არ არის გამორიცხული შარდის ბუშტის ინფექცია და თირკმლის ინფექციაც კი. ექიმთან დროული ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია. მკურნალობის გარეშე ანთებითი პროცესი გაგრძელდება და გაღრმავდება, ინფექცია მთელ ორგანიზმში გავრცელდება.

5. თუ მამაკაცი ბრძანდებით, ხომ არ გრძნობთ ტკივილს სათესლე ჯირკვლების არეში?

თუ პასუხი დადებითია, არ არის გამორიცხული პროსტატიტი - წინამდებარე ჯირკვლის ანთება. აუცილებელია ვიზიტი უროლოგთან. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

6. თუ მამაკაცი ბრძანდებით, ხომ არ გაქვთ გამონადენი ასოდან?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ჩივილების მიზეზი შარდსადენის ანთება, ურეთრიტი ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, მაგალითად, გონორეა იყოს. უნდა მიმართოთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

7. მეტისმეტად ხომ არ გაქვთ გახშირებული შარდვა, ხოლო შარდის გამოყოფა ამავე დროს - შემცირებული?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ეს იყოს ცისტიტი - საშარდე ბუშტის ანთება, შარდის ბუშტის კენჭი ან შარდის ბუშტის გაღიზიანება შარდში არსებული ქიმიური ნივთიერებებით. აუცილებელია ვიზიტი ექიმთან. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მოდმევნო კითხვაზე.

8. ხომ არ გამოყოფთ ჩვეულებრივზე მეტ შარდს?

თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მე-10 კითხვაზე. თუ პასუხი დადებითია, გადადით მომდევნოზე.

9. ბოლო დროს ხომ არ შეგიმჩნევიათ წონის კლება, მიუხედავად კარგი მადისა? ხომ არ იღებთ დიდი რაოდენობით სითხეს ან ხომ არ გაქვთ დიაბეტით დატვირთული გენეტიკა?

თუ პასუხი დადებითია, არ არის გამორიცხული შაქრიანი დიაბეტი. აუცილებელია სისხლში გლუკოზის შემცველობის გაკონტროლება. თუ პასუხი უარყოფითია, შესაძლოა იღებდეთ შარდმდენს ან სხვა პრეპარატს, რომელიც იწვევს კიდეც გახშირებულ შარდვას და დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფას. შარდვის გახშირების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს კოფეინით მდიდარი სასმელები - ჩაი, ყავა, კოლა.

10. თუ ქალბატონი ბრძანდებით, უნებლიეთ ხომ არ გამოყოფთ ცოტაოდენ შარდს ხველის ან ცემინების დროს?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა მიზეზი შარდის ბუშტის სფინქტერის (მომჭერის) სისუსტე იყოს. უნდა მიმართოთ უროლოგს, რათა დაისახოს სათანადო ღონისძიებები. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

11. თუ მამაკაცი ბრძანდებით, ხომ არ გრძნობთ, რომ შარდის ნაკადი შემცირდა, შესუსტდა, წვეთობით შარდავთ ან ღამით ხშირად გიწევთ ადგომა?

თუ პასუხი დადებითია, სავარაუდოა წინამდებარე ჯირკვლის ანუ პროსტატის პრობლემები. ყველაზე მეტად მოსალოდნელია პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია - პროსტატის ადენომა, თუმცა არც სიმსივნეა გამორიცხული. რეკომენდებულია ვიზიტი ექიმთან. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

12. ხომ არ ამჩნევთ შარდში სისხლის მინარევს?

დადებითი პასუხის შემთხვევაში შესაძლოა თირკმელში კენჭების არსებობა, თირკმლის ან შარდის ბუშტის სიმსივნე, საშარდე ბუშტის ინფექცია, თირკმლის ტრავმული დაზიანება ან სისხლის შედედების დარღვევა. აუცილებელია ვიზიტი ექიმთან. თუ ვერ იპოვეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო კითხვებზე და მიგაჩნიათ, რომ სერიოზული პრობლემა გაქვთ, მიმართეთ ექიმს.

კომენტარები (3)
Nini
გამარჯობათ, მაქვს შარდის დროს წვა და მიჭირს ასევე მოშარდვაც. ბოლომდე ვერ ვცლი შარდის ბუშტს და ამიტომ მალ-მალე მიწევს ხოლმე მოშარდვა.
თარიღი : 15-03-2023
ანასტასია
მოგესალმებით, რამდენიმე დღეა შევამჩნიე რომ საშოდან ვშარდავ და ასეთი რამ შესაძლებელია?
თარიღი : 30-05-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ულტრასონოგრაფია მეანობაში
ულტრასონოგრაფია მეანობაში
თანამედროვე მეანობაში ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას დიდი, ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შარდვის პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები