/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

სინკოპე (რა იწვევს გულის წასვლას)

სინკოპე (რა იწვევს გულის წასვლას)
გულის წასვლა, იგივე სინკოპე, გულისხმობს ცნობიერების უეცრად, მოულოდნელად დაკარგვას, რომელიც გრძელდება, არა უმეტეს, რამდენიმე წუთისა, უფრო ხშირად – წამები.

ასეთი მყისიერი და ხანმოკლე გულის წასვლა, იგივე გონების დაკარგვა, ტვინში არასაკმარისი სისხლის ნაკადის შედეგია. უმეტეს შემთხვევაში ის არტერიული წნევის დაქვეითების გამო ვითარდება.

ჩვეულებრივ, ადამიანი გრძნობს სინკოპეს დადგომას. ჩნდება, ეგრეთ წოდებული, წინასწარი გაბრუების მდგომარეობა, რომელიც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  1. ადამიანი სიმსუბუქესა და ერთგვარად გასულელებას შეიგრძნობს;
  2. უეცრად ფერმკრთალდება;
  3. გრძნობს მოდუნებას, თავბრუსხვევასა და სისუსტეს ფეხებში;
  4. თვალებში უბნელდება და ყურებში უჩნდება შუილი;
  5. ეწყება ძლიერი ოფლიანობა.
  • გულის წასვლის მექანიზმები

    • ნეირომედიატორული (ნეიროტრანსმიტერული) სინკოპე გამოწვეულია ვეგეტატური ნერვული სისტემის ფუნქციობის დარღვევით. სხვადასხვა მიზეზის გამო იცვლება სისხლძარღვთა ტონუსი, გულის რიტმი და იკლებს არტერიული წნევა. შედეგად, ტვინში არასაკმარისი მოცულობის სისხლი მიედინება. გულის წასვლას უხშირესად ნეიროტრანსმიტერული ბუნება აქვს (იწვევს სიცხე, ჩახუთულობა, სტრესი, შიში და ა.შ.).
    • არითმოგენური სინკოპე ვითარდება გულის რიტმის უეცარი დარღვევის გამო. ამ ტიპის სინკოპე დამახასიათებელია გულის დაავადებებისთვის.
    • ორთოსტატული სინკოპე აღმოცენდება მაშინ, როდესაც ადამიანი ერთბაშად (მოულოდნელად) დგება მწოლიარე პოზიციიდან. სისხლძარღვები ვერ ახერხებენ რეაგირებას სხეულის ახალ პოზიციაზე და სისხლი თავიდან სხეულის სხვა ნაწილებისკენ მიედინება.
    • ცერებროვასკულური გონების დაკარგვა დაკავშირებულია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან, მისი სისხლძარღვების პათოლოგიის გამო.
  • გულის წასვლისა და გონების დაკარგვის მიზეზები

ასეთი მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს: ბანალურიდან, რომელიც გამოწვეულია არახელსაყრელი პირობებით (სიტუაციურით), სერიოზულ დაავადებებამდე, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო მკურნალობას.

სიტუაციური სინკოპე:

  1. სიცხე, ჩახუთულობა, სითბური დაკვრა – გონების დაკარგვის საკმაოდ გავრცელებული მიზეზია, განსაკუთრებით ჰიპოტენზიის – დაბალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებთან;
  2. შიმშილი, წყურვილი – ეს მიზეზები ხშირად განაპირობებს გულის წასვლას; სინკოპე შეიძლება ასევე პროვოცირებული იყოს ღებინების, ფაღარათის და ძლიერი ოფლიანობის გამო განვითარებული ძლიერი გაუწყლოებით;
  3. ზედმეტად ვიწრო, მჭიდრო ტანსაცმელი – არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც, წარსულში, მჭიდრო კორსეტების მტარებელ ქალებს შორის გონების დაკარგვის შემთხვევები ხშირი იყო;
  4. ძლიერი ფსიქო-ემოციური სტრესი – უსიამოვნო ამბები, შიში, პანიკა;
  5. გადაძაბვა – გონებრივი და ფიზიკური;
  6. დიდი ხნის განმავლობაში ერთი პოზიციის შენარჩუნება და მისი მკვეთრად შეცვლა (ლოგინიდან, სკამიდან ადგომა);
  7. ძლიერი ტკივილი.

სინკოპე ხშირად აწუხებთ ორსულებს, რადგან მათ ხშირად აღენიშნებათ ჰიპოტენზია. გარდა ამისა, სისხლის მიმოქცევა ირღვევა სისხლძარღვებზე საშვილოსნოს ზეწოლის გამო.

გულის წასვლას იწვევს:

  1. ანემია, სისხლდენის გამო დიდი სისხლდანაკარგი;
  2. ჰიპოტონია – დაბალი არტერიული წნევა;
  3. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვებისა და ორგანოების კოორდინირებულ მუშაობაზე პასუხისმგებელი ვეგეტატური ნერვული სისტემის ფუნქციობის დარღვევით (ეს პრობლემა ხშირად აწუხებთ მოზარდებს);
  4. პანიკის შეტევა;
  5. სისხლში შაქრის დონის დაქვეითება; ჰიპოგლიკემია შეიძლება აღენიშნოთ არა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს, არამედ დაძაბული და ძლიერი ფიზიკური აქტივობით დაკავებულებს. ის ვითარდება ალკოჰოლური თრობისა და ხანგრძლივი შიმშილიდან გამოსვლის შემდეგ;

გულის წასვლა შეიძლება არ იყოს უვნებელი, როდესაც ის შემდეგი დაავადებების სიმპტომია:

  1. სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს – სისხლძარღვების სტენოზი (შევიწროება), ათეროსკლეროზი, კისრის ოსტეოქონდროზი;
  2. გულის დაავადებების დროს – გულის უკმარისობა, არითმია, ბრადიკარდია, კარდიომიოპათია;
  3. ენდოკრინული დარღვევებისას;
  4. თავის ტვინის სიმსივნეებისა და ქალა-ტვინის ტრავმებისას;
  5. ნეიროინფექციების დროს.
  • როგორ დავაღწიოთ თავი სინკოპეს?

    • ეგრეთ წოდებული სიტუაციური გულის წასვლები ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. უბრალოდ ადამიანი უნდა შეეცადოს არ მოხვდეს ისეთ სიტუაციებში, სადაც არის გონების დაკარგვის რისკი, განსაკუთრებით თუ ჰიპოტონიკია (აწუხებს ჰიპოტენზია – დაბალი არტერიული წნევა) ან ხანდაზმულია, შეძლებისდაგვარად არ უნდა გადახურდეს მზეზე, მოერიდოს დახუთულ ოთახებს, მგზავრებით გადავსებულ ტრანსპორტს, არ ადგეს უეცრად საწოლიდან ან სკამიდან, არ მიიყვანოს თავი შიმშილით გამოწვეულ გულის წასვლამდე და ა.შ.
    • არ არის საჭირო ნერვიულობა ან ღელვა ორსულობის დროს სინკოპეს გამო, თუმცა, ამის შესახებ ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ხშირია.
    • არტერიული ჰიპოტენზიისა და ვეგეტატიურ-­სისხლძარღვოვანი დისტონიის დროს, გულის წას­ვლები საკმაოდ ხშირი მოვლენაა. მაგრამ ისინი სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. ასეთი სინკოპეს პრევენცია სისხლძარღვთა ვარჯიშია. ამ მიზნით რეკომენდებულია სამკურნალო ტანვარჯიში, წყლის პროცედურები (წყლის შესხმა, კონტრასტული შხაპი) და იოგა.
    • ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზს, გონების დაკარგვასთან ერთად, ახასიათებს თავის ტკივილი, ხელებისა და ფეხების დაბუჟება, მკლავების, კისრისა და მხრების ტკივილი. ეს დაავადება უსიამოვნო და გამომფიტველია. უდავოდ საჭიროა ექიმთან მისვლა, გამოკვლევა და მკურნალობა.
  • როდის არის გონების დაკარგვა მართლაც საშიში?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული გულის (არითმოგენური) სინკოპე შეშფოთებისა და ექიმთან კონსულტაციის მიზეზი უნდა იყოს.

სხვა ფორმებისგან განსხვავებით, არითმოგენური სინკოპე ვითარდება არახელსაყრელი ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად. ადამიანი ასეთ დროს შეიძლება იყოს ნებისმიერ პოზაში, მწოლიარეც კი.ზოგჯერ, თუმცა არც ისე ხშირად, სინკოპემდე შეიგრძნობა ძლიერი გულისცემა ან გულის რიტმის შეფერხება.გულის სინკოპეს იგნორირება არ შეიძლება. აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი და გამოკვლევის ჩატარება. რადგან, არითმიამ შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ატოპიური დერმატიტი
ატოპიური დერმატიტი
ატოპია ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობის ერთ-ერთი სახესხვაობაა, რომელიც ალერგიისადმი თანდაყოლილი განწყობის შემთხვევაში ვლინდება. ის ალერგიით დაავადებულთა დიდ ნაწილს აღენიშნება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

სინკოპე (რა იწვევს გულის წასვლას) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები