/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

ფანტომური ტკივილის ფენომენი

ფანტომური ტკივილის ფენომენი
ამოკვეთილი ორგანოს შეგრძნება და ტკივილი ფანტომური ტკივილის ნაირსახეობას წარმოადგენს. ფანტომური ტკივილი არის უსიამოვნო შეგრძნება, ზოგიერთ შემთხვევაში - მწვავე, აუტანელი ტკივილი,

რომელიც აღიქმება უკვე არარსებული - მოკვეთილი - კიდურის (ან ამოკვეთილი ორგანოს) რომელიმე უბანზე, ესე იგი იქ, სადაც ოდესღაც მოქმედი ორგანო იყო. ადამიანს ეჩვენება, რომ თითები, მტევანი თუ სხვა დიდი ხნის წინ მოკვეთილი ორგანო შეიგრძნობს გარე სამყაროში მომხდარ ცვლილებებს, მაგალითად, საწოლთან დაკავშირებულ უხერხულობას, ცუდად დახურულ საბანს ან სახვევის მოცილებას. ასეთი შეგრძნება ტვირთავს ადამიანის ფსიქიკას. თუმცაღა პაციენტს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა, იგი ვერ თრგუნავს ტკივილის შეგრძნებას. პირველი შეფასებით, ეს ფენომენი ძნელად გასაცნობიერებელია, მაგრამ არსებული ჰიპოთეზა მისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლების შესახებ ძალზე ახლოს უნდა იყოს რეალობასთან. ფანტომური ტკივილების ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმის არსი შესაძლოა იმაში მდგომარეობდეს, რომ კიდურის ამპუტაციისას "დემარკაციული" ანუ "დაზიანების პოტენციალების" აღძვრის გამო გრძელდება ცენტრალური სტრუქტურებისკენ ნერვული იმპულსების გატარება. ამიტომ ტკივილის შეგრძნება მოკვეთილი კიდურის სწორედ იმ ნაწილზე პროეცირდება, საიდანაც ნორმაში სათავეს იღებდა ტკივილის იმპულსაციის გამტარი მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოები. კიდურის ამპუტაციის შემდეგ ადამიანთა 95%-ს განცდილი აქვს ფანტომური ტკივილის შეგრძნება.

ცოტა რამ ისტორიიდან

ამპუტირებული (მოკვეთილი) კიდურების ფანტომური ტკივილი პირველად 1552 წელს ამბრუაზ პარემ აღწერა, თუმცა ამ ფენომენის განმაპირობებელი მექანიზმები დღესაც სრულად არ არის შესწავლილი. არადა, ფანტომური ტკივილით შეწუხებულთა რიცხვი საკმაოდ დიდია და აქედან გამომდინარე, ტკივილის აღნიშნული სინდრომი სერიოზულ სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს. 1983-1985 წლების გამოკვლევებით ჯენსენმა და კრებსმა აჩვენეს, რომ ამპუტირებულ პაციენტთა 72 პროცენტს ფანტომური ტკივილი ოპერაციიდან სულ რამდენიმე დღეში (6-8 დღეში) აღენიშნებოდა. 6 თვის შემდეგ მას უჩიოდა ოპერირებულთა 65%, 2 წლის შემდეგ კი 60%. ტკივილის შესახებ არსებული თანამედროვე შეხედულებანი სათავეს იღებს მე-18-19 საუკუნეებიდან, როდესაც ჩამოყალიბდა ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული თეორია: სპეციფიკურობისა და ინტენსივობისა. პირველს, ანუ სპეციფიკურობის თეორიას სათავე დაუდო ჯ. მიულერმა (1842 წ.). ეს თეორია გულისხმობს ტკივილის აღმძვრელ გამღიზიანებელთა მიმართ მგრძნობიარე, სპეციფიკური პერიფერიული შემგრძნები აპარატის არსებობას. ამ თეორიის თანახმად, მტკივნეული გამღიზიანებლის ზემოქმედებით პერიფერიიდან აღძრული სიგნალები თავის ტვინს მგრძნობიარე ნერვების საშუალებით გადაეცემა. სპეციფიკურობის თეორიის საკვანძო მომენტს სხეულის ზედაპირზე და შინაგან ორგანოებში ტკივილის შემგრძნები სპეციფიკური რეცეპტორების - ნოციცეპტორების არსებობა წარმოადგენს. ასეთი რეცეპტორები აღმოაჩინა მაქს ფრეიმ 1894 წელს. რაც შეეხება ინტენსივობის თეორიას, ამ თეორიის თანახმად, ტკივილის შეგრძნება წარმოიშობა სითბოს, სიცივის, შეხების, გემოვნების ან ყნოსვის ძლიერი გამღიზიანებლების ზემოქმედების შედეგად. ეს თეორია მე-18 საუკუნეში მოწოდებულ იქნა ჩარლზ დარვინის პაპის, ერაზმ დარვინის მიერ და მალევე იქნა უარყოფილი. დღეს მორფოლოგებისა და ფიზიოლოგების მიერ კარგად არის შესწავლილი ორგანიზმის პერიფერიულ და შინაგან ორგანოებში სპეციალიზებული წარმონაქმნების (რეცეპტორების) არსებობა, რომელთა საშუალებითაც ხდება სხვადასხვა მოდალობის გამღიზიანებელთა ზემოქმედების მიმღებლობა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფანტომურ ტკივილს შემდეგი თავისებურებები ახასიათებს:

1) ტკივილი გრძელდება დაზიანებულ ქსოვილთა შეხორცების შემდეგ.

2) ტრიგერული ზონები შესაძლოა ვრცელდებოდეს სხეულის ჯანმრთელ უბნებზე. სხეულის რომელიმე ნაწილში შეხება ზოგჯერ ბიძგს აძლევს ფანტომური ტკივილის შეტევას.

3) ტკივილის დიდი ხნით შემსუბუქება შესაძლოა მიღწეულ იქნეს სომატური იმპულსაციის დაქვეითებით. ამისთვის არსებობს მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორიც არის საანესთეზიო საშუალებების შეყვანა სხეულის მგრძნობიარე უბნებსა და ნერვული წნულების არეში. ამ ტიპის ბლოკადებმა შესაძლოა ტკივილი დღეების, კვირებისა და ზოგჯერ თვეების განმავლობაშიც კი შეაჩერონ, თუმცა ეფექტი უმეტესად ხანმოკლეა - რამდენიმე საათს არ აღემატება.

4) ფანტომური ტკივილის შემსუბუქებას ხშირად სენსორული იმპულსაციის გაძლიერება განაპირობებს. მაგალითად, ჰიპერტონიული, სისხლის ოსმოსურ წნევაზე მაღალი ოსმოსური წნევის მქონე ხსნარის შეყვანა შესაბამის უბნებში თავდაპირველად რამდენადმე აძლიერებს ტკივილს. ის 10-15 წუთი გრძელდება და ვრცელდება ფანტომური კიდურის ან ორგანოს მიმართულებით, შემდეგ კი დიდი ხნით ქრება. ტკივილს ამსუბუქებს აგრეთვე შესაბამისი უბნის კუნთების ვიბრაციული ან ელექტროსტიმულაცია. ძლიერ მწველი ტკივილებით ქრონიკულად დატანჯულ პაციენტებს ზოგჯერ პერიოდული სტიმულაციისთვის ზურგის ტვინის შესაბამის უბნებზე ელექტროდებს ამაგრებენ.

5) ტკივილის განცდა ხშირად დეპრესიული დარღვევების, ქრონიკული თავის ტკივილის თანხლებით

მიმდინარეობს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
ბევრი ჩივის რომ, ლოგინიდან წამოდგომისას მუდმივად ეკრუნჩხება ერთი ან ორივე ფეხი. იატაკზე ვერ დგამს, ვიდრე არ გაუვლის.
სრულად
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი

ჩვეულებრივ, საყლაპავის ღრუს, მთელ სიგრძეზე უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე ზომის დიამეტრი.
სრულად
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება

ყლაპვის მოქმედების (აქტის) დარღვევა ანუ დისფაგია გამოწვეულია პირის ღრუში წარმოქმნილი (ფორმირებული) საკვები ლუკმის - ბურთულის გადაადგილების შეუძლებლობით პირხახისა და საყლაპავის გავლით კუჭისკენ.
სრულად
დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
დისფაგია არის ყლაპვის გაძნელება, ზოგჯერ ყლაპვის შეუძლებლობა. ყლაპვა, რომელსაც აღვიქვამთ როგორც სავსებით მარტივ აქტს,
სრულად
რა არის მეტაბოლური სინდრომი და ვინ არის რისკის ქვეშ

მეტაბოლური სინდრომი არის მეტაბოლური დარღვევების კომპლექსი, რომელთაგან მთავარია ინსულინრეზისტენტობა - ინსულინდამოკიდებული უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითება ინსულინის მოქმედების მიმართ.
სრულად
ინსულტის უჩვეულო ნიშნები
ინსულტის უჩვეულო ნიშნები
ვინაიდან ინსულტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინის სხვადასხვა უბნებზე, მისი სიმპტომები იყოფა ტიპურ და ატიპიურ ნიშნებად.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფანტომური ტკივილის ფენომენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები