/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

როგორ იცვლება გემოს შეგრძნება

როგორ იცვლება გემოს შეგრძნება
რატომ ვგრძნობთ პირში უცნაურ გემოს, რატომ ქვეითდება გემოვნების შეგრძნება, შეიძლება თუ არა ეს ცვლილებები რომელიმე დაავადებაზე მეტყველებდნენ?

ჩვენი მკითხველების ამ კითხვებს უპასუხებს ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკის ექიმი მარინა ბაღნაშვილი.

- რის საშუალებით შეიგრძნობს ადამიანი გემოს? რა იწვევს გემოვნების შეცვლას?

- ადამიანი გემოს შეიგრძნობს სპეციალური ნერვული დაბოლოებების – გემოვნების რეცეპტორების მეშვეობით. რეცეპტორების უმრავლესობა ენის დვრილებში არსებულ გემოვნების ბოლქვებშია განლაგებული.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ადამიანს დაახლოებით 10 000 გემოვნების ბოლქვი აქვს. გარდა ენისა, გემოვნების ბოლქვები არის ხახაში, ხორხში, ხორხსარქველში და საყლაპავის დასაწყისში. ყოველი გემოვნების ბოლქვი 50-დან 100-მდე გემოვნების რეცეპტორს შეიცავს. თითოეული მათგანი მხოლოდ განსაზღვრულ გემოს აღიქვამს. როცა რეცეპტორზე მოქმედებს გემოს მქონე ნივთიერება, ნერვული იმპულსები ტვინს მიეწოდება, ტვინი აანალიზებს ამ ინფორმაციას და ადამიანი გემოს შეიგრძნობს. ენის დვრილები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველ 10 დღეში ერთხელ განახლდება. როდესაც რაიმე მიზეზით მათი დესტრუქციის სისწრაფე აღემატება განახლების ინტენსივობას, გემოვნების შეგრძნებაც იცვლება. სწორედ ეს მექანიზმი განაპირობებს გემოვნების დარღვევის სიხშირეს ხანში შესულებს შორის – სიცოცხლის ამ პერიოდში ორგანიზმში აღდგენითი პროცესები შეფერხებულია, დარღვეულია. გარდა ამისა, გემოვნების შეგრძნება შეიძლება შეიცვალოს, თუ დარღვეულია გემოვნების რეცეპტორებიდან იმპულსის თავის ტვინში გადაცემა ან თავის ტვინის მიერ მიღებული ინფორმაციის აღქმა. ასე რომ, გემოვნების შეცვლა მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს უშუალოდ ენის დვრილების დაზიანება და მათი განახლების დარღვევა ამა თუ იმ დაავადების დროს, ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია, მედიკამენტები, თამბაქოს წევა, ზედა სასუნთქი გზების დაავადება, ღვიძლისა და თირკმელების პათოლოგია, ამ ორგანოების უკმარისობა და ასე შემდეგ. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ გემოს აღქმის დარღვევა იდიოპათიურია – გამომწვევი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.

- როგორ შეიძლება შეიცვალოს გემოვნება?

- ცვლილებამ შეიძლება მიგვიყვანოს გემოს შეგრძნების სრულ დაკარგვამდე, რასაც აგევზია ეწოდება. აგევზია შესაძლოა გამოიხატოს როგორც ყოველგვარი, ისე რომელიმე კონკრეტული, მაგალითად, მწარე გემოს შეგრძნების დაკარგვით. დღევანდელი მონაცემებით, გემოვნების დარღვევის ყველაზე გავრცელებული სახეა ჰიპოგევზია - გემოს შეგრძნების დაქვეითება. უსიამოვნო გემოს შეგრძნებას პარაგევზია ეწოდება, გაუკუღმართებულ გემოვნებას - დისგევზია. ამ უკანასკნელის თვალსაჩინო მაგალითია ლითონის გემო პირში. პარაგევზია და დისგევზია ყველაზე შემაწუხებელია. ხშირად აწუხებთ ხანში შესულებს. მიუხედავად გემოვნების შეგრძნების ცვლილებათა ასეთი მრავალფეროვნებისა, სიმარტივისთვის გემოვნების ცვლილების ყველა ფორმას საერთო სახელს - დისგევზიას უწოდებენ. ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ მუდმივ და დროებით დისგევზიას. დისგევზია დროებითია, როცა მისი გამომწვევი მიზეზი ან მიზეზები ორგანიზმზე მოკლე ხნის განმავლობაში მოქმედებენ. მაგალითად, მედიკამენტებით გამოწვეული ან ზემო სასუნთქი გზების მწვავე დაავადებებთან დაკავშირებული გემოვნების დარღვევა მალევე გაივლის. დისგევზია დროებითია, როცა განსაზღვრული ხნის შემდეგ ენის დაზიანებული დვრილები კვლავ აღდგება. ამის მაგალითია გემოვნების შეგრძნების დროებითი დაკარგვა ცხელი საკვების ზემოქმედებით. ნერვის დაზიანებასთან ან თავის ტვინის დაავადებებთან დაკავშირებული დისგევზია კი მუდმივია.

- შესაძლოა თუ არა, გემოვნების შეცვლა უშუალოდ პირის ღრუს დაავადებებთან იყოს დაკავშირებული?

ასევე დაგაინტერესებთ
გემოს ფუნქციის კვლევა

- დიახ, დისგევზია პირის ღრუს პათოლოგიებსაც უკავშირდება. ის გვხვდება ღრძილების დაავადებების (პაროდონტოზი, პაროდონტიტი), კარიესის, პირის ღრუს აბსცესის, ენის დამწვრობის, სანერწყვე ჯირკვლების ინფექციის დროს, კბილის ექსტრაქციის (ამოღების) შემდგომ პერიოდში. გემოვნების შეცვლას იწვევს აგრეთვე გლოსიტი (ენის ანთება), რომელიც ხშირად ანემიის დროს ვითარდება და ეგრეთ წოდებული გავარვარებული პირის სინდრომი, რომელიც რევმატოიდული ართრიტის დროს იმუნური მექანიზმით სანერწყვე ჯირკვლების სეკრეციის დათრგუნვის შედეგია. ამის გამო პირი მკვეთრად შრება. პირის სიმშრალეა გემოვნების შეცვლის მიზეზი შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების დროსაც.

- რომელმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს დისგევზია?

- გემოვნების შეცვლას იწვევს ანტიბიოტიკები, წნევის დამწევი საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, რომელთაც ხშირად იყენებენ ტკივილის კუპირების მიზნით, ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული მედიკამენტები... დაგვეთანხმებით, რომ ამ პრეპარატების საკმაო ნაწილს პაციენტები ხშირად თავად, ექიმის დანიშნულების გარეშე იღებენ. ეს საშუალებები იწვევენ პირის სიმშრალეს, რაც, თავის მხრივ, დისგევზიის მიზეზად იქცევა. აღსანიშნავია, რომ გემოვნების შეცვლა განსაკუთრებით ხშირია მწეველთა შორის. თამბაქოს წევა დისგევზიის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი ფაქტორია.

- გემოვნების დაქვეითების მიზეზთა შორის ზემოთ ნერვული სისტემის დაავადებებიც დაასახელეთ...

- გემოვნების დაქვეითება შესაძლოა მოჰყვეს ისეთ ნევროლოგიურ პათოლოგიებს, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება, თავისა და კისრის არის სიმსივნეები და აღნიშნული არის დასხივება (იგულისხმება არა მარტო ნერვული სისტემის, არამედ აღნიშნული ლოკალიზაციის სხვა სიმსივნეებიც), შაკიკის შეტევა და სხვა, თუმცა უმჯობესია, ჩვენმა პაციენტებმა ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია ნევროლოგებისგან მიიღონ.

- რატომ იწვევს გემოვნების დაქვეითებას ზედა სასუნთქი გზების დაავადებები?

- ცნობილია, რომ ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ერთი მათგანის დაქვეითება მეორის დარღვევასაც იწვევს. სწორედ ამიტომ დაერთვის გემოვნების შეცვლა ფარინგიტს (ხახის ანთება), სინუსიტს (წიაღების ანთება), რინიტს (ცხვირის ლორწოვანის ანთება), ცხვირის ღრუს პოლიპოზს, ბანალურ სურდოს. თუმცა ჩამოთვლილი პათოლოგიების დროს მოქმედებს გემოს გაუკუღმართების სხვა მექანიზმებიც, კერძოდ, ანთებითი სეკრეტის არსებობა, სინუსიტისა და რინიტის შემთხვევებში - მისი ჩამოდინება ხახის უკანა კედელზე, ტონზილიტის დროს - ანთებითი ნადების არსებობა ნუშურებზე. არის შემთხვევები, როცა პაციენტი ვერც კი აცნობიერებს, რომ მას ყელის ან ცხვირის დაავადება აქვს და ექიმს პირველად სწორედ გემოს გაუკუღმართების გამო მიმართავს.

კომენტარები (4)
მარიკა
გამარჯობათ რამდენიმე თვეა პირი მაქვს ხურმა ნაჭამივით .რისი მიზეზია ვერ დავადგინე .გემო არ დამიკარგავს უბრალოდ დაშაშრულივით მაქვს.გთხოვთ მიპასუხოთ
თარიღი : 02-05-2023
იულია
გამარჯობათ, ორი კვირაა მაქვს დაკარგული გემოს შეგრძნება. ამჟამად ვიღებ ენდოკრინოლოგის დანიშნულებას, მაქვს იოდის ნაკლებობა და ვიღებ იოდბალანს, და ჩიყვზე - საგარეო ნორმ. ასევე D ვიტამინს.
თარიღი : 24-07-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ იცვლება გემოს შეგრძნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ იცვლება გემოს შეგრძნება

ჩვენი მკითხველების ამ კითხვებს უპასუხებს ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკის ექიმი მარინა ბაღნაშვილი.

- რის საშუალებით შეიგრძნობს ადამიანი გემოს? რა იწვევს გემოვნების შეცვლას?

- ადამიანი გემოს შეიგრძნობს სპეციალური ნერვული დაბოლოებების – გემოვნების რეცეპტორების მეშვეობით. რეცეპტორების უმრავლესობა ენის დვრილებში არსებულ გემოვნების ბოლქვებშია განლაგებული.

ადამიანს დაახლოებით 10 000 გემოვნების ბოლქვი აქვს. გარდა ენისა, გემოვნების ბოლქვები არის ხახაში, ხორხში, ხორხსარქველში და საყლაპავის დასაწყისში. ყოველი გემოვნების ბოლქვი 50-დან 100-მდე გემოვნების რეცეპტორს შეიცავს. თითოეული მათგანი მხოლოდ განსაზღვრულ გემოს აღიქვამს. როცა რეცეპტორზე მოქმედებს გემოს მქონე ნივთიერება, ნერვული იმპულსები ტვინს მიეწოდება, ტვინი აანალიზებს ამ ინფორმაციას და ადამიანი გემოს შეიგრძნობს. ენის დვრილები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველ 10 დღეში ერთხელ განახლდება. როდესაც რაიმე მიზეზით მათი დესტრუქციის სისწრაფე აღემატება განახლების ინტენსივობას, გემოვნების შეგრძნებაც იცვლება. სწორედ ეს მექანიზმი განაპირობებს გემოვნების დარღვევის სიხშირეს ხანში შესულებს შორის – სიცოცხლის ამ პერიოდში ორგანიზმში აღდგენითი პროცესები შეფერხებულია, დარღვეულია. გარდა ამისა, გემოვნების შეგრძნება შეიძლება შეიცვალოს, თუ დარღვეულია გემოვნების რეცეპტორებიდან იმპულსის თავის ტვინში გადაცემა ან თავის ტვინის მიერ მიღებული ინფორმაციის აღქმა. ასე რომ, გემოვნების შეცვლა მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს უშუალოდ ენის დვრილების დაზიანება და მათი განახლების დარღვევა ამა თუ იმ დაავადების დროს, ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია, მედიკამენტები, თამბაქოს წევა, ზედა სასუნთქი გზების დაავადება, ღვიძლისა და თირკმელების პათოლოგია, ამ ორგანოების უკმარისობა და ასე შემდეგ. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ გემოს აღქმის დარღვევა იდიოპათიურია – გამომწვევი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.

- როგორ შეიძლება შეიცვალოს გემოვნება?

- ცვლილებამ შეიძლება მიგვიყვანოს გემოს შეგრძნების სრულ დაკარგვამდე, რასაც აგევზია ეწოდება. აგევზია შესაძლოა გამოიხატოს როგორც ყოველგვარი, ისე რომელიმე კონკრეტული, მაგალითად, მწარე გემოს შეგრძნების დაკარგვით. დღევანდელი მონაცემებით, გემოვნების დარღვევის ყველაზე გავრცელებული სახეა ჰიპოგევზია - გემოს შეგრძნების დაქვეითება. უსიამოვნო გემოს შეგრძნებას პარაგევზია ეწოდება, გაუკუღმართებულ გემოვნებას - დისგევზია. ამ უკანასკნელის თვალსაჩინო მაგალითია ლითონის გემო პირში. პარაგევზია და დისგევზია ყველაზე შემაწუხებელია. ხშირად აწუხებთ ხანში შესულებს. მიუხედავად გემოვნების შეგრძნების ცვლილებათა ასეთი მრავალფეროვნებისა, სიმარტივისთვის გემოვნების ცვლილების ყველა ფორმას საერთო სახელს - დისგევზიას უწოდებენ. ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ მუდმივ და დროებით დისგევზიას. დისგევზია დროებითია, როცა მისი გამომწვევი მიზეზი ან მიზეზები ორგანიზმზე მოკლე ხნის განმავლობაში მოქმედებენ. მაგალითად, მედიკამენტებით გამოწვეული ან ზემო სასუნთქი გზების მწვავე დაავადებებთან დაკავშირებული გემოვნების დარღვევა მალევე გაივლის. დისგევზია დროებითია, როცა განსაზღვრული ხნის შემდეგ ენის დაზიანებული დვრილები კვლავ აღდგება. ამის მაგალითია გემოვნების შეგრძნების დროებითი დაკარგვა ცხელი საკვების ზემოქმედებით. ნერვის დაზიანებასთან ან თავის ტვინის დაავადებებთან დაკავშირებული დისგევზია კი მუდმივია.

- შესაძლოა თუ არა, გემოვნების შეცვლა უშუალოდ პირის ღრუს დაავადებებთან იყოს დაკავშირებული?

- დიახ, დისგევზია პირის ღრუს პათოლოგიებსაც უკავშირდება. ის გვხვდება ღრძილების დაავადებების (პაროდონტოზი, პაროდონტიტი), კარიესის, პირის ღრუს აბსცესის, ენის დამწვრობის, სანერწყვე ჯირკვლების ინფექციის დროს, კბილის ექსტრაქციის (ამოღების) შემდგომ პერიოდში. გემოვნების შეცვლას იწვევს აგრეთვე გლოსიტი (ენის ანთება), რომელიც ხშირად ანემიის დროს ვითარდება და ეგრეთ წოდებული გავარვარებული პირის სინდრომი, რომელიც რევმატოიდული ართრიტის დროს იმუნური მექანიზმით სანერწყვე ჯირკვლების სეკრეციის დათრგუნვის შედეგია. ამის გამო პირი მკვეთრად შრება. პირის სიმშრალეა გემოვნების შეცვლის მიზეზი შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების დროსაც.

- რომელმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს დისგევზია?

- გემოვნების შეცვლას იწვევს ანტიბიოტიკები, წნევის დამწევი საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, რომელთაც ხშირად იყენებენ ტკივილის კუპირების მიზნით, ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული მედიკამენტები... დაგვეთანხმებით, რომ ამ პრეპარატების საკმაო ნაწილს პაციენტები ხშირად თავად, ექიმის დანიშნულების გარეშე იღებენ. ეს საშუალებები იწვევენ პირის სიმშრალეს, რაც, თავის მხრივ, დისგევზიის მიზეზად იქცევა. აღსანიშნავია, რომ გემოვნების შეცვლა განსაკუთრებით ხშირია მწეველთა შორის. თამბაქოს წევა დისგევზიის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი ფაქტორია.

- გემოვნების დაქვეითების მიზეზთა შორის ზემოთ ნერვული სისტემის დაავადებებიც დაასახელეთ...

- გემოვნების დაქვეითება შესაძლოა მოჰყვეს ისეთ ნევროლოგიურ პათოლოგიებს, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება, თავისა და კისრის არის სიმსივნეები და აღნიშნული არის დასხივება (იგულისხმება არა მარტო ნერვული სისტემის, არამედ აღნიშნული ლოკალიზაციის სხვა სიმსივნეებიც), შაკიკის შეტევა და სხვა, თუმცა უმჯობესია, ჩვენმა პაციენტებმა ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია ნევროლოგებისგან მიიღონ.

- რატომ იწვევს გემოვნების დაქვეითებას ზედა სასუნთქი გზების დაავადებები?

- ცნობილია, რომ ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ერთი მათგანის დაქვეითება მეორის დარღვევასაც იწვევს. სწორედ ამიტომ დაერთვის გემოვნების შეცვლა ფარინგიტს (ხახის ანთება), სინუსიტს (წიაღების ანთება), რინიტს (ცხვირის ლორწოვანის ანთება), ცხვირის ღრუს პოლიპოზს, ბანალურ სურდოს. თუმცა ჩამოთვლილი პათოლოგიების დროს მოქმედებს გემოს გაუკუღმართების სხვა მექანიზმებიც, კერძოდ, ანთებითი სეკრეტის არსებობა, სინუსიტისა და რინიტის შემთხვევებში - მისი ჩამოდინება ხახის უკანა კედელზე, ტონზილიტის დროს - ანთებითი ნადების არსებობა ნუშურებზე. არის შემთხვევები, როცა პაციენტი ვერც კი აცნობიერებს, რომ მას ყელის ან ცხვირის დაავადება აქვს და ექიმს პირველად სწორედ გემოს გაუკუღმართების გამო მიმართავს.


- რა იწვევს პირში ლითონის გემოს?

- პირში ლითონისებრი გემო, უპირველეს ყოვლისა, მედიკამენტების მიღებასთან უნდა დავაკავშიროთ. ამ მედიკამენტთა შორის უნდა დავასახელოთ ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ვიტამინი, საანესთეზიო საშუალებები (ლიდოკაინი), ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (გულის უკმარისობისა და არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები), მეტრონიდაზოლი, ტინიდაზოლი, კალციუმის პრეპარატები და სხვა. როგორც ვხედავთ, ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. გარდა ამისა, ლითონისებრი გემო პირში ხშირია სტომატოლოგიური დაავადებების – გინგივიტის (ღრძილების ანთება), პერიოდონტიტის, კბილის ინფექციების დროს. არ შეიძლება, ყურადღება არ გავამახვილოთ ლითონისებრი გემოს გამომწვევ ისეთ მიზეზებზე, როგორიც არის სიმსივნე, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ალერგია საკვების მიმართ, რკინის პრეპარატების ჭარბი მიღება, თირკმლის დაავადებები. ლითონისებრი გემოს გამომწვევია ორგანიზმის ინტოქსიკაცია ტყვიით, სპილენძით, სელენით, იოდით, ვერცხლისწყლით. ქალებში სასქესო ჰორმონების – ესტროგენების დონის მკვეთრი ცვალებადობაც შეიძლება იქცეს აღნიშნული ჩივილის მიზეზად.

- არანაკლებ საინტერესოა პირში მწარე გემოს მიზეზი...

- მწარე გემო გასტროეზოფაგურ-რეფლუქსურ დაავადებას უკავშირდება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც კუჭიდან მჟავე შიგთავსი საყლაპავში, ზოგჯერ ხახაშიც ამოიტყორცნება. ხშირია მწარე გემო ღვიძლის დაავადებების დროსაც.

- შეიძლება თუ არა, პირის ღრუში მოტკბო გემო დიაბეტის სიმპტომად ჩავთვალოთ?

- დიაბეტისათვის დამახასიათებელია პირის სიმშრალე. მოტკბო გემო არ არის მისი ტიპობრივი სიმპტომი. მსგავს შემთხვევებში ეჭვი დიაბეტის შესახებ ადვილად გაიფანტება, თუ სისხლში გლუკოზის შემცველობას განვსაზღვრავთ.

- შეუძლებელია ვისაუბროთ გემოვნების გაუკუღმართებაზე და მადის არჩევით შეცვლაზე არ შევჩერდეთ. რომელი მდგომარეობაა საყურადღებო ამ კუთხით?

- ყურადღება უნდა გავამახვილოთ ორ მდგომარეობაზე. ერთი გახლავთ ხორცის ჭამის სურვილის გაქრობა, მისდამი ზიზღის გაჩენა, რაც წინათ კუჭის სიმსივნის ერთ-ერთ ნიშნად ითვლებოდა, ხოლო მეორე, თუ შეიძლება ასე ითქვას - უცნაური გემოვნების ჩამოყალიბება: ადამიანს უჩნდება ცარცის, კბილის პასტის, უმი ბურღულის, ზოგჯერ მიწის ჭამის სურვილი. ასეთი რამ დამახასიათებელია რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიისთვის და მედიცინაში პიკაციზმის სახელწოდებით არის ცნობილი.

- როგორც ვხედავთ, გემოს შეგრძნება მრავალი დაავადების დროს იცვლება. გვქონდეს იმედი, რომ მივაგნებთ ჭეშმარიტ მიზეზს? რომელ ექიმს უნდა მიმართოს პაციენტმა დიაგნოზის დასადგენად?

- ჩვენ მიერ დასახელებულ დაავადებებს ტიპური კლინიკური გამოვლინებები აქვთ. არცთუ იშვიათად დისგევზიის მიზეზის დასადგენად პაციენტის პირის ღრუს დათვალიერებაც საკმარისია. ექიმი ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას მიღებულ მედიკამენტებზე, თამბაქოს წევაზე, არსებულ პათოლოგიებზე. შესაძლოა, მიზეზის დასაზუსტებლად გამოკვლევაც გახდეს საჭირო. როცა ნერვული სისტემის დაავადებებს ვეჭვობთ, ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. დისგევზიის დიაგნოსტიკას უმეტესად ექიმთა ჯგუფი ატარებს, საჭიროა ნევროლოგის, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის, თერაპევტისა და სხვა პროფილის ექიმების ერთობლივი ძალისხმევა. როდესაც გემოვნების შეცვლა განსაზღვრულ დაავადებასთან არის დაკავშირებული, გამომწვევი მიზეზის დადგენა აუცილებლად მოხერხდება.

- შედეგიანია თუ არა დისგევზიის მკურნალობა?

- როგორც ვთქვით, გემოვნების შეცვლა არ არის დაავადება, ის დაავადების ან ორგანიზმზე ამა თუ იმ ფაქტორის ზემოქმედების შედეგია. შესაბამისად, მკურნალობა, მისი ეფექტიანობა გემოს აღქმის შეცვლის მიზეზებზეა დამოკიდებული. დისგევზიის ზოგიერთი შემთხვევა მცირე ხნის შემდეგ თვითონვე გაივლის. მაგალითად, მაშინ, როცა დისგევზია პირის ღრუს ან ზემო სასუნთქი გზების ინფექციებს უკავშირდება. გემოვნების შეგრძნება აღდგება, თუ პაციენტი დაასრულებს ან შეწყვეტს დისგევზიის გამომწვევი მედიკამენტების მიღებას, თავს დაანებებს თამბაქოს წევას. გემოს აღქმა ბრუნდება მისი გამომწვევი დაავადების წარმატებული მკურნალობის შემდეგ. არსებობს დაავადებები (მაგალითად, ნერვული სისტემისა), რომლებიც არ იკურნება. ამ შემთხვევაში დისგევზიაც მუდმივია.