რამ შეიძლება გამოიწვიოს ლიმფოსტაზის განვითარება და როგორია მისი მკურნალობისა და პროფ ილაქტიკის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამ შეიძლება გამოიწვიოს ლიმფოსტაზის განვითარება და როგორია მისი მკურნალობისა და პროფ ილაქტიკის საშუალებები

რომელსაც თან ახლავს ლიმფის მიმოქცევის დარღვევა და ქსოვილებში ლიმფის შეგუბება. ლიმფოსტაზისას აღინიშნება ქსოვილების გამკვრივება, კიდურის გამოხატული გასქელება, შეშუპებისა და კანზე წყლულების განვითარება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ლიმფოსტაზი?

ქსოვილებში ლიმფის შეგუბებით განპირობებული ლიმფის მიმოქცევის დარღვევა შეიძლება აღმოცენდეს გულის უკმარისობის, თირკმელების დისფუნქციისა და ჰიპოპროტეინემიისას. ზოგჯერ ლიმფოსტაზი ვითარდება ქრონიკული ვენური უკმარისობისას, პოსტთრომბოფლებიტური სინდრომისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას.

ლიმფოსტაზი შეიძლება აღმოცენდეს ლიმფური სისტემის თანდაყოლილი დეფექტების ფონზე, ლიმფური ძარღვების დაზიანების, ახალწარმონაქმნით ან ანთებითი ინფილტრატის ზეწოლით განპირობებული გამავლობის დარღვევისას, რაც არღვევს ლიმფის უკუდენას.

ლიმფოსტაზის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს პროსტატის კიბომ, ლიმფომამ, საზარდულის კვანძების ამოკვეთამ, ასევე რეგიონული ლიმფოუკუდენის მიდამოს ინტენსიურმა სხივურმა თერაპიამ.

ლიმფოსტაზი გაფართოებული მასტექტომიის ძირითადი გართულებაა, რომელიც განპიროებებულია სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობით, რის შედეგადაც ვითარდება ზედა კიდურის ლიმფოსტაზი.

აღნიშნული პრობლემა შეიძლება განვითარდეს პარაზიტული ინფექციის ან მორეციდივე სტრეპტოკოკული ლიმფანგიტის დროს.

როგორია სიმპტომები

დაავადების მსუბუქი ფორმებისას აღინიშნება დაზიანებული კიდურის გარდამავალი, სიმეტრიულად განვითარებული შეშუპება, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია საღამოს და დილით თავისთავად გადის.

როგორც წესი, შეშუპება იზრდება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და მოძრაობის შეზღუდვისას. ამ სტადიაზე შემაერთებელი ქსოვილის განვრცობა და შეუცვლელი ცვლილებები არ არის.

საშუალო ხარისხის დროს აღინიშნება მუდმივი შეშუპება, კანის გამკვრივება და დაჭიმვა. მყარი ლიმფური შეშუპება იწვევს მომატებულ დაღლილობას, კრუნჩხვას და დაზიანებული კიდურის ფუნქციის დარღვევას.

დაავადების მძიმე ფორმისთვის დამახასიათებელია ლიმფის მიმოქცევის შეუქცევადი ცვლილება, სპილოვნება და ქსოვილების ფიბროზულ-კისტოზური ცვლილებები. პროგრესირებასთან ერთად ლიმფოსტაზი უფრო გამოხატულია, კიდური კარგავს კონტურებს და ნორმალურად ვეღარ ფუნქციობს. ზოგჯერ აღინიშნება კონტრაქტურების, ეგზემის, მადეფორმირებელი ოსტეოართროზის, ტროფიკული წყლულის, სეფსისისა და წითელი ქარის განვითარება.

როგორ ისმება დიაგნოზი

ქვედა კიდურების დაზიანებებისას საჭიროა მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა. ხელის ლიმფადემის გამოვლენისას ნაჩვენებია გულმკერდის რენტგენოგრაფიის ჩატარება. ლიმფური ძარღვების განვლადობის შესამოწმებლად ნაჩვენებია რენტგენოლოგიური ლიმფოგრაფიის, ლიმფოსცინტოგრაფიის, მაგნიტორეზონონასული ტომოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება.

აღნიშნული მეთოდებით შესაძლებელია გამოვლინდეს ლიმფური წრის დეფექტები, გამრუდების უბნები, ლიმფოანგიოექტაზიები და სარქვლოვანი ნაკლოვანება.

მკურნალობის საშუალებები

აღნიშნული დაავადებისას ნაჩვენებია ხელის ლიმფოდრენაჟული მასაჟის, აპარატული პნევმოკომპრესიის ჩატარება. ასევე რეკომენდებულია ფიზიოთერაპიული მკურნალობის მეთოდები და აუცილებელია კომპრესიული თეთრეულის შერჩევა.

სამკურნალო საშუალებებიდან პაციენტებს ენიშნება ფლებოტონიკები, რომლებსაც აქვს ლიმფოტროპული მოქმედება, იმუნოსტიმულატორები, ანგიოპროტექტორები და ფერმენტები.

ტროფიკული წყლულის ან ეგზემის აღმოცენებისას ნაჩვენებია ადგილობრივი მკურნალობა.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, კონსერვატიული თერაპიის ეფექტურობის უკმარისობისას, ტარდება ქირურგიული მკურნალობა.

mkurnali.ge

პროფილაქტიკური ღონისძიებები

კიდურებში ლიმფის მიმოქცევის დარღვევის პროფილაქტიკა გულისხმობს კანის მოვლასა და ნებისმიერი ჭრილობის კორექტულ მკურნალობას, ასევე გულის, ვენური სისხლძარღვებისა და თირკმელების დროულ მკურნალობას.