/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ დავიცვათ თავი

როგორ დავიცვათ თავი
ზაფხულობით დაუპატიჟებელი სტუმრებისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა პროფილაქტიკური ღონისძიებებია, რომლებიც მარტივი, იაფი და ყოველი ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომია.

მწერების დასაფრთხობად სპეციალური საშუალებები - რეპელენტები გამოიყენება, მათ გასანადგურებლად კი - ინსექტიციდები.

რეპელენტების ხმარების წესები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ - არასწორი ექსპლუატაციის ან მაღალი კონცენტრაციით გამოყენების შედეგად შესაძლოა ნერვული სისტემა, ღვიძლი ან თირკმელები დავიზიანოთ. ოთახში, სადაც 3 წლამდე ასაკის პატარები იმყოფებიან, რეპელენტების გამოყენებას არ გირჩევთ. რაც შეეხება მოზრდილებს, მათთვის მწერების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება ნებადართულია ნებისმიერი ფორმით, კანზე წასმა იქნება ეს, ოთახში აეროზოლის სახით გაშვება თუ კვამლის ხრჩოლება.

  • ბუზებმა თავი რომ არ მოგაბეზრონ

  1. შინ დიდხანს არ გააჩეროთ ნაგვის ნარჩენები.
  2. ერიდეთ ნაგავსაყრელებს და სააგარაკო ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ მის ირგვლივ არსებული გარემოს სანიტარული მდგომარეობა.
  3. სუფთად შეინახეთ საკვები და ჭურჭელი. ნუ დატოვებთ მათ უთავსახუროდ.
  4. ხშირად დაალაგეთ ბინა სველი წესით.
  5. გამოიყენეთ მწებავი ქაღალდი ან სპეციალური აეროზოლი.
  6. თუ ბუზებს მარტივი ხერხებით ვერ უმკლავდებით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ პროფილაქტიკური ინსექტიციდი - სრულიად უვნებელი გვირილის პრეპარატი, რომელიც, ანალოგიური საშუალებებისგან განსხვავებით, ერთიანად სპობს არა მხოლოდ დაფრთიანებულ მავნებლებს, არამედ მათ ჭუპრებსა და მატლებსაც კი. მისი მისხურება შესაძლებელია როგორც კარ-ფანჯრებზე, სანაგვე ყუთებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, ისე შალეულზე, ბეწვეულსა და მატყლის ლოგინზე. ამგვარად, იგი მხოლოდ ბუზებისგან კი არა, ქსოვილების დაუძინებელი მტრისგან - ჩრჩილისგანაც საიმედოდ დაგიცავთ.
  • პედიკულოზის საწინააღმდეგოდ

თანამედროვე ფარმაკოლოგიური მრეწველობა პედიკულოზის საწინააღმდეგო უამრავ პროფილაქტიკურ თუ სამკურნალო საშუალებას გვთავაზობს. ისღა დაგვრჩენია, ამ არსენალიდან მაქსიმალური ეფექტის მქონე საშუალება შევარჩიოთ. კარგი იქნება, შინ ყოველთვის იქონიოთ ტილების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საპონი. გამოგადგებათ ჩვეულებრივი ღვინის 3-%-იანი ძმარიც - იგი პატარას დაბანის შემდეგ უნდა გადაავლოთ თმაზე. ძმარი აზიანებს და შლის წილის ქიტინოვან საფარველს, რომლითაც იგი თმის ღერს ემაგრება. ასე რომ, დაუპატიჟებელ სტუმარს პატარას თმაში ინტენსიური გამრავლების საშუალება აღარ მიეცემა.

  • მუნის პროფილაქტიკა

  1. დაავადებულის დაუყოვნებლივ მკურნალობას, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.
  2. დაავადებულის თეთრეულისა და ტანსაცმლის დეზინფექციას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მიზანშეწონილია დაავადებულის იზოლაცია მკურნალობის დასრულებამდე.

მუნის ტკიპას სეზონური აქტიურობა და პასიურობა არ ახასიათებს. მისი გააქტიურება უფრო მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება, რაც ზაფხულობით განსაკუთრებით ხშირია, ამიტომ მუნის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღება წელიწადის ამ დროს უნდა მივაქციოთ.

  • ქვეწარმავლები რომ არ მომრავლდნენ

  1. საგულდაგულოდ დაასუფთავეთ საცხოვრებელი ადგილები.
  2. შენობების ირგვლივ 15-20 მეტრის რადიუსზე აუცილებლად მოთიბეთ ბალახი.
  3. ქვეწარმავლები მღრღნელებით სავსე ადგილებს ეტანებიან, ამიტომ ებრძოლეთ ვირთხებს.
  4. აუცილებელია ორმოებისა და წყლით სავსე თხრილების ამოვსება და ამოშრობა.
  5. გულგრილად ნუ ჩაუვლით დატბორილ სარდაფებს, სამშენებლო მასალების გროვებს, დიდი ხნის მანძილზე დაუსუფ¬თავებელ სანაგვე ბუნკერებს. მათი აღმოჩენისას დროულად მიმართეთ სათანადო უწყებებს, რომლებსაც მათი ლიკვიდაცია ავალიათ.
  • მწერის კბენის თავიდან ასაცილებლად

  1. ნუ ისეირნებთ ფეხშიშველი ბაღებსა და ბოსტნებში.
  2. ნუ მოკრეფთ ხილსა და ყვავილებს ისეთი ადგილებიდან, რომლებიც ხშირი აყვავებული ტოტებითა და ტკბილი ნაყოფით არის დაფარული - გამორიცხული არ გახლავთ, იქ რომელიმე აგრესიულ მწერს ჰქონდეს ბუდე.
  3. გახსოვდეთ: ბზიკისა და კრაზანის მოკვლისას დაზიანებული შხამიანი ტომსიკიდან გამოიყოფა ქიმიური ნივთიერება, რომლის სუნს მოკლულის თანამოძმეები უმალვე შეიგრძნობენ და გაშმაგებულნი მიიწევენ "ბრძოლის ველისკენ". ასე რომ, მაშინვე მოსცილდით "მკვლელობის" ადგილს, თორემ დაღუპულის მეგობართა იერიშის მოგერიება მოგიწევთ.
  4. იქ, სადაც ბევრი მწერია, გამოიყენეთ რეპელენტები, ატარეთ გრძელსახელოიანი ზემოთა ტანსაცმელი და გრძელტოტებიანი შარვლები.
  5. საღამოობით ნუ გააღებთ ფანჯრებს, თუ ოთახში სინათლე გინთიათ - ეს მწერებს იზიდავს.
  6. შინ და აგარაკზე სავენტილაციო მილებსა და ფანჯრებზე ნუ დაგავიწყდებათ დამცავი ბადეების აკვრა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

კარდიოლოგებმა დაასახელეს  გულის ადრეული პრობლემების 6 ნიშანი
კარდიოლოგებმა დაასახელეს გულის ადრეული პრობლემების 6 ნიშანი
კარდიოლოგებმა რიგვედ ტადვალკარმა და ჯოის ოენ-ქსიაომ ჩამოთვალეს გულის ადრეული პრობლემების ექვსი გამაფრთხილებელი ნიშანი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ დავიცვათ თავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები