კარდიოლოგებმა დაასახელეს გულის ადრეული პრობლემების 6 ნიშანი
მათ სიტყვებს Huffpost edition ციტირებს.
ოენგ-ქსიაომ გულის შეტევის ან სტენოკარდიის ერთ-ერთ შესაძლო ნიშნად დაასახელა ტკივილი ყბის არეში, რომელიც ვრცელდება კისერზე და ქვევით მარცხენა მკლავზე. ექიმმა მოუწოდა, არ დააყოვნოთ კარდიოლოგთან ვიზიტი, თუ ტკივილი დიდი ხნის განმავლობაში არ ქრება და თან ახლავს გულისრევა და ძლიერი დისკომფორტი გულმკერდის არეში.
ოენგ-ქსიაო ასევე გვირჩევს არ უგულებელვყოთ ხშირი თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, რომელიც აღინიშნება შუბლსა და თვალების მიდამოში. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს მაღალი არტერიული წნევისას.
ამ სიმპტომის იგნორირება დაუშვებელია, რადგანაც ჰიპერტენზიას შეუძლია ინსულტის პროვოცირება. მან კიდევ ერთი სიმპტომი გამოყო - გულისრევა და მადის დაკარგვა.
„ბევრ პაციენტს, რომლებსაც ჰქონდათ გულის შეტევა გულის უკანა არტერიის ბლოკირებით, არ აღენიშნებოდათ გულმკერდის ტკივილი ან ქოშინი, მათ უბრალოდ ჰქონდათ ძლიერი გულისრევა და კუჭის ტკივილი“, - თქვა ჯოის ოენგ-ქსიაომ.
თავის მხრივ, კარდიოლოგმა ტადვალკარმა აღნიშნა, რომ ქვედა კიდურების კუნთების ტკივილი, რომელსაც ხშირად თან ახლავს შეშუპება, შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის შედედებით. ასევე, მსგავსი სიმპტომები ჩნდება, თუ გული ვერ უმკლავდება დატვირთვას და ვერ უზრუნველყოფს კიდურების ნორმალურ სისხლმომარაგებას.
ექიმმა დასძინა, რომ ქოშინი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვით გამწვავებული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე მიუთითებს. თუ ქოშინი უეცარი და მძიმეა, ან თუ ის თანდათან გაუარესდება, აუცილებელია კარდიოლოგის კონსულტაცია- განაცხადა ტადვალკარმა.