როგორ ვხვდებით გაზაფხულს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვხვდებით გაზაფხულს

ორგანიზმის საგაზაფხულო პორტრეტი

გაზაფხულის დამდეგს მოსალოდნელია:

  • ნერვული სისტემის მხრივ - ნევროზები, ნევრალგიები, უმიზეზო ფორიაქი და დეპრესიული განწყობა. ენდოკრინული ორგანოები: ჰიპოფიზი, ფარისებრი, თირკმელზედა, კუჭ-ნაწლავისა და სასქესო ჯირკვლები - გაზაფხულობით გაცილებით მეტ ჰორმონს გამოიმუშავებენ, რაზეც ორგანიზმი არაერთგვაროვნად რეაგირებს - იმატებს ნერვული სისტემის აგზნებადობა, ამის კვალდაკვალ კი ანთებითი და ალერგიული დაავადებებიც მწვავდება.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ - ტკივილი გულმკერდის არეში, კარდიორიტმის დარღვევა, ჰიპერტონიული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი. კარდიოლოგიურ დაავადებათა გამწვავების პირველი მიზეზი მომატებული მეტეომგრძნობელობა და ატმოსფერული წნევის ცვლილებებია.
  • სასუნთქი სისტემის მხრივ - პრობლემები უმთავრესად თავს იჩენს ბრონქული ასთმით დაავადებულებთან. ხშირია ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ცვლილებებიც. ამ დროს საგრძნობლად იცვლება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის მდგომარეობა. იმუნიტეტის დაქვეითების პარალელურად მცირდება სასუნთქი გზების თვითგაწმენდისა და ვენტილაციის უნარი, რაც მიკრობებს კიდევ უფრო უადვილებს პათოლოგიური პროცესის გამწვავებას.
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ - გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, ნაწლავური სისხლდენები, ნერვული ფაქტორებით გამოწვეული საჭმლის მონელების დარღვევა, ნაწლავთა ანთება - გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.  ხშირია ნერვული მოშლილობით გამოწვეული ნაწლავური პრობლემებიც. ყოველივე ამის მაპროვოცირებელი სეზონური მიზეზები სადღეისოდ ბოლომდე არ არის გარკვეული, თუმცა სპეციალისტთა უმრავლესობა ამის მიზეზად მიიჩნევს ნერვულ-ფსიქიკურ გადაძაბვას, კვების რეჟიმისა და რიტმის დარღვევას, მემკვიდრეობით განწყობას, თამბაქოს წევას, ალკოჰოლისა და ზოგიერთი სამკურნალო საშუალების გამოყენებას.  მნიშვნელოვანია ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ჰელიკობაქტერიოზის როლიც. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მიზეზი ათიდან 9 შემთხვევაში სწორედ ეს მიკრობია. ამას ემატება იმუნიტეტის დაქვეითებაც, რის გამოც ორგანიზმი მიკრობებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს.
  • კუნთოვანი სისტემის მხრივ - კუნთების ნერვული ტკივილები. ამ სისტემაში სტრესის ძირითადი სიმპტომები მუსკულატურის მომატებული მგრძნობელობა და მათი მტკივნეული დაჭიმვაა. მწვავდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიები: ართრიტები, რევმატიზმი,  - რაც ტემპერატურის, ატმოსფერული წნევის, ტენიანობის მერყეობით და სხვა მეტეოროლოგიური ფაქტორებით აიხსნება. წელიწადის ამ დროს ხშირდება რესპირატორული ინფექციები, გაციება, რაც ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას ამწვავებს. ამ მხრივ აღსანიშნავია რევმატიზმი, რომლის გამწვავებაც უშუალოდ სტრეპტოკოკული ინფექციის აღმოცენებასა და გააქტიურებას უკავშირდება.
  • რეპროდუქციული ორგანოების მხრივ - დამახასიათებელია მენსტრუალური ციკლის მოშლა. ეს მოვლენაც ჰორმონული ძვრებისა და ასთენიის, ორგანიზმის აქტიურობის ზოგადი დაქვეითების შედეგია.
  • შარდგამომყოფი სისტემის მხრივ - შარდის გამოყოფისა და დეფეკაციის მოშლა, ცისტიტი, გამოწვეული ტემპერატურული ცვლილებებითა და იმუნიტეტის დაქვეითებით.
  • კანის მხრივ - ეგზემის, ფსორიაზის გამწვავება, რაც კვების ნირის ცვლილებით, იმუნური სისტემის სისუსტით, მომატებული აღგზნებადობითა და ენდოკრინული სისტემის არაერთგვაროვანი აქტიურობით არის განპირობებული.

წელიწადის გარდამავალ დროს ბუნებაში არსებითად იცვლება:

  • კლიმატი;
  • ამინდი;
  • გარემოს ტემპერატურა;
  • ტენიანობა;
  • საკვები;
  • დღე-ღამის ხანგრძლივობა;
  • ცხოვრების რეჟიმი და მუშაობა-დასვენების ხარისხი;
  • აქტიურდება მაგნიტური ქარები, მკვეთრად მერყეობს ატმოსფერული წნევა.

გაზაფხულზე მინიმალური დონის ზოგადი აქტივობიდან მაქსიმალურზე გადასვლის გამო ირღვევა ორგანოთა სხვადასხვა სისტემის ბიორიტმები, რაც მთელ ორგანიზმზე აისახება.


იმუნური სისტემა შველას ითხოვს

პირველი მარტი იმუნიტეტის საერთაშორისო დღეა და შემთხვევითი არ არის, რომ ის გაზაფხულის პირველ დღეს ემთხვევა - ამ პერიოდში მას განსაკუთრებით უჭირს. გამოზამთრებული იმუნური სისტემის ფუნქციობა ამ დროს მეტად შესუსტებულია. ეს რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. ერთ-ერთი მათგანია კლიმატი. სიცივე იმუნურ სისტემას ასუსტებს, ზრდის ინფექციური დაავადებების რისკს; გრიპის ვირუსი მდგრადობით გამოირჩევა და მასთან გამკლავება იმუნური ძალებისთვის არც ისე ადვილია. ზოგი მზის პირველი სხივების დანახვისთანავე საგაზაფხულო სამოსზე გადადის, რაც ასევე უწყობს ხელს ხშირ გაციებას. იმუნური სისტემის დაზიანებას და მისი ფუნქციის მოშლას გარდამავალ პერიოდში აპროვოცირებს:

  • ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები;
  • მაიონიზებელი რადიაციის დონის მატება;
  • ზოგიერთი მედიკამენტი, რომლებსაც ზამთრის განმავლობაში დიდხანს ვიღებდით;
  • არასრულფასოვანი კვება;
  • ყოველდღიური სტრესი.

გაზაფხულზე ალერგიული რეაქციების გახშირება იმუნური სტატუსის აწევას უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია გარემო ფაქტორები, მაგალითად, ყვავილის მტვრის ზემოქმედება, გენეტიკური განწყობა... როცა ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს, ვითარდება იმუნური სისტემის ჰიპერმგრძნობელობა და, ამის კვალობაზე, ალერგიული რეაქციაც.

საგაზაფხულო ავიტამინოზი

საგაზაფხულო ავიტამინოზი კვების თავისებურებით აიხსნება:

  • ზამთარში ადამიანი ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს, იმდენ ხილსა და ბოსტნეულს, რამდენიც მას ნორმალური ცხოველქმედებისთვის სჭირდება. ორგანიზმი გაზაფხულს ვიტამინების დეფიციტით ხვდება.
  • ზამთარში ხანგრძლივი შენახვისას საკვებში ვიტამინები იშლება, იკლებს ორგანიზმისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებათა შემცველობაც.
  • ვიტამინების ბუნებრივი წყარო ხილი და ბოსტნეულია, გაზაფხულის პირზე კი ისინი სრულიად იფიტება, ვიტამინებს ჩვეულებრივზე გაცილებით მცირე რაოდენობით შეიცავს.
  • რაფინირებული და დაკონსერვებული საკვები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე ორგანიზმის გაზრდილ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს.
  • ამ პერიოდში მრავლდება და აქტიურდება ბაქტერიისა და ვირუსის მრავალი სახეობა, ვიტამინების ნაკლებობის გამო ორგანიზმს მავნე მიკრობებთან ბრძოლა უჭირს, ისინიც იოლად ერევიან მას და უამრავ დაავადებას უდებენ სათავეს, ამასთან, ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებსაც ამწვავებენ.

კოსმოსიც გვიტევს

გაზაფხულზე აქტიურდება მაგნიტური ქარიშხლები, რომელთა გავლენითაც ორგანიზმში იცვლება სისხლის მიმოქცევა, რამდენადმე სქელდება სისხლი. სიბლანტის გამო იგი ჩვეული სიჩქარით ვეღარ მიედინება კალაპოტში, იკლებს სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის ინტენსივობა, ორგანიზმის უჯრედებს დროულად ვეღარ მიეწოდება საჭირო ნივთიერებები. ყველაზე მწვავედ ამაზე თავის ტვინი რეაგირებს. ამიტომაც ხშირდება გაზაფხულობით თავის ტკივილი, შაკიკის შეტევები, სწრაფი და თითქოსდა უმიზეზო დაღლილობა, ხშირია არტერიული წნევის თამაში. ამავე მიზეზით გახლავთ გამოწვეული გაზაფხულობით მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტისა და მძიმე ჰიპერტონიული კრიზების გახშირება. ასე რომ, მართალია, გაზაფხული ნამდვილი ბედნიერებაა, მაგრამ სიფრთხილეს და ჯანმრთელობისადმი ყურადღებას მაინც მოითხოვს.