/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების ტოპათეული

მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების ტოპათეული
გაგაცნობთ, ამ პერიოდისთვის, მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების ტოპათეულს

1. ბარმუნგრადის საერთაშორისო კლინიკა, ბანგკოკი

ეს გახლავთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის არა უბრალოდ უდიდესი კლინიკა, არამედ მთელი “ჯანმრთელობის ქალაქი”, რომელიც 1980 წელს არის დაარსებული. 2002 წელს ამ კერძო სამკურნალო დაწესებულებამ ამერიკული სტანდარტის JCL-ის აკრედიტაცია მიიღო. სადღეისოდ აქ ამერიკული და ევროპული განათლების მქონე 945 ექიმი მუშაობს, მკურნალობს მილიონი პაციენტი (მათ შორის 400 ათასი უცხოელი სხვადასხვა კონტინენტიდან).

აქ განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული მედიცინის ისეთი დარგები, როგორებიცაა კარდიოქირურგია და ორთოპედია (სულ 55 სახეობის სამედიცინო საქმიანობა ხორციელდება). ტაილანდის ცენტრში მდებარე ამ საავადმყოფოს სახელი ითარგმნება როგორც “ადამიანებზე ზრუნვა”.

2. მატილდას საერთაშორისო ჰოსპიტალი, ჰონკონგი

ბანკირ გრავილ შარპის ფულით აშენებულმა ამ ჰოსპიტალმა პაციენტების მიღება 1907 წელს დაიწყო. თავდაპირველად აქ ემიგრანტებს მკურნალობდნენ, სადღეისოდ კი ეს გახლავთ კლინიკა, სადაც მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩადიან პაციენტები. მატილდას ჰოსპიტლის მრავალრიცხოვანი პერსონალი წყნარი ოკეანის რეგიონში ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებს. ყოველწლიურად უდიდესი თანხები გამოიყოფა საავადმყოფოს შემდგომი განვითარებისთვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამ სამკურნალო დაწესებულებამ განსაკუთრებით გაითქვა სახელი მაღალკვალიფიციური ონკოლოგიური და ხელოვნური განაყოფიერების სერვისებით. საავადმყოფოსთან მუშაობს საქველმოქმედო ფონდები: ბავშვთა განვითარების ფონდი და მატილდას სახელობის საბავშვო ფონდი.

3. პარკვეის კლინიკა, სინგაპური

პარკვეის კლინიკა უდიდესი ცენტრია, სადაც მედიცინის თითქმის ყველა მიმართულებაა თავმოყრილი. საავადმყოფოს ბაზაზე ფუნქციობს: ამბულატორიული ქირურგიის ცენტრი, თვალის დაავადებათა ცენტრი, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ცენტრი, ონკოლოგიური ცენტრი, ჰემატოლოგიისა და ღეროვანი უჯრედების ცენტრი.

აქ განსაკუთრებით მაღალ დონეს მიაღწია ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მკურნალობამ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

პარკვეის კლინიკაში მომუშავე ყველა ექიმს სტაჟირება ამერიკაში, ევროპასა და იაპონიაში აქვს გავლილი. დაწესებულება თანამედროვე სამკურნალო და სადიაგნოსტიკო აპარატურით არის აღჭურვილი.

4. ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი, ბალტიმორი, მერილენდის შტატი

ეს გახლავთ პირველი უდიდესი ამერიკული კლინიკა, რომელმაც ფაქტობრივად აშშ-ის მთელ ჯანდაცვის ორგანიზაციას დაუდო საფუძველი. ბოლო ოცი წელია, ის ატარებს აშშ-ის ნომერ პირველი საავადმყოფოსა და მსოფლიოს ათიდან ერთი საუკეთესო კლინიკის საპატიო სტატუსს.

ჰოსპიტალში განსაკუთრებით მძლავრადაა განვითარებული მედიცინის ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ბავშვთა ფსიქიატრია, კარდიოქირურგია, პედიატრია, ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ნეიროქირურგია.

2008 წელს აქ ჩატარდა ჰემისფერექტომიის უნიკალური ოპერაცია - რასმუსენის ენცეფალიტით დაავადებულ 6 წლის გოგონას თავის ტვინის ნახევარი ამოჰკვეთეს. ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადარჩა, მეტიც - მთლიანად შეინარჩუნა აზროვნების უნარი და პიროვნულობა.

5. ამერიკული ჰოსპიტალი, პარიზი

ეს საავადმყოფო 1906 წელს გაიხსნა საფრანგეთში მცხოვრები ამერიკელების სამკურნალოდ. ამჟამად ეს გახლავთ უდიდესი კერძო საერთაშორისო კლინიკა, რომელიც აკრედიტებულია JCL (აშშ) და HAS (საფრანგეთი) სტანდარტებით. ამერიკულ ჰოსპიტალში დღესდღეობით სხვადასხვა სპეციალობის 400 ექიმი მუშაობს, რომელთაც განათლება ევროპასა და ამერიკაში აქვთ მიღებული. ფუნქციონირებს 197-საწოლიანი სტაციონარი, დღის სტაციონარი, ამბულატორიული განყოფილება. დსთ-ს ქვეყნების საქმიანი ბომონდისთვის მეტად პოპულარულია აქ ჩატარებული CHECK-UP დიაგნოსტიკის ერთდღიანი პროგრამები.

6. უელსის პრინცის ჰოსპიტალი, სიდნეი

ეს კლინიკა დაარსდა 1852 წელს საქველმოქმედო საზოგადოების ხელშეწყობით, რომელიც უსახლკარო ბავშვებს მფარველობდა. 1915 წელს მოხდა მისი სამხედრო ჰოსპიტლად ტრანსფორმირება, ხოლო თანამედროვე სტატუსი კლინიკამ 1953 წელს მიიღო. დღესდღეობით ეს გახლავთ მსოფლიოში უმძლავრესი ონკოლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის ცენტრი. აქვე ფუნქციობს პერინატალური ცენტრიც (ორსულების, მშობიარეების და ახალშობილების დახმარება). 1984 წელს აქ წარმატებით ჩატარდა კიდურებზე თითების გადანერგვის პირველი ოპერაცია. 1994 წელს აქვე შეიქმნა ენდოსკოპიის უმსხვილესი ცენტრი აზიაში.

7. მეიოს კლინიკა, აშშ

სინამდვილეში ეს გახლავთ კლინიკების მთელი ქსელი, რომლებიც განლაგებულია მინესოტის, ფლორიდისა და არიზონის ტერიტორიებზე. მას ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტლის შემდეგ მეორე ადგილი უკავია აშშ-ში პაციენტთა მომსახურების ხარისხის მიხედვით. თავდაპირველად ეს საავადმყოფოები ამბულატორიული დახმარების ცენტრებად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ თანდათანობით ისინი მრავალპროფილურ დაწესებულებებად ჩამოყალიბდა და ქვეყნის ჯანდაცვის “ოქროს სტანდარტად” იქცა. ამჟამად მეიოს კლინიკაში 3 000-მდე თერაპევტი მუშაობს, რომლებიც მსოფლიოში ანალოგის არმქონე სამედიცინო სამსახურს უწევენ პაციენტებს. ყოველწლიურად აქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 500 ათასი პაციენტი მკურნალობს.

კლინიკაში აქტიურად ვითარდება გენომიკა (მოლეკულური გენეტიკის მიმართულება, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების გენომსა და გენებს სწავლობს). იქ ეს მიმართულება ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე დიდი ხანია გამოიყენება.

8. ლონდონის კლინიკა

ლონდონი 1932 წელს ექიმთა მცირერიცხოვანი ჯგუფის მიერ დაარსებული კლინიკა თანდათან ქვეყნის უდიდეს საავადმყოფოდ იქცა.

ლონდონის კლინიკაში დანერგილია ისეთი ურთულესი სამედიცინო ტექნოლოგიები, როგორებიცაა ქირურგია რობოტების გამოყენებით, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია. მაღალ დონეზეა განვითარებული ონკოლოგიაც.

ყოველწლიურად აქ მკურნალობს 155 ათასი პაციენტი, მათ შორის 20 ათასი - სტაციონარში და 125 ათასი - ამბულატორიულად. კლინიკა თანამშრომლობს საქველმოქმედო საზოგადოებებთან, რომლებიც ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების წინააღმდეგ იბრძვიან.

9. ჰირსლანდენის კლინიკა, ციურიხი

ეს გახლავთ 14 კერძო კლინიკისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც შვეიცარიის მთელ ტერიტორიაზეა მიმობნეული. პირველი მათგანი 1932 წელს გაიხსნა. ჰირსლანდენის კლინიკა მრავალპროფილურია და იქ კომპლექსური მკურნალობა წარმოებს, დაწყებული სრულყოფილი დიაგნოსტიკით, დამთავრებული რეაბილიტაციით. აქ პრაქტიკაში გამოიყენება გამა-დანის უახლესი მოდელი, რომელიც სიმსივნეების და თავის ქალას ღრუს სხვა პათოლოგიების მაღალი სიზუსტით მკურნალობის საშუალებას იძლევა. ის ერთადერთი ეგზემპლარია ქვეყანაში. საავადმყოფოების ქსელში შემუშავებულია მკურნალობის საკუთარი სტანდარტები და დოკუმენტაციის წარმოების მეთოდები.

10. წმინდა ლუკას სამედიცინო ცენტრი, ფილიპინები

ეს ცენტრი ამერიკელმა მისიონერებმა დააარსეს 1903 წელს და სადღეისოდ აზიაში ერთ-ერთ უდიდეს კლინიკად ითვლება, რომელიც JCL სტანდარტით არის აკრედიტებული. აქ მედიცინის ყველა მიმართულებაა თავმოყრილი, ხოლო პაციენტების მკურნალობა თანამედროვე დასავლური სტანდარტების შესაბამისად ხდება. ცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებების ხუთეულში შედის. სტაციონარული მკურნალობის გარდა, აქ ყოველთვის არის შესაძლებელი CHECK-UP ერთდღიანი დიაგნოსტიკის პროგრამის გავლა. უცხოელ პაციენტებს ორგანიზაციის მომსახურებათა მისაღებად შეუძლიათ, უცხოელი პაციენტების დახმარების ცენტრს მიმართონ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ ამოვიცნოთ სიცხეში გაუწყლოება
როგორ ამოვიცნოთ სიცხეში გაუწყლოება
გაუწყლოება არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეული კარგავს იმაზე მეტ სითხეს, ვიდრე იღებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ფუნქციონირების დარღვევა.
სრულად
ექიმი ასახელებს ენერგიის ასამაღლებელ ორ მარტივ ჩვევას

Daily Mirror: გვიან ვახშამზე უარის თქმა და ცივი შხაპის მიღება ენერგიას ზრდის დღის განმავლობაში.
სრულად
მეტი წყალი და ნაკლები სტრესი - რატომ არის სანაპიროზე გასვლა ტვინისთვის სასარგებლო

სანაპიროზე გასვლა დაგეხმარებათ სტრესის მოხსნასა ტკივილთან გამკლავებაში.
სრულად
რომელი ნუტრიენტები გვჭირდება ენერგიის წარმოებისთვის

ენერგიისთვის ორგანიზმს სჭირდება საკვები, ჟანგბადი,
სრულად
აზიანებს თუ არა შამპუნში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტი თმას და როგორ უნდა შეარჩიოთ შამპუნი

შამპუნი არის გამწმენდი პროდუქტი, რომელიც აშორებს ცხიმს, ოფლს, პროდუქტის ნარჩენებს და ჭუჭყს თმიდან და თავის კანიდან.
სრულად
რა უნდა გაითვალისწინოთ რკინის დანამატების შეძენისას

რკინის სწორი დანამატის შერჩევა შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ კონკრეტული საჭიროებების
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების ტოპათეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები