/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მუცლის მოშორების ხუთი საოცარი მეთოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუცლის მოშორების ხუთი საოცარი მეთოდი

მე და ჩემს მეუღლეს ასაკთან ერთად ეს პრობლემაც დაგვემატა. თუ ადრე ადვილად ვხდებოდით, ახლა უფრო და უფრო გვიჭირს. ეგებ გვირჩიოთ რამე მუცლის “დასაგდებად”.

ექიმები უშუალო კავშირს ხედავენ წელის გარშემო დაგროვილ ცხიმსა და ზოგიერთ დაავადებას (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ინსულტი და კიბოს რამდენიმე სახეობა) შორის. მრავალ ჩვენგანს მიაჩნია, რომ თუ საკუთარ სხეულზე ორიოდე სანტიმეტრი ცხიმი აღმოაჩინა, შთანთქმული ნაყინის დღიური ულუფა უნდა შეამციროს. არადა, თურმე ეს ცხიმი გაცილებით უვნებელი ყოფილა, ვიდრე ის, რომელიც ეკვრის გარს სასიცოცხლო ორგანოებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშიშია არა ზედმეტი ცხიმი, არამედ მისი განლაგება.

  • გვჭირდება თუ არა გახდომა?

როგორ უნდა მივხვდეთ, გვჭირდება თუ არა მუცელზე ცხიმის შემცირება ისე, რომ ძვირად ღირებულ გამოკვლევებს - კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსს - არ მივმართოთ?

არსებობს ამის დადგენის უბრალო და საიმედო მეთოდი: გაიზომეთ წელის გარშემოწერილობა და შეაფარდეთ თქვენივე თეძოების გარშემოწერილობასთან. ნორმაში, თანაფარდობა ქალებთან 0,8-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მამაკაცებთან - 0,95-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუცლის, როგორც თქვენ ამბობთ, “დაგდება” მოგიხდებათ.

  • ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად ხდებიან

ერთი და იმავე ზომისა და წონის ქალი და მამაკაცი თანაბარი ფიზიკური დატვირთვის ფონზე თუ ერთნაირად იკვებებიან, მამაკაცი წონას უფრო სწრაფად იკლებს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მამაკაცებს უფრო ძლიერი ნებისყოფა აქვთ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება: ორივე სქესს თანაბრად უყვარს ცხიმიანი საკვები. ცნობილია, რომ ქალები უფრო მეტად ეტანებიან ტკბილეულს (ნამცხვრებს, ტორტებს, შოკოლადს), მაშინ როდესაც მამაკაცებს მარილიანი და ცხიმიანი საკვები - შემწვარი კარტოფილი, შებოლილი ძეხვი, სოსისი და ა.შ. - ურჩევნიათ.

სიმართლე უცხიმო პროდუქტების შესახებ

მკაცრი დიეტა წონის სწრაფად დაკლებაში მართლა გვეხმარება, მაგრამ ეს უმთავრესად სითხისა და კუნთოვანი ქსოვილის ხარჯზე ხდება. იმისთვის, რომ სამუდამოდ მოიცილოთ დიდი მუცელი, უნდა მოიცილოთ სწორედ ის ზედმეტი ცხიმი, რომელშიც თქვენი შინაგანი ორგანოებია ჩაფლული. ამ დროს “გამოცდილი” მეგობრებისა და “განსწავლული” მეზობლების უმრავლესობა ცხიმით ღარიბ დიეტას გირჩევთ: ხილს, ბოსტნეულს, ბრინჯს, ცეხვილი მარცვლეულის პურს. ბევრი კეთილისმყოფელისგან გაიგონებდით, რომ მაკარონი მავნეა, რომ როდესაც მას მიირთმევთ, ორგანიზმში ინსულინთან ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს, რის გამოც უფრო მეტად სუქდებით.

ამ მოსაზრების საპირისპიროდ, ამერიკელი დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ინსულინი წონის მატებას სულაც არ უწყობს ხელს და ადამიანს მაკარონი კი არა, ზედმეტი კალორიები ასუქებს. თუ ჯანმრთელი ხართ, შეგიძლიათ მშვიდად ისიამოვნოთ სპაგეტით. იგი სასარგებლოა, თუმცა, ცხადია, აუცილებელია ზომიერების დაცვა, მაგრამ თუ დარღვეული გაქვთ ნივთიერებათა ცვლა, თავი არიდეთ დაბალცხიმიან დიეტებს.

თუ ნაჯერი ცხიმებისგან (კარაქი, ნაღები, კვერცხი) მიღებულ კალორიებს ნახშირწყლებისგან (მაკარონი, ბრინჯი, კარტოფილი და ცხიმგაცლილი ნახშირწყლები) მიღებულით შეცვლით, შესაძლოა, შაქრის დონემ აგიწიოთ. ყოველივე ზემოთქმული იმაზე მიუთითებს, რომ სტანდარტული და “სწორი” დიეტა ყველასათვის არ არსებობს, რადგან ყველა ერთნაირად არ სუქდება და არც წონაა დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, რამდენ კალორიას შეიცავს თქვენი საკვები.

  • რა საჭიროა ვარჯიში

მუცლის პრესის ვარჯიშები მუცლის კუნთების განმტკიცებაში დაგეხმარებათ, მაგრამ დიდი ხნის ნაგროვები ცხიმი სამუდამოდ რომ მოიცილოთ, მთელი სხეულის კუნთოვანი სისტემა უნდა გაიჯანსაღოთ. მართლაც, როდესაც ავარჯიშებთ მხრის, დუნდულა და თეძოს კუნთებს, გრძნობთ, როგორ ბრტყელდება თქვენი მუცელი.

ერთნი უპირატესობას ანიჭებენ ვარჯიშის ძალოვან მეთოდებს (ჰანტელების აწევა, ტრენაჟორებზე ვარჯიში), მეორენი - სირბილს, ცურვას და ველოსიპედს. ამ დროს ორგანიზმის მიერ ჟანგბადის მოხმარება იმატებს. მაქსიმალური ეფექტისთვის შეგიძლიათ ორივე ტიპის ვარჯიშები ერთმანეთს შეუთავსოთ.

დამწყებთათვის ელემენტარული მოძრაობებიც საკმარისია.

  • როგორი ტემპით ვივარჯიშოთ

გაგიკვირდებათ, მაგრამ როდესაც არც ისე კარგ სპორტულ ფორმაში ხართ, ნელა და განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე ჩატარებულ ვარჯიშს მეტი სარგებლობა მოაქვს. აერობული გამოკვლევების ცენტრში აკვირდებოდნენ ჭარბი წონის ქალების სამ ჯგუფს. ერთნი სწრაფად დადიოდნენ, მეორენი - ზომიერი სისწრაფით, ხოლო მესამენი - კუს ნაბიჯით. იცით, ყველაზე მეტად წონა ვინ დაიკლო? - კუს ნაბიჯით მოსიარულეებმა!

საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი ორგანიზმი ორი ტიპის “საწვავს” მოიხმარს: გლიკოგენს, რომელიც შეიძლება შევადაროთ მაღალხარისხოვან ბენზინს და ცხიმს, რომელიც შეიძლება დაბალოქტაგონურ ბენზინს შევადაროთ. როდესაც საკუთარ ორგანიზმს აიძულებთ, იმუშაოს გადარბენის რეჟიმში, მაღალხარისხოვანი საწვავი - გლიკოგენი გჭირდებათ, მაგრამ აუჩქარებელი სეირნობისას ის უფრო მეტად დაბალხარისხოვან საწვავს - ცხიმს მოითხოვს.

ყურადღება მიაქციეთ მავნე ჩვევებს

სტრესის დროს წონის მომატება ჩვეულებრივი ამბავია. იელის უნივერსიტეტში იკვლევდნენ ჭარბი წონის მქონე 18-დან 40 წლამდე ასაკის ქალებს. აღმოჩნდა, რომ სტრესის დროს მათი ორგანიზმი უფრო მეტ კორტიზონს გამოიმუშავებდა, ვიდრე ნორმალური წონის ქალებისა. სტრესის ჰორმონი კორტიზონი ადრენალინთან ერთად მუცლის ღრუში ცხიმის ჩალაგებს ასტიმულირებს.

სტრესი ორგანიზმს აიძულებს, ცხიმი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაალაგოს. სტრესთან ალკოჰოლით და სიგარეტით გამკლავების მცდელობამაც შესაძლოა უსიამოვნება მოგიტანოთ. მწეველებს წელ-თეძოს კოეფიციენტი არამწეველებზე მეტი აქვთ და ამიტომ ცხიმის ღრმად და საფუძვლიანად ჩალაგების საშიშროება ემუქრებათ. გამხდარი მწეველების უმეტესობას მიაჩნია, რომ თუკი სიგარეტს თავი დაანებეს, აუცილებლად გასუქდებიან. შესაძლოა მართლაც გასუქდნენ, მაგრამ სიგარეტისთვის თავის დანებებით სიცოცხლეს გაიხანგრძლივებენ, რადგან სიკვდილიანობა გამხდარ მწეველებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე გამხდარ არამწეველებს შორის.

წელ-თეძოს კოეფიციენტი ასევე მაღალი აქვთ ალკოჰოლის მოყვარულებს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ თუ დღეში ორ ულუფა სპირტზე მეტს არ მიიღებთ, მუცლის ღრუში ცხიმის დაგროვება არ დაგემუქრებათ.

ნუ მოუძებნით საკუთარ თავს გასამართლებელ საბუთს

არსებობს განსხვავებული შეხედულებები იმის შესახებ, რომ ასაკთან ერთად ადამიანები აუცილებლად სუქდებიან, მაგრამ ეს შეცდომაა. სიმსუქნესთან ბრძოლა ნებისმიერ ასაკში წარმატებით შეიძლება. თქვენი პრობლემა გენეტიკით არის გამოწვეული? - ესეც დაივიწყეთ. თუნდაც თქვენს წინაპრებს შორის ჭარბწონიანები ჭარბობდნენ, თქვენ მაინც შეძლებთ წელის გარშემოწერილობის შემცირებას.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ სიმსუქნის მხოლოდ 35-40% აიხსნება გენეტიკური ფაქტორებით, დანარჩენი 60-65% თქვენს ხელთაა. ასე რომ, მოეშვით თავის მართლებას, წამოდექით სავარძლიდან და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას.