/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ეჭვიანი მამაკაცის მძიმე ცხოვრება

ეჭვიანი მამაკაცის მძიმე ცხოვრება
ცოლი ძალიან მიყვარს, მაგრამ მის მიმართ გამუდმებით უნდობლობის გრძნობა მაქვს. ვიცი, როდის რას აკეთებს,

უჩემოდ არავითარ გადაწყვეტილებას არ იღებს, მაგრამ მაინც სულ ვუკირკიტიკებ, ხანდახან სასაცილო მდგომარეობაშიც კი ვიგდებ თავს. ცოლიც ხშირად ღიზიანდება და ვკამათობთ. რა მოვუხერხო საკუთარ თავს? ნუთუ არ შეიძლება ამ გრძნობის დათრგუნვა?

რა არის ეჭვიანობა? აკვიატებული ნევროზი? განსაკუთრებული ტიპის აშლილობა? პარანოია? იქნებ პარანოიდული აშლილობა უფრო მძიმე დაავადების გამოვლინებაა?

ეს კითხვა აწუხებთ არა მხოლოდ ქალებს, რომლებიც ეჭვიანობის მსხვერპლნი ხდებიან, არამედ თვით მამაკაცებსაც. ბევრს სურს, თავი დაღწიოს ამ არა მხოლოდ მისთვის, არამედ საყვარელი ადამიანისთვისაც მტანჯველ გრძნობას.

ამერიკელმა მეცნიერმა დევიდ ლესტერმა გამოიკვლია რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც ეჭვიანობის გამო სამი წლის წინ გაჰყროდნენ ცოლებს. გამოკვლევის შედეგებმა მეცნიერთა სამყარო გააოცა: გამოკვლეულთა უმრავლესობა მეორედ აღმოჩნდა დაქორწინებული და, რაც მთავარია, არავითარი პარანოია" და აკვიატება" აღარ აწამებდათ. მეუღლეებად ისეთი მოკრძალებული, უჩინარი, არაფრით გამორჩეული, შეუხედავი ქალები აერჩიათ, მათზე ეჭვიანობა შეუძლებელი იყო. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ამ მამაკაცებმა გააცნობიერეს თავიანთი პრობლემა, შეეგუვნენ მას და ისეთი პარტნიორები აირჩიეს, რომლებიც მათში ოტელოს არ გააღვიძებდნენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ავსტრალიელმა ფსიქოთერაპევტმა ვან ვალდმა ორმოცი წელი შესწირა ეჭვიანობის პრობლემის შესწავლას და ამ მიმართულებით მომუშავე მთელი სამეცნიერო სკოლა შექმნა. აი, რა გაარკვია მან: ეჭვიანი მამაკაცების დაახლოებით ნახევარს მეგობარი გოგონას გვერდით სხვა მამაკაცის წარმოდგენაც კი თურმე ჯერ კიდევ მოზარდ ასაკში აცოფებდა; გრძნობდნენ, რომ შეყვარებულს აუცილებლად მოსთხოვდნენ ერთგულებას და რადაც უნდა დასჯდომოდათ, მიაღწევდნენ კიდეც ამას. ამ ტიპის მამაკაცები ცოლქმრობის პირველივე წუთებიდან იწყებდნენ ეჭვიანობას.

მეორენი, მათთვისვე მოულოდნელად, დაქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხდებოდნენ ეჭვიანები, გამუდმებით თან სდევდათ ცოლის ღალატზე ფიქრი, თვითონვე უკვირდათ და ცდილობდნენ, ამაზე აღარ ეფიქრათ, მაგრამ ამაოდ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

მამაკაცები, რომლებმაც ცოლის შერთვამდე არ იცოდნენ, რა იყო ეჭვიანობა, დაქორწინების შემდეგ ფსიქოპათებად იქცნენ, რომლებიც თავიანთ წყეულ" ცოლებს ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ.

დიდი ხანი არ არის, რაც მკვლევრებმა ერთი რამ აღმოაჩინეს: თურმე ეჭვიანი მამაკაცები სხვებზე 10-15 წლით ნაკლებს ცოცხლობენ. ისინი უმეტესად ჰიპერტონიული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ხდებიან ავად და დაახლოებით 60 წლის ასაკში იღუპებიან. ეჭვიანობის შეტევის დროს (არცთუ იშვიათად - უამისოდაც) მამაკაცებს არტერიული წნევა მაღლა უწევთ, კუნთები ეძაბებათ, ტვინის ქერქის ელექტრული აქტივობა პიკს აღწევს და ისე ინტენსიურად განიმუხტება, რომ ეპილეფსიის შეტევას მოგვაგონებს. სისხლის ფორმულაც კი იცვლება.

35 წლის ეჭვიანი მამაკაცი გარეგნობით ორმოცდათი წლისას ჰგავს, თავი კი უფრო მოხუციც ჰგონია. მრავალი მათგანი თვითონვე ხვდება, სწორად რომ არ იქცევა და ძალისხმევას არ იშურებს, რომ ეჭვი როგორმე მოიშოროს. რას აღარ აკეთებენ: ზოგი ცილობს, ცოლის წარსულზე ყველაფერი შეიტყოს (ეგებ ამის შემდეგ მაინც მოისვენოს!), ზოგი წამლებს სვამს. ზოგიერთი მართლაც ახერხებს განკურნებას, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ ცოტა ხნით მშვიდდება და მერე ხელახლა იწყებს ეჭვიანობას. ასეთ მამაკაცთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სავსებით ჯანმრთელია. ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს ვერც კი უხსენებთ, ექიმთან მისვლაზე კი გაყრის შიშით თუ დაითანხმებთ. უცნაური ის არის, რომ თუმცაღა დარწმუნებულნი არიან, რომ ცოლები ღალატობენ, მათი დაკარგვა მაინც არ სურთ.

როგორ დავეხმაროთ მათ?

ეს ეჭვები იმდენად უსაფუძვლოა, საბუთები კი ისეთი უსუსური, რომ ფსიქოთერაპევტთა უმრავლესობა, განსაკუთრებით - ახალგაზრდები, დიდი ენთუზიაზმით ჰკიდებს ხელს ეჭვიანთა ქცევის კორექციას; ზოგიერთი მსუბუქ ნეიროლეპტიკებსაც იშველიებს. განსაკუთრებით ჯიუტებისთვის იყენებენ სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდს, ხანგრძლივი ფსიქოანალიზიდან და გეშტალტტექნიკიდან (რომელიც ფსიქიკურ განცდაზე ზემოქმედებას გულისხმობს) დაწყებული, ჰიპნოზითა და ძლიერმოქმედი პრეპარატებით დამთავრებული; ქმნიან ეჭვიანი მამაკაცების ფსიქოთერაპიულ ჯგუფებს, სადაც ისინი, ანონიმური ალკოჰოლიკების" დარად, ერთმანეთს ეხმარებიან. სამწუხაროდ, არც ერთი მეთოდი ბოლომდე საიმედო არ გახლავთ.

რაკი ფსიქოთერაპიული მეთოდების ტრადიციულმა არსენალმა დამაკმაყოფილებელი შედეგები ვერ გამოიღო, სპეციალისტთა დიდმა ნაწილმა მათზე უარი თქვა. ზოგიერთმა მათ ნაცვლად ასეთ ხერხს მიმართა: მოდი შევთანხმდეთ, რომ თქვენს ცოლს ღალატისადმი აქვს მიდრეკილება, მოთხოვნილება, რომ მიგატოვოთ. სხვა მხრივ მასთან არაფერი გაქვთ სადავო - მეტი ნაკლი მას არ გააჩნია. ვინაიდან თქვენ გიყვართ ეს ქალი, ვერ შეეგუებით მის დაკარგვას და არ აპირებთ მასთან განშორებას, მოდი, მივუდგეთ მის ამ მიდრეკილებას როგორც ადამიანურ სისუსტეს და შევეგუოთ, სცადეთ გიყვარდეთ იგი ისეთი, როგორიც არის". მეტი ეფექტისთვის კი ფსიქოთერაპევტები საგანგებო ჰიპნოზურ შთაგონებასაც იშველიებენ. ამგვარი ზემოქმედების შემდეგ ეჭვიან მამაკაცს დაძაბულობა უქრება. მართალია, სანაცვლოდ ითრგუნება და ხშირად დეპრესიაც ეუფლება, მაგრამ ამას უფრო ადვილად იტანს, ვიდრე ეჭვით გამოწვეულ მღელვარებას. ემოციური წონასწორობა მალე აღუდგება, მეუღლეს აღარ აწამებს და მათი ცოლქმრული ცხოვრებაც კალაპოტში დგება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ეჭვიანი მამაკაცის მძიმე ცხოვრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები