/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ლაზერი და მისი სამკურნალო თვისებები

ლაზერი და მისი სამკურნალო თვისებები
ლაზერი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი საინტერესო მიღწევაა. ლაზერით მკურნალობის მეთოდიკა დღეს ფართოდ არის დანერგილი დერმატოლოგიასა და გინეკოლოგიაში, თერაპიასა და ქირურგიაში, კოსმეტოლოგიასა თუ

სხვა დარგებში, თუმცა, მიუხედავად თვალსაჩინო შედეგებისა, ბევრი, მათ შორის - ექიმებიც, მისდამი სკეპტიკურად არის განწყობილი და მკურნალობის სხვა მეთოდებს ამჯობინებს.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ლაზერს წარმატებით იყენებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენთან ლაზერული თერაპიის შესწავლა და ამ მეთოდით მკურნალობა 1980 წელს დაიწყო თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.

1989 წელს ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, აკადემიკოსებს ნოდარ ყიფშიძეს, გულიკო ჩაფიძეს, მერაბ ბოხუას და ჩვენს რესპონდენტს, ქალბატონ ლუიზა მარსაგიშვილს, გულის იშემიური დაავადების სამკურნალოდ ლაზერთერაპიის ინტრავენური მეთოდის დანერგვისათვის საკავშირო სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ქართველ მეცნიერთა გამოკვლევებითა და მიღწევებით მაშინდელი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან ერთად ევროპაშიც დაინტერესდნენ. მოგვიანებით, 1993 წელს, ქალბატონმა ლუიზა მარსაგიშვილმა რუს კოლეგებთან ერთად მოსკოვში დააარსა ლაზერული მედიცინის მრავალპროფილური კლინიკა "ინტერლაიზი", ხოლო 1995 წელს - ლაზერულ-მანუალური ცენტრი "მარკასანი". რაც შეეხება ევროპას, ქალბატონი ლუიზას ხელშეწყობით ლაზერთერაპიის ცენტრები გაიხსნა ქალაქ სენტაში (იუგოსლავია, დღეს ამ ცენტრს ჩვენი თანამემამულე, მეცნიერი გია მარდალეიშვილი ხელმძღვანელობს), ნიცაში (საფრანგეთი), მოგვიანებით კი ქალაქ ლიმასოლში (კვიპროსი).

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვიდრე ლაზერის სამკურნალო თვისებებზე ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, გეტყვით, რომ ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი ლუიზა მარსაგიშვილი, არის სამედიცინო ცენტრ "ლაზერის“ დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ლაზერული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ლაზერული მედიცინის კათედრის გამგე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი მონაწილეობით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამოცემულია 130-მდე სამეცნიერო ნაშრომი, აქვს 10 საავტორო გამოგონება კარდიოლოგიის დარგში, არის თანაავტორი მონოგრაფიისა „გულის იშემიური დაავადების მკურნალობა ჰელიუმ-ნეონის ლაზერით“, მომზადებული ჰყავს 400-ზე მეტი ექიმი, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

- ქალბატონო ლუიზა, რას წარმოადგენს ლაზერი და რატომ არის ის დღეს ასე აქტუალური?

- სიტყვა "ლაზერი" არის ინგლისური ტერმინის - Light Amplification by Stimulated Emission of Radiation - აბრევიატურა, რაც ნიშნავს სინათლის გაძლიერებას იძულებითი გამოსხივების გზით. პირველი მყარტანიანი ლაზერი ლალის მონოკრისტალზე დაამზადა ტ. მეიმანმა (აშშ) 1960 წელს, 1966 წელს კი კ. პატელმა (აშშ) პირველი CO2-ის ლაზერი შექმნა. ლაზერული გამოსხივება ჩვეულებრივი სინათლისგან განსხვავდება იმით, რომ:

  • ლაზერული სინათლე არის მონოქრომატული, ის შედგება ერთნაირი ფოტონებისგან, ესე იგი ერთი ფერისაა, მაშინ როცა ჩვეულებრივი სინათლე წარმოადგენს სხვადასხვა ფერისა და სინათლის ნარევს.
  • ლაზერული გამოსხივება არის კოჰერენტული, ესე იგი სინათლის ენერგიის ყველა ნაწილაკი - ფოტონი - სივრცესა და დროში ერთი და იმავე ფაზით მოძრაობს.
  • ლაზერული სინათლე არის კოლიმატური, ესე იგი ვრცელდება თითქმის პარალელურად მცირე განშლადობის მქონე სხივის სახით, რის გამოც ლაზერული სხივის ფოკუსში დიდი ენერგიის კონცენტრირებაა შესაძლებელი.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ლაზერული გამოსხივების ზემოქმედება ბიოლოგიურ ობიექტებზე განპირობებულია ფოტონებისა და ქსოვილის მოლეკულების ურთიერთქმედებით და დამოკიდებულია გამოსხივების ტალღის სიგრძეზე, მის სიმძლავრეზე, ზემოქმედების ხანგრძლივობაზე (ექსპოზიციაზე). განასხვავებენ ლაზერული გამოსხივების ზემოქმედების შემდეგ სახეებს:

  • ფოტოქიმიურ ზემოქმედებას;
  • თერმულ ზემოქმედებას;
  • არაწრფივ ზემოქმედებას.

დაბალი ინტენსივობისა და ხანგრძლივი ექსპოზიციის დროს დომინირებს ფოტოქიმიური პროცესები. მათზეა დაფუძნებული დაბალინტენსიური ლაზერთერაპია და ბიოსტიმულაცია. უფრო მაღალი ინტენსივობისა და ნაკლები ხანგრძლივობის ექსპოზიციის დროს კი თერმული პროცესები დომინირებს. მათ ეფუძნება ლაზერული ქირურგია. ლაზერული გამოსხივების თერმული ზემოქმედება დამოკიდებულია ქსოვილის ტემპერატურაზე:

  • 450C-მდე გახურების დროს ქსოვილში შეუქცევადი პროცესები არ მიმდინარეობს, ხდება მხოლოდ ფერმენტების აქტივაცია, ვითარდება შეშუპება.
  • 45-600C-ზე ხდება პროტეინების დენატურაცია, კოაგულაცია და ნეკროზი.
  • 800C-ზე - კოლაგენის დენატურაცია.
  • 1000C-ზე - ქსოვილის გაშრობა (გაუწყლოება).
  • 1500C-ზე ქსოვილები ნახშირდება.
  • 3000C-ზე მეტი ტემპერატურის დროს ხდება ქსოვილების აორთქლება - აბლაცია, ხოლო განსაკუთრებით მაღალი სიმძლავრისა და ხანმოკლე ექსპოზიციის დროს, როდესაც ქსოვილის ტემპერატურა დროის უმცირეს მონაკვეთში აღწევს 8000C-ს და მეტს - ეგრეთ წოდებული ოპტიკური გარღვევა, რომლის დროსაც ქსოვილი მყისიერად ორთქლდება.

ლაზერული გამოსხივების ზემოთ აღწერილი თერმული ზემოქმედება ბიოლოგიურ ქსოვილებზე გამოიყენება ლაზერულ ქირურგიაში (ქსოვილების გაკვეთა, აორთქლება, კოაგულაცია), არასასურველი წარმონაქმნების - პაპილომების, კერატომების, პიგმენტური ლაქების, ხალების, კელოიდების, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების და სხვა - მოსაცილებლად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

ყველამ კარგად ვიცით რომ გასტროენტეროლოგი ვერ დაგისვამს დიაგნოზსს ზუსტადნთუ არ გადაყლაპე ზონდი თუ არგილზე არმიხვედო და არ გადაოღე ეახოაკოპია.მეკი ეს მნიშვნელობა არააქვს რატომ მთავარია რომ არ შემიხლია არმოხწრხდება.ნუთუნარარის გზა რომ მე ხომ ზუსტ დიაგნოზს და მკირნალობას არვიყხივ უბრალოდ ცოტა რამ მირჩიოდ როგორ მოვოქცე ოვებისას რომ ეს შემომსიბიქდეს ეს ტანჯვა.არავის არ გჯერათ რომ ეყალი მართლა მიშრობს პირს მარზტლა მოსერავს ენას და ზოგჯერ გულსორევის შეგრძნებას მაძლევს უჯვე წყლის დალევია დრო მეზოზღება დოლმე რომ ვიცი ემრე რა წამება მელოდება.ორგანიზმს სწყურია მინდა ხოლმე სველი სითხე მაგრამ წყალს რომ ვსვავ და არასდროა ვსვავ ერთ დალევაზე ბევრა. მერე ნახევარ საათში დაახლოებით ენა მოხდება დასერილივით .ვიზუალირად არა ვიზუალირად იფრო შეიძლება იყოს ერთ ადგილას თეთრი უბრალოდნჩახარშულოვით უოანგ ერდძე სხვა არაფწრი.მაგრამ ენის გვწრდები შეგრძნებით მაქვს დასერილინხოლმე წყლის დალევის მერე.თითქოს რამე მძაფრი ვჭამე. ეს მერე გულოსრევია გამცდასაც მაძლევ და ვევალობ.არადა ისე მწყირია ხოლმე წყლია წყირვილსაც კი არმიკპავს რამდენიც არუნდა დვალიო წყირვილის გრძნობას არმიკპავს. სანამ ან ოდნავ ტობილ სიყხეს არ დავკევ ანუნგემო თუ აქვს წყალს ვთქვად არომატი რამე მაშინ მიკოავს წყირვილს იმწითას აი გვირილია ჩაი მოცხელოს თუ დავლევ მიკლავს წყირვილს მაგრაკ შაქრია გარეშე ვწრ ვსვავ იმას თან სულ ცზელს ზაფხულში ვწრ დალევ.წყალი წყალია დანტკბილი ჩაი სხვა მხრივ არის ხო?წყალს ხომ ბწრ შეიცვლია ორგანიზმს.და რომ ბცდილობ წყალი მოვიღო ასე მემღზტება და ისევ მწყირია თან ამას გაგიკებამდე მივყავარ რომ მწყირია და ვწტ ვიკლავ წყირვილს. პლიუს ეს ენაც რომ მესერება ნერვებზე მოქმედებს მიდმივად ასეთი ხისტი განცდა ენაზე.მეტე.გულოარევია გამცდა.არმერევა უბრალოდნგანცდაა გულიარევია ცალკე კოდე ღამე პირი ლოყები ერთმანეთა ეწებება და ვერ ვხნო მოჭორს გახსნა ძალიან ვწვალობ მაღვიძებს ეს მომენტო რომ ლოყები მეწებება და ძლივს ვხსნი.რა იბედირება მჭირს ვეტ ჰავიგე.ლბილებინაღარ მაქვს.ასენრომ ობილების პრობლემას ვეღარავინ დააბრალებს..მენეჯაზე მაქვს ეს შეგრძნებებო და აო გამოშრობა ლორწოვანზეა ლოუებზე ტიჩებზე..ნებისმიერ ეყალზე მაქვს ეს შეგრხნებ

კატეგორია : რჩევები

-მამას ფეხზენთითებს შიაბ აქვს გაყვლეფილებივით ექავება კოდეც ცოტანდანსტკივაბზელიონკასნოსმევს უივე შევამჩნიე 3კერ.მამასთან მოროდებით ვარ და ვერ ვეკითხები მთლად ასე ძირფესვიანად მაგრამ აშკარაა აწიხებს.ის გულთ ავადმყოფია ოოერაციის მიიხედავად აქვს სარქველი ღოად აკასნვერ შველიან და კიმშვადობა 36 სულნდაძაბული ვარ .ისედაც სულ ნერვოულიბს მოსნგამო ამხელა ვალები რომ დაჰვედო და ოლერაციიდან რაკდენომე წელი ექომებში ომხელანთანხა რომ მიდოდა კონსულტაციებზე და ხმას ვერანაირად ვერამოიღებ ახლანექომთან საწვლაზე.სულ დარდი მაქვს კონტროლზე რომ ვეღარ მოგვყავს არაა ამის საშუალება და მეშენია შეიძლება რომ ან ომ წამლებმა ამდენინწელია მიჭით რომ იყრის ერატნდალევაზე 7ეამალს ასმევს ექომი ყოველ დღე ან მისს მსგომარეობას გამოეწვია ეს?რაც თავი ლახსოვს შულ გაცვეთილი ფეხსაცმლით დადიანსულ კილეულით არვიცი ამან ქნა თუ რამ მაგრამ არვიცინროგორნდავეხმარო.ან არ გაურთულდეს რამე მეშენია.რატონაქ ფეხზე ეაენი?წყლილებივიყ თითქოსნსითხეაო თითებ შუა.მეცოდება.რანჰქბოა ამ დაავადებას ?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ლაზერი და მისი სამკურნალო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლაზერი და მისი სამკურნალო თვისებები

სხვა დარგებში, თუმცა, მიუხედავად თვალსაჩინო შედეგებისა, ბევრი, მათ შორის - ექიმებიც, მისდამი სკეპტიკურად არის განწყობილი და მკურნალობის სხვა მეთოდებს ამჯობინებს.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ლაზერს წარმატებით იყენებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენთან ლაზერული თერაპიის შესწავლა და ამ მეთოდით მკურნალობა 1980 წელს დაიწყო თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.

1989 წელს ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, აკადემიკოსებს ნოდარ ყიფშიძეს, გულიკო ჩაფიძეს, მერაბ ბოხუას და ჩვენს რესპონდენტს, ქალბატონ ლუიზა მარსაგიშვილს, გულის იშემიური დაავადების სამკურნალოდ ლაზერთერაპიის ინტრავენური მეთოდის დანერგვისათვის საკავშირო სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ქართველ მეცნიერთა გამოკვლევებითა და მიღწევებით მაშინდელი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან ერთად ევროპაშიც დაინტერესდნენ. მოგვიანებით, 1993 წელს, ქალბატონმა ლუიზა მარსაგიშვილმა რუს კოლეგებთან ერთად მოსკოვში დააარსა ლაზერული მედიცინის მრავალპროფილური კლინიკა "ინტერლაიზი", ხოლო 1995 წელს - ლაზერულ-მანუალური ცენტრი "მარკასანი". რაც შეეხება ევროპას, ქალბატონი ლუიზას ხელშეწყობით ლაზერთერაპიის ცენტრები გაიხსნა ქალაქ სენტაში (იუგოსლავია, დღეს ამ ცენტრს ჩვენი თანამემამულე, მეცნიერი გია მარდალეიშვილი ხელმძღვანელობს), ნიცაში (საფრანგეთი), მოგვიანებით კი ქალაქ ლიმასოლში (კვიპროსი).

ვიდრე ლაზერის სამკურნალო თვისებებზე ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, გეტყვით, რომ ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი ლუიზა მარსაგიშვილი, არის სამედიცინო ცენტრ "ლაზერის“ დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ლაზერული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ლაზერული მედიცინის კათედრის გამგე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი მონაწილეობით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამოცემულია 130-მდე სამეცნიერო ნაშრომი, აქვს 10 საავტორო გამოგონება კარდიოლოგიის დარგში, არის თანაავტორი მონოგრაფიისა „გულის იშემიური დაავადების მკურნალობა ჰელიუმ-ნეონის ლაზერით“, მომზადებული ჰყავს 400-ზე მეტი ექიმი, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

- ქალბატონო ლუიზა, რას წარმოადგენს ლაზერი და რატომ არის ის დღეს ასე აქტუალური?

- სიტყვა "ლაზერი" არის ინგლისური ტერმინის - Light Amplification by Stimulated Emission of Radiation - აბრევიატურა, რაც ნიშნავს სინათლის გაძლიერებას იძულებითი გამოსხივების გზით. პირველი მყარტანიანი ლაზერი ლალის მონოკრისტალზე დაამზადა ტ. მეიმანმა (აშშ) 1960 წელს, 1966 წელს კი კ. პატელმა (აშშ) პირველი CO2-ის ლაზერი შექმნა. ლაზერული გამოსხივება ჩვეულებრივი სინათლისგან განსხვავდება იმით, რომ:

  • ლაზერული სინათლე არის მონოქრომატული, ის შედგება ერთნაირი ფოტონებისგან, ესე იგი ერთი ფერისაა, მაშინ როცა ჩვეულებრივი სინათლე წარმოადგენს სხვადასხვა ფერისა და სინათლის ნარევს.
  • ლაზერული გამოსხივება არის კოჰერენტული, ესე იგი სინათლის ენერგიის ყველა ნაწილაკი - ფოტონი - სივრცესა და დროში ერთი და იმავე ფაზით მოძრაობს.
  • ლაზერული სინათლე არის კოლიმატური, ესე იგი ვრცელდება თითქმის პარალელურად მცირე განშლადობის მქონე სხივის სახით, რის გამოც ლაზერული სხივის ფოკუსში დიდი ენერგიის კონცენტრირებაა შესაძლებელი.

ლაზერული გამოსხივების ზემოქმედება ბიოლოგიურ ობიექტებზე განპირობებულია ფოტონებისა და ქსოვილის მოლეკულების ურთიერთქმედებით და დამოკიდებულია გამოსხივების ტალღის სიგრძეზე, მის სიმძლავრეზე, ზემოქმედების ხანგრძლივობაზე (ექსპოზიციაზე). განასხვავებენ ლაზერული გამოსხივების ზემოქმედების შემდეგ სახეებს:

  • ფოტოქიმიურ ზემოქმედებას;
  • თერმულ ზემოქმედებას;
  • არაწრფივ ზემოქმედებას.

დაბალი ინტენსივობისა და ხანგრძლივი ექსპოზიციის დროს დომინირებს ფოტოქიმიური პროცესები. მათზეა დაფუძნებული დაბალინტენსიური ლაზერთერაპია და ბიოსტიმულაცია. უფრო მაღალი ინტენსივობისა და ნაკლები ხანგრძლივობის ექსპოზიციის დროს კი თერმული პროცესები დომინირებს. მათ ეფუძნება ლაზერული ქირურგია. ლაზერული გამოსხივების თერმული ზემოქმედება დამოკიდებულია ქსოვილის ტემპერატურაზე:

  • 450C-მდე გახურების დროს ქსოვილში შეუქცევადი პროცესები არ მიმდინარეობს, ხდება მხოლოდ ფერმენტების აქტივაცია, ვითარდება შეშუპება.
  • 45-600C-ზე ხდება პროტეინების დენატურაცია, კოაგულაცია და ნეკროზი.
  • 800C-ზე - კოლაგენის დენატურაცია.
  • 1000C-ზე - ქსოვილის გაშრობა (გაუწყლოება).
  • 1500C-ზე ქსოვილები ნახშირდება.
  • 3000C-ზე მეტი ტემპერატურის დროს ხდება ქსოვილების აორთქლება - აბლაცია, ხოლო განსაკუთრებით მაღალი სიმძლავრისა და ხანმოკლე ექსპოზიციის დროს, როდესაც ქსოვილის ტემპერატურა დროის უმცირეს მონაკვეთში აღწევს 8000C-ს და მეტს - ეგრეთ წოდებული ოპტიკური გარღვევა, რომლის დროსაც ქსოვილი მყისიერად ორთქლდება.

ლაზერული გამოსხივების ზემოთ აღწერილი თერმული ზემოქმედება ბიოლოგიურ ქსოვილებზე გამოიყენება ლაზერულ ქირურგიაში (ქსოვილების გაკვეთა, აორთქლება, კოაგულაცია), არასასურველი წარმონაქმნების - პაპილომების, კერატომების, პიგმენტური ლაქების, ხალების, კელოიდების, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების და სხვა - მოსაცილებლად.


- რა უპირატესობა აქვს ლაზერულ ქირურგიას ტრადიციულ ქირურგიულ მეთოდებთან შედარებით, როგორია მისი უკუჩვენებები, რა გართულებები ახასიათებს?

- ჩვეულებრივ ქირურგიასთან, თერმო- და ელექტროკოაგულაციასთან, კრიოდესტრუქციასთან, აგრეთვე ქიმიურ კოაგულაციასთან (კონცენტრირებული მჟავები: ეგრეთ წოდებული ქარჩაულის სითხე, მცენარეული ნაყენები თუ მალამოები) შედარებით ლაზერულ ქირურგიას შემდეგი უპირატესობა აქვს: სხივური ენერგიის მაღალი კონცენტრაცია და ხანმოკლე ექსპოზიცია საშუალებას იძლევა, დიდი სიზუსტით, უკონტაქტოდ ვაწარმოოთ განაკვეთი, მინიმალური ტრავმა მივაყენოთ მოსაზღვრე ქსოვილებს, რადგან CO2-ის ლაზერის გამოსხივება ქსოვილებში დიდ სიღრმეზე (50-3000 მკმ) არ ვრცელდება, მაშინ როცა თერმოელექტროკოაგულაციის, კრიოდესტრუქციის, განსაკუთრებით კი ქიმიური კოაგულაციის დროს ქსოვილების დაზიანების სიღრმე აღწევს 2-5-10 მმ-ს. ამის გამო ხშირია კოსმეტიკური დეფექტები და უხეში ნაწიბურები. ლაზერის სხივის მოქმედების ზონაში ქსოვილების დოზირებული გახურება (გათბობა) უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ჰემოსტაზს (რაც საშუალებას იძლევა, ვაწარმოოთ ეგრეთ წოდებული უსისხლო ოპერაციები, განსაკუთრებით - პარენქიმულ ორგანოებზე) და, მეორე მხრივ, თავიდან გვაცილებს ჭრილობების ინფიცირებას. ლაზერული ჭრილობის არის მცირე შეშუპების გამო ოპერაციის შემდეგ ტკივილი გაცილებით სუსტია, უმეტესად საერთოდ არ შეინიშნება.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ლაზერული ქირურგიის მთავარი უპირატესობა: ლაზერული ქირურგიული ოპერაციების აბლასტიურობა - ლაზერის სხივის მოქმედების ზონაში წარმოქმნილი კოაგულაციური ნეკროზის ზონა ქმნის გადაულახავ ბარიერს სიმსივნური უჯრედებისთვის, რითაც თავიდან ვიცილებთ სიმსივნური უჯრედების დისემინაციას (ორგანიზმში გავრცელება-მოთესვას) და მეტასტაზების განვითარებას. იმასაც მოგახსენებთ, რომ აბსოლუტური უკუჩვენება ქირურგიაში ლაზერული ტექნიკის გამოყენებისათვის არ არსებობს.

შედარებითი უკუჩვენებაა მოსაცილებელი წარმონაქმნის დიდი ზომა (როდესაც დეფექტის დასაფარავად საჭირო ხდება კანის პლასტიკა), საოპერაციო არეზე ლაზერის სხივის მიმართვის ტექნიკური შეუძლებლობა, მწვავე ინფექციური დაავადებებისა და ისეთი ორგანული დაავადებების არსებობა, რომელთა დროსაც დარღვეულია მიკროცირკულაცია (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა, ენდარტერიიტი და სხვა).

- ლაზერი დღეს წარმატებით გამოიყენება გინეკოლოგიაში, ოფთალმოლოგიაში, პოპულარულია ლაზერით ტონზილიტის (ნუშურების ანთება) მკურნალობა. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი მაინც ტრადიციულ მეთოდებს ამჯობინებს. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ლაზერთერაპიას ამა თუ იმ დაავადების მკურნალობისას?

- CO2-ის ლაზერი კარგა ხანია წარმატებით გამოიყენება გინეკოლოგიაში: ეროზიების, ფსევდოეროზიების, ლეიკოპლაკიების, კონდილომების, პოლიპებისა და სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ. საყურდღებოა, რომ ლაზერული ზემოქმედება არ ახდენს უარყოფით გავლენას მენსტრუალურ ციკლსა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე, პირიქით, პაციენტების უმრავლესობას ლაზერული ზემოქმედების შედეგად დარღვეული მენსტრუალური ციკლი უწესრიგდება, რის გამოც ლაზერკოაგულაციის მომდევნო ციკლის დროს დაორსულების ალბათობა მაღალია.

მედიცინის ბოლო წლების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ მიღწევად მიიჩნევა ლაზერის უპრეცედენტოდ ფართო დანერგვა ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა სამკურნალოდ. გაჩნდა ალტერნატივა ქრონიკული ტონზილიტის ეფექტური მკურნალობისა ნუშურების შენარჩუნებით. ამ შემთხვევაში იყენებენ ორი სახის ლაზერს - დაბალინტენსიურს (თერაპიულს) და მაღალინტენსიურს (ქირურგიულს). ამ ტექნოლოგიების უპირატესობაა აბსოლუტური უსაფრთხოება, ეკოლოგიური სისუფთავე, გვერდითი მოვლენებისა და ალერგიული რეაქციების არარსებობა.

მეცნიერული გამოკვლევებით ნაჩვენებია, რომ დაბალინტენსიური ლაზერი, რომელიც უახლოვდება მზის სხივების პარამეტრებს, სრულიად უვნებელია ორგანიზმისთვის. ასეთი ლაზერის ადგილობრივად გამოყენებისას უმჯობესდება ტონზილების (ნუშურების) სისხლის მიმოქცევა, რაც აუმჯობესებს მათ კვებას და ჟანგბადით მომარაგებას, აგრეთვე - ანთების საწინააღმდეგო ენდოგენური აგენტების ნუშურებამდე მიტანასა და ანთებით კერებზე მათ ზემოქმედებას.

ლაზერის უნიკალური თვისებაა მისი ქსოვილებში შეღწევადობა, რისი წყალობითაც მას შეუძლია, შეცვალოს ქირურგიული ჩარევა. ლაზერის ზემოქმედებით ბაქტერიები დაუცველნი ხდებიან, კარგავენ მედიკამენტების მიმართ რეზისტენტულობას, ორგანიზმისადმი ნაკლებ აგრესიულობას ამჟღავნებენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლაზერი ადგილობრივთან ერთად ზოგადსამკურნალო მოქმედებასაც ავლენს - არეგულირებს იმუნოკომპეტენტური ორგანოების ფუნქციას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმუნიტეტის ამაღლებას. თუ თერაპიული ლაზერის გამოყენების შემდეგ ორგანიზმში დარჩა ჩირქოვანი კერები, მიმართავენ ქირურგიულ ლაზერს ამ კერების წერტილოვანი აორთქლებისთვის. ამავე დროს მიმდებარე ქსოვილებში ტემპერატურის გაზრდა ხელს უწყობს ამ მიდამოების გამოჯანსაღებას ქსოვილთა სტრუქტურისა და ფუნქციის დაურღვევლად. აღსანიშნავია, რომ ეს მანიპულაციები უმტკივნეულო, უსისხლო და სწრაფია.

- როგორც ცნობილია, დღეს ლაზერით ნევროზებსაც მკურნალობენ. რას გვეტყვით ამის თაობაზე?

- მოგეხსენებათ, ნევროზების შორს წასული ფორმების მკურნალობა დიდ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მათ პროფილაქტიკას. ზოგჯერ დაავადების კლინიკა ისეთია, რომ მოითხოვს მედიკამენტურ მკურნალობას ტრანკვილიზატორებით, ანტიდეპრესანტებითა და სხვა პრეპარატებით. მაგრამ ყველამ იცის, რომ ხანგრძლივ მედიკამენტურ თერაპიას ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს. ავადმყოფი ეჩვევა წამალს, მის გარეშე აღარ შეუძლია, შეწყვეტს პრეპარატის მიღებას და დაავადება განუახლდება. გარდა ამისა, ბოლო ხანს მეტისმეტად გახშირდა ალერგიული რეაქციები მედიკამენტებზე. ყოველივე ეს მკურნალობის სხვა მეთოდებისა და საშუალებების აუცილებლობას ცხადყოფს. სასურველია, მედიკამენტებს დამხმარე როლი მიენიჭოს ზოგად თერაპიაში.

ნევროზების მკურნალობის ძირითად მეთოდებთან - ფსიქოთერაპიასთან, სამკურნალო ფიზკულტურასთან, მასაჟთან - ერთად ბოლო ხანს უფრო და უფრო პოპულარული ხდება ლაზერთერაპია. ეს მეთოდი თავისი სწრაფი და ხანგრძლივი ეფექტის გამო პაციენტებისთვის უფრო მეტად მოხერხებულია.

ლაზერის სხივი იჭრება ორგანიზმში და აიძულებს მას, გამოიყენოს თავისი რეზერვი. ლაზერი იწვევს სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას, აქვს მკვეთრად გამოხატული მიორელაქსაციური (კუნთების მომადუნებელი) ეფექტი, მისი ზემოქმედებით ორგანიზმში გამოიყოფა ის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული იმპულსების წარმოშობასა და გადაცემას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, აწესრიგებს ნერვული სისტემის აგზნება-შეკავების პროცესებს. მკურნალობის ამ მეთოდს არ გააჩნია უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა. ავადმყოფი დადებით შედეგს 3-5 დღის შემდეგ გრძნობს. აღნიშნული ეფექტი 5-6 თვეს და მეტხანსაც გრძელდება. შემდეგ სასურველია მკურნალობის კურსის განმეორება.