მაგნიტური ქვიშები და მათი მაკურნებელი ძალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაგნიტური ქვიშები და მათი მაკურნებელი ძალა

ამ დაავადებას ექიმმა ადამიანის მაგნიტური ველის დეფიციტის სინდრომი უწოდა.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ დედამიწას გარს აკრავს მაგნიტური ველი და ყველაფერი, რაც კი დედამიწაზეა, მათ შორის - ადამიანები, ცხოველები და მცენარეებიც, ამ მაგნიტური ველის უხილავი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. საყურადღებოა, რომ ადამიანის ორგანიზმს საკუთარი მაგნიტური ველიც აქვს. ეს უკანასკნელი სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის შედეგად წარმოიშობა - სისხლი ხომ, გარდა მრავალრიცხოვანი კომპონენტისა, მეტალთა იონებსაც შეიცავს. ამიტომაც სისხლის ნაკადი ძარღვის გარშემო გარკვეულ მაგნიტურ ველს ქმნის.

ცალკეულ ორგანოებში ეს მაგნიტური ველი განსხვავებულია. ჯანმრთელ ორგანიზმსა და ნორმალურ პირობებში შინაგან და გარეგან მაგნიტურ ველებს შორის სრული შესაბამისობა და ჰარმონიაა. ორგანიზმში მაგნიტური ველის რღვევა ჯანმრთელობის რღვევას ნიშნავს, ხოლო მისი კორექცია მედიკამენტური თერაპია კი არ არის, რომელსაც უმეტესად უცხო და ტოქსიკური ელემენტები შეჰყავს ორგანიზმში, არამედ ნატურალური, ჭეშმარიტი სამკურნალო მეთოდია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციობას უზრუნველყოფს, სისტემისა, რომელიც ორგანოთა ყველა სხვა სისტემაზე ხშირად ზიანდება და გამოდის მწყობრიდან.

ტექნიკის პროგრესულმა განვითარებამ მაგნიტური ველის არასწორი გადანაწილება გამოიწვია, რის გამოც ცოცხალი ორგანიზმები, მათ შორის - ადამიანებიც, მაგნიტური ველის დეფიციტს განიცდიან. ამის შედეგად მათ ორგანიზმში მრავალი ორგანოსა თუ სისტემის მუშაობა ირღვევა. ყველაზე მეტად მაინც სისხლის მიმოქცევის სისტემა ზარალდება.

დღეს ადამიანისთვის მაგნიტური ველის დეფიციტი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიტამინებისა და მინერალებისა. შესაბამისად, არსებობს ამ დეფიციტის კომპენსაციის აუცილებლობა. ამის გარეშე ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლებელია. ამას ხაზგასმით აღნიშნავს ექიმი ბორის ჰაიტი, რომელიც გახლავთ ავტორი წიგნისა „დოქტორ ნაკაგავას დაავადება“.

თანამედროვე მედიცინაში ფიზიოთერაპიულ მეთოდად ფართოდ გამოიყენება ხელოვნურად შექმნილი მაგნიტური ველები. ეს მეთოდი მაგნიტოთერაპიის სახელით არის ცნობილი. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა გამოკვლევები ადასტურებს მაგნიტური ველის კეთილისმყოფელ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. სახელდობრ, მაგნიტური ველის ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმში იცვლება ქიმიური პროცესები, რომლებიც წყალბადის კონცენტრაციის ცვლილებაზე, სისხლის შედედების უნარსა და სხვა ბიოლოგიურ პროცესებზე ახდენს გავლენას. მაგნიტური ველი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ასტიმულირებს ქსოვილთა რეგენერაციას (განახლებას), ამაღლებს იმუნიტეტს.

ბუნებრივი მაგნიტოთერაპია

შავი ზღვის სანაპიროზე არის მაგნიტური ქვიშა, რომელსაც უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს. შავი ზღვის სანაპიროს მაგნიტური ქვიშა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი. ცხადია, ამ ქვიშების სამკურნალო თუ სხვა უნიკალური თვისებები პირველად ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოსცადა საკუთარ თავზე. ქვიშის წყალობით სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისგან განკურნების ფაქტებმა ძალზე დააინტერესა მედიკოსები, მკვლევრები და ცალკეული კვლევითი ინსტიტუტები.

მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებები

მაგნიტური ქვიშის საფუძველს წარმოადგენს მაგნეტიტი (იგივე მაგნიტური რკინაქვა), ტიტანომაგნეტიტი, ილმენიტი, პიროკსენი, გრანიტი, კვარცი, აპატიტი და სხვა მინერალები. მაგნიტური ფრაქცია ქვიშაში 23%-ს აღწევს, ხოლო რკინის შემცველობა 37-47%-ის ფარგლებში მერყეობს. ქვიშის მაგნიტური ათვისებადობა ჩვეულებრივზე 13-25-ჯერ მეტია. ყოველივე ეს ქმნის დაბალი ინტენსივობის მაგნიტურ ველს, რომლის გამაჯანსაღებელი თვისებებიც უხსოვარი დროიდან არის ცნობილი.

ურეკი

ურეკი საქართველოს უნიკალური კლიმატური კურორტია. შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ეს საოცარი კურორტი განთქმულია მაგნიტური ქვიშით, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ურეკის უნიკალურობა იმით არის განპირობებული, რომ ეს კურორტი გამოირჩევა დაბალი ინტენსივობის ბუნებრივი მაგნიტური ველით. ბუნებრივი სიმდიდრე - სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და უნიკალური მაგნიტური ქვიშა - ტურისტთა გაჯანსაღებისა და გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.

რუსეთში მაგნიტური ქვიშები ძირითადად კამჩატკაზეა, მცირე რაოდენობით - ტამანზეც. უკრაინაში - სევასტოპოლის მახლობლად. ძირითადი მასა მაგნიტური ქვიშებისა თავმოყრილია შავი ზღვის სანაპიროზე - ბულგარეთსა და საქართველოში.

საქართველოში მაგნიტური ქვიშები შეიცავს 2-3% მაგნეტიტს, თუმცა იშვიათად ზედა შრეებში მისი შემცველობა 70%-საც კი აღწევს. მაგნეტიტით ქვიშა ყველაზე მეტად გაჯერებულია სუფსასა და ნატანებს შორის არსებულ სანაპიროს უბანზე. სანაპიროს ეს ზოლი (70 მეტრამდე სიგრძისა) გამოირჩევა განსაკუთრებული ქვიშით, რომელიც კილომეტრამდე სიგანეზეა განფენილი. ვარაუდობენ, რომ ეს ქვიშა მდინარემ თავის დროზე ანდეზიტით მდიდარი აჭარის მთებიდან ჩამოიტანა.

ბულგარეთში ქვიშას სუფსასთან შედარებით ბევრად უფრო მეტი ფართობი უკავია, თუმცა მაგნეტიტის შემცველობა მასში გაცილებით ნაკლებია. საქართველოს ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, აგრეთვე საქართველოს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი და გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული კომპლექსური სამეცნიერო გამოკვლევები მოწმობს მაგნიტური ქვიშის მაღალ სამკურნალო ეფექტურობას შემდეგი დაავადებების დროს:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (I და II სტადიის ჰიპერტონიული დაავადება, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია და სხვა);
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (რევმატული და ინფექციური პოლიართრიტები ქრონიკულ სტადიაში, ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროპათიები), პოსტტრავმატული რეაბილიტაცია;
  • ნერვული სისტემის დაავადებები (დეპრესია, ჰიპერტონიული ფორმის ნევროზი, კლიმაქსური ნევროზი, ნევრალგია და სხვა);
  • ბავშვთა დაავადებები (რაქიტი, სპინალური პარეზები, სამშობიარო ტრავმები და სხვა);
  • ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები, რომლებიც უნაყოფობას იწვევს.

განსაკუთრებით კარგია ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენება ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ. მაგნიტოთერაპიას დიდი მნიშვნელობა აქვს პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების დროსაც.