სად და როგორ დავისვენოთ
ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი ასეთ დატვირთვას გარკვეული დროის განმავლობაში უძლებს, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავი როდია. დგება მომენტი, როცა აუცილებელი ხდება დასვენება, ენერგიის აღდგენა. უფროს თაობას კარგად ახსოვს დრო, როცა ითვლებოდა, რომ სულ მცირე 18-დღიანი, უკეთეს შემთხვევაში კი – 24-დღიანი დასვენება განსაკუთრებული ბუნებრივი ფაქტორების არეალში, იდეალურ შემთხვევაში, მთისა და ზღვის ჰავის მონაცლეობით, აუცილებელია ძალების მობილიზებისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
თანამედროვე ცხოვრების ტემპმა და გლობალიზაციის პროცესმა, რამაც სხვა ყველაფერთან ერთად შრომისა თუ დასვენებისადმი ახალი მიდგომები მოიტანა და ნელ-ნელა დაამკვიდრა, შეცვალა სულ რაღაც სამი ათეული წლის წინ ტრადიციად ქცეული დასვენების კულტურა. ასე განსაჯეთ, ზოგიერთი წყარო თავად კურორტოლოგიასაც კი განმარტავს მედიცინის დარგად, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო განვითარებული. თანამედროვე დასავლურ სამყაროში მეცნიერთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილი არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ბუნება, მისი სამკურნალო თვისებები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენისა და დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით. ისინი მსგავსი მსჯელობისას ეყრდნობიან ფაქტს, რომ კლიმატური ფაქტორების ეფექტურობა არ არის დადასტურებული თანამედროვე პრინციპებზე დაფუძნებული კვლევებით. ამავე დროს, ქვეყნები, რომლებიც თანამედროვე სამედიცინო მიდგომებს ქმნიან, ერთხმად აღიარებენ მთელი რიგი დაავადებების აღმოცენებისა და მათი მიმდინარეობის თვალსაზრისით იმუნური სისტემის ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს. იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და დაავადებების შემდეგ მისი მდგომარეობის აღსადგენად, იმავე განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებულ კვლევათა შედეგების თანახმად, უმნიშვნელოვანესია არა რომელიმე მედიკამენტი, არამედ ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო, სასარგებლო ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედება, კარგი ძილი, სტრესის თავიდან აცილება. ყოველივე აღნიშნულს თუ შევაჯამებთ, ვერ უარვყოფთ, რომ სათანადო პირობებში დასვენება ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია.
საქართველოს კურორტები და საკურორტო ადგილები
საბედნიეროდ, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 100-ზე მეტი კურორტი და 160-ზე მეტი საკურორტო ადგილია აღრიცხული.
კურორტი არის ადგილი, რომელიც მდიდარია ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით, აქვს დასვენებისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
საკურორტო ადგილი არის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით მდიდარი ადგილი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა დასვენებისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნებისთვის.
კურორტებისა და საკურორტო ადგილების მრავალფეროვნება განაპირობებს ამა თუ იმ გეოგრაფიული ადგილის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თავისებურებებით მოსახლეობის დაინტერესებას. ფაქტორებს, რომლებიც საკურორტო ადგილზე სამკურნალო ზემოქმედებას ახდენენ, მიეკუთვნება:
- კლიმატი – გარკვეული გარემოს ამინდის მრავალწლიანი რეჟიმი, რაც დამოკიდებულია მზის გამოსხივების განაწილებაზე, ატმოსფერულ ცირკულაციაზე, მიწის საფარზე. საქართველოში სამკურნალოდ გამოიყენება ველის, მთის, ზღვის სანაპიროს კლიმატი.
- ბალნეოლოგიური ფაქტორები – ბუნებრივი მინერალური წყლები. მინერალური წყალი გამოიყენება როგორც აბაზანების სახით, ასევე მისაღებად (დასალევად);
- სამკურნალო ტალახები (პელოიდები);
- წვრილმარცვლოვანი სანაპირო ქვიშა.
არსებული სამკურნალო ფაქტორების მიხედვით განასხვავებენ კურორტთა სამ ძირითად ტიპს – ბალნეოლოგიურს, კლიმატურსა (მთის და ზღვის) და პელოიდოთერაპიულს (ტალახით მკურნალობა). ხშირად ერთსა და იმავე კურორტსა და საკურორტო ადგილზე რამდენიმე სამკურნალო ფაქტორია.
საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტები და საკურორტო ადგილებია (ანბანური თანმიმდევრობით): ამაღლება, გორმაღალა, კვალითი, კურსები, მენჯი, მუხური (ლუგელა), ნასაკირალი, ნოქალაქევი, სამტრედია, სიმონეთი, სულორი, შაქრიანი, ცაიში, წყალტუბო, ჭოკიანი.
მთის კლიმატური კურორტებისა და საკურორტო ადგილების დიდი ნაწილი საქართველოში მდებარეობს ზღვის დონიდან 400 მ-დან 1500 მ-მდე სიმაღლეზე ანუ I, II და III სარტყლების ფარგლებში, ანუ დაბალი და საშუალო მთის პირობებში. კერძოდ, II მაღლივ სარტყელში მდებარეობს არხილოსკალო, ბაზალეთის ტბა, დაბა, ოქროყანა, რიწა, საგურამო (ზედაზენი), ჩითახევი, წავკისი და წოდორეთი, III მაღლივ სარტყელში – გომბორი, თეთრიწყარო, კიკეთი, ლიბანი, მზეთამზე, პატარა ცემი, ტბა, ცემი, ცივი კოდა, ცხრაჯვარი. IV მაღლივ სარტყელში განლაგებულია ბაკურიანი, ბახმარო, ბეშუმი, გომის მთა.
ზღვისპირა კლიმატური კურორტები და საკურორტო ადგილებია აგუძერა, ანაკლია, ახალი ათონი, ახალი კინდღი, ბათუმი, გრიგოლეთი, გუდაუთა, გულრიფში, გუმისთა, მიუსერა, მწვანე კონცხი, ოქროს ნაპირი, სოხუმი, ურეკი, ქობულეთი, შეკვეთილი, ციხისძირი.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ხშირად ერთსა და იმავე კურორტზე რამდენიმე სამკურნალო ფაქტორია. ამ თავისებურების გამო განასხვავებენ ბალნეო-კლიმატურ და კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტებს. ბალნეო-კლიმატურ კურორტსა და საკურორტო ადგილზე სამკურნალო-პროფილაქტიკისთვის ძირითადად გამოიყენება მინერალური წყლები და ნაკლებად – კლიმატოთერაპიული პროცედურები. კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტსა და საკურორტო ადგილზე კი პირიქით – ძირითადი ფაქტორია კლიმატი და ნაკლებად – ბალნეოთერაპია.
საქართველოში ბალნეო-კლიმატური კურორტები და საკურორტო ადგილებია: I მაღლივ სარტყელში – ბუგეული, გორიჯვარი, ზვარე, ზინობიანი, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, კვერეთი, კოკოტაური, ლაგოდეხი, ლაძგვერია, ნაბეღლავი, სქური, ტყვარჩელი, ხიდიკარი; II მაღლივ სარტყელში – ახალციხე, ბორჯომი, ვაჟას წყარო, ზეკარი, ლაშიჭალა, ნუნისი, საირმე, უჯარმა, ყანჩავეთი, ხოვლე; III მაღლივ სარტყელში – ასპინძა, ბაგიათი, ვარძია, ვეზური, კოდიბინი, ლასკადურა, ლესე, მუაში, ნაგუთნი, ნაქალაქევი, ურაველი, ჯავა; IV მაღლივ სარტყელში განლაგებულია თორღვას აბანო და უწერა.
შავი ზღვის კურორტებიდან კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილებია: ბესლეთი, განთიადი, ეშერა, კინდღი, ლესელიძე, მალთაყვა, მახინჯაური, სუფსა, ქობულეთი. I მაღლივ სარტყელში მდებარეობს ბოლნისი და ლისის ტბა, II მაღლივ სარტყელში – ახალდაბა, დვირი, სორტუანი, სურამი, წყნეთის ქვედა ნაწილი. მისი ზედა ნაწილი მდებარეობს III მაღლივ სარტყელში (ზღვის დონიდან 1000-1100 მ სიმაღლეზე). III მაღლივი სარტყლის კურორტები და საკურორტო ადგილებია აბასთუმანი, ბიისი, დმანისი, ვანი (შუახევის რაიონი), ვარდევანი, თეთრი წყლები, კოჯორი, მიტარბი, მაჭარწყალი, ფასანაური, ფლატე, ძუღური, წაღვერი, IV მაღლივი სარტყლის – ავადხარა, ახალჭალა, კობი, ლებარდე, მესტია, სიონი, სტეფანწმინდა, ტიმოთესუბანი, შოვი, ციხისჯვარი, წინუბანი.
პელოიდურ კურორტზე ან საკურორტო ადგილზე სამკურნალო ფაქტორია პელოიდი (სამკურნალო ტალახი). ტალახი გამოიყენება აპლიკაციების, აბაზანების, ტამპონების და სხვა სახით. საქართველოში აღნიშნულის მაგალითია ახტალა და საკურორტო ადგილი კუმისი. ახტალაში მოიპოვება ვულკანური (სოპკის) ტალახი, კუმისში – ლამის სულფიდური ტალახი.
როდისაა არასასურველი კურორტული სამკურნალო ფაქტორების ზემოქმედება
სადღეისოდ, კურორტოლოგები აღნიშნავენ, რომ საკურორტო ფაქტორები ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურად ზემოქმედებენ და ეფექტს ავლენენ მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად. კურორტზე გამგზავრებითა და დასვენებით ექიმთან ვიზიტი და სათანადო დანიშნულების შესრულება ვერ ჩანაცვლდება. ფიზიოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა, დიეტოთერაპია და რაც მთავარია, დაავადების მედიკამენტური თუ ქირურგიული მკურნალობა აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
როდესაც ადამიანს აქვს მწვავე დაავადება ან ქრონიკული დაავადების გამწვავება (გაუარესება), გამოჯანმრთელებამდე ან მდგომარეობის გაუმჯობესებამდე კლიმატური ფაქტორების ზემოქმედება სასურველი არ არის. მაგალითად, ჰაერის აბაზანები არ არის სასურველი მაღალი ტემპერატურის, სასუნთქი გზების მწვავე დაავადებების (ფილტვების ანთება, აქტიური ტუბერკულოზი), გულის უკმარისობის, სუნთქვის უკმარისობის დროს. გრილი ჰაერის ზემოქმედება არასასურველია სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობით მიმდინარე დაავადებებისას (რეინოს დაავადება, სიცივით პროვოცირებული ბრონქული ასთმა).
ჰელიოთერაპია, ანუ მზის აბაზანებით მკურნალობა, უკუნაჩვენებია დაავადებების მწვავე სტადიებისას და გამწვავებებისას, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების, გულის იშემიური დაავადების, არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზიის, სისტემური წითელი მგლურას, ფოტოდერმატოზების დროს.
თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში) უკუნაჩვენებია ცხელების, დაავადებების მწვავე პერიოდის, ბრონქული ასთმის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისა და ტრავმების შედეგების, ეპილეფსიის დროს.
როგორ ავირჩიოთ კურორტი
მოდი, აღარ შევუდგეთ ამა თუ იმ კურორტსა თუ საკურორტო ადგილზე დასვენების ისედაც კარგად ცნობილი ჩვენებების ჩამოთვლას (ქვემოთ მოგვყავს საქართველოს კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე მკურნალობის ჩვენებები (წყარო: „საქართველოს კურორტოგრაფია და საკურორტო თერაპია“, 2011 წელი). უკვე კარგად ვიცით, რომ ბორჯომის ხეობის კურორტები ნაჩვენებია საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების, არხილოსკალო – თირკმლის გორგლოვანი (გლომერულონეფრიტი), საირმე – საშარდე სისტემის, ხოლო ნუნისი – კანის დაავადებების დროს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს კურორტთა მნიშვნელოვან ნაწილში რამდენიმე ფაქტორს აღმოვაჩენთ, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს დასვენების ადგილის არჩევას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის შემთხვევაში.
დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით შესაძლოა ზაფხულის შვებულების გატარება არა კურორტსა თუ საკურორტო ადგილზე, არამედ წინაპრების მიწა-წყალზე მოგვიხდეს. როგორც უკვე ვნახეთ, საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია. იშვიათად ვიპოვით სოფელს, რომელიც ახლოს არ იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ტერიტორიასთან. თუ ასე არ არის, არც ეს გვაძლევს გულის გატეხის საფუძველს – ხმაურიან ქალაქთან განშორება, სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება, ზომიერი ფიზიკური აქტიურობა და მზის სხივების ზემოქმედებაც საკმარისი იქნება ენერგიის აღდგენისა და დასვენებისთვის.
საქართველოს მთის კლიმატურ კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე მკურნალობის ჩვენებები
არხილოსკალო – შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.
ბაზალეთის ტბა, დაბა, საგურამო (ზედაზენი), ოქროყანა, ჩითახევი, წავკისი, წოდორეთი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; ნევროზი.
რიწა – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; ნევროზი.
გომარდული, გომბორი, თეთრი წყარო, კიკეთი, ლიბანი, მანგლისი, მზეთამზე, პატარა ცემი, ტბა, ცემი, ცივი კოდა, ცხრაჯვარი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; ნევროზი; რკინადეფიციტური ანემია.
ბაკურიანი, ბახმარო, ბეშუმი, გომის მთა – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია.
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს კურორტებზე მკურნალობის ჩვენებები
აგუძერა, ანაკლია, ახალი ათონი, ახალი კინდღი, ბათუმი, ბობოყვათი, გრიგოლეთი, გუდაუთა, გუმისთა, მიუსერა, მწვანე კონცხი, ოქროს ნაპირი, სოხუმი, შეკვეთილი, ციხისირი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; ნევროზი; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
ბესლეთი, ბიჭვინთა, გაგრა, განთიადი, ეშერა, კინდღი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.
ლესელიძე, მალთაყვა, მახინჯაური, სუფსა, ქობულეთი – შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
გულრიფში – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; ნევროზი; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
ურეკი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
საქართველოს ბალნეოლოგიურ კურორტებზე მკურნალობის ჩვენებები
ბია, გორმაღალა, კვალითი, კურსები, მენჯი, ნოქალაქევი, სულორი, შაქრიანი, ცაიში, ჭოკიანი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
ამაღლება, ნასაკირალი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
მუხური (ლუგელა) – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; სპონდილიტი და ოსტეოქონდროზი; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
სამტრედია – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
სიმონეთი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
წყალტუბო (აბაზანები) – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
წყალტუბო (გამოქვაბული) – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები.
საქართველოს ბალნეო-კლიმატურ და კლიმატო-ბალნეოლოგიურ კურორტებზე მკურნალობის ჩვენებები
ბუგეული, ზეკარი, კვერეთი, ტყვარჩელი, ხიდიკარი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
აბანო (აგარაკი-აბანო), გორიჯვარი, ზინობიანი, ლაგოდეხი, ლაძგვერია, უჯარმა, ყანჩავეთი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, ლისის ტბა – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; კანის დაავადებები.
ნუნისი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; კანის დაავადებები.
უდაბნო – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; ფსორიაზი.
ვაჟას წყარო – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; რადიოაქტიური დასხივებით ან ქრონიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებები.
ზვარე – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.
სორტუანი, სქური – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები.
ახალციხე, ბორჯომი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; რადიოაქტიური დასხივებით ან ქრონიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებები.
გუნდაური, კოკოტაური – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.
ლაშიჭალა – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; რადიოაქტიური დასხივებით ან ქრონიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებები.
ნაბეღლავი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; რადიოაქტიური დასხივებით ან ქრონიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებები.
საირმე – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; რადიოაქტიური დასხივებით ან ქრონიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებები.
ახალდაბა, დვირი, სურამი, ქვიშხეთი, წყნეთი, ხოვლე – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
ბოლნისი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.
აბასთუმანი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
ასპინძა, ბიისი, თეთრი წყლები, კოდიბინი, კოჯორი, ნაგუთნი, სადგერი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
ვარძია, ნაქალაქევი, ფასანაური – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
მუაში, ურაველი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; რადიოაქტიური დასხივებით ან ქრონიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებები.
ბაგიათი, ვანი (ბაბანური), ვარდევანი, ვეზური, ლასკადურა, ლესე, მაჭარწყალი, მიტარბი, ტიმოთესუბანი, ფლატე, ძუღური, წაღვერი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; რადიოაქტიური დასხივებით ან ქრონიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებები.
ჯავა – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; რადიოაქტიური დასხივებით ან ქრონიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებები.
დმანისი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; რადიოაქტიური დასხივებით ან ქრონიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებები.
თორღვას აბანო – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
ახალჭალა, ნეძვი, უწერა, შოვი, წინუბანი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; რადიოაქტიური დასხივებით ან ქრონიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებები.
ავადხარა, ლებარდე – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია.
კობი, მესტია, სიონი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია.
სტეფანწმინდა (ყაზბეგი-პანშეთი) – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
ციხისჯვარი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
საქართველოს ჰელოიდო-კლიმატურ კურორტებზე მკურნალობის ჩვენებები
ახტალა, კუმისი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; სუნთქვის სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები.