/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

რაქიტი და ბავშვები

რაქიტი და ბავშვები
რაქიტი ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნისა და მინერალიზაციის დარღვევა.

ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის (კალციფეროლი) ორი ფორმა არსებობს: D2 და D3. D2 საკვების მეშვეობით მიიღება, ხოლო D3 ორგანიზმში წარმოიქმნება მზის ულტრაიისფერი სხივების კანთან კონტაქტის დროს. D ვიტამინის ძირითად ფუნქციას ნაწლავებში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის ხელშეწყობა, თირკმელებში ფოსფორის უკუშეწოვის გაძლიერება წარმოადგენს.

რაქიტის ყველაზე გავრცელებული ფორმა D ვიტამინდეფიციტური რაქიტია.

D-ვიტამინდეფიციტური რაქიტის ძირითადი მიზეზებია:

  • არასწორი კვება - D ვიტამინით, კალციუმითა და ფოსფორით ღარიბი პროდუქტების მიღება;
  • მზის ულტრაიისფერი სხივების არასაკმარისი ექსპოზიცია

D ვიტამინის მეორეული დეფიციტი კი შესაძლოა განპირობებული იყოს:

  • კანის იმ დაავადებებით, რომლის დროს დაქვეითებულია ქოლეკალციფეროლის სინთეზი;
  • შეწოვის პროცესის დარღვევით, რის გამოც ვერ ხერხდება საკვებით მიღებული D ვიტამინის ათვისება;
  • D ვიტამინის მეტაბოლიზმის დარღვევით (ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღების ფონზე);
  • ღვიძლისა და თირკმელების იმ დაავადებებით, რომელთა დროსაც ირღვევა D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნა (მაგალითად,თირკმლის ქრონიკული უკმარისობა)

რაქიტის რისკფაქტორებია:

  • დედის არაბალანსირებული, არაადეკვატური კვება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
  • დედის ასაკი (35 წელზე მეტი);
  • ბავშვის დღენაკლულობა;
  • ხელოვნური კვება;
  • ხშირი რესპირაციული ინფექცია და დიარეა
შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ.დიდი მადლობა რომ ყოველᲗვის პასუხებს მცემᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა...კედლებს რომ ჰკიდებს ხელს დადის ან დივანს ან მაგიდას..ხელს რომ ᲩავკიდებᲗ დადის Ჩვეულებრივად მაგრამ ხელი რომ გავუᲨვა ეგრევე ეცემა.დამოუკიდდბლად ჯერ არ უნდა გავლა.როგორ მოვიქცეᲗ?</p>

რაქიტის პირველი ნიშნები პირველ-მეორე თვეს იჩენს თავს, თუმცა კლინიკური სურათის სრული გამოვლენა 4-დან 12 თვემდე ხდება.

რაქიტის სამკურნალოდ იყენებენ D ვიტამინის ორივე ფორმას D2-სა და D3-ს.

პრევენცია:

გამომდინარე იქიდან, რომ დედის რძეში D ვიტამინის შემცველობა მცირეა, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებს არასაკმარისი ინსოლაციის პირობებში შესაძლოა D ვიტამინის დეფიციტი განუვითარდეთ და მისი დამატებითი მიღება დასჭირდებათ. 6 თვემდე რაქიტის პრევენციისთვის მიზანშეწონილია D ვიტამინის მედიკამენტური ფორმის პროფილაქტიკური დოზის გამოყენება.

D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა რეკომენდებულია:

  • ბუნებრივ კვებაზე მყოფი ყველა ჩვილისთვის არასაკმარისი ინსოლაციის პირობებში;
  • ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს(თუ ისინი იღებენ 500 მლ-ზე ნაკლებ D ვიტამინით გამდიდრებულ საკვებს).

D ვიტამინით რაქიტის პროფილაქტიკა რეკომენდებულია სიცოცხლის პირველი 2 წლის განმავლობაში, განაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის თვეებში.

არსებობს მდგომარეობები, როდესაც D ვიტამინის ბავშვისთვის მიცემა არ შეიძლება, ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის მიცემამდე აუცილებელია პედიატრის კონუსლტაცია.

რაქიტის პროფილაქტიკა ასევე გულისხმობს ბალანსირებულ კვებას, დამატებითი კვების დროულ დაწყებას, ჰაერზე სეირნობას. საკვების შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ ბურღულის უჯრედისის, ფიტინის მჟავის სიჭარბე ამცირებს კალციუმის ათვისებას, ფოსფატების შეწოვას კი ხელს უშლის საკვები დანამატის სახით რკინის მიწოდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა არ არის რეკომენდებული.

რაქიტი არ არის ფატალური დაავადება, დროული და სწორი მკურნალობის პირობებში სრულიად შესაძლებელია გამოჯანმრთელდება, თუმცა დაგვიანებული მკურნალობის პირობებში შესაძლოა ძვალსახსროვანი სისტემის დეფორმაციები დარჩეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რაქიტი და ბავშვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები