/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ოფლიანობა და როდის უნდა მიმართოთ ექიმს

ოფლის გამოყოფა ორგანიზმის თერმორეგულაციის მთავარი საშუალებაა.

როცა სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესების შედეგად სხეულში წარმოქმნილი სითბო ჭარბად გროვდება, მის გასანეიტრალებლად და შინაგანი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ოფლი გამოიყოფა კანის ზედაპირზე, ატენიანებს მას, ორთქლდება და შედეგად ხდება სხეულის გაგრილება საჭირო დონემდე.

ეს პროცესი რეგულირდება ავტონომიური ნერვული სისტემის მიერ. ოფლის გამოყოფა განსაკუთრებით ინტენსიურია შემდეგ მიდამოებში: იღლია, სახე, ხელის გულები, ფეხის გულები.

ოფლის გამოყოფის ბუნებრივი მასტიმულირებელი ფაქტორები:

  • ემოციური მდგომარეობა;
  • გარემოს ტემპერატურის მომატება;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება ფიზიკური დატვირთვის გამო;
  • ცხარე საკვები;
  • ყავა - უშუალოდ ცენტრალური ნერვული სისტემას ასტიმულირებს, რაც საოფლე ჯირკვლების მუშაობის გაძლიერებას ახდენს და ცხელი სითხის მიღება იწვევს ორგანიზმის ტემპერატურის მომატებას და გაგრილების მოთხოვნილებას;
  • ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს მოხმარება - ორივე მათგანი ზრდის არტერიულ წნევას, გულისცემის სიხშირეს და სხეულის ტემპერატურას

ცხელ ამინდში და გაძლიერებული ფიზიკური აქტივობისას ოფლის გამოყოფა სრულიად ნორმალურია, რადგან ამ დროს ორგანიზმს ესაჭიროება გაგრილება.

ოფლიანობა შეიძლება ჩაითვალოს ჭარბად, როცა მისი რაოდენობა და ინტენსივობა აღემატება ორგანიზმისთვის საჭირო დონეს, შეუსაბამოა გარემო სიტუაციასთან და აღმოცენდება უმიზეზოდ.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვეაში ფიზიკურად უვნებელია, ჭარბი ოფლიანობა ძალიან შემაწუხებელია. არის ალბათობა, რომ მუდმივი ოფლიანობით მოხდეს კანის გაღიზიანება ადგილობრივად და მოიმატოს სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკმა.

ჰიპერჰიდროზს რამდენიმე ტიპი აქვს:

  • პირველადი იდიოპათიური ჰიპერჰიდროზი - ამ დროს ჭარბი ოფლიანობა არ არის გამოწვეული რაიმე დაავადებით და მისი ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.
  • მეორეული ჰიპერჰიდროზი -ჭარბი ოფლის გამოყოფის უკან დგას სამედიცინო პრობლემა.
  • ადგილობრივი ჰიპერჰიდროზი - ოფლის ჭარბ გამოყოფას ადგილი აქვს სხეულის რომელიმე კონკრეტულ უბანში. ოფლიანობის ეს ტიპი უმეტესად პირველად იდიოპათიურ ჰიპერჰიდროზთან ასოცირდება და მისი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.
  • გენერალიზებული ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლის გამოყოფა აღინიშნება სხეულის მთლიან ზედაპირზე. ამ ტიპის ოფლიანობა უმეტეს შემთხვევაში რაიმე დაავადების სიმპტომს წარმოადგენს და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამრაჯობათ D ვიტამინი მაქვს 29 რას მირჩევთ მივიღო D3 და რომელ პრეპარტს მირჩევთ</p>

პირველადი ადგილობრივი (ფოკალური) ჰიპერჰიდროზი ჭარბი ოფლიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია. ის არ არის დაავადების გამოხატულება და არ იწვევს ავადობას. ლოკალიზებულია სხეულის კონკრეტულ უბნებში: იღლია, ხელის ან ფეხის გულები, თავი, სახე. ოფლიანობა თანაბრად არის გამოხატული სხეულის ორივე მხარეს.

მეორადი გენერალიზირებული ჰიპერჰიდროზის მიზეზი ხშირად სხვადასხვა მდგომარეობა ან დაავადებაა. ამ დროს ოფლის გამოყოფის სტიმულირება ხდება სხვადასხვა პათოფიზიოლოგიური მექანიზმებით. ასეთი მდგომარეობებია: ორსულობა, მენოპაუზა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, დიაბეტი, ინფექციური დაავადება, რევმატოიდული ართრიტი, პარკინსონის დაავადება, გულის უკმარისობა, ენდოკარდიტი, სიმსივნური დაავადებები, როგორიცაა ლეიკემია ან ლიმფომა.

ის შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენა. ასეთი მედიკამენტებია: არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, ზოგიერთი საკვები დანამატი, დიაბეტის სამკურნალო ზოგი მედიკამენტი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები.

ჰიპერჰიდროზის ენდოკრინული მიზეზები

ჰიპერთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობენ ისეთ მნიშვნელოვას სასიცოცხლო პროცესებში, როგორიცაა: მეტაბოლიზმის, სუნთქვის, გულისცემის, სხეულის მასის, ტემპერატურის რეგულირება და სხვა. ამ ჰორმონების ნორმაზე ჭარბად გამომუშავება იწვევს მეტაბოლიზმის გაძლიერებას და გულისცემის სიხშირის გაზრდას, რაც თავის მხრივ ხდება ჭარბი ოფლის გამოყოფის მიზეზი.

დიაბეტი - ჰიპოგლიკემია ხდება დიაბეტის დროს ჭარბი ოფლის გამოყოფის ერთ-ერთი მიზეზი. გარდა ამისა, სისხლში მუდმივად ჭარბი რაოდენობით შაქრის არსებობა დროთა განმავლობაში იწვევს ნერვების დაზიანებას. მათ შორის შესაძლოა მოხვდეს საოფლე ჯირკვლების მარეგულირებელი ნერვებიც. ასეთი დაზიანების შედეგად ეს ნერვები განიცდის აქტივაციას, რაც ოფლის გაძლიერებული გამოყოფით ვლინდება.

ჭარბი წონა - ცხიმოვანი ქსოვილი ორგანიზმისთვის მოქმედებს როგორც სითბოს შემნახველი, რის გამოც ადვილად ხდება სხეულის შიდა ტემპერატურის მატება და გაგრილების მოთხოვნილება დიდია, რასაც მოსდევს ოფლის ინტენსიური გამოყოფა.

სტრესი - ამ დროს ხშირდება სუნთქვა და გულისცემა, ფართოვდება თვალის გუგები, კუნთების ტონუსი იზრდება და მატულობს სხეულის ტემპერატურა. ეს ყველაფერი კი იწვევს ოფლის ჭარბად გამოყოფას.

ღამის ოფლიანობა

მისი ყველაზე ხშირი მიზეზი არის 45-50 წლის ასაკიდან ქალებში მენოპაუზისთვის დამახასიათებელი ე.წ. ალები. ამის გარდა, ღამის ოფლიანობის მიზეზი შეიძლება იყოს: ინფექციური დაავადებები და ბაქტერიული ინფექციები, შიდსი, დიაბეტი და მეორეული ჰიპერჰიდროზის სხვა მიზეზები.

ამ დაავდებების დროს ოფლიანობის გარდა გამოხატულია მათი მახასიათებელი სხვა სიმპტომებიც.

ექიმის კონსულტაცია საჭირო ხდება თუ;

  • აღინიშნება ჭარბი ღამის ოფლიანობა;
  • ოფლიანობა გამოხატულია მთელ სხეულზე;
  • ოფლიანობის ინტენსივობა მკვეთრად და სწრაფად იცვლება;
  • ოფლიანობის დაწყება ემთხვევა ახალი მედიკამენტის მიღებას;
  • ოფლიანობას ახლავს სხვა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, უძილობა, გაძლიერებული წყურვილი, გაძლიერებული შარდვა;

მეორეული ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში მკურნლობის მთავარი მიმართულებაა ოფლიანობის გამომწვევი დაავადების მკურნალობა, ხოლო თუ მისი განკურნება ვერ ხერხდება, შეიძლება გამოყენებული იქნას იგივე საშუალებები, რასაც მიმართავენ პირველადი ფოკალური ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში, როცა ოფლიანობის კონკრეტული მიზეზები დაუდგენელია.

ოფლი და სუნი

თავად ოფლს სუნი არ გააჩნია. სუნის წარმოქმნა ხდება, როცა ოფლის კომპონენტები შეერევა კანის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებს.

აპოკრინული ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ოფლის შემადგენლობაში შედარებით მაღალია ცხიმოვანი ნაერთების შემცველობა და ბაქტერიებთან ურთიერთქმედებისას მეტად ჩნდება სუნი. ამ ტიპის ჯირკვლები კი განსაკუთრებით მრავლადაა კონცენტრირებული იღლიის ფოსოში. სუნის შემცირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პირადი ჰიგიენის რეგულარულ დაცვას, როგორ ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, რათა შემცირდეს კანის ბინადარი ბაქტერიების რაოდენობა.

ოფლის სუნის გაჩენა ბავშვებში საყურადღებო ხდება, თუ ის ვლინდება 7-8 წელზე ადრე ასაკში. ასეთ შემთხვევებში საჭიროა პედიატრის კონსულტაცია.

კომენტარები (1)
გალასტერ სააკ-ოღლი
მამაკაცებისთვის ჭარბი ოფლიანობის შესამცირებლად და შესაჩერებლადაც კი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჯერ ქალბატონი გიული ალასანიას საჯდომშიც და პირშიც პენისის კომფორტული განთავსება, ხოლო ამის შემდეგ კი ქალბატონი გიულის ძმის, ბატონი თემურ ალასანიას პირში ჯერ ჩაშარდვა, და მერე კი ჩასაქმება! &#129313;
თარიღი : 11-07-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ოფლიანობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები