კვებითი რჩევები თირკმელების ქრონიკული დაავადების პრევენციისა და მართვისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვებითი რჩევები თირკმელების ქრონიკული დაავადების პრევენციისა და მართვისთვის

თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე ბევრ ადამიანს, მათ შორის თირკმელების უკმარისობის მქონე პირებს, არ შეუძლიათ კალიუმის ნორმალურად გამოყოფა. თუ ეს ადამიანები მიირთმევენ დიდი რაოდენობით კალიუმს, მინერალი შეიძლება დაგროვდეს მათ სისხლში. სისხლში კალიუმის მომატებულმა დონემ, ჰიპერკალიემიამ, შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა და გულის სხვა პრობლემები.

იმ პირებს, რომელთაც არ იციან, რომ აქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ჰიპერკალიემიის კლინიკური ნიშნები, საზიანოა კალიუმის მიღება კალიუმის ქლორიდის შემცვლელების სახით.

თირკმლის დაავადების პრევენციისა და მართვისათვის:

დაყავით თეფში პორციებად

თეფშის ნახევარს უნდა შეადგენდეს ხილი და ბოსტნეული, ერთ მეოთხედს პროტეინები, ერთ მეოთხედს მთლიანი მარცვლეული.

შეზღუდეთ მარილის მიღება

დღის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ 2300მგ მარილი, რაც ერთ ჩაის კოვზ მარილს შეადგენს.

აკონტროლეთ მიღებული პროტეინების რაოდენობა

იმაზე მეტი პროტეინის მიღებამ, ვიდრე საჭიროა შეიძლება ზედმეტად გადატვირთოს თირკმელები.

არჩევანი გააკეთეთ რთულ ნახშირწყლებზე, მარტივი ნახშირწყლების ნაცვლად

მოერიდეთ მარტივ ნახშირწყლებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის სწრაფი მატება.

შეზღუდეთ ნაჯერი და ტრანს ცხიმები

ნაჯერი და ტრანს ცხიმების დიდი რაოდენობით მიღება ზრდის გულის დაავადებების რისკს, რაც აზიანებს თირკმელებს. მიიღეთ უჯერი ცხიმები.

აკონტროლეთ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა

ალკოჰოლმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თირკმელების ფუნქციონირებაზე, ჰიდრატაციის დონეზე და სისხლის წნევაზე. ამ მაჩვენებლების დარღვევა კი თირკმლის დაავადებას იწვევს.

ყურადღება მიაქციეთ ფოსფორისა და კალიუმის მიღებას

ფოსფორისა და კალიუმის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც თირკმლის ქრონიკული დაავადება აქვთ.