/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ცემენტის მტვრის მავნე ზეგავლენა

ცემენტის მტვრის მავნე ზეგავლენა
რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელსაც ყოველდღე უწევს ცემენტის მტვრის ჩასუნთქვა (ჩვენს საცხოვრებელთან ახლოს არის ცემენტის ქარხანა)?

"ცემენტი" ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ჰიდრავლიკურ-მჭიდი ნივთიერებების დიდი ჯგუფის კრებით სახელწოდებას წარმოადგენს. ის ერთ-ერთი უმთავრესი საშენი მასალაა, რომელსაც იყენებენ ბეტონისა და დუღაბის დასამზადებლად, ნაგებობების ცალკეული დეტალებისა და ელემენტების ჩამოსასხმელად, ჰიდროსაიზოლაციოდ და სხვა.

ცემენტის გადამამუშავებელ ქარხანაში დასაქმებულ პირებს, შესაბამისი საწარმოო და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროფესიული დაავადება ემუქრებათ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ცემენტის გადამუშავებისას დიდძალი მტვერი წარმოიქმნება, რომლის ჩასუნთქვის, ჩაყლაპვის, აგრეთვე კანსა და თვალებზე ზემოქმედების შედეგად განსაზღვრულ დაავადებებს ეყრება საფუძველი. ამ პროფესიულ დაავადებათა რისკჯგუფში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადად ქარხანაში მომუშავე პერსონალი შედის. ბუნებრივია, საწარმოო უსაფრთხოებისა და სხვა უამრავი სათანადო წესის (დატვირთვა-ჩამოტვირთვის, ტრანსპორტირების და სხვა) დაუცველობის გამო საქართველოში გარემოს ცემენტის მტვრით დაბინძურება მეტად აქტუალური პრობლემაა.

სამწუხაროდ, ცემენტის მავნე ზემოქმედების ობიექტი არა მხოლოდ გადამამუშავებელ ქარხანაში მომუშავე პერსონალი, არამედ ქარხნის მახლობელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც არის. რა თქმა უნდა, ცემენტის მტვრით დაბინძურებული ჰაერის ყოველდღიურად ჩასუნთქვა არასასურველი და მავნებელია, მაგრამ ჰაერში ცემენტის კონცენტრაცია ქარხნის მახლობელ მიდამოებში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თვით ქარხნის ტერიტორიაზე. ასე რომ, თუ ცემენტის ქარხანაში არ მუშაობთ, ქვემოთ აღწერილ დაავადებებს მეტისმეტად ნუ შეუშინდებით.

სასუნთქი გზების დაავადებები

სასუნთქი გზების პათოლოგიები ცემენტის წარმოებაში მომუშავეთა პროფესიულ დაავადებებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ჯგუფს ქმნის. აღნიშნული დაავადებები შედეგია ცემენტის მტვრის სისტემატურად შესუნთქვისა და მავნე საწარმოო პირობების მიკრო თუ მაკრო დონეზე ზეგავლენისა.

რესპირატორულ ანუ სასუნთქი გზების დაავადებებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქრონიკული ბრონქიტი ხშირად ფილტვების ემფიზემასთან ასოცირდება. ემფიზემა ფილტვის მოცულობის პათოლოგიური გაგანიერებაა მასში ჰაერის დაგროვების გამო. აღსანიშნავია, რომ ზოგადი დანიშნულების პორტლანდცემენტის (ცემენტის ერთ-ერთი სახეობაა) შემადგენლობაში არ შედის თავისუფალი კაჟმიწა. შესაბამისად, ის არ იწვევს სილიკოზს - სილიციუმის ორჟანგის შემცველი საწარმოო მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვის შედეგად განვითარებულ ფილტვების პროფესიულ დაავადებას. თუმცა ცემენტის წარმოებაში მომუშავე პირები ხშირად განიცდიან ძირითადი ნედლეულის მავნე ზემოქმედებას, ვინაიდან ცემენტის წარმოებისთვის განკუთვნილი ნედლეულის შემადგენლობაში თავისუფალი კაჟმიწა მრავალი ვარიაციით არის წარმოდგენილი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

მჟავამედეგი ცემენტები, რომელთაც ცეცხლგამძლე აგურების, ფხვნილებისა თუ სხვა მასალების დასამზადებლად იყენებენ, დიდი რაოდენობით თავისუფალ კაჟმიწას შეიცავს. შესაბამისად, ცემენტის წარმოებაში დასაქმებული პირები სილიკოზით დაავადების რისკის ჯგუფს ქმნიან. ფილტვების ცემენტით დამტვერიანებას კეთილთვისებიან წერტილოვან ან საცრისებრ პნევმოკონიოზს (მაღაროელთა დაავადებას) უწოდებენ.

პნევმოკონიოზი საწარმოო მტვრის ხშირი ჩასუნთქვით გამოწვეული ფილტვის პროფესიული დამტვერიანება და ფიბროზია. ის მავნე საწარმოო პირობების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად აღმოცენდება და ძალიან ნელა ვითარდება. თუმცა არსებობს პნევმოკონიოზის მეტად რთული და სწრაფად პროგრესირებადი ფორმებიც. ცემენტის ზოგიერთი სახეობა შეიცავს ვულკანურ ტუფს და სხვა ნაერთებს, რომლებიც გაცხელებისას ამორფული კაჟმიწის კრისტალურ ნივთიერებად გარდაქმნის გამო ტოქსიკური ხდება - კრისტალური ნივთიერებები ბევრად უფრო პათოგენურია, ვიდრე კვარცი. მიმდინარე ტუბერკულოზი შესაძლოა გართულდეს ცემენტით გამოწვეული პნევმოკონიოზით.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები

ცემენტის წარმოებაში მომუშავე ადამიანებს შორის მასობრივად არის გავრცელებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია. ექსპერიმენტულად ნაჩვენებია, რომ საცდელი ძაღლებისა და ზღვის გოჭების საკვებში ცემენტის მტვრის დამატება კუჭის წყლულის განვითარებას იწვევს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა აღმოცენება ცემენტის გადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ნაკლებად ემუქრება, თუმცა ცემენტის მტვრის სისტემატურმა ჩასუნთქვამ შესაძლოა ამ დაავადებათა გამწვავება გამოიწვიოს.

კანის პათოლოგიები

ჯერ კიდევ 1947 წელს შეამჩნიეს, რომ ცემენტით განპირობებული ეგზემის ძირითადი მიზეზი ცემენტში ექვსატომიანი ქრომის არსებობაა. ქრომის მარილები აღწევს კანქვეშ, უკავშირდება ცილებს და აძლიერებს ალერგენებისადმი ორგანიზმის მგრძნობელობას. რამდენადაც ცემენტის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული არ შეიცავს ქრომს, ამ ელემენტის ცემენტში მოხვედრის წყაროდ მიიჩნევენ ცეცხლგამძლე ღუმლების განლევა-გაცრეცას, ნედლეულის დასაქუცმაცებლად უხარისხო ინსტრუმენტების გამოყენებას. ცემენტში ტუტის მაღალი შემცველობა დერმატოზის განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

თვალის პათოლოგიები

ცემენტის მტვერმა შესაძლოა თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის, კონიუნქტივის, ანთება - კონიუნქტივიტი გამოიწვიოს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩამოთვლილი და სხვა დაავადებები ძირითადად ცემენტის გადამამუშავებელ ქარხანაში დასაქმებულ პირებს ემუქრებათ.

საუბედუროდ, საქართველოში გარემოს დაბინძურება არავის აღელვებს, არც საწარმოო უსაფრთხოებასა თუ ჰიგიენას ექცევა ყურადღება. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ცემენტის ქარხანასთან თქვენი საცხოვრებლის ახლომდებარეობის გამო შედარებით დაბინძურებული ჰაერით სუნთქვა გიწევთ. მიუხედავად ამისა, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით. ჯობს, ორგანიზმი რაციონალური კვებით, სისტემატური ვარჯიშითა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით გაიკაჟოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცემენტის მტვრის მავნე ზეგავლენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები