/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რას გვპირდება შვებულება

რას გვპირდება შვებულება
სიწყნარე, სიმშვიდე, პატარა მყუდრო სახლი მდინარის ნაპირას ან კომფორტული ნომერი ზღვისპირა სასტუმროში - აი შვებულების თანმხლები ის სასიამოვნო ატრიბუტები, რომლებიც მომდევნო წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომისთვის საჭირო ენერგიით გვავსებს.

არანაკლებ წარმტაცია უცნობი ადგილების მონახულება, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაციონალური ტრადიციებისა და სამზარეულოს გაცნობა.

სამწუხაროდ, ზაფხულის მწველი მზე და სიცხე კონდიციონერებისა და ვენტილატორების გარემოცვაშიც კი ბევრს შვებულების ნორმალურად გატარების საშუალებას არ აძლევს, ამასთანავე, კონდიციონერების გარემოში მუდმივად ყოფნა, ტემპერატურული ცვლილებები ასუსტებს ორგანიზმს და მასში დაავადებათა გამომწვევი მიკრობების შეღწევას აადვილებს. უმრავლესობა შვებულებას სიხარულით იღებს და აზრადაც არ მოსდის, რომ შესაძლოა, ცხელ ზაფხულში დასვენებამ ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიცოცხლესაც კი სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

საინტერესო ციფრები

  • სრულფასოვანი დასვენებისთვის ადამიანს 28 დღე სჭირდება.
  • 80%, ტრადიციულად, შვებულებაში გასვლას ზაფხულში ამჯობინებს.
  • ადამიანები, რომლებიც შვებულების გარეშე შრომობენ, გაცილებით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ქრონიკული ალკოჰოლიკები.
  • 20% საკურორტო რომანებისა გრძელდება ერთი ღამით, 50% - კვირაზე მეტხანს, მხოლოდ 4% რომანებისა სრულდება მყარი კავშირებით.
  • მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი შვებულება ფინეთში აქვთ – 39 დღე, ყველაზე ხანმოკლე კი იაპონიაში – 10-14 დღე.
  • 30% შვებულების დღეებშიც კი აწარმოებს საქმიან მიმოწერას, 50% საუბრობს კოლეგებთან ტელეფონზე, 10% კი კვლავ სამსახურში დადის.
  • ყოველწლიური დასვენება 40%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
  • 40% ისვენებს წელიწადში ორჯერ, 35 - ერთხელ, 11% კი საერთოდ არ გადის შვებულებაში.
  • 50% შვებულებას ოჯახთან ერთად ატარებს, ყოველ მეხუთეს მისი გატარება ოჯახის გარეშე ურჩევნია, 5%-ს კი სურს, წავიდეს შვებულებაში შვილებთან ერთად, ოღონდ მეუღლის გარეშე.
  • 80% შვებულებისას ხარჯავს თან წაღებულ მთელ თანხას.
  • 40% უპირატესობას ანიჭებს ზღვის კურორტებს, 25% - ექსკურსიულ ტურებს, 20% - სანატორიუმში დასვენებას, 20%-ს კი საკუთარი აგარაკი ურჩევნია.

პრობლემები, რომლებიც შვებულებისას ჩნდება

შვებულებას მთელი წელი მოუთმენლად ველით, დასასვენელად წასულები კი უცბად აღმოვაჩენთ, რომ ორგანიზმის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება, მაშინაც კი, როცა აბსოლუტურად სწორ და ჯანსაღ ცხოვრების წესს მივდევთ. ამაში ბრალი რამდენიმე ფაქტორს მიუძღვის, რომლებიც ორგანიზმს ახალ გარემოში დაუყოვნებლივ გარდაქმნას აიძულებს.

აკლიმატიზაცია

კლიმატის ცვლილება ყოველთვის ძლიერი სტრესია ორგანიზმისთვის, აკლიმატიზაციის პირველი ნიშნებია გაციება, ტემპერატურის მომატება, სურდო და თავის ტკივილი. ყოველივე ეს ადვილი ასატანია ახალგაზრდებისთვის, პატარა ბავშვებსა და 50 წელს გადაცილებულებს კი რეალურ პრობლემად ექცევათ ხოლმე. განსაკუთრებული სიმწვავით აღიქვამენ ამგვარ ცვლილებებს მეტეომგრძნობიარე ადამიანები, ანუ ისინი, ვისი ორგანიზმიც ატმოსფერული წნევის ცვლილებებსა და მაგნიტურ ქარიშხლებზე მწვავედ რეაგირებს. ასეთები კი საერთო მოსახლეობის 30-35%-ს შეადგენენ. ისინი, ჩვეულებრივ, შვებულებიდან უფრო მეტად გადაქანცულნი ბრუნდებიან.

აკლიმატიზაცია 5-დან 7 დღემდე გრძელდება, ამიტომ ორგანიზმისთვის განსაკუთრებით დამქანცველი განსხვავებულ კლიმატურ ზონებში ხანმოკლე ტურებია. ნორმალური დასვენება ნებისმიერ კლიმატურ ზონაში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ 21-24-დღიანი ტურის შემთხვევაში, 28-დღიანი შვებულებისას, რათა შინ დაბრუნებისას უკუადაპტაციისთვის რამდენიმე დღე დაგრჩეთ.

უჩვეულო საკვები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ყოველ დასახლებულ პუნქტში, დაბასა და სოფელში წყალსა და საკვებს მისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს და ორგანიზმსაც ყოველთვის არ შესწევს ძალა, სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაერთოს ერთიდან მეორეზე. ცხიმიანი, ცხარე საკვები, მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის სალათები - რაციონის ბუნებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ იგი განსხვავებულია და მასთან მიჩვევას დრო სჭირდება. ხშირია უჩვეულო საკვებით პროვოცირებული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლებები: გულძმარვა, ფაღარათი და ყაბზობა, ისეთ პირებშიც კი, რომლებსაც, ზოგადად, საჭმლის მომნელებელი სისტემა საათივით უმუშავებს.

განსხვავებული წყალი

განსხვავებული გეოლოგიური წარმოშობისა და მინერალური შემადგენლობის წყალი არცთუ იშვიათად თავად აფერხებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციობას და შესაძლოა, კანსა და თმასთან დაკავშირებული ცვლილებების პროვოცირებაც კი მოახდინოს. საბედნიეროდ, შინ დაბრუნებისას ყველა ეს უსიამოვნება თავისთავად ქრება.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი პრობლემებს ჭარბად და ბოროტად გამოყენების შემთხვევაში ბადებს. სამუშაოს დამღლელ რიტმს მოწყვეტილი ადამიანები ხშირად სმას თვითმფრინავში ან მატარებელშივე იწყებენ და მთელი შვებულების განმავლობაში აგრძელებენ, სვამენ ყველაფერს განურჩევლად, ყოველგვარი წესის გარეშე. ამას შვებულების თანმხლები სხვა უსიამოვნებებიც ემატება და ბევრს საკმაოდ დიდხანს უწევს ხოლმე მავნე შედეგების ლიკვიდაცია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რას გვპირდება შვებულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვპირდება შვებულება

არანაკლებ წარმტაცია უცნობი ადგილების მონახულება, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაციონალური ტრადიციებისა და სამზარეულოს გაცნობა.

სამწუხაროდ, ზაფხულის მწველი მზე და სიცხე კონდიციონერებისა და ვენტილატორების გარემოცვაშიც კი ბევრს შვებულების ნორმალურად გატარების საშუალებას არ აძლევს, ამასთანავე, კონდიციონერების გარემოში მუდმივად ყოფნა, ტემპერატურული ცვლილებები ასუსტებს ორგანიზმს და მასში დაავადებათა გამომწვევი მიკრობების შეღწევას აადვილებს. უმრავლესობა შვებულებას სიხარულით იღებს და აზრადაც არ მოსდის, რომ შესაძლოა, ცხელ ზაფხულში დასვენებამ ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიცოცხლესაც კი სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

საინტერესო ციფრები

  • სრულფასოვანი დასვენებისთვის ადამიანს 28 დღე სჭირდება.
  • 80%, ტრადიციულად, შვებულებაში გასვლას ზაფხულში ამჯობინებს.
  • ადამიანები, რომლებიც შვებულების გარეშე შრომობენ, გაცილებით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ქრონიკული ალკოჰოლიკები.
  • 20% საკურორტო რომანებისა გრძელდება ერთი ღამით, 50% - კვირაზე მეტხანს, მხოლოდ 4% რომანებისა სრულდება მყარი კავშირებით.
  • მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი შვებულება ფინეთში აქვთ – 39 დღე, ყველაზე ხანმოკლე კი იაპონიაში – 10-14 დღე.
  • 30% შვებულების დღეებშიც კი აწარმოებს საქმიან მიმოწერას, 50% საუბრობს კოლეგებთან ტელეფონზე, 10% კი კვლავ სამსახურში დადის.
  • ყოველწლიური დასვენება 40%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
  • 40% ისვენებს წელიწადში ორჯერ, 35 - ერთხელ, 11% კი საერთოდ არ გადის შვებულებაში.
  • 50% შვებულებას ოჯახთან ერთად ატარებს, ყოველ მეხუთეს მისი გატარება ოჯახის გარეშე ურჩევნია, 5%-ს კი სურს, წავიდეს შვებულებაში შვილებთან ერთად, ოღონდ მეუღლის გარეშე.
  • 80% შვებულებისას ხარჯავს თან წაღებულ მთელ თანხას.
  • 40% უპირატესობას ანიჭებს ზღვის კურორტებს, 25% - ექსკურსიულ ტურებს, 20% - სანატორიუმში დასვენებას, 20%-ს კი საკუთარი აგარაკი ურჩევნია.

პრობლემები, რომლებიც შვებულებისას ჩნდება

შვებულებას მთელი წელი მოუთმენლად ველით, დასასვენელად წასულები კი უცბად აღმოვაჩენთ, რომ ორგანიზმის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება, მაშინაც კი, როცა აბსოლუტურად სწორ და ჯანსაღ ცხოვრების წესს მივდევთ. ამაში ბრალი რამდენიმე ფაქტორს მიუძღვის, რომლებიც ორგანიზმს ახალ გარემოში დაუყოვნებლივ გარდაქმნას აიძულებს.

აკლიმატიზაცია

კლიმატის ცვლილება ყოველთვის ძლიერი სტრესია ორგანიზმისთვის, აკლიმატიზაციის პირველი ნიშნებია გაციება, ტემპერატურის მომატება, სურდო და თავის ტკივილი. ყოველივე ეს ადვილი ასატანია ახალგაზრდებისთვის, პატარა ბავშვებსა და 50 წელს გადაცილებულებს კი რეალურ პრობლემად ექცევათ ხოლმე. განსაკუთრებული სიმწვავით აღიქვამენ ამგვარ ცვლილებებს მეტეომგრძნობიარე ადამიანები, ანუ ისინი, ვისი ორგანიზმიც ატმოსფერული წნევის ცვლილებებსა და მაგნიტურ ქარიშხლებზე მწვავედ რეაგირებს. ასეთები კი საერთო მოსახლეობის 30-35%-ს შეადგენენ. ისინი, ჩვეულებრივ, შვებულებიდან უფრო მეტად გადაქანცულნი ბრუნდებიან.

აკლიმატიზაცია 5-დან 7 დღემდე გრძელდება, ამიტომ ორგანიზმისთვის განსაკუთრებით დამქანცველი განსხვავებულ კლიმატურ ზონებში ხანმოკლე ტურებია. ნორმალური დასვენება ნებისმიერ კლიმატურ ზონაში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ 21-24-დღიანი ტურის შემთხვევაში, 28-დღიანი შვებულებისას, რათა შინ დაბრუნებისას უკუადაპტაციისთვის რამდენიმე დღე დაგრჩეთ.

უჩვეულო საკვები

ყოველ დასახლებულ პუნქტში, დაბასა და სოფელში წყალსა და საკვებს მისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს და ორგანიზმსაც ყოველთვის არ შესწევს ძალა, სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაერთოს ერთიდან მეორეზე. ცხიმიანი, ცხარე საკვები, მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის სალათები - რაციონის ბუნებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ იგი განსხვავებულია და მასთან მიჩვევას დრო სჭირდება. ხშირია უჩვეულო საკვებით პროვოცირებული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლებები: გულძმარვა, ფაღარათი და ყაბზობა, ისეთ პირებშიც კი, რომლებსაც, ზოგადად, საჭმლის მომნელებელი სისტემა საათივით უმუშავებს.

განსხვავებული წყალი

განსხვავებული გეოლოგიური წარმოშობისა და მინერალური შემადგენლობის წყალი არცთუ იშვიათად თავად აფერხებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციობას და შესაძლოა, კანსა და თმასთან დაკავშირებული ცვლილებების პროვოცირებაც კი მოახდინოს. საბედნიეროდ, შინ დაბრუნებისას ყველა ეს უსიამოვნება თავისთავად ქრება.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი პრობლემებს ჭარბად და ბოროტად გამოყენების შემთხვევაში ბადებს. სამუშაოს დამღლელ რიტმს მოწყვეტილი ადამიანები ხშირად სმას თვითმფრინავში ან მატარებელშივე იწყებენ და მთელი შვებულების განმავლობაში აგრძელებენ, სვამენ ყველაფერს განურჩევლად, ყოველგვარი წესის გარეშე. ამას შვებულების თანმხლები სხვა უსიამოვნებებიც ემატება და ბევრს საკმაოდ დიდხანს უწევს ხოლმე მავნე შედეგების ლიკვიდაცია.


ჭარბი ჟანგბადი

ბევრს მიაჩნია, რომ ჟანგბადით მდიდარ ჰაერზე უკეთესი და სასარგებლო არაფერია, მაგრამ მათთვის, ვინც ავტომობილების გამონაბოლქვით გაჯერებულ ინდუსტრიულ ქალაქებში ცხოვრებას და დაბინძურებული ჰაერით სუნთქვას არის მიჩვეული, ჟანგბადის სიუხვე უჩვეულო და საშიშიც კია. საბედნიეროდ, ის, რასაც მედიკოსები "ჟანგბადოვან მოწამვლას" უწოდებენ, მხოლოდ შვეულების პირველ დღეებში ხდება და თავისთავად გაივლის. ასე რომ, მაღალმთიან კურორტებზე პირველ დღეებში თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და მადის დაკარგვა ნუ შეგაშინებთ - ეს იმის მაუწყებელია, რომ ქალაქის დაბინძურებულ ჰაერს მიჩვეული ორგანიზმი ნორმალურ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობს.

ძილიანობა

შვებულების პირველ დღეებში დაძინების სურვილი ბევრს უჩნდება და ეს აუცილებელიც კია სტრესის მოსახსნელად და დასვენების რეჟიმზე გადასართველად. საფრთხეს, ჩვეულებრივ, ის ქმნის, რომ ყველაფერ კარგს ორგანიზმი ძალზე სწრაფად ეჩვევა და თუ შვებულებისას 8-10 საათი გეძინათ, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ძილის 6-7-საათიან რეჟიმზე გადასართველად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

ხდება ისეც, რომ ზოგიერთს შვებულების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით ამ პერიოდში, პირიქით, ნაკლები სძინავს, ამიტომ ორგანიზმი ვერ ასწრებს სამსახურში დაბრუნებამდე დაკარგული ენერგიის აღდგენას და ქრონიკული გამოუძინებლობის შედეგებს კიდევ კარგა ხანს იმკის.

ფიზიკური აქტივობა

თუ, ჩვეულებრივ, თქვენი ფიზიკური აქტივობა დილაობით ავტომობილამდე ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამდე რამდენიმე მეტრის გავლით ამოიწურება, შვებულების დაწყებისთანავე ნუ ეცდებით რამდენიმეკილომეტრიანი მარშრუტების დალაშქვრას და მთების დაპრობას - გაზარმაცებული ორგანიზმი გაფიცვას მოაწყობს. ამიტომ სჯობს, აქტიურ ცხოვრების წესს თანდათანობით მიაჩვიოთ.

ბიორიტმის ცვლილებანი

ეს მათ ემუქრება, ვინც დანიშულ ადგილამდე მისასვლელად რამდენიმე ათასAკილომეტრს ლახავს და საათობრივ სარტყელს იცვლის. მოვლენას დესინქრონოზი ეწოდება, რაც შინაგანი ბიოლოგიური საათის მუშაობის შეფერხებას აღნიშნავს. დესინქრონოზი გამოიხატება თითქმის ყველა ორგანოს დისფუნქციით, ძილისა და კვების რეჟიმის რღვევით. უპირველეს ყოვლისა, თავს იჩენს უძილობა. მეორე და არანაკლებ დაუნდობელი სიმპტომია ძილიანობა, მუდმივი მთქნარება მთელი დღის განმავლობაში, როცა ექსკურსიები და ღირშესანიშნავი ადგილების დათვალიერება ტანჯვად იქცევა, სანაპიროზე წოლა და გარუჯვა კი შენელებულ თვითმკვლელობად. რაც მთვარია, ბიოლოგიური საათი მუშაობის პირვანდელ რეჟიმს ყველაზე ძნელად უბრუნდება - ამას შინ დაბრუნების შემდეგ კიდევ რამდენიმე კვირა და ზოგჯერ თვეც კი სჭირდება.

მზით დამწვრობა

ყველამ იცის, რომ ზღვაში თავით გადაშვების შემდეგ ნაპირზე რამდენიმე საათით წოლა საშიშია. მიუხედავად ამისა, ჩავლენ თუ არა ზღვაზე, ჯერ ნორმალურად დაბინავებულებიც კი არ არიან, რომ უკვე პლაჟზე წვანან და ირუჯებიან, მეორე დღეს კი დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოებითა და მედიკამენტებით იამებენ სულსწრაფობის შედეგს. ზოგიერთ ეგზოტიკურ კურორტზე, სადაც აფთიაქი არ არის, ადგილობრივი მცხოვრებლების ერთ-ერთი შემოსავლის წყარო სწორედ დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებებით ვაჭრობა გახლავთ, რომლებშიც ტურისტები გაუგონარ თანხებს იხდიან.

ტრავმები

შვებულებას თითქმის ყოველთვის თან ახლავს ჭრილობები, ნაკაწრები, მოტეხილობა, ღრძობა და კუნთების დაჭიმვა. ეს გასაკვირი არც არის - ოფისის სწორ იატაკზე სიარულს მიჩვეულ ადამიანებს, რომლებიც ჩინებულად ფლობენ კოლეგების მაგიდებს შორის მოხერხებულად გაძრომის ტექნიკას, კურორტის უსწორმასწორო და, ამასთანავე, აბსოლუტურად უცნობი ლანდშაფტები მთელ რიგ პრობლემებს უქმნის. პლაჟის ფეხსაცმელში შეცურებული სველი ტერფებიც ხომ გვარიანად სრიალებენ. ნურც ზედმეტად "სუფთა" სანაპიროები დაგვავიწყდება, ტყეებსა და ბუჩქებში ძრომიალზე რომ აღარაფერი ვთქვათ.