რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    თუთია - ელემენტის შესაძლებლობები - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    თუთია - ელემენტის შესაძლებლობები

    ორგანიზმი მას თავად ვერ წარმოქმნის, თუმცა შეუძლია, ცოტა რაოდენობის თუთიის მცირე ხნით შენახვა. აქედან გამომდინარე, თუთია რეგულარულად უნდა მივიღოთ საკვების საშუალებით.

    თუთია ორგანიზმში მიმდინარე არაერთ ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს:

    • დნმ-სა და ცილის სინთეზში;
    • მრავალი ფერმენტის სინთეზში, რომლებიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის;
    • A ვიტამინისა და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში;
    • ტესტოსტერონისა და ინსულინის სინთეზში;
    • ნაყოფის ნორმალურ ზრდასა და ემბრიონის განვითარებაში

    თუთია, ასევე:

    • ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას;
    • ასტიმულირებს ბავშვის ზრდა-განვითარებას;
    • საჭიროა სმენის, მხედველობის, გემოვნების და ყნოსვის ჩამოსაყალიბებლად;
    • უზრუნველყოფს ძვლების, კანის, თმის, ფრჩხილების ჯანმრთელობას;
    • ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას(მაკროფაგების, T და B ლიმფოციტების აქტივობას).თუთიის მიღება აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ბაქტერიებსა და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება

    თუთიის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. მისმა ნაკლებობამ შესაძლოა ზრდის შეფერხება გამოიწვიოს.

    თუთიაზე მოთხოვნილება იზრდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვისა და სტრესის დროს. ასეთ სიტუაციებში თუთიის მიღება შესაბამისად უნდა გაიზარდოს.

    თუთიის მიღებისას გასათვალისწინებელია, რომ თუთიის შემცველი საკვები შესაძლოა სხვა ისეთ ნივთიერებებსაც შეიცავდეს, რომლებიც თუთიის შეწოვას აფერხებს. მაგალითად:

    • ფიტატები - იკავშირებს თუთიას და ხელს უშლის მის ათვისებას. ამ ნივთიერებებს შეიცავს მთლიანი მარცვლეული, პარკოსნები, თხილეული.(იმისათვის, რომ ფიტინის რაოდენობა შემცირდეს უმჯობესია პარკოსნების და მარცვლეულის მთელი ღამით წყალში დატოვება).
    • ოქსალატები - დიდი რაოდენობით არის ისპანახში, ღვიძლში, ჭარხალში, კაკაოში, თხილში, შავ ჩაიში, მარწყვში;
    • კალციუმი და ფოსფორი;
    • ჭარბი რკინა და სპილენძი

    თუთიას ათვისებას კი ხელს უწყობს:ცილები და ლიმონმჟავა,(C ვიტამინი კი ამ ელემენტის კოფაქტორია).

    თუთია უკეთესად აითვისება ცხოველური საკვებიდან.

    თუთიის კარგი წყაროა:

    • თევზი და ზღვის პროდუქტები;
    • ხორცი;
    • კვერცხი;
    • რძე და რძის ნაწარმი;
    • ბროკოლი;
    • კარტოფილი;
    • ისპანახი;
    • ლობიო;
    • გოგრა;
    • ნუში;
    • სელი

    შედარებით ნაკლებია მისი რაოდენობა ხილში.