/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პედიატრია

რატომ დიდდება თიმუსი

რატომ დიდდება თიმუსი
ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის შემთხვევებმა ექიმების ყურადღება ჯერ კიდევ ოთხი საუკუნის წინათ მიიპყრო.

ხუთი თვის ჩვილის გაკვეთის შედეგად ერთადერთი პათოლოგია - გადიდებული მკერდუკანა ჯირკვალი აღმოაჩინეს. რას წარმოადგენს მკერდუკანა ჯირკვალი? მკერდუკანა ჯირკვალი, თიმუსი, მკერდის ძვლის ზემოთ მდებარეობს. ფორმით იგი ორკაპა ჩანგალს წააგავს. ამჟამად თიმუსი იმუნური სისტემის მთავარ ორგანოდ არის მიჩნეული. ამ ჯირკვალში მწიფდება და დიფერენცირდება თ-ლიმფოციტები, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ სისტემას განაგებს და თავდაცვას უზრუნველყოფს. დადგენილია, რომ გადიდებული მკერდუკანა ჯირკვლის მქონე ბავშვები მიეკუთვნებიან იმუნოდეფიციტურ პირთა რიცხვს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტი დატვირთვა აწევს მკერდუკანა ჯირკვალს. გაუკეთებენ თუ არა ახალშობილს BCG-ს პირველ აცრას, თიმუსს საპასუხისმგებლო ამოცანა ეკისრება. ასეა ყოველი მომდევნო ვაქცინაციის, ინფექციისა თუ დიათეზის გამწვავების დროს.

თიმუსი მხოლოდ 12 წლისთვის წყვეტს ფუნქციობას, როდესაც ორგანიზმის თავდაცვითი ძალები ასე თუ ისე ჩამოყალიბებულია, მოწიფულ ასაკში კი იგი საერთოდ გაიწოვება და ცხიმოვან გადაგვარებას განიცდის, თუმცა მანამდე დიდი დროა და ბევრი საქმეც არის საკეთებელი. ზოგიერთ ბავშვს მკერდუკანა ჯირკვალი უდიდდება, რაც ალერგიული რეაქციებისა და ანთებითი პროცესებისადმი მიდრეკილებას მოწმობს. ასეთი ბავშვები ნორმაზე მეტს იწონიან, დაქვეითებული აქვთ კუნთების ტონუსი, ფერმიხდილები და შეშუპებულები ჩანან. პედიატრიაში ამ მდგომარეობას ლიმფურ-ჰიპერპლაზიურ დიათეზს უწოდებენ.

ასეთ ბავშვებს ჩვეულებრივი ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის ატანაც უჭირთ. აუცილებელია მათი დაცვა ინფექციებისგან, განსაკუთრებით - გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებისგან, რადგან მათ შესაძლოა ხორხის შეშუპება, ე.წ. ცრუ კრუპი გამოიწვიონ. ეს რომ არ მოხდეს, გაციების პირველივე ნიშანზე მიმართეთ ექიმს, რათა ბავშვს საპროფილაქტიკოდ რომელიმე ანტიალერგიული პრეპარატი დაენიშნოს. ხორხის შეშუპება უეცრად, მკვეთრად იწყება და სწრაფად პროგრესირებს. ეს, ჩვეულებრივ, საღამოს ან ღამით, უფრო ზუსტად, გამთენიისას ხდება. უჩვეულოდ უხეში, მყეფავი ხველა და ჩახლეჩილი ხმა გამოუცდელ მშობლებსაც კი მიახვედრებს, რომ რაღაც საგანგაშო ხდება.

ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო, მის მოსვლამდე კი სასურველია პატარა დატენიანებული ჰაერით ასუნთქოთ. თიმომეგალია ლიმფურ-ჰიპერპლაზიური დიათეზის ერთადერთი და პათოგნომური სიმპტომია, მაგრამ თიმუსი სხვა მიზეზითაც შეიძლება გადიდდეს, მაგალითად, ასეთი რეაგირება მოახდინოს ინფექციურ აგენტზე ან აცრაზე. თიმომეგალია ყოველთვის შერწყმულია ჰიპოთალამუსსა და თირკმელზედა ჯირკვალში მიმდინარე მორფოლოგიურ ცვლილებებთან.

შეიძლება თუ არა თიმუსის გადიდების დროს პორფილაქტიკური აცრების ჩატარება?

თუ ბავშვი კლინიკურად ჯანმრთელია, I და II ხარისხის თიმომეგალია აცრის უკუჩვენებას არ წარმოადგენს, თუმცა ასეთ ბავშვებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ წინასწარი მომზადების - ჰიპოალერგიული დიეტისა და ვიტამინოთერაპიის ფონზე. I და II ხარისხის თიმომეგალიის დროს საჭიროების შემთხვევაში ტარდება ჰიპოსენსიბილიზაციაც (ანტიალერგიული თერაპია). III ხარისხის თიმომეგალიის დროს აცრა მხოლოდ პედიატრისა და ნევროპათოლოგის ერთობლივი კონსულტაციის შემდეგ შეიძლება.

როგორ მოვიქცეთ ავადმყოფობის დროს?

ასევე დაგაინტერესებთ
დიჯორჯის სინდრომი - იშვიათი ქრომოსომული დაავადება

როგორც აღვნიშნეთ, თიმომეგალიის მქონე ბავშვებს დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი და ხშირად ხდებიან ავად. სამკურნალოდ პრეპარატების შერჩევისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. სტრესული სიტუაციისა და მძიმე დაავადებების დროს აუცილებელია მკურნალობაში გლუკოკორტიკოსტეროიდების ჩართვა მოკლე კურსით, არა უმეტეს 3-5 დღისა. ქირურგიული ჩარევისაგან 2-3 წლამდე თავის შეკავება აჯობებს. ექსტრემალური სიტუაციისა და გადაუდებელი თუ გეგმური საჭიროების შემთხვევაში ბავშვი წინასწარ უნდა მომზადდეს. 3-7 დღით ადრე ინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდი (პრედნიზოლონი), ხოლო გაუტკივარებისთვის უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ ანესთეზიას.

ჩვეულებრივი (საშუალოდ და მსუბუქად მიმდინარე) დაავადებების დროს სამკურნალო ღონისძიებები მოიცავს დიეტურ კვებას, ნახშირწყლებით ღარიბ,C ვიტამინით მდიდარ ჰიპოალერგიულ დიეტას. სტეროიდული ჰორმონების სინთეზის გასაუმჯობესებლად C ვიტამინი ბავშვმა დამატებითაც უნდა მიიღოს - 250 გ დღეში 2-ჯერ 10 დღე. ასევე მიზანშეწონილია ადაპტოგენების, მაგალითად, ელეუთეროკოკის ნაყენის მიღება (იმდენი წვეთისა, რამდენი წლისაც არის ბავშვი, ჩვეულებრივ - 2 კვირის განმავლობაში). არ შეიძლება ასპირინი - მოსალოდნელია ასპირინული ასთმის განვითარება.

თიმომეგალიით დაავადებულ ბავშვებს პედიატრისა და იმუნოლოგის მეთვალყურეობა სჭირდებათ. სასურველია პერიოდულად გაასინჯოთ ფთიზიატრს, ენდოკრინოლოგს, ოტოლარინგოლოგს. საჭიროა სწორი კვება, გაკაჟება, სუფთა ჰაერზე დიდხანს სეირნობა, გამაჯანსაღებელი მასაჟები და ვარჯიშები. რესპირაციული დაავადებების პროფილაქტიკისთვის ტარდება პრევენციული თერაპია ოქსოლინის მალამოთი, ინტერფერონის წვეთებით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცივი ჰაერი და ასთმის შეტევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცივი ჰაერი და ასთმის შეტევა

ცივი ჰაერის შესუნთქვის შედეგად გამოწვეული ასთმის შეტევის სიმპტომებია:

  • ტკივილი და შებოჭილობა გულ-მკერდის არეში;
  • ხველა;
  • ვიზინგი (ხმიანობა ამოსუნთქვისას)

normaluri-mdgomareoba-1668429234.jpg

შეტევისას აუცილებელია საინჰალაციო საშუალების გამოყენება, რომელიც აფართოებს სასუნთქ გზებს და რაც შეიძლება სწრაფად თბილ გარემოში გადასვლა.

პრევენცია:

არსებობს რამდენიმე ნაბიჯი, რაც ამცირებს სიცივით გამოწვეული ასთმის შეტევის განვითარების რისკს:

  • სახლიდან გასვლის წინ 5-10 წუთიანი აქტივობის შესრულება - აერობიკა, ცეკვა;
  • გარეთ გასვლისას დაიფარეთ პირის არე, მაგალითად, შარფით - ეს ხელს შეუწყობს ჰაერის გათბობას ფილტვებში მოხვედრამდე;
  • გარეთ ყოფნისას მაქსიმალურად ეცადეთ ისუნთქოთ ცხვირით