ზრდის "ელექსირი"

მშობლებმა დაბადებიდანვე უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის ზრდასა და განვითარებას. ზრდაში ამორჩენა შესამჩნევი ხდება 5-6 წლის ასაკში. ის შეიძლება გამოიწვიოს:არსებობს რამე საშუალება ზრდის სტიმულაციისთვის?
- სომატოტროპული ჰორმონის (ე.წ. ზრდის ჰორმონის) დეფიციტმა;
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ;
- ძვლის ხრტილის პათოლოგიამ (ამ შემთხვევაში ზრდა არაპროპორციულია).
ბავშვის ზრდა-განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს კვება, მისი ხასიათი, რეჟიმი. იმ გარეგან ფაქტორებს შორის, რომლებიც ზრდას აფერხებს, უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ:
- ნიკოტინი (მოზარდები 12-13 წლიდან იწყებენ სიგარეტის წევას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - მას თანაბრად ეტანებიან გოგონებიც და ვაჟებიც).
- ალკოჰოლი (თქვენ წარმოიდგინეთ, მოზარდის ორგანიზმს ლუდიც კი ვნებს - გარდა იმისა, რომ შეჩვევასა და დამოკიდებულებას იწვევს, ზრდის პროცესსაც აფერხებს);
- ინფექციური დაავადებები (განსაკუთრებით - თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს).
ჩამოთვლილი ფაქტორები მოზარდ ორგანიზმში თრგუნავს ჰიპოფიზის ფუნქციას (სწორედ იქ გამომუშავდება ზრდის ჰორმონი), იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს, აფერხებს ნივთიერებათა ცვლას. ყოველივე ეს ხელს უშლის სხეულის პერიფერიებზე განლაგებული ზრდის ზონების კვებას და საბოლოოდ სიმაღლეში ზრდის შეფერხებას იწვევს. გენეტიკური ფაქტორის უარყოფა არ შეიძლება - მაღალ მშობლებს შვილებიც მაღალი ჰყავთ, თუმცა არც ეს არის გადამწყვეტი.
ცვლილებები სხვა ორგანოების მხრივ
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
დაირღვევა თუ არა ზრდის შეფერხებისას სხვა ორგანოთა ფუნქციები, ეს ჩამორჩენის მიზეზზეა დამოკიდებული. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით გამოწვეული ტანდაბლობისას არსებობს კრეტინიზმის საფრთხეც. ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევითა და სომატოტროპული ჰორმონის დეფიციტით გამოწვეული ტანდაბლობა განსაზღვრულ საფეხურამდე არც ისე თვალშისაცემია, რადგან ბავშვს ყველაფერი პროპორციულად პატარა აქვს, მაგრამ 13-14 წლის ასაკში ის უკვე საგრძნობლად ჩამორჩება განვითარების ასაკობრივ ნორმას. ბევრი რამ არის დამოკიდებული ძვლოვან ასაკზე, რომელსაც კიდურების რენტგენოგრაფიით ადგენენ. თუ 14 წლის მოზარდს რვა წლის ბავშვის ძვლოვანი ასაკი აქვს, მისი გონებრივი და ფიზიკური განვითარებაც რვა წლის ბავშვისას გაუტოლდება. რაც შეეხება სქესობრივ და მასთან დაკავშირებულ რეპროდუქციულ ფუნქციას, პრობლემის მოგვარებისას ეს დარღვევებიც აღმოიფხვრება.
როგორ მოვაგვაროთ პრობლემა
თუ ტანდაბლობა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით არის განპირობებული, პრობლემის მოგვარება ძნელი არ უნდა იყოს. გადაულახავ სირთულეს არც ზრდის ჰორმონის დეფიციტით განპირობებული ტანდაბლობა წარმოადგენს - პაციენტს ამ ჰორმონს (სომატოტროპინს) აძლევენ და განვითარების მაჩვენებელიც ნორმას უბრუნდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჰორმონის მიღება მხოლოდ მისი ნაკლებობის შემთხვევაშია უსაფრთხო და გამართლებული. ზრდის ჰორმონით მკურნალობის მიზანი მაღალი ბავშვის გაზრდა კი არა, მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების სრულყოფაა. პათოლოგიური ტანდაბლობის შემთხვევაში ის, ვინც ზრდის ჰორმონს იყენებს, ნორმალურად განვითარდება, მაგრამ ტანდაბალი დარჩება. ხოლო ის, ვისაც ზრდის ჰორმონს არ აძლევენ, ტანმორჩილიც იქნება და არც სხვა მხრივ განვითარდება.
ტანდაბლობის პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა დავადგინოთ მისი მიზეზი. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი იმ მეთოდების შერჩევა, რომლებიც ბავშვს ზრდაში დაეხმარება. სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს:
- რეგულარული, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა;
- სპეციფიკური ვარჯიშები საგანგებო მოწყობილობებზე;
- წყლისა და თერმული პროცედურები;
- ფიზიოთერაპიული პროცედურები (სხვადასხვა სახეობის მასაჟი);
- ორგანიზმის გაკაჟება;
- ბალანსირებული კვება.