რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    პრობლემებთან დაპირისპირების 8 ნანიჯი, რომლის შესრულების შემთხვევაში უფრო მარტივად მიიღებთ გადაწყვეტილებებს - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    პრობლემებთან დაპირისპირების 8 ნანიჯი, რომლის შესრულების შემთხვევაში უფრო მარტივად მიიღებთ გადაწყვეტილებებს

    ზოგი მათგანი მარტივად მოსაგვარებელია, ზოგიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სამწუხაროდ, ადამიანი ხშირად პრობლემაზე ფიქრს უფრო დიდ დროსა და ენერგიას უთმობს, ვიდრე მის გადაჭრას. შევთანხმდეთ იმაზე, რომ პრობლემებთან გამკლავება მართლაც მტკივნეულია ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ყოველთვის არ გააკეთოთ სწორი არჩევანი, შეგიძლიათ ისწავლოთ, როგორ იგრძნოთ თავი კომფორტულად თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში.

    თუ რთული პრობლემის ან გადაწყვეტილების წინაშე დგახართ, თავს გადატვირთულად გრძნობთ, გსურთ ისწავლოთ, როგორ მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები, მაშინ: ფოკუსირება გააკეთეთ იმაზე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ნაცვლად იმისა, რაც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება და კმაყოფილი იყავით იმით, რაც გააკეთეთ.

    ამ სტატიაში გაგაცნობთ პრობლემებთან დაპირისპირების 8 ნაბიჯს, რომლის შესრულების შემთვევაშიც, უფრო მარტივად, სწორად, და ნაყოფიერად მიიღებთ გადაწყვეტილებებს.

    ნაბიჯი პირველი:

    პრობლემის განსაზღვრა. კონკრეტულად რა ხდება? ხანდახან პრობლემა ზედმეტად დიდია მოსაგვარებლად. თუმცა, თუ ჩამოაყალიბებთ სიას და დაყოფთ მას მცირე ნაწილებად, რომელთა გადაჭრაც შეგიძლიათ, ის უფრო მართვადი და მარტივად დასაძლევი იქნება.

    ნაბიჯი მეორე

    დაისახეთ გარკვეული მიზნები. ჯობია მოახდინოთ ფოკუსირება იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შეგიძლიათ პრობლემების გადასაჭრელად, ვიდრე უბრალოდ იფიქროთ იმაზე, თუ რა გსურთ რომ მოხდეს. იქნებ გინდათ, რომ მეტი ფული გქონდეთ. შეადგინეთ სია, თუ როგორ შეგიძლიათ დაზოგოთ ან მიიღოთ მეტი. ეს შეიძლება ნიშნავდეს სკოლაში ავტობუსის ნაცვლად, ფეხით წასვლას, ან ნახევარ განაკვეთზე სამუშაოზე განაცხადის გაკეთებას.

    ნაბიჯი 3.

    გადახედეთ შესაძლო გადაწყვეტილებებს. იყავით კრეატიული და მოიფიქრეთ იმდენი გადაწყვეტა, რამდენიც შეგიძლიათ. ზოგიერთი იდეა შეიძლება გამოსავალი იყოს. იყავით ღია და ჩამოთვალეთ ყველაფერი, რაც გახსენდებათ.

    ნაბიჯი 4.

    გამორიცხეთ ნებისმიერი ცუდი ვარიანტი. კარგად შეაფასეთ და შეისწავლეთ თქვენი იდეების სია და გამორიცხეთ ის, რაც არარეალურია ან არ დაგეხმარებათ გააწყვეტილების მიღებაში.

    ნაბიჯი 5.

    შეისწავლეთ შედეგები. გადახედეთ თქვენს დარჩენილ ვარიანტებს და თითოეულს დაუწერეთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები

    ნაბიჯი 6.

    საუკეთესო გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება. ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. გადახედეთ თქვენი ვარიანტების ჩამონათვალს და შეარჩიეთ ის, რაც ყველაზე პრაქტიკული და გამოსადეგია. შეიძლება არსებობდეს ერთი გამოსავალი, ან ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება ერთად იმუშაოს.

    ნაბიჯი 7.

    გამოიყენეთ თქვენი გადაწყვეტილებები პრაქტიკაში. გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და აიღეთ ვალდებულება, გამოსცადოთ თქვენი ერთ-ერთი გამოსავალი.

    ნაბიჯი 8.

    არასოდეს დანებდეთ. თუ თქვენ მიერ ჩამოწერილი არც ერთი იდეა არ ესადაგება პრობლემის გადაჭრის გზას, მაშინ ჰკითხეთ რჩევა ახლობლებს, მეგობრებს. იქნებ, მათ მიერ მოცემული რჩევა, უფრო უკეთესი ალტერნატიული გზა გახდეს თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად.

    ავტორი: ია რომანაძე