Online Mkurnali

რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    ოთახიდან, სადაც თერმომეტრი გატყდა, ყველა უნდა გაიყვანოთ და სასწრაფოდ ფანჯრები გააღოთ - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ოთახიდან, სადაც თერმომეტრი გატყდა, ყველა უნდა გაიყვანოთ და სასწრაფოდ ფანჯრები გააღოთ

    როგორ შევაგროვოთ?

    ოთახიდან, სადაც თერმომეტრი გატყდა, ყველა უნდა გაიყვანოთ. დაბალ ტემპერატურაზე აორთქლება ნელდება, ამიტომ თუ გარემოს ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე ოთახისა, სასწრაფოდ გააღეთ ფანჯრები. შემდეგ ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, ფეხზე პოლიეთილენის პარკები ამოიცვით, სახეზე აიფარეთ ერთჯერადი ნიღაბი ან ბამბისა და ბინტისგან დამზადებული საფენი, დასველებული სოდიან ხსნარში ან ჩვეულებრივ წყალში.

    ვერცხლისწყლის ბურთულების შეგროვება დაიწყეთ ოთახის პერიფერიიდან ცენტრისკენ. სინათლე კარგად მიანათეთ იმ ადგილს, სადაც თერმომეტრი დაეცა. დაგჭირდებათ: ფუნჯი, თხელი მუყაოს ან ფოლგის ფურცელი, რეზინის ტუმბო ან ერთჯერადი შპრიცი, სველი გაზეთი, ბამბა, ნაჭერი. მოიქეცით ასე: მუყაოს ან ფოლგის ფურცელი გამოიყენეთ აქანდაზად. მოგროვილი ბურთულები ჩაუშვით ცივი წყლით სავსე მინის ჭურჭელში. უფრო პატარები რეზინის ტუმბოთი ან შპრიცით შეაგროვეთ. ნაპრალებსა და ნახეთქებში ჩაცვენილ ბურთულებს დააყარეთ ქვიშა - ამის შემდეგ ფუნჯით უფრო ადვილად გადაიტანთ ფურცელზე. ყველა გამოყენებული ნივთი მოათავსეთ წყლიან ჭურჭელში, დაახურეთ თავზე, შეინახეთ სითბოსგან მოშორებით.

    იატაკი ჯერ სველი, გაწურული გაზეთით მოწმინდეთ, მერე - სოდიან-საპნიან წყალში დასველებული ტილოთი. ეს დარჩენილი ვერცხლისწყლის დაჟანგვას გამოიწვევს და ხელს შეუშლის აორთქლებას. ბურთულების შეგროვების შემდეგ ოთახი 2-3 საათით გაანიავეთ, ბოლოს დარეკეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურში და ჰკითხეთ, სად მიიტანოთ შეგროვილი ვერცხლისწყალი.

    სრული ლიკვიდაცია

    ყველაფერი, რასაც კი შეეხო ვერცხლისწყალი - სამოსი, საწოლი, ხალიჩა, ტილოები - გაახვიეთ პოლიეთილენის პარკებში და გაიტანეთ სახლიდან, მერე კი გასაუვნებლად ჩააბარეთ.