უძილობა, როგორც პოსტკოვიდური სინდრომი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები სპეციალისტისგან

ესენია - დაღლილობა, თავის ტკივილი, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ჰაერის უკმარისობა, დეპრესია, თავბრუს ხვევა, შფოთვა თუ უძილობა.
სპეციალისტები ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო სიმპტომად უძილობას ასახელებენ, რადგან, მას სხვა, დამატებითი პრობლემების გამოწვევაც შეუძლია. კოვიდის შემდეგ უძილობის ძირითადი სიმპტომები იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს ეშინიათ დაძინების, რადგანაც სუნთქვა უჭირთ. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც კოვიდგადატანილ პაციენტს სუნთქვა არ უჭირს, მაგრამ ძილის მაინც ეშინია, რადგანაც შიშობს, რომ დაძინების შემდეგ ვეღარ ისუნთქებს. ზოგჯერ ხდება პირიქითაც, კოვიდგადატანილი ადამიანები დღის განმავლობაში ზედმეტ ძილიანობას უჩივიან. მათ ძილის აუცილებლობა დღის განმავლობაში მოულოდნელად უჩნდებათ, რაც შრომისუნარიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ, მწვავე უძილობის, ან ძილიანობის მიზეზი შეიძლება იყოს მძიმე სტრესი და ასევე ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
უფრო დეტალურად მის გამომწვევ მიზეზებზე და ამ პრობლემის მოგვარების გზებზე მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის ექსპერტი და თერაპევტი მაკა ბულეიშვილი ისაუბრებს.
მაკა ბულეიშვილი: ზოგადად, კოვიდის შემდგომ მდგომარეობაშიც და თვითონ კოვიდის მიმდინარეობის დროსაც, არის სხვადასხვა ფაზა, გააჩნია დასნებოვნების ხარისხი როგორი იყო, რამდენ ხანს გაგრძელდა რთული მდგომარეობა, იყო თუ არა ჰოსპიტალიზაცია, ასევე დასნებოვნებამდე რა ხდებოდა - ეს ყველაფერი დაკავშირებულია უდიდეს სტრესთან. ასაკოვან ადამიანებს შეიძლება საერთოდ არ შეხვდეთ კოვიდი, მაგრამ შიშის ფაქტორი აქვთ. ეს ყველაფერი ერთად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და კოვიდის მიმდინარეობის დროს და პოსტკოვიდურ პერიოდში იწყება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - უძილობა, შფოთვა, უნებლიე ტირილი, პესიმისტური განწყობა და ა.შ, ეს კი განსაკუთრებით იმ პაციენტებში შეინიშნება, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ რთულ მდგომარეობაში ყოფნა. ასევე მნიშვნელოვანია ირგვლივ მყოფი ადამიანების მდგომარეობა, იმის ყურება თუ რა ხდებოდა სტაციონარებში. ლეტალობის შემთხვევები განსაკუთრებით მოქმედებს ამ დროს, ამას ემატება კოვიდის ზეგავლენა და მისი ვერაგობიდან გამომდინარე ისიც, რაოდენ დიდ დატვირთვას ახდენს ნერვულ სისტემაზე.
ამ დროს ადამიანი ხდება ლაბილური, ადინამიური. ეს უფრო ისეთ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც ასაკობრივ ჯგუფში არიან და ლაბილური ნერვული სისტემა კოვიდამდე ჰქონდათ. სწორედ ამ ყველაფრის შედეგია უძილობა. ასევე, ზოგიერთი აღნიშნავს, რომ დღის განმავლობაში აქვთ ძილიანობა, ღამე კი პირიქით, ანუ შეცვლილია მათთვის დღე და ღამე და ეს ყველაფერი სწორედ იმ დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, რომელსაც ორგანიზმი ამ პერიოდში იღებს.
- მხოლოდ სტრესის ფონზე ჩნდება ძილის პრობლემა თუ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს?
- უძილობა შეიძლება დაკავშირებული იყოს რიგ სხვადასხვა კლინიკურ მიმდინარეობებთანაც. დავუშვათ დამარცხდა კოვიდი, გავიდა ერთი - ორი თვე და უცბად რაღაც ახალი პრობლემა ჩნდება, ან არსებული დაავადება მწვავდება, სტაბილური ნერვული სისტემის მქონე პაციენტებშიც კი ხდება ეს და ვისაც მანამდე ჰქონდა სუსტი ნერვული სისტემა, მათთვის განსაკუთრებით მწვავდება. ეს ყველაფერი ამავე დროს დაკავშირებულია იმ მიკრო და მაკრო ელემენტების, ასევე ვიტამინების დეფიციტზეც რაც ვითარდება ორგანიზმში კოვიდის და პოსტკოვიდის დროს. კონკრეტულად, მაგნიუმის დეფიციტის შემთხვევაში ხდება ეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მაგნიუმი და B 6 ვიტამინი, ამ კომბინაციის საკმარისი რაოდენობა თუ არ არის ადამიანის ორგანიზმში, იწყება შფოთვა, უძილობა, აღგზნებადობა, ოფლიანობა, კუნთოვანი ტკივილი, ადვილად დაღლა. დიახ, ეს ყველაფერი შესაძლოა, იყოს მაგნიუმის დეფიციტის ბრალი, მაგრამ თუთიის დეფიციტიც არ უნდა დაგვავიწყდეს, მასაც შეუძლია მიგვიყვანოს ამ პრობლემებამდე. კვლევებმა აჩვენა, რომ ძალიან დიდი როლი აქვს თუთიის ჩართულობას იმუნური სისტემის გაძლიერებაში. ის იღებს მონაწილეობას სტრესის, უძილობის, თმის ცვენის პროცესის დროს, ამიტომ თუთია, მაგნიუმი, D - ვიტამინი, ეს კომპლექსი ორგანიზმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ზოგადად უძილობასთან, მაინც დაკავშირებულია მაგნიუმი და B 6 ვიტამინი.
- რამდენ ხანს გრძელდება პოსტკოვიდური სიმპტომები და არის თუ არა საშიშროება იმის, რომ ქრონიკულ დაავადებად ჩამოყალიბდეს?
- პოსტკოვიდური სინდრომი, ძირითადად, გრძელდება 1-2 თვე, მაგრამ არის შემთხვევა, როცა დასრულებისთანავე არ იჩენს ეს პრობლემები თავს და 1 ან 2 თვის შემდეგ ჩნდება რამე ახალი, რაც იმის ნიშნავს, რომ ის მკურნალობა, რაც გვქონდა კოვიდის დროს ჩატარებული, არ იყო საკმარისი და ხდება დამატებითი ჩარევა მკურნალობის სახით. პოსტკოვიდური სინდრომის დროს გამოვლენილი პრობლემები - თმის ცვენა, უძილობა, სახსრების ტკივილი, ტემპერატურა და ა.შ საგანგაშო არ არის, ყველაფერი განკურნებადია და იმ შემთხვევაში, თუ სწორ მკურნალობას მივმართავთ, ქრონიკულ დაავადებად არ ჩამოყალიბდება.
- კონკრეტულად რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოს პაციენტმა სწორი მკურნალობისთვის?
- ამ დროს ადამიანმა უნდა მიმართოს შინაგანი მედიცინის სპეციალისტს, ან ოჯახის ექიმს, რომელიც შემდეგ სწორ მიმართულებას მისცემს. უნდა მოხდეს ექიმისთვის სწორი ანამნეზური მონაცემის მიწოდება, თუ როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა და გადაიტანა მან ეს დაავადება, ანუ ისტორიის შეგროვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ექიმის და პაციენტის სწორ კომუნიკაციას, რადგან შემდეგში ექიმმა სწორად განსაზღვროს მისი კონკრეტული ჩივილები.
კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველას, რომ უძილობა არის ძალიან რთული და შემაწუხებელი, რა ასაკშიც არ უნდა იყოს ის. ყველა იმ ნარჩენ პრობლემას, რომელსაც ტოვებს კორონავირუსი ყურადღება სჭირდება. რა სახის პრობლემაც არ უნდა იყოს, ეს იქნება, უძილობა, შფოთვა, სახსრების ტკივილი თუ ჭარბოფლიანობა, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს გამოწვეული ვიტამინების ნაკლებობით, რკინის დეფიციტით, ანემიით და სხვა, ამიტომ, პირველ რიგში, მივმართოთ პირად ექიმს, რომელიც შემდეგ გაარკვევს, კიდევ რომელი დარგის სპეციალისტის ჩართულობა იქნება საჭირო.
- რომ გვითხრათ, პოსტკოვიდური სინდრომი, კონკრეტულად კი უძილობა, ვაქცინირებულსა და არავაქცინირებულ პაციენტებში როგორი ფორმით ვლინდება, არის თუ არა რამე განსხვავება ?
- ზოგადად, პოსტკოვიდური სიმპტომები ყველასთვის დამახასიათებელია, ეს იქნება ვაქცინირებული თუ არავაქცინირებული, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის დროს ვაქცინა ძალიან გვეხმარება იმაში, რომ არ მოხდეს გართულება და ლეტალური შედეგი არ დადგეს. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინირებულებში მიმდინარეობს ვირუსი მსუბუქი ფორმით, ეს ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს და შესაბამისად, შემდგომი გართულებებიც უფრო ნაკლებია.