/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ახალი წელი და რჩევები

ახალი წელი და რჩევები
ახალი წელი ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია. თვით მოწიფული ადამიანებიც ბავშვობიდან გამოყოლილი საოცარი განწყობითა და

ხალისით ხვდებიან მას. ახალი წელი თავისებური დღესასწაულიცაა, რომლის შესახვედრად და ლამაზად აღსანიშნავად უამრავ სამშვენისსა და სხვადასხვა სახის საზეიმო ნივთს იყენებენ; ამზადებენ და მიირთმევენ სადღესასწაულო, ტრადიციულ კერძებსა და სასმელებს. ზომიერების გრძნობა ადამიანმა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნოს, მათ შორის დღესასწაულის დროსაც. საკვებისა და სასმლის მიღებისას ზომიერება მართებს ყველას, რათა საახალწლო სუფრასა თუ მეჯლისზე ყოფნისას მიღებული სიამოვნება და სიხარული ხანმოკლე არ აღმოჩნდეს, ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეში არ ჩავაგდოთ.

სადღესასწაულო სუფრა, საჭმელ-სასმელი და ზომიერება

ახალი წლის ღამეს სასიამოვნოა სტუმრების მიღება და გამასპინძლება. საქართველოში, როგორც წესი, საღამოდან დილამდე სუფრას უსხედან. ჯერ ძველ წელს აცილებენ, შემდეგ ახალ წელს ხვდებიან ტრადიციული სადღეგრძელოებით, საათები გრძელდება სხვადასხვაგვარი საკვების, სასმლის, ტკბილეულის მიღება... მათ ერთმანეთში არევას კი ხშირად არასასიამოვნო შედეგებამდე მივყავართ. ბევრი ადამიანი გადაჭარბებული სადღესასწაულო კერძებისა და სასმელების გამო ახალ წელს საავადმყოფოშიც კი ხვდება.

ახალი წელი და სასმელები

ახალი წლის დღესასწაული და საზეიმო სუფრა წარმოუდგენელია შამპანურის და სისხლივით წითელი ღვინის, კონიაკისა თუ საზეიმო ლიქიორების გარეშე. ბოლო დროს კი სუფრას ბევრი უცხო თუ ეგზოტიკური სასმელიც შეემატა. საახალწლო დღესასწაული რომ დიდ უსიამოვნებად არ გექცეთ, დაიცავით ზომიერება. მიირთვით მხოლოდ სუფთა ღვინო, რა თქმა უნდა, ნატურალური. ნუ აურევთ სხვადასხვა სასმელს, ნურც უალკოჰოლო სასმელებს აურევთ სხვა სასმელში. ამან შეიძლება ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. მოკლედ, დაიცავით ზომიერება საკვებისა და სასმლის მიღებისას; დაიცავით უსაფრთხოების წესები; უყურადღებოდ არ დატოვოთ ბავშვები, მათაც იციან სასმელთან მიპარვა. თუ ყურადღებას არ მოადუნებთ, ახალი წელი ორმაგად სასიამოვნო იქნება თქვენთვისაც და სხვებისთვისაც...

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

როგორ ავირიდოთ ნაბახუსევი

ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ, მეორე-მესამე დღეს, ბევრს აქვს ნაბახუსევის პრობლემა. მის ასარიდებლად სადღესასწაულო წვეულების შემდეგ, დასაძინებლად დაწოლამდე, დალიეთ რამდენიმე ჭიქა წყალი. სითხის მიღება რამდენადმე შეგიმცირებთ მოსალოდნელ ტანჯვას. გაღვიძებისთანავე, თუ გული ან მაღალი წნევა არ შეგაწუხებთ, შეგიძლიათ მიიღოთ თბილი შხაპი (და არა ცხელი); შემდეგ კი კომბოსტოს, კიტრის ან პამიდვრის მწნილი ჭამოთ და მათი მჟავე წვენიც დალიოთ. თავის ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი და არამც და არამც საძილე საშუალებები. ნუ იჩქარებთ არყის ან ლუდის დალევას, იქნებ ზემოთ შემოთავაზებულმა საშუალებებმა გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან.

ნუ უღალატებთ ტრადიციებს

ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელიწადს ისე გაატარებო. ამიტომაც საახალწლო სამზადისი წინასწარ იწყება, წინასწარ იქმნება საზეიმო განწყობა. საახალწლო სუფრა კი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ვცდილობთ ტრადიციებს არ ვუღალატოთ და რაც შეიძლება ლამაზად შევხვდეთ ახალ წელს. შეიძლება, საახალწლო სუფრა დახუნძლული არ იყოს, მაგრამ მთავარი ის საზეიმო განწყობაა, რომელიც დღესასწაულს აუცილებლად უნდა ახლდეს. გემოვნებით გაწყობილი სუფრა, ორიოდე ტრადიციული საახალწლო კერძი, ნატურალური სასმელი და სასურველი ადამიანები სრულიად საკმარისია საახალწლო განწყობისათვის.

გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ზომიერების დაცვა და საახალწლო სიამოვნებაც მთელი წლის მანძილზე გაგყვებათ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ახალი წელი და რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები