/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ თეა ადამიას რჩევები ტკბილი ძილისთვის

როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ თეა ადამიას რჩევები ტკბილი ძილისთვის
ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია სივრცე,

სადაც გვძინავს, კომფორტული და სასიამოვნო იყოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ კომფორტი, არამედ ჩვენი ჯანმრთელობაც.

ხარისხიანი ქართული წარმოების უზამბარო ღრუბლის მატრასების ფართო არჩევანი "ფოამ თბილისში" დაგხვდებათ. თუმცა, იქამდე, ვიდრე მათ შორის თქვენთვის შესაფერისს აარჩევთ, მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციებიც ვიცოდეთ. ამისთვის დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის ექიმ რეაბილიტოლოგს თეა ადამიას ვესაუბრეთ. როგორც სპეციალისტი ამბობს, არასწორად შერჩეული მატრასი მთელ რიგ პრობლებს იწვევს. ხშირ შემთხვევაში, ზურგის, წელის, კისრის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება სწორედ, ცუდად შერჩეულ მატრასს უკავშირდება.

მისივე თქმით, მატრასის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ასაკს და მისი სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. სპეციალისტი ამბობს, თუ ბავშვებისთვის ძირითადი რეკომენდაციაა, რომ მატრასის ზედაპირი მყარი იყოს, ზრდასრულ ასაკში, მატრასის შერჩევისას, უკვე დიდ როლს თამაშობს სუბიექტური გარემოებებიც (თუ რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ მასზე თავს).

მატრასის სწორად შერჩევისთვის აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მის შიგთავსს და როგორც სპეციალისტი გვეუბნება, უმჯობესია აქცენტი უზამბარო მატრასზე გავაკეთოთ, რადგან ასეთ დროს, სხეულის წონა მატრასზე თანაბრად ნაწილდება და გართულებებისა და დისკომფორტისგან დაზღვეული ვართ.

"ზოგადად ითვლება, რომ უზამბარო მატრასი  უფრო მაღალი ხარისხისაა, რადგან ზამბარაზე სხეულის წონის განაწილება შედარებით რთულია. ამიტომ თუ ამის საშუალება გვაქვს, სჯობს არა ზამბარა, არამედ სხვა შემადგენელი იყოს.  ზამბარიანი მატრასის აგებულებას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მასში არის ზამბარიანი ნაწილიც და უზამბაროც. სწორედ ამიტომ, ასეთი მატრასი ვერასდროს თანაბრად ვერ გაანაწილებს სხეულის წონას. აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაც ერთნაირი სიმკვრივის არის, ბუნებრივია უკეთესია, რადგან ფიზიკის კანონები ვრცელდება ყველაფერზე და ბუნებრივია, ჩვენს სხეულზეც და მატრასზეც,"- აღნიშნავს თეა ადამია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

რამდენად კომფორტულია მატრასი, რომლის შეძენასაც ვგეგმავთ, ადვილი გამოსაცნობია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ცურვასთან აქვს შეხება- დაახლოებით უწონობის მდგომარეობის შეგრძნება უნდა გვქონდეს, სრულად მოდუნების და მოშვების.

"თუ ჩვენ გვჭირდება, რომ დამატებით რაღაც პოზა მოვირგოთ, საბანი ამოვკეცოთ და ფეხი დავადოთ, ეს  იმას ნიშნავს, რომ ზედაპირი  ჩვენთვის მორგებული არ არის, შესაბამისად, არც სრული კომფორტი გვექნება,"- ამბობს თეა ადამია.

სპეციალისტის რჩევაა, მატრასის შერჩევისას გავითვალისწინოთ ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემებიც.

"მაგალითად,  როცა პაციენტს ლოგინში აქტიურად გადატრიალება ეკრძალება,  ასეთ შემთხვევაში, იდეალური იქნება მატრასი, რომელიც სხეულის ფორმას გაიმეორებს.  თუ მაგალითად, ხერხემლის პრობლემა მაქვს, მაშინ კარგი იქნება იყოს ჩახუტების ეფექტი, ლატექსი მაგალითად. თუ მაქვს პრობლემა როცა ხერხემალი უნდა მქონდეს სტაბილურ მდგომარეობაში, აუცილებელია ეს იყოს  შედარებით სწორი ზედაპირი,"- აღნიშნავს ექიმი.

ამასთან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მატრასს თავისი გამოყენების ვადა აქვს და ის 8- დან 10 წლამდე მერყეობს.

იმისთვის, რომ ძილი თქვენთვის უფრო კომფორტული გახდეს, დილიდან კი დასვენებული და პროდუქტიული იყოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ "ფოამ თბილისს".

"ფოამ თბილისი" N 1 უზამბარო ღრუბლის მატრასების მწარმოებელი საწარმოა საქართველოში, რომელიც მაღალი ხარისხით, ფართო ასორტიმენტით (ანტიალერგიული, ორთოპედიული) და კმაყოფილი მომხმარებლით გამოირჩევა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ თეა ადამიას რჩევები ტკბილი ძილისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები