/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პირველი დახმარება

გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობანი

გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობანი
სამედიცინო პრაქტიკაში გადაუდებელ მდგომარეობად მიჩნეულია პაციენტის ორგანიზმში სწრაფად მიმდინარე ისეთი პათოლოგიური ცვლილებანი,

რომელთა დროსაც სამედიცინო დახმარების დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქროს. გადაუდებელ მდგომარეობათაგან განსაკუთრებით საშიშია:

1) რესპირატორული მოშლილობანი, მოხრჩობა (ასფიქსია);

2) გულსისხლძარღვოვანი მოშლილობანი: გულის წასვლა, კოლაფსი, შოკი;

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

3) ტრავმითა და მოტეხილობით გამოწვეული ტრავმული შოკი;

4) ანაფილაქსიური შოკი;

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მაწუხებს მენჯის სახსარი შიგნითა მხრიდან ტიტქოს ნაწლავია, რა შეიძლება იყოს ან რის ექიმს მიმვართო,წვის და ჩხვლეტის შეგრძნება</p>

5) კომური მდგომარეობანი;

6) ელექტროტრავმა, მეხის დაცემა;

7) ჰიპერთერმიული სინდრომი - სითბური და მზის დაკვრა, დამწვრობა;

8) ჰიპოთერმიული სინდრომი - მოყინვა.

ასფიქსია

ასფიქსია სისხლსა და ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობასა და ნახშირორჟანგის სიჭარბეს განაპირობებს. ის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან თან სდევს ცენტრალური ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციათა მწვავე მოშლა.

გულ-სისხლძარღვოვანი მოშლილობანი - გულის წასვლა, კოლაფსი, შოკი

გულის წასვლა, კოლაფსი და შოკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობის გამოვლინებებია. ისინი შესაძლოა იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. გულის წასვლა სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის მსუბუქი ფორმაა, როდესაც თავის ტვინში მოკლე ხნით ფერხდება სისხლით მომარაგება. გულის წასვლა უმეტესად მწვავე, უარყოფითი ემოციების ფონზე ვითარდება. ის შეიძლება გამოიწვიოს უეცარმა ძლიერმა შიშმა, მწვავე განცდამ, მღელვარებამ, ასევე - აუტანელმა ტკივილმა, სისხლდენამ, ჭრილობამ, დამწვრობამ. გულის წასვლის დროს თავის ტვინის სისხლძარღვებში ვითარდება რეფლექსური სპაზმი, რასაც ტვინის ანემია მოჰყვება. ამ დროს სპაზმურ ცვლილებებს არტერიები უფრო განიცდის, ვიდრე ვენები.

კოლაფსი მძიმე, სიცოცხლისთვის მეტად სახიფათო მდგომარეობაა. იგი სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის ყველაზე მძიმე ფორმაა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. მას ახასიათებს: არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, გულის მუშაობის უეცარი შესუსტება, სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება, სისხლძარღვთა ტონუსის ცენტრალური რეგულაციის სწრაფი მოშლა, რის გამოც მოცირკულირე სისხლი გადადის დეპო ორგანოებში და მკვეთრად ეცემა არტერიული წნევა. კოლაფსის დროს სიცოცხლისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას სწორედ ძლიერი ჰიპოტონია წარმოადგენს.

კოლაფსის მიზეზად შესაძლოა იქცეს სხეულის მძიმე დაზიანება, დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვა, მოწამვლა, მწვავე ინფექციური დაავადება.

შოკი ინგლისური სიტყვაა და დარტყმას, შეჯახებას ნიშნავს. იგი მძიმე დაზიანების შედეგად ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მკვეთრი, პროგრესირებადი დაქვეითებაა. ტერმინი "შოკი" პირობითად აერთიანებს განსხვავებული მიზეზებით გამოწვეულ მდგომარეობებს, რომელთა დროსაც ორგანიზმის ფიზიოლოგიური (უმთავრესად - ცენტრალური ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების) ფუნქციები მწვავე მოშლას განიცდის, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და თუ სამედიცინო დახმარებამ დაიგვიანა, შესაძლოა, პაციენტი შოკის მდგომარეობაში გარდაიცვალოს.

გამომწვევი მიზეზის მიხედვით განასხვავებენ შოკის რამდენიმე სახეობას: ტრავმულს (ვითარდება მექანიკური, თერმული ან ელექტროტრავმის შედეგად), ჰემოტრანსფუზიულს (სისხლის არასწორი გადასხმის შედეგია), კარდიოგენულს (გულის კუნთის ინფარქტის შედეგია), ფსიქიკურს და სხვა.

შოკი კლინიკური ნიშნებით ძალიან ჰგავს კოლაფსს, მაგრამ კოლაფსის დროს პირველადი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციათა მწვავე უკმარისობაა, შოკის დროს კი პაციენტის მძიმე მდგომარეობის მიზეზი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მომხდარი ფუნქციური ცვლილებებია.

ტრავმული შოკი

ტრავმული შოკი ყველაზე ხშირად მძიმე ტრავმებთან დაკავშირებული მძაფრი ტკივილის შედეგად ვითარდება. მის წარმოშობას უშუალო კავშირი აქვს ტრავმის ლოკალიზაციასთან, დაზიანების სიმძიმესთან, ტრავმის მომენტში ორგანიზმის წინასწარგანწყობასთან ისეთი ცვლილებების მიმართ, როგორიცაა სისხლის დაკარგვა, ორგანიზმის გადაცივება ან გადახურება, დაძაბუნება, ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა, სხეულის მკვეთრი გაუწყლოება, შიმშილი, ფსიქიკური განცდები.

ტრავმული შოკი შედარებით ხშირად ვითარდება დამწვრობის, მუცლის ღრუს ორგანოთა მძიმე ჭრილობების, პერფორაციების (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ელენთის ან ღვიძლის გახეთქვა, პანკრეასის ნეკროზი), მწვავე პერიტონიტის, მძიმე ჭრილობის, მოტეხილობის და სხვა უეცარი ტრავმული დაზიანების შედეგად.

ანაფილაქსიური შოკი

ანაფილაქსიური შოკი ალერგიის ყველაზე საშიში გამოვლინებაა. ეს არის მყისიერი ალერგიული რეაქცია, რომელიც შრატის, მედიკამენტის ან სხვა პრეპარატის ორგანიზმში შეყვანისთანავე აღმოცენდება. შესაძლოა, გამოიწვიოს ფუტკრის ან სხვა შხამიანი მწერისა თუ ცხოველის ნაკბენმაც.

ანაფილაქსიური შოკი ვლინდება ცხელებით, ქავილით, პირის სიმშრალით, სუნთქვის გაძნელებით, გონების დაკარგვითა და კრუნჩხვით. ამ დროს მკვეთრად ეცემა არტერიული წნევა, ირღვევა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციები, ადამიანი კომაში ვარდება და დროული დახმარების გარეშე შესაძლოა დაიღუპოს კიდეც.

კომური მდგომარეობანი

კომა ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ცნობიერება სრულიად არის გამოთიშული, პაციენტი არ რეაგირებს არც ერთ გამღიზიანებელზე. ამ დროს უმაღლესი ნერვული სისტემის მკვეთრი შეკავების შედეგად დარღვეულია ყველა (რეფლექსური, მგრძნობელობითი, კანის, მხედველობის, სმენის, ყნოსვის) ანალიზატორის, შინაგან ორგანოთა რეცეპტორების ფუნქციები. "კომა" ბერძნულად ღრმა ძილს ნიშნავს, მაგრამ ძილისგან კომური მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება - ღრმად მძინარე ადამიანი გარეგან გამღიზიანებელთა ზემოქმედებით იღვიძებს, კომური მდგომარეობისას კი ვერავითარი გამღიზიანებელი ვერ უბრუნებს ცნობიერებას. კომის დროს ხდება თავის ტვინის გავრცობილი დაზიანება. ზიანდება მისი ყველა ნაწილი: ქერქი, ქერქქვეშა კვანძები და ზურგის ტვინი, რაც იწვევს სიცოცხლისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციებისა და ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ მოშლას. პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება შინაგან ორგანოებშიც. კომის დროს ყველაზე საშიშია სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან, სუნთქვის მოშლა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

ელექტროტრავმა

ელექტროტრავმა ორგანიზმზე ელექტროდენის ან მეხის ზემოქმედების შედეგია. მისი ხარისხი დამოკიდებულია მუხტის სიმძლავრეზე, ძაბვასა და მოქმედების ხანგრძლივობაზე. მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას, კანს, ტანსაცმელს, პაციენტის ასაკს. ელექტროდენის ზემოქმედებით ირღვევა ქსოვილებისა და უჯრედების ბიოქიმიური სტრუქტურა. განსაკუთრებით თვალშისაცემია ცენტრალური ნერვული სისტემისა და კუნთოვანი აპარატის სპეციფიკურ უჯრედებში განვითარებული ცვლილებანი. სწორედ მათი ძლიერი დაზიანების შედეგია ელექტროტრავმის დროს სუნთქვისა და გულის კუნთის მუშაობის შეჩერება, რაც ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.

ჰიპერთერმიული სინდრომი - სითბური და მზის დაკვრა, დამწვრობა

ორგანიზმი სითხის აორთქლების გზით ჭარბ სითბოს გასცემს. თუ ეს მექანიზმი რაიმე მიზეზით შეფერხდა, ორგანიზმი გადახურდება და სითბურ დაკვრას იღებს: იმატებს სხეულის ტემპერატურა, ფართოვდება სისხლძარღვები და ძლიერდება ოფლის გამოყოფა; ძლიერი ოფლდენის გამო ორგანიზმი დიდი ოდენობით წყალს კარგავს, რაც ზრდის სისხლის სიბლანტეს; სქელი სისხლის გადაქაჩვა ადვილად ღლის გულის კუნთს და იწვევს არტერიული წნევის დაცემას; პარალელურად იშვიათდება სუნთქვა. თუ დახმარებამ დაიგვიანა, სუნთქვის ცენტრის დამბლის გამო ადამიანი იღუპება. მზის დაკვრა კლინიკური ნიშნებით სითბურს წააგავს, მაგრამ ამ დროს პათოლოგიური ცვლილებების წამყვანი ფაქტორი ცხელ, მზიან ამინდში თავის ქალას სარქვლის ინფრაწითელი სხივებით ძლიერი გაღიზიანებაა, რაც თავის ტვინის გარსების სისხლსავსეობას, ანთებასა და წერტილოვან სისხლჩაქცევებს იწვევს. დამწვრობა ორგანიზმზე თერმული, ქიმიური ან სხივური ენერგიის ზემოქმედებით განვითარებული დაზიანებაა.

თერმულ დამწვრობას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, გავარვარებული მკვრივი საგანი და სხვა. თერმული აგენტის ზემოქმედებით ვითარდება ცილის კოაგულაცია, უჯრედები იხოცება, აღმოცენდება ანთებითი რეაქცია, თავს იჩენს შეშუპება. დამწვარ უბანში ქსოვილების რღვევის გამო წარმოიქმნება ტოქსიკური ნაერთები, რომლებიც სისხლში ხვდება და ძლიერ წამლავს ორგანიზმს.

დამწვარი ქსოვილების ძლიერი ტკივილის გამო ხშირად ვითარდება ტრავმული შოკი. დამწვრობის სიმძიმე დამწვარი ზედაპირის ფართობსა და სიღრმეზეა დამოკიდებული. რაც უფრო ფართო და ღრმაა დამწვარი უბანი, მით უფრო მძიმეა ადამიანის მდგომარეობა.

ჰიპოთერმიული სინდრომი - მოყინვა

მოყინვა დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგია: დაბალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად იფიტება ორგანიზმის თერმოსარეგულაციო მექანიზმები და ვეღარ ხდება დაკარგული სითბოს კომპენსაცია, სხეულის ტემპერატურის დაქვეითების გამო მცირდება არტერიული წნევა, სუნთქვა იშვიათდება. მოყინვით გამოწვეულ სიკვდილის მიზეზს თავის ტვინის ქერქის ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული სუნთქვის შეწყვეტა წარმოადგენს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მელატონინი არტერიული წნევის გართულებებს თავიდან აგვაცილებს

მელატონინი ჰორმონია, რომელსაც ტვინის პატარა ჯირკვალი - ეპიფიზი გამოიმუშავებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები