რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    დიაბეტის ადრეული ნიშნები და გართულებისთვის მახასიათებელი სიმპტომები - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    დიაბეტის ადრეული ნიშნები და გართულებისთვის მახასიათებელი სიმპტომები

    ადრეულ სიმპტომებზე თვალის დევნება დაგეხმარებათ დროულ დიაგნოსტიკასა და გართულებების თავიდან აცილებაში. თუ სისხლში გლუკოზის დონე ძალიან მაღალია, ამან შეიძლება დააზიანოს უჯრედები და გამოიწვიოს გართულებები მთელ ორგანიზმში.

    არსებობს დიაბეტის ორი ძირითადი ტიპი: ტიპი1 და ტიპი 2.

    2018 წლის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში 26,8 მილიონ ადამიანს დაუსვეს დიაბეტის დიაგნოზი. მათ შორის, დაახლოებით 1,6 მილიონს ჰქონდა 1 ტიპის დიაბეტი.

    დიაბეტის ადრეული სიმპტომების იდენტიფიცირების უნარი შეიძლება დაეხმაროს ადამიანს, იცოდეს, როდის მიმართოს ექიმს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა თავიდან აგაცილებთ გართულებებს.

    ნიშნები და სიმპტომები

    არსებობს ისეთი სიმპტომები, რომლებიც ორივე ტიპის დიაბეტისთვისაა დამახასიათებელი:

    • დაღლილობა
    • შიმშილი გრძნობა ჭამის დროს ან ცოტა ხნის შემდეგ
    • წონის დაკლება, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად მიირთმევთ
    • გაუსაძლისი წყურვილის შეგრძნება
    • ხშირი შარდვა
    • ბუნდოვანი მხედველობა
    • ჭრილობების ნელი შეხორცება
    • ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება ხელებსა და ფეხებში

    თუ დიაბეტს ადრევე არ ვუმკურნალებთ, თავს იჩენს სხვადასხვა სახის გართულებები

    დიაბეტით გამოწვეული გართულებები შეიძლება იყოს:

    • კანის ინფექციები ან ქავილი
    • თვალისა და მხედველობის ცვლილებები
    • ჩხვლეტა, ტკივილი, დაბუჟება და სისუსტე ფეხებსა და ხელებში
    • სისხლის ცუდი მიმოქცევა და წყლულები ფეხებზე
    • წყურვილი ან პირის სიმშრალე
    • სუნთქვის გართულება
    • თირკმელების პრობლემები.