/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობის მეთოდები

სპილენძით მკურნალობა

სპილენძით მკურნალობა
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია სპილენძის სამკურნალო ეფექტების შესახებ. რაც თავი მახსოვს, ჩემს ნათესავებს (დიდ ბებიას, ბებიას, დედას და სხვებს) სულ სპილენძის სამაჯურები უკეთიათ.

მართალია, რომ ამით წნევა ქვეითდება და ნერვული სისტემა მშვიდდება?

მეტალოთერაპიას ანუ ლითონით მკურნალობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ არისტოტელე და გალენუსი იყენებდნენ ლითონთა სასარგებლო თვისებებს და ორგანიზმზე ზემოქმედების უნარს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

სპილენძს, რკინას, ვერცხლსა და ოქროს ისინი იყენებდნენ როგორც გარეგანი ფორმით, სააპლიკაციოდ, ასევე შინაგანად - ფხვნილის სახით. უძველესი ეპოქის ექიმები მოტეხილობათა სამკურნალოდ და ძვლების სწრაფად შესახორცებლად პაციენტებს წითელი სპილენძის ფხვნილის მიღებას ურჩევდნენ. არისტოტელეს სწავლებით, თუ დალურჯებულ-დალილავებულ ადგილზე სპილენძს მივიდებთ, სილურჯე უმალვე გაივლის. მისივე მტკიცებით, სპილენძი ორგანიზმზე ზოგადგამაძლიერებელ ეფექტს ახდენს. მოგეხსენებათ, ჩვენს დროშიც ბევრი ატარებს მუდმივად სპილენძის სამაჯურს უძილობისგან, ნევროზისა და ჰიპერტონიული კრიზისგან თავდასაცავად. ჩვენი დროის მედიცინაც ადასტურებს სამკურნალო პრაქტიკაში ლითონთა გამოყენების ეფექტიანობას. დადგენილია, რომ სპილენძის, ოქროს, თუთიისა და ტყვიის ადამიანის კანთან კონტაქტის დროს დენი ლითონიდან კანისკენ მიემართება, ხოლო ვერცხლისა და კალას კონტაქტისას - საპირისპირო მიმართულებით, ანუ კანიდან ლითონისკენ. მეტალები მიკროელემენტების სახით მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესებში. მაგალითად, სპილენძი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, რაზეც მეტყველებს ღვიძლსა და ტვინში მისი მაღალი კონცენტრაცია. ის აქტიურად არის ჩართული სისხლის წარმოქმნის პროცესში, P და C ვიტამინების ცვლაში. სპილენძის ნაკლებობა ან არარსებობა დასაბამს აძლევს ისეთ სნეულებებს, როგორიც არის სისტემური წითელი მგლურა და ვილსონის დაავადება.

მეტალოთერაპიის დროს ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპით: თუ სხეულის მოცემულ უბანში არის ერთგვარი ბმა-კავშირი, მაშინ ლითონის კანზე მოთავსება შეიძლება; თუ ჩაჭიდება არ არსებობს, მაშინ მეტალს არ ადებენ. მკურნალობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე დაზიანებისა თუ ანთების პირველადი კერის მიგნებას, განსაზღვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტალოთერაპიას ეფექტი არ ექნება. სპილენძის აპლიკაციები აქვეითებს ტემპერატურას, ტკივილს, აქვს სისხლის აღმდგენი მოქმედება და მკვეთრი ბაქტერიციდული ეფექტი. გარდა ამისა, ხელს უწყობს კეთილთვისებიანი სიმსივნეების გაწოვას, ააქტიურებს წყლისა და მარილთა ცვლას, აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. სპილენძის მოქმედება უებარია ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს (ქრონიკული ბრონქიტი, ოტიტი, ჰაიმორიტი, ინფექციური გენეზის ართრიტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები). ძველად ყელ-ყურის პრობლემების სამკურნალოდ ექიმები სპილენძის აპლიკაციებს იყენებდნენ. მათი წყალობით ქრებოდა ხმაური და შუილი, უმჯობესდებოდა სმენა. დონეცკის სამედიცინო ინსტიტუტში საგანგებოდ გამოიკვლიეს სპილენძის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. აღმოჩნდა, რომ სპილენძი კანის საშუალებით აღწევს ორგანიზმის ღრმად მდებარე ქსოვილებში და მადეზინფიცირებელ ზემოქმედებას ახდენს მათზე. გარდა ამისა, ბოჭავს ტოქსინებს და ერთმანეთთან აწებებს ბაქტერიებს, რის შედეგადაც წყალში ძნელად ხსნადი და ორგანიზმისთვის მავნე წარმონაქმნები მიიღება.

სპილენძი თურმე ძალიან სწრაფად კურნავს. თუ ფილტვების ანთების დროს სპილენძის მონეტებს მთელი ღამით დავიწყობთ ზურგზე, დილისთვის ტემპერატურა აუცილებლად დაუბრუნდება ნორმას. თრომბოფლებიტის დროს ავადმყოფები ტანზე ხშირად სპილენძის მონეტებს იმაგრებენ. ვარიკოზული კვანძები ამ დროს შესამჩნევად მცირდება. თუ რბილი ქსოვილების დაზიანებისას სიმკვრივე გაჩნდა, სასურველია, ზედ სპილენძის მონეტა დავიდოთ და რამდენიმე ხნით მივიმაგროთ - სიმკვრივე უფრო მალე გაივლის. სპილენძის მონეტები წარმატებით გამოიყენება ოსტეოქონდროზის სამკურნალოდაც. მეთოდიკა ამ შემთხვევაშიც მარტივია - მონეტებს მტკივან უბნებზე აწყობენ და პლასტირით ამაგრებენ. ამის შემდეგ პაციენტს ზურგით აწვენენ ზეწარზე, რომელზეც ასევე აწყვია მონეტები. პროცედურა 10-15 წუთს გრძელდება, მკურნალობის კურსი კი 10-12 დღეს. მიმაგრებული მონეტების დატოვება 3-5 დღეზე მეტხანს არასასურველია, კანს აღიზიანებს. თვითმკურნალობისთვის შეგიძლიათ აიღოთ ატლასი, რომელზეც ადამიანის სხეულის აქტიური წერტილებია გამოსახული და შესაბამის წერტილებზე მეტალის ფირფიტები მოითავსოთ. ეს მეთოდი რამდენადმე შეცვლის ბიოლოგიურად აქტიური წერტილების ნემსებით თერაპიას ან თითებით მასაჟს.

კომენტარები (1)
ნონა ხაზალია
როგორ გამოვიწეროთ სპილენძის სამაჯური სანდო სამკურნალოდ წნევის დასარეგულირებლად?
თარიღი : 20-11-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სპილენძით მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები