ენოთერაპია ანუ ღვინით მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენოთერაპია ანუ ღვინით მკურნალობა

ოთარ რამიშვილის გემრიელად ნამღერიც ხომ არ ავიწყდებათ

„ღვინო... ღვინო...

ეს ბახუსის სითხე,

სამკურნალოაო,

ექიმებმა მითხრეს!“

შეგახსენებთ, რომ მედიცინის მსახურებს უძველესი დროიდან აწუხებდათ კითხვა, მავნებელია თუ არა სმა? პასუხი უმთავრესად ასეთი გახლდათ – არა! ოღონდ, თუ ზომას არ გადახვალთ!

გულის პათოლოგიების მქონეთათვის, უძილობითა და ნევროზებით შეწუხებულთათვის ღვინო სასარგებლო რომაა, ამას ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამტკიცებდა და არც თანამედროვე ესკულაპები უშლიან ვინმეს თითო სირჩის გადაკვრას.

ენოთერაპიის, იმავე ღვინით მკურნალობის, შესახებ დღეს ბევრი რამ არის ცნობილი. ეს ტერმინი პირველად 1994 წელს ფრანგმა ექიმებმა დანერგეს. ენოთერაპია დღეს მედიცინის ნაწილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს მეღვინეობა-მევენახეობით გამორჩეულ ქვეყნებში: საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და კვიპროში. თერაპიის ეს დარგი მოიცავს ორგანიზმის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ მეთოდებსა და კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, რომლებიც აბაზანებსა და მასაჟს ეფუძნება. ღვინით მკურნალობა პოპულარულია ასევე ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში.

ენოთერაპიის ძირითადი პრინციპები (ფრანგულად ხშირად და ცოტ-ცოტა)

სამედიცინო სტატისტიკა ასეთ ფაქტს ადასტურებს – ფრანგები, რომლებიც სადილობისას ყოველთვის მიირთმევენ თითო ჭიქა კარგ ღვინოს, გაცილებით იშვიათად ავადობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ვიდრე კონტინენტის ის მკვიდრნი, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებს მაინცდამაინც არ სცემენ პატივს. ამის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული ღვინო გახლავთ. ბურგუნდიაში ღვინით მკურნალობის საგანგებო ცენტრებიც კი არსებობს. მათ ენოთერაპიის ცენტრებს უწოდებენ. აქ მკურნალობის ასეთი პრინციპია დამკვიდრებული: სვით ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად.

ღვინის ზომიერი ზემოქმედების ეფექტი ამერიკელებმაც კარგა ხანია დაადასტურეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც ყოვედღიურად 20-30 გრამ ეთანოლს იღებს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე წყალწყაღებული ლოთები ან პრინციპული არამსმელები.

როგორ გამოვთვალოთ „წამლის“ გრადუსი

ენოთერაპევტები მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლის დოზა არ უნდა აღემატებოდეს ყოველდღიური რაციონის კალორიულობის 15%-ს. ეს დაახლოებით 35-63 მლ სუფთა ეთილის სპირტია. ამგვარად, დღეში 2-3 ჭიქა 12-გრადუსიანი ღვინო უშიშრად შეგიძლიათ მიირთვათ - ეს თქვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. დღესასწაულებზე კიდევ 2-3 ჭიქის დალევაც შეიძლება, ამაზე მეტი კი უთუოდ გავნებთ. ბევრ სმას გართულებათა მთელი კომპლექსი მოჰყვება - ნერვული სისტემის დარღვევები, ალერგია, ჰიპერტონია, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობანი და სხვა.

სპეციალისტთა კომენტარები

ძველი მკურნალები ღვინით მკურნალობდნენ გაციებას, ბრონქიტს, განლევას, დეპრესიას. თანამედროვე გამოკვლევებით ღვინის მედიცინაში გამოყენების სპექტრი ბევრად გაფართოვდა. ენოთერაპია დღეს ადამიანის ორგანიზმის გაჯანსაღებისა და ჯანმრთელობის განმტკიცების კომპლექსური მეთოდოლოგიაა, რომელიც ღვინის სასარგებლო თვისებებსა და ადამიანის ორგანიზმის ცალკეულ სისტემებზე ღვინის შემადგენლობაში შემავალ ნაერთთა კეთილისმყოფელ ზემოქმედებას ეფუძნება. განსაკუთრებულად სასარგებლოდ მიიჩნევა ე.წ. სუფრის ღვინო, რადგან მასში ალკოჰოლის არცთუ დიდი რაოდენობა და მჟავების ოპტიმალური შემცველობაა. თეთრი სუფრის ღვინო მეტად ეფექტურია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა დროს, მაშინ როცა წითელი ღვინო განლეული ორგანიზმის სწრაფად მომძლავრება-აღდგენას განაპირობებს.

დღეს ენოთერაპევტები ღვინით გრიპსა და პნევმონიებს მკურნალობენ. ამ მიზნით მოზრდილებს ტკბილ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს უნიშნავენ ცხელი სახით, ბავშვებისათვის კი თბილი სასმლის აბაზანებს უწევენ რეკომენდაციას. ღვინო შეიცავს მინერალურ მარილებს, გლიცერინს, ტანინებს და ბიოაქტივატორებს. ყველა ეს ნივთიერება აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ.

ღვინის სმა ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით ადამიანს ჯანმრთელობის აღდგენასა და განმტკიცებაში ეხმარება. ნატურალური ღვინოები არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, გაჯერებულია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, რის გამოც კომპლექსურად მოქმედებს ორგანიზმზე.

კავკასიელთა დღეგრძელობის ერთ-ერთი საიდუმლო ხომ ნატურალური ღვინის რეგულარულად და სწორად სმაა!

რას მკურნალობენ ღვინით:

1) პიელონეფრიტებს უხდება თეთრი სუფრის ღვინოები, რომელთაც შარდმდენი თვისებები აქვთ;

2) მშრალ წითელ ღვინოებს ორგანიზმიდან რადიონუკლიდები გამოაქვს;

3) ძალ-ღონის განლევასა და დეპრესიას შამპანურითა და მაღალკალორიული ღვინოებით მკურნალობენ;

4) უძილობისას კარგია ერთ ჭიქა ბორჯომში გარეული ერთი მეოთხედი (1/4) ჭიქა მშრალი ღვინო ან კიდევ ერთი სირჩა კონიაკისა და მინერალური წყლის ნარევი;

5) ათეროსკლეროზის დროს შესანიშნავია დღეში 2 ჭიქა თეთრი ნატურალური ღვინის დალევა;

6) გრიპის, პნევმონიის დროს ძილის წინ თითო ჭიქა შაქრით დამტკბარი წითელი ღვინო უნდა მიირთვათ;

7) ავიტამინოზს შველის ნებისმიერი მარკის მშრალი ღვინო და კონიაკი, რომელთა შემადგენლობაშიც შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ჩ ვიტამინის მოქმედებას ააქტიურებს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ კონიაკს სისხლძარღვთა გამაფართოებელი თვისებებიც აქვს.

ღვინო რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც კვებითი ალერგია ან დისბაქტერიოზი აწუხებს. ღვინო ერთგვარი პროვოკატორია ღრუბლისებრი უჯრედებისათვის, რომლებიც ჰისტამინის გრანულებს შეიცავს. ის არღვევს აღნიშნული უჯრედების მემბრანას და ჰისტამინის გამოთავისუფლებას უწყობს ხელს, სისხლსა და პლაზმაში ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით დაგროვება კი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთებასა და ალერგიულ გამოვლინებებს იწვევს (დერმატიტი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია) და სხვა). ჰისტამინი სისხლძარღვოვან სისტემასაც ვნებს - ჰიპერტონიული კრიზისა და შაკიკის პროვოცირებას ახდენს. ასე რომ, თუ კვებითი ალერგია გაწუხებთ, აჯობებს, არაყი ან კონიაკი მიირთვათ, ოღონდ ცხადია - მცირე რაოდენობით.

ჰეპატოლოგთა თვალთახედვით ღვინით გასტროენტეროლოგიური დაავადებების მკურნალობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს ღვიძლსა და კუჭუკანა ჯირკვალზე (პანკრეასზე), ვირუსული ჰეპატიტითა და ციროზით დაავადებულთათვის უსაფრთხო დოზა არ არსებობს! ეს „წამალი“ მათ არ გამოადგებათ!

ენოთერაპია უკუნაჩვენებია ჰიპერტონიული დაავადების, გულის უკმარისობის, ტაქიკარდიისა და გულის რიტმის სხვა სახის დარღვევების დროს. ღვინის პროცედურები დაუშვებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებების, ეპილეფსიის, შაქრიანი დიაბეტის, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის დროს.

სამკურნალო წამლის დოზებს ექიმი-ენოთერაპევტი განსაზღვრავს - საშუალოდ ზრდასრული ადამიანი დღე-ღამეში 200-400 გრამ ღვინოს მიირთმევს ფიზიოთერაპიული მდგომარეობის მიხედვით და მედიკამენტურ მკურნალობაზე დამოკიდებულებით. სადესერტო ღვინოებს განაზავებენ წყლით, 1:3 შეფარდებით, სუფრისა და მშრალ ღვინოებს კი სუფთა სახით იყენებენ. ენოთერაპიული მკურნალობის კურსი 14 და მეტ დღეს მოიცავს.

ძველბერძენი მოაზროვნე პლატონი ამტკიცებდა - ღვინო მოხუცებულთათვის რძეაო! მოგვიანებით მეცნიერებამ დაადასტურა ამ აზრის ჭეშმარიტება! კვლევებით დადგინდა, რომ ყოველდღიურად 100-200მლ სუფრის ან მშრალი ღვინის დალევა 70%-ით ამცირებს ინსულტის განვითარებისა და ინსულტის წინა მდგომარეობის ჩამოყალიბების რისკს. ღვინის მარგებლობა-მავნებლობა დამოკიდებულია როგორც მის ხარისხზე, ასევე – ულუფაზე!

რითია სასარგებლო წითელი ღვინო

წითელი ღვინო ანტიოქსიდანტურ თვისებათა მქონე ნივთიერებებს შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ანეიტრალებენ, უვნებელყოფენ ორგანიზმში წარმოქმნილ მავნე რადიკალებს. ანტიოქსიდანტებიდან ღვინოში ყველაზე მეტია რესვერატროლი – ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად შედის ყურძნის მარცვლების კანისა და კურკების (წიპწის) შემადგენლობაში. ღვინის დაწურვისა და დაყენების პროცესში რესვერატროლი გროვდება და საბოლოო პროდუქტში მისი რაოდენობა მნიშვნელოვან მაჩვენებელს აღწევს.

ამ ნივთიერებას თეთრი ღვინოც შეიცავს, თუმცა, წითელთან შედარებით ბევრად ნაკლებს.

ღვინოში სხვა ანტიოქსიდანტებიც არის: საპონინები, კატექინები, ისინი მავნე რადიკალებს ორგანიზმის უჯრედთა დაზიანებაში უშლიან ხელს. ჩამოთვლილი ნივთიერებები აფერხებენ ქოლესტერინის დაჟანგვას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საფრანგეთში, მიუხედავად იმისა, რომ იქაურებს ძალიან უყვართ ცხიმიანი (ნოყიერი) კერძები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაცილებით იშვიათად აღენიშნებათ. ეს იმიტომ, რომ ფრანგები სისტემატურად მიირთმევენ სასარგებლო წითელ ღვინოს. ღვინით თერაპია ამ ქვეყანაში განსაკუთრებით პოპულარულია.

ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, წითელი ღვინო ამცირებს ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარების რისკს, რესვერატროლის წყალობით ფერხდება უკვე არსებული სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლების პროცესი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ წითელ ღვინოში შემავალი ნივთიერებები სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებენ კიდევაც, მათივე ზემოქმედებით ფერხდება სიმსივნურ წარმონაქმნში სისხლძარღვების განვითარება-ჩაზრდის პროცესი, რის გამოც სიმსივნური წარმონაქმნი კვდება. ამ კუთხით კვლევები დღესაც გრძელდება და მრავალი საინტერესო მონაცემიც არსებობს, რომელიც შეიძლება ამ თუ იმ პროცესის უფრო ღრმად წვდომაში დაგვეხმაროს, ისიც ცნობილია, რომ წითელი ღვინო, როგორც სამკურნალო საშუალება, განსაკუთრებულ ეფექტს ავლენს სისხლის, კანისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს.

დადგენილია, რომ რესვერატროლი ხელს უშლის თრომბოციტების (სისხლის ფირფიტების) შეწებებასა და თრომბების წარმოქმნას და ამ გზით ინფარქტებისა და ინსულტების განვითარების რისკს ამცირებს.