რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    მამაკაცის საზაფხულო გარდერობი - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    მამაკაცის საზაფხულო გარდერობი

    დრაივის დრო, რომელიც ნებისმიერ ჯანმრთელ მამაკაცზე დოპინგივით მოქმედებს.

    იმისთვის, რომ თქვენი გარეგნობით მშვენიერ სქესზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, უნდა გეცვათ გემოვნებით, ლამაზად და, გარემოებათა გათვალისწინებით, კომფორტულად. მამაკაცის გარდერობი უფრო მწირია, ვიდრე ქალისა, თუმცა ამას დადებითი მხარეც აქვს - ნაკლები წესის დამახსოვრება მოგვიწევს. მაშ, როგორ უნდა ჩაიცვას მამაკაცმა ზაფხულში?

    • ყოველდღიური ჩაცმულობა

    ცხადია, საზაფხულო გარდერობის საბაზისო ელემენტებია მაისური და შორტი. ეს მოხერხებული, პრაქტიკული სამოსი სხეულს სუნთქვისა და მზის აბაზანების მიღების საშუალებას აძლევს. მათი შეძენისას ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს ნატურალურობა, ბუნებრიობა. ასეთი ქსოვილებია სელი და ბამბა, თუმცა სინთეტიკის მცირე შემცველობა დასაშვებია, რათა ტანსაცმელი იოლად არ იჭმუჭნებოდეს. პიკნიკისა და ლაშქრობის დროს შეზღუდვა პრაქტიკულად არ არსებობს.

    თუ გსურთ, სპორტდარბაზში მუყაითი ვარჯიშის შედეგები წარმოაჩინოთ, თამამად ჩაიცვით ღია მაისურები და მოკლე შარვლები - ტყუილად ხომ არ იკლავდით თავს; მოვიდა დრო, დამსახურებული კომპლიმენტები მიიღოთ.

    უფრო კონსერვატორ და ნაკლებად სპორტული გარეგნობის მამაკაცებს ვურჩევთ, ჩაიცვან სადა მაისური და ღია ფერის ბრიჯები.

    • საოფისე გარდერობი

    რაც არ უნდა კომფორტულად გრძნობდეთ თავს შორტსა და მაისურში, სამსახურში ასეთი ჩაცმულობით გამოჩენა არ შეიძლება, თუმცა ოფისისთვისაც შეიძლება შეირჩეს მოხერხებული ვარიანტი. რუხი ან სელისფერი ტილოს კოსტიუმი, მასზე რამდენიმე ტონით ბაცი პერანგი და რამდენიმე ტონით მუქი საზაფხულო ფეხსაცმელი იდეალური არჩევანია - საქმიანი და რესპექტაბელური იერიც გექნებათ და მოხერხებულადაც იგრძნობთ თავს. ასეთი ჩაცმულობისას ჰალსტუხის გაკეთება აუცილებელი არ არის.

    თუ სამსახურში მკაცრი დრესკოდი არ მოქმედებს, შეიძლება, ღია ფერის შარვლითა და პერანგითაც შემოვიფარგლოთ.

    თუ ხშირად გიწევთ გადაადგილება, უპირატესობა მიანიჭეთ ჯინსს, მსუბუქ სპორტულ ფეხსაცმელს და პასტელური ფერის პერანგს.

    • საზაფხულო ჩაცმულობის შეცდომები

    ყველაზე დიდი შეცდომაა სანდლებზე წინდების ჩაცმა. ეს არის ტაბუ და გამონაკლისი არ გააჩნია. ძალიან ლამაზი სანახავია გარუჯულ ფეხებზე მოკლე შორტი, რომელიც იდეალურად წარმოაჩენს მამაკაცის სხეულს, მაგრამ ასე ჩაცმა მისაღებია მხოლოდ პლაჟზე, ქალაქის ქუჩებში ამგვარი ჩაცმულობით სიარული არაეთიკურია.

    ქამარ-საფულეს ორიგინალურ და მოხერხებულ აქსესუარად ნუ ჩათვლით - ის მისაღებია საცალო მოავაჭრეებისთვის ბაზარში.

    თუ იდეალური აღნაგობით ვერ დაიკვეხნით, ნუ ჩაიცვამთ ტანზე მომდგარ მაისურს, რომელიც მკაფიოდ აჩენს ტორსის ნაკლოვანებებს, თუნდაც წამოზრდილ ღიპს.