როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმი მუცლიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმი მუცლიდან

  • როგორ დავადგინოთ, გვაქვს თუ არა ჭარბი წონა?

არ არსებობს მამაკაცის იდეალური წონის გამოსათვლელი სტანდარტული ფორმულა. ყველაფერი აღნაგობაზეა დამოკიდებული. ერთი და იმავე წონის ორი მამაკაციდან ერთი შესაძლოა ათლეტური აღნაგობისა იყოს, მეორეს კი მეორე ხარისხის სიმსუქნე ჰქონდეს.

გააჩნია კუნთოვანი და ცხიმოვანი მასის თანაფარდობასა და ცხიმოვანი მასის რაოდენობას, რომელიც 16%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ბევრი მამაკაცი დაქორწინების შემდეგ იმატებს წონას, რაც, წესისამებრ, რაციონის ცვლილებისა და ფიზიკური აქტივობის შემცირების ბრალია.

მამაკაცებს წონის მომატების მიზეზი ვერ გაურკვევიათ, რადგან მიაჩნიათ, რომ იმდენს არ ჭამენ, რამდენადაც სუქდებიან. საკვების ოდენობასთან ერთად გასათვალისწინებელია მისი კალორიულობაც. რაციონთან ერთად აუცილებელია ჰორმონული ფონის - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და მამაკაცური ჰორმონების დონის - შეფასებაც, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული წონის მატება.

ღიპი, წესისამებრ, ჭარბად ნახშირწყლოვანი კვების ფონზე ჩნდება. ამ დროს რაციონში ჭარბობს თეთრი პური, ცომეული, შაქარი, კარტოფილი, ბრინჯი, შაქრის შემცველი პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის - ლუდი, ტკბილი ხილი და სხვა.

ღიპი რომ მოიცილოთ, უნდა შეიცვალოთ რაციონი და დაიწყოთ ვარჯიში, მაგრამ გაითვალისწინეთ: არ არსებობს ვარჯიშთა კომპლექსი, რომელიც ცხიმს მხოლოდ მუცლის არეში დაწვავს; ის თანაბრად განილევა სხეულის ყველა ნაწილიდან.

მთავარი შეცდომა, როგორც წესი, უცოდინარობის შედეგია. მცენარეული ზეთით ან მაიონეზით მსუყედ შეკაზმული სალათა, მამაკაცების აზრით, მხოლოდ ხემსია, რომლის შემდეგაც შეიძლება, მაძღრისად ისადილო. რძის პროდუქტებიც ხემსად ითვლება. ცალკე თემაა ხორცი. კიდევ არა უშავს, თუ მამაკაცი სტეიკს ან მწვადს ამჯობინებს. სხვა საქმეა კატლეტი, რომელიც, წესისამებრ, ცხიმიანი ხორცისა და სხვა დანამატების ნარევია და კალორიების ნამდვილ ბომბს წარმოადგენს.

  • ლუდთან ერთად და ლუდის გარეშე

საზოგადოდ, რაც უფრო მაგარია სასმელი, მით მეტად კალორიულია იგი. გარდა ალკოჰოლის შემცველობისა ლუდის კალორიულობა სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული. არსებობს დაბალკალორიული ლუდის არჩევანი. ასე, რომ შეკითხვაზე შესაძლებელია თუ არა ლუდზე უარის თქმის გარეშე გახდომა, პასუხია დიახ, შესაძლებელია, თუ შეარჩევთ დაბალკალორიულს და მის ოდენობას 0,3 ლ-მდე შევზღუდავთ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ალკოჰოლის მიღებისას სუსტდება თვითკონტროლი და საკვებს ინერციით ვიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილს შესაძლოა სულაც ვერ ვგრძნობდეთ. რაციონი თანდათანობით, საფეხურებრივად უნდა შეიცვალოს. გარემო ისედაც სავსეა სტრესული სიტუაციებით, შიმშილით გამოწვეული სტრესიც რომ არ დავამატოთ.

სვით ბევრი სითხე, რომელიც ორგანიზმს მეტაბოლიზმისა და ცხიმოვანი ქსოვილის დაშლის პროდუქტებისგან გაწმენდაში დაეხმარება.

დაბოლოს, გახსოვდეთ: წონის კორექციისთვის ორკვირიანი დიეტა არ არის საკმარისი - ხანგრძლივი შედეგისთვის საჭიროა ცხოვრების წესის, კვებითი ჩვევების შეცვლა.