დიასახლისის კუთხე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიასახლისის კუთხე

.

  • გამომცხვარი თევზი კარტოფილით

4 ულუფა:

  1. თითოეული - 430 კკალ,
  2. ცილები - 32 გ,
  3. ცხიმები - 17 გ,
  4. ნახშირწყლები - 19 გ.

საჭიროა:

  1. 400 გ თევზის ფილე,
  2. 700 გ კარტოფილი,
  3. 2 კვერცხი,
  4. 1 თავი ხახვი,
  5. 50 გ მცენარეული ზეთი,
  6. 125 გ ნაღები,
  7. 1 სუფრის კოვზი პურის ან კარტოფილის ფქვილი (სახამებელი),
  8. 1 კონა კამა,
  9. მარილი, შავი პილპილი.

კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ, დაჭერით რგოლებად, გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და დააწყვეთ ცხიმწასმულ ტაფაზე. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. თევზის ფილე გარეცხეთ, გააშრეთ, გამოაცალეთ ფხები და თანაბარ ფენად მოაწყვეთ კარტოფილზე. მასაც მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, დაკეპილი ხახვი და ფქვილი (მოყვანილი თანმიმდევრობით!), მოასხით ზეთი, დაახურეთ სახურავი და შუშეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთს. კვერცხს შეათქვიფეთ ნაღები და მოასხით თევზს. დატოვეთ ნელ ცეცხლზე ან შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, ვიდრე კვერცხი არ შეიკვრება.

კამა გაარჩიეთ, გარეცხეთ, შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაკეპეთ. მზა კერძი გადაიღეთ თეფშებზე და მოაყარეთ დაკეპილი კამა.

ექიმის კომენტარი

ვფიქრობთ, ამ კერძზე უარს არავინ იტყვის, ჩვენ კი არ მოგვბეზრდება იმის გამეორება, რომ თევზი ძალიან სასარგებლოა, თანაც დიეტური პროდუქტია და ფაქტობრივად არავის ეკრძალება, რეცეპტი კი იმდენად მარტივია, რომ მამაკაცებიც კი იოლად მოამზადებენ. მიირთვით სადილზე, მეორე კერძად, უმჯობესია, ბოსტნეულის წვნიანის შემდეგ. შეგიძლიათ, ერთი ჭიქა ახალგამოწურული ხილის ცივი წვენიც დააყოლოთ.

კერძისთვის გამოდგება ნებისმიერი თევზი, გაყინულიც კი, ოღონდ არა ცოცხალი. თუ დამარილებულ ან შებოლილ თევზს გამოიყენებთ, კერძს მარილი აღარ მოაყაროთ. თუ ასეთ თევზს წინასწარ დაალბობთ წყალში, კერძი საოცრად სათუთი გამოგივათ. სიცხარისთვის შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი აჯიკა ან ცხარე კეტჩუპი.

  • ორცხობილას ტორტი

12 ულუფა:

  1. თითოეული - 450 კკალ,
  2. ცილები - 13 გ,
  3. ცხიმები - 25 გ,
  4. ნახშირწყლები - 44 გ.

საჭიროა ბისკვიტისთვის:

  1. 300 გ ორცხობილა,
  2. 130 გ ნაღების კარაქი;

საჭიროა კრემისთვის:

  1. 16 გ ჟელატინი,
  2. 900 გ დიეტური ხაჭო,
  3. 5 სუფრის კოვზი ვანილიანი სიროფი,
  4. 250 გ ნაღები,
  5. 2 შეკვრა შაქრიანი ვანილი,
  6. 4 სუფრის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი,
  7. 1 შეკვრა ტორტის მოსართავი ჟელე,
  8. 150 გ შაქრის ფხვნილი,
  9. 300 გ წითელი მოცხარი.

ორცხობილა დაფხვენით (შეგიძლიათ, ტილოს თოფრაკში ან სქელ პოლიეთილენის პარკში ჩაყაროთ და ცომის გასაბრტყელებელი ჯოხით დაბეგვოთ). აურიეთ ნაღების კარაქში. ფართო თეფშზე დადეთ დასაშლელი ფორმის სალტე, ჩადეთ მასში კარაქიანი ორცხობილა და კარგად ჩაპრესეთ. შედგით მაცივარში.

დაალბეთ ჟელატინი. ხაჭოს შეურიეთ ვანილიანი სიროფი და კარგად გაწურული ჟელატინი. ნაღებს შეათქვიფეთ ვანილი და ისიც ხაჭოს შეურიეთ. ბისკვიტი მაცივრიდან გამოიღეთ, დაადეთ ხაჭოს კრემი, კარგად გადაასწორეთ და 4 საათით შეაბრუნეთ მაცივარში.

ფორთოხლის ლიქიორი შეურიეთ ტორტისთვის განკუთვნილ ჟელეს ფხვნილს, დაამატეთ შაქარი და მოცხარის წვენი. კარგად აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. წამოდუღდება თუ არა, გადმოდგით და გააგრილეთ, მოასხით კრემს და შედგით მაცივარში 2 საათით.

ექიმის კომენტარი

ხილი საოცრად უხდება ხაჭოს. ასეთი ნარევი არა მარტო გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოც, რადგან ორგანიზმს ვიტამინებთან ერთად კალციუმსაც აწვდის. ორცხობილას ტორტი შესანიშნავი იქნება საუზმეზე ან დესერტად, ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად, საღამო ხანს კი მაინცდამაინც ნუ მიეძალებით, რადგან საკმაოდ კალორიულია.