/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიასახლისის კუთხე

როგორი უნდა იყოს სურსათი

როგორი უნდა იყოს სურსათი
მაღაზიაში შესულს თვალები აქეთ-იქით გაგვირბის: თაროები დახუნძლულია მადის აღმძვრელი კოლოფებით, ქილებითა და კონტეინერებით.

თითოეული მათგანი თითქოს გვეუბნება: "დამაგემოვნე!" - და ჩვენც ხელი იქით გაგვირბის, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვათავსოთ პროდუქტი ჩანთაში. მაგრამ რამდენად სასარგებლოა ის, რასაც ვყიდულობთ? იმისათვის, რომ ფულის გადაყრა სანანებელი არ გაგვიხდეს და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ, მოდი, გავიხსენოთ სურსათის შეფასების მთავარი კრიტერიუმები და გავარკვიოთ, რა ინფორმაციას გვაწვდის ეტიკეტი. ყურადღებით დაათვალიერეთ პროდუქტი და გაიხსენეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ხარისხიანი საქონელი.

ყველი: არ უნდა ჰქონდეს ობი, ნახეთქები, ნახვრეტები (გარდა განსაკუთრებული სახეობებისა). თუ ყველს აქვს ბზარები და გამუქებული ადგილები, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე გამომშრალია.

არაჟანი: არ უნდა ჰქონდეს კოშტები, არ უნდა იყოს წებოვანი, არ უნდა იწელებოდეს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მოხარშული ძეხვი: ხარისხიან პროდუქტს აქვს ზომიერად ნოტიო თანაბარი ანათალი ღრმულების გარეშე. თუ ძეხვი მეტისმეტად წითელია, ეს ნიშნავს, რომ მას დამატებული აქვს ნატრიუმის ნიტრატი, რომელიც ხორცს ფერს უნარჩუნებს.

გაყინული ხორცი: ახალი ზამბარასავითაა და მოსინჯვისას მაშინვე აღიდგენს ფორმას. თუ დააგვიანა, ეს ნიშნავს, რომ ხორცი დიდი ხნისაა და ბევრი სითხე აქვს დაკარგული.

თევზი: მაგარი ქერცლი, გამჭვირვალე თვალები და წითელი ლაყუჩები იდეალური ნიშნებია ცოცხალი თევზისათვის. გაყინული არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ ყინულს. დამარილებული თევზი უნდა იყოს გამოშიგნული და ჰქონდეს სასიამოვნო სუნი.

ხილი და ბოსტნეული: კარგია მხოლოდ ახალი, მკვრივი, უნაოჭო ნაყოფი. არ უნდა ჰქონდეს ლაქები და დაჟეჟილი ადგილები. თუ გაყინულია, შეეხეთ შესაფუთ მასალას. მასში არ უნდა იყოს ყინულის ნაწილაკები - მათი არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ პროდუქტი გაადნეს და ხელახლა გაყინეს.

ასევე დაგაინტერესებთ
ავოკადოს ჯანსაღი პაშტეტის რეცეპტი

დაფასოებული პროდუქტებისთვის მართებულია კიდევ ერთი წესი: შესაფუთი მასალა უნდა იყოს მთლიანი. ოდნავმა დაზიანებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს პროდუქტის გაფუჭება - მასში ადვილად შეაღწევს ათასგვარი მიკრობი.

რა არის შიგნით?

  1. ეტიკეტზე, შესაფუთ მასალაზე აუცილებლად შეამოწმეთ შენახვის ვადა. მალფუჭებადი რძის პროდუქტების შენახვის ვადას თითქმის ყველა ამოწმებს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ბურღულეული და მშრალი ნამცხვარიც შეიძლება დაძველდეს. წლობით თაროზე ნადებ წიწიბურასა და ბრინჯს არასასიამოვნო სუნი და გემო აქვს.
  2. შეამოწმეთ კალორიები. ეს უფრო ჯანსაღი და მსუბუქი საკვების არჩევაში დაგეხმარებათ.
  3. წაიკითხეთ პროდუქტის შემცველობა. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რამდენ ცხიმს, შაქარს და მარილს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მოვიხმართ ძალიან ბევრ ფარულ მარილს, რომელსაც შეიცავს ხორცის ნაწარმი, მაგალითად, ნახევარფაბრიკატები, ჩიფსები და საწებლები.

ეტიკეტებზე სხვა მონაცემებიც არის მოყვანილი. მაგალითად, თევზის კონსერვის ქილაზე მითითებულია: "შეიცავს თევზს, მცენარეულ ზეთს, მარილს, წიწაკას". ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ყველაზე მეტია თევზი და ზეთი. ხოლო თუ სოსისის შეფუთვაზე წერია: "მცენარეული ცილა, ხორცი, მარილი...", - იცოდეთ, რომ ის სოიის დანამატისგან არის დამზადებული, ხორცი მასში ცოტაა. ეტიკეტზე ასევე ამოიკითხავთ დანამატების ჩამონათვალს და ნომრებს, რომლებსაც წინ ასო E უძღვის. რას გვამცნობს ის? ამ ასოთი აღინიშნება საკვები დანამატები, რომლებსაც პროდუქტს გემოს გასაუმჯობესებლად უმატებენ. ასეთი დანამატი გამოყენებულია დიდი რაოდენობით - 2500-მდეა. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახეობაა აკრძალული და ნებადართული.

რაც უფრო ნაკლები ინგრედიენტია მზა პროდუქტში, მით უკეთესია. რატომ? იმიტომ, რომ თითოეულის დამუშავებისას გამოყენებულ იქნა თავ-თავისი დანამატი, ნაირ-ნაირი E შემდეგ ისინი გააერთიანეს და დაუმატეს კიდევ ერთი E სტაბილიზაციისთვის... მრავალი დანამატი არცთუ უსაფრთხოა. მათ შორის - E-250. ეს არის ნატრიუმის ნიტრიტი. მას ხორცის პროდუქტებში ამატებენ და შეუძლია, არტერიული წნევის მოშლა გამოიწვიოს. ასევე - E-621, ნატრიუმის გლუტამატი, რომელსაც უმატებენ ატრიას, სანელებლებს, ჩიფსებს. იწვევს ასთმას, გულის მუშაობის მოშლას, თავის ტკივილს. ზოგიერთი E საკმაოდ სასარგებლო ან ნეიტრალური ნივთიერებაა. მაგალითად, E-300 - C ვიტამინი, E-330 - ლიმონის მჟავა, E-160 - კაროტინი. მთავარია, ისინი დიდი ოდენობით არ მივიღოთ. დიდი ოდენობით ბუნებრივი დანამატებიც კი საშიშია. თუ არ აპირებთ, სურსათი ნახევარი წლის განმავლობაში შეინახოთ საკუჭნაოში, უმჯობესია, შეიძინოთ მალფუჭებადი პროდუქტი და ის ვადის გასვლამდე გამოიყენოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორი უნდა იყოს სურსათი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები