ავოკადოს ჯანსაღი პაშტეტის რეცეპტი

მის მოსამზადებლად აიღეთ ნახევარი ავოკადო, ორი კვერცხი, ექვსი სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი, ორი კბილი ნიორი, ცოტა მწვანილი, მარილი და პილპილი.
დასაწყისისთვის კვერცხები კარგად მოხარშეთ, ცილა გამოაცალკევეთ გულისაგან და შემდეგ გახეხეთ ცილა. მწიფე ავოკადო გაყავით შუაზე, ამოიღეთ კურკა და ნაყოფის ნაწილი ჩანგლით ჩაჭყლიტეთ.
დაუმატეთ კვერცხის გული ავოკადოს რბილობში და ყველაფერი კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ცილა, იოგურტი, მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ნიორი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მწვანილიც წვრილად უნდა დავჭრათ და დავამატოთ კერძში, ყველაფერი კარგად ავურიოთ.
- მიირთვით ავოკადო და კვერცხის პაშტეტი მთლიანი მარცვლეულის პურის ტოსტთან ერთად.