რა უნდა გავითვალისწინოთ შარდმდენი პრეპარატების მიღებისას? - სასარგებლო რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

რა უნდა გავითვალისწინოთ შარდმდენი პრეპარატების მიღებისას? - სასარგებლო რჩევები

რა უნდა გავითვალისწინოთ შარდმდენი პრეპარატების მიღებისას? - სასარგებლო რჩევები
დიურეტიკები ანუ შარდმდენი პრეპარატები - როდის შეიძლება დიურეტიკების მიღება?

სპეციალისტები დიურეტიკებს ყველაზე ხშირად ნიშნავენ: ჰიპერტონიული დაავადებისას და გულის უკმარისობის დროს.

ისინი წარმატებით გამოიყენება: გლაუკომის, ღვიძლის ციროზის, თირკმლის პათოლოგიების, ენდოკრინული დაავადებებისა და ნევროლოგიური ბუნების პათოლოგიების მკურნალობის პროცესში.


როგორ მოქმედებენ დიურეტიკები?


ძირითადი მოქმედების მექანიზმი ასეთია - ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ დიურეტიკები დროებით ბლოკავენ, ამუხრუჭებენ თირკმლის შარდწარმომქმნელი მილაკების უჯრედებში არსებულ იმ ფერმენტთა მოქმედებას, რომლებსაც თირკმელებში წყლის, ნატრიუმის იონების უკუშეწოვა აკისრია და რადგანაც უკუშეწოვის პროცესი საგრძნობლად სუსტდება, გაძლიერებულად იწყება ჭარბი წყლის შარდის სახით გამოდევნა.

რატომ
არის შარდმდენებით თვითმკურნალობა საშიში?

კალიუმის დეფიციტი - უკლებლივ ყველა შარდმდენი პრეპარატი სითხესა და ნატრიუმთან ერთად ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის კალიუმსაც, რომელიც გულის მუშაობისათვის აუცილებელი მიკროელემენტია, არადა ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შეშუპება აღენიშნებათ, ისედაც განიცდიან გულის კუნთის მუშაობისათვის ესოდენ საჭირო კალიუმის დეფიციტს, შარდმდენთა მოქმედებით ეს დეფიციტი
კიდევ უფრო ღრმავდება და ორგანიზმსაც კიდევ უფრო მეტი საფრთხე ექმნება;

დოზის გადაჭარბება - კალიუმის მნიშვნელოვანი დეფიციტი შარდმდენი პრეპატარების ერთადერთი გვერდითი ეფექტი როდია, არანაკლებ საშიშია დიურეტიკების დოზების გადაჭარბებაც, რომელიც ყველაზე ხშირად მათი ხანგრძლივი მოღებისას ვითარდება.

დიურეტიკების გადაჭარბებული დოზებით მიღება ორგანიზმში წყალმარილოვანი ცვლის და სისხლის ნორმალური მიმოქცევის დარღვევას იწვევს, რის შედეგადაც ვითარდება ორგანიზმის გაუწყლოებისათვის დამახასიათებელი არა მარტო კალიუმის, ნატრიუმის დეფიციტიც, ქვეითდება არტერიული წნევა და მცირდება სისხლის მოცულობა.

სუბიექტურად ეს ძლიერ წყურვილის გრძნობაში, გადაღლაში, კრუნჩხვებსა და გულისცემათა რიტმის დარღვევაში ვლინდება.

დიურეტიკების დოზების გადაჭარბება ხშირად თანმდევი ქრონიკული დაავადებების გამწვავების მიზეზიც ხდება, რაც განსაკუთრებით საშიშია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

სასარგებლო რჩევები

  • შარდმდენი პრეპარატების მიღება ყოვლად დაუშვებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, მათი თვითნებური მიღება ექიმის მოსვლამდე გამონაკლისის სახით შესაძლებელია მხოლოდ ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორებიცაა ჰიპერტონული კრიზი ან ძალზე სწრაფად მზარდი შეშუპება;

 

  • ჯანსაღ აზრს მოკლებულია შარდმდენი პრეპარატების მიღება წონის დასაკლებად, ასეთი გზით დაკარგული კილოგრამები მაშინვე შეივსება, როგორც კი შარდმდენი პრეპარატის სმას შეწყვეტთ;

 

  • შარდმდენი პრეპარატების ხანგრძლივი მიღებით სისხლში კალიუმის დონის შემცირებით გამოწვეული კრუნჩხვების განვითარება თავიდან რომ აიცილოთ და პრეპარატთა გვერდითმა ეფექტმაც ვერაფერი გავნოთ, დიურეტიკების მიღებამდე და მას შემდეგაც მიიღეთ კალიუმით მდიდარი საკვები: ბანანი, კაკალი, მოხარშული კარტოფილი, გარგარის ჩირი და ქიშმიში.

წაიკითხეთ სრულად

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ფერმენტული პრეპარატი ის ფარმაკოლოგიური საშუალებებია, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას,
კვლევებმა აჩვენა, რომ პრებიოტიკების საშუალებით შესაძლებელია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ვალერიანის მცენარის გამომშრალი ფესვი შეიცავს ვალეპოტრიატებს, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი ახასიათებს.
დასავლეთის ქვეყნებში არსებული საკვები პროდუქტები ომეგა 3 ამინომჟავების მცირე რაოდენობას შეიცავენ.
ანტიბიოტიკოთერაპიაზე გვესაუბრება: მე-3 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის თერაპევტი - ნათია რევიშვილი
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად